განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2019
საქმის ნომერი
010100119003135765
დავის ტიპი
151 , 126
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100119003135765

1-691/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - ო-–-----------–--ლი

 

ბრალდებული - თ-------თ მ-----ი

ადვოკატი - დ---თ გ------ე

თარჯიმანი -ი-----------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N1-----------

 

ბრალდებული: თ-------თ მ-----ი

მამის სახელი: მ-------

დაბადებული: 06.05.1-------------------------------------------–------------------------------–-------–----–-----–-----------------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 11 პრიმი 126-ე მუხლის 12 ნაწილი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ბრალდების არსი:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2019 წლის 06 მაისიდან - 2019 წლის 04 ივლისის ჩათვლით მ-----ი (M----) თ-------თი (T----T) ალკოჰოლური თრობის პერიოდში, თავის ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ-----ი (N----) ბ-----ს B-----I) სცემდა სისტემატიურად, კერძოდ:

 

2019 წლის 06 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.ბათუმში, ქ--------ს ქუჩა №--ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში მ-----ი თ-------თმა სახისა და თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ-----ი ბ-----ს, ასევე 2019 წლის 07 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.ბათუმში, ქ--------ს ქუჩა №--ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში მ-----ი თ-------თმა სახისა და თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ-----ი ბ-----ს და 2019 წლის 04 ივლისს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, ქ--------ს ქუჩა №--ში მდებარე მათი დროებითი საცხოვრებელი ბინის კართან მ-----ი თ-------თმა თმის მოქაჩვითა და თავისა და სახის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ-----ი ბ-----ს.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 04 ივლისს, ღამის საათებში, ქ.ბათუმში, ქ--------ს ქN- მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, მ-----ი თ-------თი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ-----ი ბ-----ს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

წინა სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული რიგი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეუდიცია.

 

ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ უჩვენა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

 

რაც შეეხება სხვა სადავო მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლოში დაკითხული დაზარალებულ ნ-----ი ბ-----ის და ე---------ე ბ-----------ას ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ბრალდებულმა თ-------თ მ-----იმ დაზარლებულს ნ-----ი ბ-----ს მხოლოდ ერთხელ 2019 წლის 04 ივლისს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, სხვა დროს არც მუქარას არც ძალადობას ადგილი არ ქონია.

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე სისტემატიურ ძალადობის ან მუქარის ფაქტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1------ გადაწყვეტილებიდან).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1------ გადაწყვეტილებიდან პ.44,45)

 

მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო პროცესზე არ წარმოადგენს ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარის საფუძველს. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) გათვალისწინებით, რომელიც ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ-------თ მ-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის წარდგენილ ბრალდებაში ნაწილში, რის გამოც ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში, ხოლო ბრალდების ნაწილი კერძოდ დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 11 პრიმი 126-ე მუხლის 12 ნაწილით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1 ნაწილზე.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 04 ივლისს ბათუმში ქ--------ს ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან თ-------თ მ-----იმ ხელი დაარტყა სახის არეში ორჯერ მეუღლეს ნ-----ი ბ-----ს რა დროსაც ნ-----ი ბ-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ რიგ მტკიცებულებებზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ” დ ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

გარდა საქმეში არსებული უდაო მტკიცებულებებისა სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები სრულად დადასტურებულია საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით:

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით “. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა “. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,, გონივრულ ეჭვს მიღმა “, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა “ სტანდარტს.

 

ბრალდებულმა თ-------თ მ-----იმ თავის საბოლოო სიტყვაში აღიარა მისი მხრიდან მეუღლეზე ნ-----ი ბ-----სზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.

 

გარდა უდაო მტკიცებულებებისა სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები დადასტურებულია დაზარალებულ ნ-----ი ბ-----ის ჩვენების ანალიზით, რომლის თანახმად მას მისმა მეუღლემ თ-------თ მ-----იმ 2019 წლის 04 ივლისს ბათუმში ქ--------ს ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან ხელი დაარტყა სახის არეში ორჯერ რა დროსაც დაზარალებულმა ნ-----ი ბ-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულმა აღნიშნა რომ იგი შერიგებულია მეუღლესთან, ყავს ქალიშვილი სიმსივნით დაავადებული, თვითონაც ავადმყოფია და სურს მალე დაუბრუნდეს მისი მიუღლე ოჯახს.

 

მოწმე ე---------ე ბ-----------ას მოწმის სახით დაკითხვის ანალიზით ირკვევა, რომ 2019 წლის 04 ივლისს ბათუმში ქ--------ს ქუჩა N-- - ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან მისი თანდასწრებით მისმა მეზობელმა თ-------თ მ-----იმ სახის არეში დაარტყა მეუღლეს ნ-----ი ბ-----ს, რის შესახებაც აცნობა პოლიციას.

 

უდაოდ ცნობილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N 0-------9 დასკვნით დადგენილია, რომ თ-------თ მ-----ის ქმედებებიდან გამომდინარე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 20.09.1973 წელს დაბადებული ნ-----ი ბ-----ი არ განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს და დამცირებას, რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა. ნ-----ი ბ-----მა მ-----ი თურგათის ქმედებებიდან გამომდინარე მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ თ-------თ მ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაული.

 

სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა თ-------თ მ-----იმ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

თ-------თ მ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული შეურიგდა დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ თ-------თ მ-----ის სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

თ-------თ მ-----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმი 126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1 ნაწილზე.

 

ბრალდებული თ-------თ მ-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

თ-------თ მ-----ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

თ-------თ მ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ თ-------თ მ-----ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 04 ივლისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი