გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/18367-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგ--
მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე
სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე - ა----------–-
წარმომადგენელი - გ---------------–---–ი
მოპასუხეები - რ--------- ს------------შ--–----–---–ი, გ-- შ--–----–---–ი, ხ---- შ--–----–---–ი
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს რ--------- ს------------შ--–----–---–ს, გ-- შ--–----–---–ს, ხ---- შ--–----–---–ს აეკრძალოთ მოსარჩელე ა----------–-ს მიერ მის უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ს------–-----------, საკადასტრო კოდი:0---------------, განთავსებული სათბურის დემონტაჟში ხელშეშლა;
1.2. მოპასუხეებს რ--------- ს------------შ--–----–---–ს, გ-- შ--–----–---–ს, ხ---- შ--–----–---–ს აეკრძალოთ მოსარჩელე ა----------–-ს მიერ მის უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ს------–-----------, საკადასტრო კოდი: 0---------------, ფლობასა და სარგებლობაში ხელშეშლა.
(იხ. სასარჩელო მოთხოვნა, ს.ფ. 7-8).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 01 მარტს, ა----------–მა მანანა გ--–-----ისგან შეიძინა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ს------–-----------, ს-------–---–-ს და ბ-------–---–ის ქუჩების კვეთაზე, ფართი - 1100 კვ.მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0---------------. მიწის ნაკვეთზე დღევანდელი მდგომარეობით განთავსებულია სათბური. მოსარჩელის განმარტებით, უძრავ ქონებას ფაქტობრივად ფლობენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები - მოპასუხეები - რ--------- ს------------შ--–----–---–ი, გ-- შ--–----–---–ი, ხ---- შ--–----–---–ი.
მოპასუხეები ცდილობენ, არ მისცენ მოსარჩელეს თავისი უძრავი ნივთით სარგებლობის უფლება. მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია 2 მეტრი სიმაღლის ბეტონის ღობით და აქვს რკინის ჭიშკარი. მოპასუხეები რკინის კარს შიდა მხრიდან ბლოკავენ მძიმე საგნებით, რაც დაბროკოლებას უქმნის მოსარჩელეს, შევიდეს კუთვნილ ნაკვეთში.
2018 წლის 26 აპრილს მოსარჩელეს მცდელობა ჰქონდა, მოეხდინა მის მიწის ნაკვეთზე არსებული სათბურის დემონტაჟი. მოპასუხეებმა არ მისცეს ამის შესაძლებლობა, მოსარჩელეს და მომუშავე ხელოსნებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ ფაქტზე გამოძახეულ იქნა საპატრულო პოლიცია და შედგა შესაბამისი ოქმი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეებს აეკრძალოთ, მიწის ნაკვეთზე განთავსებული სათბურის დემონტაჟში ხელშეშლა, ასევე მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, დიღომი, საკადასტრო კოდი: 0---------------, თავისუფალი ფლობა-სარგებლობის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვა ან/და ხელშეშლა.
(იხ. სარჩელი, ს.ფ. 2-17, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 15 ოქტომბრის სხდომის ოქმი, მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია 17:41:25 სთ).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა 2019 წლის 11 ივლისს წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს. ნაწილობრივ დაეთანხმნენ მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ა----------–-ს მიერ უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი: 0---------------, შეძენასთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითეს, რომ მოსარჩელემ მათთან შეთანხმების გარეშე დაამსხვრია სათბურის შუშები და კონსტრუქცია ნახევრად დაშალა, რამაც მოპასუხეებს მიაყენა მატერიალური ზიანი. მოპასუხეები განმარტავენ, რომ ხელს არ უშლიან მოსარჩელეს, ისარგებლოს თავისი კუთვნილი ქონებით.
(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 113-124, მოპასუხეთა პოზიცია, 2019 წლის 15 ოქტომბრის სხდომის ოქმი, მოპასუხეების ახსნა-განმარტება, 17:45:46 სთ).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, დიღომი, საკადასტრო კოდი: 0---------------, მესაკუთრეა ა----------–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18-19).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხეები რ--------- ს------------შ--–----–---–ი, გ-- შ--–----–---–ი, ხ---- შ--–----–---–ი ხელს უშლიან მოსარჩელე ა----------–ს ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ს------–-----------, საკადასტრო კოდი:0---------------, განთავსებული ქ. სათბურის დემონტაჟში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2018 წლის 26 აპრილის ოქმი გასაუბრების შესახებ (ს.ფ. 26);
- მიმართვა (ს.ფ. 27).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
საკუთრების, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული უფლების საკანონმდებლო შეზღუდვა დადგენილია უზენაესი კანონის ამავე ნორმით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მესამე პირველი და მეორე თავებით, რომელიც საკუთრებით სარგებლობას და სამეზობლო სამართლის მომწესრიგებელი ნორმების ერთობლიობას წარმოადგენს.
სამეზობლო სამართალი ეს არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს მეზობლებს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების ოპტიმალურ დაკმაყოფილებას. იგი არის სანივთო სამართლის შემადგენელი ნაწილი და უზრუნველყოფს მეზობლების მშვიდობიან თანაცხოვრებას.
სამეზობლო ურთიერთპატივისცემის ელემენტები შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: ა) დაიცვან კანონით დადგენილი წესი და აკრძალვები; ბ) პატივი სცენ ერთმანეთს. ჩამოთვლილთაგან, პირველი ობიექტურ ფაქტორს წარმოადგენს და მის დარღვევად ყოველთვის შეიძლება მივიჩნიოთ მატერიალური კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული აკრძალვები; რაც შეეხება მეორე ელემენტს, ის შეფასების საგანს წარმოადგენს და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობის საგნად იქცეს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს აღძრული აქვს ნეგატორული სარჩელი, რომელიც სანივთო-სამართლებრივი სარჩელის ის სპეციალური სახეა, რომლის სამართლებრივი შედეგი არა ნივთზე უფლების მოპოვებაზე, არამედ ამ ნივთით სარგებლობის წესის განსაზღვრაზეა ორიენტირებული.
უნდა აღინიშნოს, რომ ა----------–- წარმოდგენილი სარჩელით ითხოვდა:
1.1. მოპასუხეებს რ--------- ს------------შ--–----–---–ს, გ-- შ--–----–---–ს, ხ---- შ--–----–---–ს აეკრძალოთ მოსარჩელე ა----------–-ს მიერ მის უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ს------–-----------, საკადასტრო კოდი:0---------------, განთავსებული სათბურის დემონტაჟში ხელშეშლა;
1.2. მოპასუხეებს რ--------- ს------------შ--–----–---–ს, გ-- შ--–----–---–ს, ხ---- შ--–----–---–ს აეკრძალოთ მოსარჩელე ა----------–-ს მიერ მის უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ს------–-----------, საკადასტრო კოდი: 0---------------, ფლობასა და სარგებლობაში ხელშეშლა.
2019 წლის 30 მაისს, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გამოტანილი იქნა ნაწილობრივი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც:
· აეკრძალათ მოპასუხეებს - გ--, ხ---- და რ--------- შ--–----–---–ებს მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთზე ს/კ 0--------------- განთავსებული სათბურის მესაკუთრის მიერვე დემონტაჟის განხორციელებაში ხელშეშლა.
· მოსარჩელეს უარი ეთქვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე მეორე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, რომლითაც ის მოითხოვდა მოპასუხეეებისათვის მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ თავისუფალი ფლობა-სარგებლობის რაიმე ფორმის შეზღუდვის ან/და ხელშეშლის თაობაზე.
ამავე გადაწყვეტილებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილში მოპასუხეს განემარტა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა, ხოლო მოსარჩელეს განემარტა დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების წესი და ვადა.
მოსარჩელე მხარეს, 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც მას უარი ეთქვა მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე, არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კაონიერ ძალაში.
მოპასუხე მხარემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილში წარმოადგინა საჩივარი, რომელიც დაკმაყოფილებული იქნა, 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება გაუქმებული იქნა გასაჩივრებულ ნაწილში და განახლებული იქნა საქმის წარმოება.
შესაბამისად, სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან მიართებით, რომელიც შეეხება სათბურის დემონტაჟის განხორციელებაში ხელშეშლას, ხოლო მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელყოფის აკრძალვის მართლზომიერებისათვის სახეზე უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის კანონით დაცული უფლების უკანონო ხელყოფა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მას ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა წარმოადგენს საკუთრების საწინააღმდეგოდ მესაკუთრის საკუთრების უფლებაში ჩარევას. იმავდროულად ხელშეშლა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ხელშემშლელს არ უნდა გააჩნდეს ამის უფლებამოსილება რაიმე საფუძვლით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე, მომთხოვნი მხარის მიერ უნდა დადასტურდეს მისი ინტერესი და მოწინააღმდეგე მხარის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც ხელყოფს და აზიანებს მესაკუთრის საკუთრების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის უფლებას.
მოპასუხეები ვალდებული არიან ისარგებლონ თავიანთი კუთვნილი უძრავი ქონებით, რომლიც მოსარჩელის საკუთრების მომიჯნავედ მდებარეობს და ხელი არ შეუშალონ მოსარჩელეს, განახორციელოს თავისი უძრავი ნივთის ფლობისა და სარგებლობის უფლებამოსილებები.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებისათვის, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ/სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს: სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, თუმცა, მოპასუხემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა. ასეთ შემთხვევაში კი, პალატა დადგენილად მიიჩნევს აპელანტის მიერ მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის ფაქტს. (იხ. სუსგ №ას-859-2019, 13.09.2019წ.)
ამდენად, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ა----------–- არის უძრავ ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ს------–-----------, საკადასტრო კოდი: 0---------------, მესაკუთრე. აღნიშნული დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით. მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ ფლობენ მოსარჩელის უძრავ ქონებაზე განთავსებულ სათბურს და არ აძლევენ სათბურის დემონტაჟის უფლებას. რაც ეწინააღმდეგება მოსარჩელის ნებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები და მხარეთა პოზიციები ადასტურებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ წინაპირობებს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი განსაზღვრავს პროცესის ხარჯებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. სასამართლო ასევე მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, შესაბამისად, დავის საგნის ფასი 4000 ლარია, რის გამოც ნახევრდება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და შეადგენს - 60 ლარს.
სარჩელში მოსარჩელის მიერ დაყენებული იყო 2 სასარჩელო მოთხოვნა. შესაბამისად, სახელმწფიო ბაჟის ოდენობა თითოეულ მოთხოვნაზე შეადგენდა 60-60 ლარს. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა 120 ლარი. 2019 წლის 30 მაისს მიღებული გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომლითაც მოსარჩელე მხარეს უარის ეთქვა მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 60 ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან პირველი საასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 60 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟს სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა----------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. აეკრძალოთ მოპასუხეებს რ--------- ს------------შ--–----–---–ს, გ-- შ--–----–---–ს და ხ---- შ--–----–---–ს მოსარჩელე ა----------–-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (უძრავ ქონებაზე), მდებარე: ქ. თბილისი, ს------–-----------, საკადასტრო კოდი: 0---------------, განთავსებული სათბურის მესაკუთრის მიერვე დემონტაჟის განხორციელებაში ხელშეშლა;
2. მოპასუხეებს რ--------- ს------------შ--–----–---–ს, გ-- შ--–----–---–ს, ხ---- შ--–----–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ - 60 (სამოცი) ლარის გადახდა მოსარჩელე ა----------–-ს სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე