განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/518-19 (№041020419003)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ნოემბერი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------- ტ---–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული: რ----- ზ-----–---–-
მამის სახელი: ბ-------
დაბადებული: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები (რეგისტრირებული): ქუთაისი, ნ---------------------–--------------
მცხოვრები (ფაქტობრივად): ტყიბული, სოფელი კ----------
ადვოკატი - თ---------- მ----
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქუთაისში, ნ---------------------–---------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში რ---- ზ-----–---–-- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას, მ---- ზ-----–---–-. კერძოდ, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და შემდგომ ხელი დაარტყა კეფის არეში. აღნიშნული ქმედებით მ---- ზ-----–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება რ----- ზ-----–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ----- ზ-----–---–-ს ბრალეულობას.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ბრალდებულ რ----- ზ-----–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე გარდა დაზარალებულისა და მოწმე ნ----- ზ-----–---–-ს ჩვენებებისა სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
დაზარალებულმა მ---- ზ-----–---–-- არ მისცა ჩვენება შვილის რ----- ზ-----–---–-ს წინააღმდეგ. ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება შვილი.
მოწმე ნ----- ზ-----–---–-- არ მისცა ჩვენება ძმის რ----- ზ-----–---–-ს წინააღმდეგ. ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება ძმა.
საქმეში წარმოდგენილი მოწმე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ---- ჯ----–---–-- გამოკითხვის ოქმით ირვევა, რომ 2019 წლის 2 აპრილს დაახლოებით 03:10 საათზე პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება მასზედ, რომ ქუთაისში, ნ---------------------–---------------ში მცხოვრები მ---- ზ-----–---–- აცხადებდა, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა რ----- ზ-----–---–--. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე ზ---- ჯ----–---–- მეწყვილე ე------ ჟ----–---–------- ერთად გამოცხადდა მისამართზე, სადაც დახვდათ შეტყობინების ინიციატორი მ---- ზ-----–---–-, რომელიც იყო განერვიულებული და მათ განუმარტა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა რ---- ზ-----–---–-- მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, კეფაში ჩაარტყა მუშტი რა დროსაც მ---- ზ-----–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ხელი კრა მ---- ზ-----–---–-ს შვილს ნ----- ზ-----–---–-. შემთხვევის ადგილზე აგრეთვე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ---- ზ-----–---–-, რომელიც იყო აგრესიული და ილანძღებოდა დედის მისამართით, აღნიშნულის გამო მოხდა რ---- ზ-----–---–-ს ბრალდებულის სახით დაკავება და შედგა დაკავების ოქმი, თუმცა რ---- ზ-----–---–-- გაურკვეველი მიზეზით დაკავების ოქმზე ხელი არ მოაწერა.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, რომ 2019 წლის 2 აპრილს, ქუთაისში, ნ--------------------–---------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რ----- ზ-----–---–-- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას მ---- ზ-----–---–- და დას ნ----- ზ-----–---–-.
დანაშაულის შესახებ შეტყობინების N832162 თანახმად, 2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, მასზედ, რომ ქუთაისში, ნ--------------------–---------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში რ----- ზ-----–---–-- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას მ---- ზ-----–---–- და დას ნ----- ზ-----–---–-.
ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 2 აპრილს 03:30 საათზე, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ---- ჯ----–---–-- მიერ ქუთაისში, ნ--------------------–---------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში რ----- ზ-----–---–- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - 02.04.2019 წელს 06:09-06:15 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ---- ზ-----–---–- სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა რ----- ზ-----–---–-ს მიერ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად პროკურორმა წარმოადგინა მხოლოდ ორი პირდაპირი მოწმე - დაზარალებული მ---- ზ-----–---–- და მოწმე ნ----- ზ-----–---–- რომლებმაც კანონიერი საფუძვლით განაცხადეს უარი ჩვენების მიცემაზე.რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ მოწმე ზ---- ჯ----–---–-- ჩვენებას სასამართლო უთითებს, რომ ზ---- ჯ----–---–-- დაადასტურა რ----- ზ-----–---–-ს მხრიდან მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტი და იგი გადმოსცემს იმ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც საქმის განხილვისას ჩვენება არ მისა, ზ---- ჯ----–---–- არ არის ფაქტის თვითმხილველი და აღნიშნული მოწმის ჩვენება საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.
სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომას, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548; §52). შესაბამისად, მოწმე ზ---- ჯ----–---–-- ჩვენების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ როდესაც მის მიერ, სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დადასტურებულა სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნას - 02.04.2019 წელს 06:09-06:15 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ---- ზ-----–---–- სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ რ----- ზ-----–---–-ს ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რ----- ზ-----–---–-ს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც რ----- ზ-----–---–- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ----- ზ-----–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
რ----- ზ-----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
გამართლებულ რ----- ზ-----–---–- განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
შსს საინფორმაციო ცენტრ 112-დან გადმოგზავნილი CD დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური