განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2019
საქმის ნომერი
330100119003177973
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4136-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 22 ოქტომბერი, 2019 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ------–----–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ----------------------–----–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–---------–--ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–------------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები (ცივი იარაღის ტარება, ჩადენილი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ).

 

სხდომის სახე - ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი გ------------–----–-–---–ი 2018 წლის 01 აგვისტოს თბილისში, ა-----------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღს, რომელიც ჩამორთმეულ იქნა მისი პირადი გასინჯვისას.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა გ------------–----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებათა ერთობლიობას: მ----------------ს გამოკითხვის ოქმს, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმს, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმს, კრიმინალური ექსპერტიზის N-----–- დასკვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის განაჩენს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენს, ნივთიერ მტკიცებულებას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------------–----–-–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ცივი იარაღის ტარება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია ცივი იარაღის ტარება იმ პირის მიერ ვინც ნასამართლევია განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ან ცივი იარაღის ტარებისათვის. დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ასევე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დანაშაულის საგანია ცივი იარაღი, ხოლო ობიექტურის მხრივ გამოიხატება ცივი იარაღის ტარებაში, იმ პირის მიერ ვინც ნასამართლევია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ან ცივი იარაღის ტარებისათვის, ანუ ცივი იარაღის ტარებას წინ უნდა უსწრებდეს პირის ნასამართლობა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ან ანალოგიური ქმედებისათვის როცა ეს ნასამართლობა არაა მოხსნილი ან გაქარწყლებული. იარაღის ტარება ესაა ისეთი გარემოება, როცა პირს თან აქვს ცივი იარაღი, უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, გ------------–----–-–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი გ------------–----–-–---–ი, 2018 წლის 01 აგვისტოს გამოვლენილი იქნა ცივი იარაღის - დანის ტარების ფაქტზე, აღნიშნული კი იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ გ------------–----–-–---–ს იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------------–----–-–---–ის განხორციელებული ქმედებით - ცივი იარაღის ტარებით, მაშინ როცა იყო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირი, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------------–----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო სასჯელის შემსუბუქების კუთხით მხედველობაში ბრალდებულის პიროვნებას - აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ------------–----–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით 3000 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით გ------------–----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

გამომდინარე იქიდან განსახილველი ქმედება ჩადენილია 2018 წლის 1 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენის გამოტანამდე საბოლოო სასჯელის დადგენა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელმა უნდა შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ------------–----–-–---–ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გ------------–----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით და გამოსაცდელ ვადად განსაზღვრული აქვს 1 (ერთი) წელი და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. გამოსაცდელი ვადის ათვლა დაიწყოს - 2019 წლის 14 თებერვლიდან.

 

4.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება - დანა (ინახება საქართველოს შსს დ-----------------------------------–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე