გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002507015
2-2590/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25/10/2019 წელი ქ. ბათუმი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე _ ლ----- ჯ---–---–ი
წარმომადგენლები _ ა-----------ე
მოპასუხე _ კ------- ი-–-------–ი
წარმომადგენელი - ე-----------ე
მოპასუხე - ს--–---- ი-–-------–ი, ლ---- თ------–---–ი
წარმომადგენელი - გ--–--------ე
მოპასუხე - ქ------- ნ--------ე
დავის საგანი: მამად ცნობა, გვარის მინიჭება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
ლ----- ჯ---–---–ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:
- ა-–------ ი-–-------–ი აღიარებული იქნას მის მამად;
- დაბადების სააქტო ჩანაწერში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები.
სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:
1----–-–----------------ს დაბადებული ლ----- ჯ---–---–ი არის ა-–------ ი-–-------–ს შვილი. ა-–------ ი-–-------–ი ლ----- ჯ---–---–ს არ აღიარებდა საკუთარ შვილად, შესაბამისად ის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამად რეგისტრირებული არაა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლ----- ჯ---–---–ი დაიბადა 1----–-–----------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა. ს.ფ. 14
3.1.2. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ლ----- ჯ---–---–ის დაბადების აქტის რეგისტრაციისათვის, ა-–------ ი-–-------–ს და ლ----- ჯ---–---–ის ბიოლოგიურ დედას ერთობლივი განცხადება არ წარუდგენიათ. ამიტომ დაბადების სააქტო ჩანაწერში ლ----- ჯ---–---–ის მამად ა-–------ ი-–-------–ი არაა რეგისტრირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
- დაბადების მოწმობა. ს.ფ. 14
3.1.3. ა-–------ ი-–-------–ი გარდაიცვალა 2016 წლის 9 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა. ს.ფ. 12
3.1.4. საქმეში მოპასუხედ დასახელებული პირები: - კ------- ი-–-------–ი, ს--–---- ი-–-------–ი, ლ---- თ------–---–ი და ქ------- ნ--------ე, ა-–------ ი-–-------–ის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადაოა ლ----- ჯ---–---–ის ბიოლოგიური მამა არის თუ არა ა-–------ ი-–-------–ი.
3.2.2. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. სადაო ფაქტობრივ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ ა-–------ ი-–-------–ი მისი მამაა. ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება შესაძლებელია ბიოლოგიური ექსპერტიზით.
3.2.4. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.5. ლ----- ჯ---–---–ის ბიოლოგიური მამის დასადგენად, საქმეზე ჩატარებული იქნა ბიოლოგიური (გენეტიკური) საექსპერტო კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით 2019 წლის 21 იანვარს შედგენილი იქნა №000356119 დასკვნა. დასახელებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ა-–------ ი-–-------–ი არის ლ----- ჯ---–---–ის ბიოლოგიური მამა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა. ს.ფ. 66-72
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა განმარტებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–------ ი-–-------–ი ლ----- ჯ---–---–ის მამაა. შესაბამისად სარჩელი მამად ცნობისა და სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.
- ,,ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენცია.
- ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია’’
- სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლით ,,მშობლებისა და შვილების ურთიერთ უფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით”.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით”.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით ,,მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ”.
დადგენილია, რომ ა-–------ ი-–-------–ი და ლ----- ჯ---–---–ის ბიოლოგიურ დედა რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილან. მათ, ლ----- ჯ---–---–ის დაბადების ფაქტის რეგისტრაციისათვის ერთობლივი განცხადება არ წარუდგენიათ, ამიტომაც ა-–------ ი-–-------–ი ბავშვის მამად არ დარეგისტრირებულა და ის ლ----- ჯ---–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამად მითითებული არარის.
6.3. ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მეორე მუხლი ადგენს თითოეული ბავშვისათვის კონვენციით გათვალისწინებული ყველა სამოქალაქო უფლების ხელმისაწვდომობას და მათ დაცვას დისკრიმინაციისაგან ნებისმიერი საფუძვლით. რაც შეეხება ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლებებს, იგი დაცულია როგორც ეროვნული კანონმდებლობით - საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით, ასევე ,,ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციით.
აღსანიშნავია, რომ ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის შემთხვევაში სრულად გამოიყენება ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის’’ მე-8 მუხლი, რომლითაც ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. მაშასადამე, პირს აქვს იმის უფლება, მოახდინოს იდენტიფიკაცია და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია მისი პიროვნების, მათ შორის, ბიოლოგიური მშობლების შესახებ.
6.4. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ლ----- ჯ---–---–ის მამა არის ა-–------ ი-–-------–ი, მაგრამ ის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მამად რეგისტრირებული არარის.
6.5. სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით მამობის დადგენა არის პირის ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს უფლებამოსილი პირის განცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამად მითითებულია პირი, რომელიც მისი ბიოლოგიური მამა არ არის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია მამობის დადგენის რეგისტრაცია განახორციელოს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობლებად მითითებული პირებისა და ბიოლოგიური მამის ერთობლივი მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე”.
მამობის დადგენისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო მხარეთა განმარტებები და ექსპერტიზის დასკვნის შედეგები, რომლებიც სავსებით ადასტურებს მას, რომ ლ----- ჯ---–---–ის მამაა ა-–------ ი-–-------–ი. შესაბამისად მის დაბადების სააქტო ჩანაწერში უნდა განხორციელდეს ცვლილებები და ლ----- ჯ---–---–ის მამის გრაფაში მითითებული უნდა იქნას ა-–------ ი-–-------–ი. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
დასახელებული ნორმების გათვალისწინებით მამად ცნობის სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობაა 100 ლარი. მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ----- ჯ---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ა-–------ი ი-–-------–ი (პ/ნ 6----------) ცნობილი იქნას 1----–-–----------------ს დაბადებული ლ----- ჯ---–---–ის (პ/ნ 6----------) მამად.
3. გადაწყვეტილება ლ----- ჯ---–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია.
4. მოპასუხეებს მოსარჩელის სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე