განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2019
საქმის ნომერი
120100119003226645
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
03.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/266-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ--–----------ე;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ზ------ კ----------ე- საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1-.0-.1--- წელს ბ---------ში, პ/ნ 4---------- რეგისტრირებული და მცხოვრები: ბ---------ის რაიონი სოფელი ს------.

ადვოკატი - ნ------------------–---–ი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

1.1. ზ------ კ----------ე ნასამართლევია 2016 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და მან კვლავ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, კერძოდ: 2019 წლის 20 აგვისტოს ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ზ------ კ----------ემ, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, გენდერული მოტივით, არასრულწლოვანი შვილის მ------ კ----------ის თანდასწრებით მეუღლეს მ-----–-----–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ორჯერ მარჯვენა ხელი შემოარტყა ძლიერად სახის არეში და სამჯერ მუშტი ჩაარტყა თავის არეში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სხეულზე მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.(2019 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი).

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ზ------ კ----------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის.

1.2. ზ------ კ----------ე ნასამართლევია 2016 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და მან კვლავ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, კერძოდ: 2019 წლის 24 აგვისტოს ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ზ------ კ----------ემ, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, გენდერული მოტივით, არასრულწლოვანი შვილის მ------ კ----------ის თანდასწრებით მეუღლეს მ-----–-----–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ხის ჯოხი დაარტყა მ-----–-----–-–---–ს ჯერ მარცხენა ფეხის ბარძაყზე და მარცხენა ხელის ზედა კიდურზე, შემდეგ კი მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად სამჯერ ჩაარტყა თავში, ხოლო ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი ტუჩის არეში, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სხეულზე მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.(2019 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი).

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ზ------ კ----------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის.

1.3. 2019 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, ზ------ კ----------ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მეუღლეს მ-----–-----–-–---–ს მის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე და იმ მოტივით, რომ მასთან სატელეფონო კავშირით დაკავშირებისას მ-----–-----–-–---–ი ესაუბრებოდა დედამისს, დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, ყელის გამოჭრით და მოჭრილი თავით ფეხბურთის თამაშით და დარჩენილი სხეულის ცეცხლში დაწვით, რითაც მ-----–-----–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ზ------ კ----------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა ქმედების განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა ზ------ კ----------ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, დაზარალებულ მ-----–-----–-–---–ის გამოკითხვა, მოწმეების: არასრულწლოვანი მ------ კ----------ის, ბ--------------–--ის და ზ--------–-–---–ის გამოკითხვები, ბრალდებულ ზ------ კ----------ის გამოკითხვა, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც დაცვის მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სცნო უდავოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ზ------ კ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.

ზ------ კ----------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში ნასამართლობა, ქმედების ჩადენა გენდერული მოტივით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–ის განაჩენით ზ------ი კ----------ე (პირადი №4----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით;

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2--------–ის განაჩენით ზ------ი კ----------ე (პირადი №4----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით წინა განაჩენთან ერთობლიობით;

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2-----–-–-----------------ის განაჩენით ზ------ი კ----------ე (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------–ის N1-------წ. განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ------ კ----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ოდენობით და ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით;

სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ინფორმაციით ბრალდებულს ჯარიმა გადახდილი არ აქვს.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.

ამავე კოდექსის 531 მუხლის თანახმად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და წარსულში ნასამართლევია ზ------ კ----------ეს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ------ კ----------ე (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.

ასევე, ზ------ კ----------ე (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 4 თვის ვადით.

ასევე, ზ------ კ----------ე (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთან ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3 000 ლარი და საბოლოოდ სასჯელად ზ------ კ----------ეს დანაშაულთან ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.

3. ზ------ კ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 30 აგვისტოდან.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი