გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6831-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ნოემბერი, 2019 წელი თ---–--ი
შესავალი ნაწილი
თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ე-------- კ---------ი
წარმომადგენელი - ი-----–ი ყ-----–---–ი
მოპასუხეები - შ----ა ქ-----ა (ე----- ქ-----ას უფლებამონაცვლე), გ------- ტ--------ა
წარმომადგენელი - ხ------ა გ------–-–---–ი
მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე - თ-- კ---------ი
წარმომადგენელი - ხ------ა გ------–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებისათვის 2014 წლის 10 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნასყიდობის საგნის ღირებულების 140 000 აშშ დოლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ მოპასუხე ე----- ქ-----ამ, მოქმედებდა რა მოსარჩელის მიერ გაცემული ზოგადი მინდობილობის საფუძველზე, მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე გაასხვისა ე-------- კ---------ის ქონება.
მოსარჩელემ დაკარგა საკუთრების უფლება კუთვნილ უძრავ ქონებაზე (მდებარე თ---–--ი, კ-------ას ქუჩა №---, მე-3 სადარბაზო, მე-11 სართული, ბინა №--, არსებული ფართის 364 კვ.მ და იმავე მისამართზე მდებარე ავტოსადგომი №--, 15 კვ.მ).
ე-------- კ---------ი არის ე----- ქ-----ას შვილის ყოფილი მეუღლე. მოპასუხე გ------- ტ--------ა წარმოადგენს ე----- ქ-----ას ძმისშვილს. შესაბამისად, მოპასუხემ ბოროტად ისარგებლა იმ ოჯახური მდგომარეობით, რაც მხარეებს გააჩნდათ იმ ეტაპზე.
სადავო ხელშეკრულების გაფორმების შედეგად მოსარჩელეს არ მიუღია ნასყიდობის ფასი, უძრავი ქონების ღირებულება, რისი გადახდაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. შესაგებელში განმარტებულია, რომ 2015 წლის 02 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებით არ დადასტურდა გარიგების ნების ნაკლის არსებობა და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ე----- ქ-----ას მარწმუნებლისაგან მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება გაესხვისებინა სადავო უძრავი ქონება. ამასთან, გასხვისება განხორციელდა იმ ღირებულებაზე მეტად, ვიდრე ქონება შეძენილი იქნა ე-------- კ---------ისა და მისი მეუღლის თ-- ქ-----ას მიერ მეუღლეთა თანაცხოვრებისას.
ე----- ქ-----ამ მიიღო გასხვისებული უძრავი ქონების ღირებულება და გადასცა ე-------- კ---------სა და მის მეუღლეს თ-- ქ-----ას. გ------- ტ--------ა წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს.
2001 წლიდან 2014 წლის დეკემბრამდე ე-------- კ---------ი და თ-- ქ-----ა იყვნენ ქორწინებაში და მათ ქონება გაასხვისეს ერთად, ისევე როგორც მათ ერთად მოიხმარეს მიღებული თანხები.
ე----- ქ-----ას მოსარჩელისა და მისი ნათესავების სასარგებლოდ გადარიცხული აქვს თანხა, ჯამურად 77 900 აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ სადავო ქონების ღირებულების ნახევარი ეკუთვნოდა თ-- ქ-----ას.
დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის პოზიცია
დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის თ-- კ---------ის წარმომადგენლის განმარტებით - ე----- ქ-----ასგან ე-------- კ---------თან თანაცხოვრების პერიოდში მიღებული აქვს ნასყიდობის თანხა, რაც მოხმარდა ოჯახს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2014 წლის 10 აპრილს ე-------- კ---------ის წარმომადგენელს ე----- ქ-----ასა (გამყიდველი) და გ------- ტ--------ას (მყიდველი) შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამყიდველმა მყიდველს მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე თ---–--ი, კ-------ას ქუჩა, №---, სად. 3, სართ. 11, ბინა 79, ფართი 364,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0---------------------- და უძრავი ქონება, მდებარე თ---–--ი, კ-------ას ქუჩა, №---, ავტოსადგომი №--, ფართი 15 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0----------------------.
ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 140 000 აშშ დოლარით, საიდანაც საცხოვრებელი ბინის ღირებულება შეადგენდა 135 000 აშშ დოლარს, ავტოსადგომისა - 5 000 აშშ დოლარს.
ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა ნასყიდობის საგნის ღირებულება გამყიდველს გადაუხადა ხელშეკრულების ხელმოწერამდე.
ე----- ქ-----ამ უძრავი ქონება გაასხვისა ე-------- კ---------ის მიერ მასზე გაცემული ზოგადი მინდობილობის საფუძველზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 12-16).
თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება საქმეზე 2/14112-14, 25.05.15 წელი, თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, 13 იანვარი, 2016 წელი (ს.ფ. 17-23; 24-33).
3.1.2. 2014 წლის 10 აპრილიდან უძრავი ქონება, მდებარე თ---–--ი, კ-------ას ქუჩა, №---, სად. 3, სართ. 11, ბინა 79, ფართი 364,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0---------------------- აღირიცხა გ------- ტ--------ას საკუთრებაში.
2014 წლის 15 აპრილიდან უძრავი ქონება, მდებარე თ---–--ი, კ-------ას ქუჩა, №---, ავტოსადგომი №--, ფართი 15 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0---------------------- აღირიცხა გ------- ტ--------ას საკუთრებაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 34-35; 36-37).
3.1.3. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ე-------- კ---------ის სარჩელი ე----- ქ-----ასა და გ------- ტ--------ას მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
გადაწყვეტილება, განჩინება (ს.ფ. 17-33).
3.1.4. ე----- ქ-----ა გარდაიცვალა 2016 წლის 27 იანვარს. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის საოქმო განჩინებით ე----- ქ-----ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შ----ა ქ-----ა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
გარდაცვალების მოწმობა, სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 177-188).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2014 წლის 10 აპრილს ე-------- კ---------ის წარმომადგენელს ე----- ქ-----ასა (გამყიდველი) და გ------- ტ--------ას (მყიდველი) შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ------- ტ--------ამ ნასყიდობის საგნის ღირებულება 140 000 აშშ დოლარი გადასცა ე----- ქ-----ას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქმეში არსებული ე----- ქ-----ას მიერ შედგენილი 2014 წლის 10 აპრილის ხელწერილის თანახმად, ე----- ქ-----ამ დაადასტურა, რომ გ------- ტ--------ასაგან მიიღო 140 000 აშშ დოლარი თ---–--ში, კ-------ას ქუჩაზე მდებარე ბინისა და ავტოსადგომის საფასური, ხოლო თანხის გამყიდველზე გადახდას უზრუნველყოფდა ე----- ქ-----ა.
ხელწერილის ნამდვილობა სადავო არ გამხდარა. ამასთან, 2014 წლის 10 აპრილის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა ნასყიდობის საგნის ღირებულება გამყიდველს გადაუხადა ხელშეკრულების ხელმოწერამდე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ე----- ქ-----ამ გ------- ტ--------ასაგან მიიღო ნასყიდობის საფასური - 140 000 აშშ დოლარი.
3.2.2. არ დგინდება ე-------- კ---------ისათვის ე----- ქ-----ას მიერ 140 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით.
ამდენად, მტკიცების ტვირთის განაწილების სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტისა და სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის დანაწესის საფუძველზე მოსარჩელისათვის თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე ე----- ქ-----ას. მოპასუხე მხარეს კი ამგვარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოებას სასამართლოში არ წარმოუდგენია.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა რამოდენიმე პოზიცია განავითარა ე----- ქ-----ას მიერ ე-------- კ---------ისათვის თანხის გადახდის დასადასტურებლად. შესაგებელში და ასევე ახსნა-განმარტების ეტაპზე მოპასუხის წარმომადგენელმა თანხის გადახდის დასადასტურებლად მიუთითა შესაგებელზე თანდართულ საგადახდო დავალებებზე (იხ. ს.ფ. 121-122). სასამართლომ შეაფასა რა აღნიშნული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ტრანზაქციები შესრულებულია 2005 წლის 27 ივლისს და 2008 წლის 13 აგვისტოს. შესაბამისად, აღნიშნულით ვერ დადასტურდება 2014 წლის 10 აპრილის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხის გადაცემის ფაქტი.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას მასზედ, რომ ე----- ქ-----ა წარმოადგენდა რა ე-------- კ---------ის სიდედრს, აღნიშნული ნათესავური კავშირისა და ტრადიციების გათვალისწინებით თანხის გადაცემის თაობაზე სიძისათვის ხელწერილი არ ჩამოურთმევია. სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად ნათესავური კავშირისა სადავოობისას საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, მხოლოდ ახსნა-განმარტებით არ შეიძლება დადგინდეს თანხის გადაცემის ფაქტი, როდესაც მეორე მხარე არ ადასტურებს თანხის მიღებას.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო გარემოების დადგენისას გათვალისწინებული ვერ იქნება დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის თ-- კ---------ის აღიარება იმ ფაქტისა, რომ მან და მისმა ყოფილმა მეუღლემ (ე-------- კ---------მა), ქორწინებაში თანაცხოვრებისას მიიღეს ე----- ქ-----ას მიერ მათთვის გადაცემული 140 000 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მიხედვით, მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე, სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო მოვალეობები, გარდა უფლებისა, გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან შეგებებული სარჩელი, მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით, რაც განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც ითვალისწინებს სსსკ 91-ე მუხლი. სსსკ 83-ე მუხლის თანახმად მხარეებს უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ ე-------- კ---------ი და თ-- კ---------ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და მათი განქორწინება მოხდა 2014 წლის 31 ოქტომბერს. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნასყიდობის დროს (2014 წლის 10 აპრილი) ე-------- კ---------ი და თ-- კ---------ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, სასამართლო თ-- კ---------ის აღიარების საფუძველზე დადგენილად ვერ მიიჩნევს ე-------- კ---------ის მიერ თანხის მიღების ფაქტს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს სსსკ 131-ე მუხლის კვალიფიკაციის წანამძღვრები. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ერთი მხარის მიერ უნდა მოხდეს მეორე მხარის მიმართ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება (აღიარება), რაც საკმარისი საფუძველად შეიძლება დაედოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, კი მესამე პირი ადასტურებს არა ისეთ გარემოებას, რომელზედაც მეორე მხარე (ამ შემთხვევაში მოსარჩელე) ამყარებს თავის მოთხოვნებს, არამედ ადასტურებს მოპასუხის (რომლის მხარესაც იგი ჩაერთო მესამე პირად) მიერ თანხის მოსარჩელისათვის გადაცემის ფაქტს, რასაც მოსარჩელე თავის მხრივ არ ადასტურებს. შესაბამისად, მესამე პირის მიერ თანხის მიღების აღიარება გავლენას ვერ მოახდენს მოპასუხის მტკიცების ტვირთზე. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს მეუღლეთა შორის ქონებრივი დავა და წინამდებარე დავის ფარგლებში შეუძლებელია დადგინდეს ე-------- კ---------სა და თ-- კ---------ს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ე----- ქოიავას უფლებამონაცვლე შ----ა ქ-----ამ ვერ უზრუნველყო მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - დავალების ხელშეკრულების ფარგლებში მარწმუნებლისათვის ე-------- კ---------ისათვის ნასყიდობის თანხის - 140000 აშშ დოლარის გადაცემის დადასტურება სათანადო მტკიცებულებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ ე-------- კ---------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 709-ე, 715-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად - ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად - გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად - დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის თანახმად - რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით. ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, თუ რწმუნებული თავისთვის იყენებს ფულს, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის ან გამოეყენებინა მის სასარგებლოდ, რწმუნებული ვალდებულია დააბრუნოს ფული პროცენტთან ერთად.
დადგენილია, რომ ე----- ქ-----ასა და ე-------- კ---------ს შორის არსებობდა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სსკ-ის 709-ე მუხლი) სამართლებრივი ურთიერთობა. ზოგადი მინდობილობით მოპასუხე ე----- ქ-----ას მინიჭებული ჰქონდა ქონების გასხვისების უფლებამოსილება. ე-------- კ---------სა და გ------- ტ--------ას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უძრავი ქონების ღირებულება 140000 აშშ დოლარი გ------- ტ--------ამ გადასცა ე----- ქ-----ას, როგორც ე-------- კ---------ის წარმომადგენელს. შესაბამისად, ე----- ქ-----ას დავალების ხელშეკრულების ფარგლებში ჰქონდა ვალდებულება მარწმუნებლისათვის გადაეცა ნასყიდობის თანხა. დადგენილია, რომ აღნიშნული თანხა რწმუნებულს მარწმუნებლისათვის არ გადაუცია (იხ. 3.2.2. პუნქტი).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო მოპასუხე ე----- ქ-----ას მიმართ მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება, რის გამოც ე-------- კ---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ე----- ქ-----ას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 140 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხე გ------- ტ--------ას მიმართ, სასამართლო განმარტავს, რომ რამდენადაც მოპასუხე გ------- ტ--------ას მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულება (140 000 აშშ დოლარი) გადაცემულია გამყიდველის წარმომადგენლისათვის, მის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და სარჩელი შესაბამის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში ღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ე----- ქ-----ას უფლებამონაცვლეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-------- კ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ე----- ქ-----ას უფლებამონაცვლეს შ----ა ქ-----ას მოსარჩელე ე-------- კ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს - 140 000 დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.
3. სარჩელი მოპასუხე გ------- ტ--------ას მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე ე----- ქ-----ას უფლებამონაცვლეს შ----ა ქ-----ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 000 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი - 50 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თ---–--ი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თ---–--ი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე