განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე #1/1667-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზ------ კ-------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს----- გ-------- ძე მ---–-–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, დაბადებული 1--- წლის 1------------–-, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----–-- რაიონი, დ----------- ა-------------- ქ. #--
ადვოკატები - ი-–------------ე, ა-----–------–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილი (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა) სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის უკანონო შეძენა, შენახვა), სსკ-ის 19-3781 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი (პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:
1.1. ქ-----–-- რაიონის დაბა ა-----–-, ა-------------- #5-–- მცხოვრებმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის #-- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორმა ს----- მ---–-–---–მა უკანონოდ შეიძინა და ამავე მისამართზე შეინახა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა წონით 65,8 გრამი. ასევე უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი წონით 0,00933 გრამი და გამომშრალი მარიხუანა წონით 2,4 გრამი.
1.2. 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 09:35 საათზე, ს----- მ---–-–---–ი გამოცხადდა მ–------ მ----–----–------ის დაბა ქ---–- მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის #-- დაწესებულებაში, რა დროსაც მას მსჯავრდებულისათვის გადაცემის მიზნით, სამსახურებრივი უნიფორმის საყელოში შენიღბული სახით მოთავსებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები - ბუპრენორფინი წონით 0,00933 გრამი და გამომშრალი მარიხუანა წონით 2,4 გრამი, რაც აღმოჩენილი იქნა მისი შემოწმება - დათვალიერების დროს.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ს----- მ---–-–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა წონით 65,8 გრამი. ასევე უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი წონით 0,00933 გრამი და გამომშრალი მარიხუანა წონით 2,4 გრამი.
2.2. 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 09:35 საათზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის #-- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი ს----- მ---–-–---–ი გამოცხადდა მ–------ მ----–----–------ის დაბა ქ---–- მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის #-- დაწესებულებაში. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ შემოწმება-დათვალიერების ოთახში ჩაუტარდა შემოწმება. ს----- მ---–-–---–ის სამსახურებრივი უნიფორმის საყელოში აღმოჩენილი იქნა ნარკოტიკული საშუალებები - ბუპრენორფინი წონით 0,00933 გრამი და გამომშრალი მარიხუანა წონით 2,4.
2.3. 2019 წლის 5 თებერვალს, ქ-----–-- რაიონის დაბა ა-----–-, ა-------------- #5-–- მდებარე ს----- მ---–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარებული იქნა ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა წონით 65,8 გრამი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1.ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა (სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილი) და ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის უკანონო შეძენა, შენახვა (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი)
3.1.1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის #-- დაწესებულების დირექტორის მოადგილის ვ------- დ-----ის და უსაფრთხოების განყოფილების უფროსის - მოწმე ს----- ო----–-–---–ის ზეპირი ჩვენებებით დადგინდა, 2019 წლის 5 თებერვალს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული შემოწმება - დათვალიერების ოთახში, სადაც განთავსებულია სკანერების აპარატი, მოხდა სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის ს----- მ---–-–---–ის შემოწმება. შემოწმების დაწყებამდე, ს----- მ---–-–---–ს შეეთავაზა რამე აკრძალული ნივთი ან ნივთიერება თუკი ჰქონდა, ნებაყოფლობით წარმოედგინა. ს----- მ---–-–---–მა ქურთუკიდან მოისხნა საყელო და შემმოწმებელ პირებს განუცხადა, რომ საყელოში შენახული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. ვ------- დ-----ემ ს----- მ---–-–---–ის თანდასწრებით შეამოწმა ქურთუკის საყელო, საყელოს ერთ-ერთ საღილეში აღმოჩნდა შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება.
3.1.2. სპეციალური პენიტენციური სამსახურის #-- უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორის - მოწმე გ------- ა--–-–---–ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, 2019 წლის 5 თებერვალს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული შემოწმება - დათვალიერების ოთახში, ჩატარდა სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის ს----- მ---–-–---–ის შემოწმება. ს----- მ---–-–---–ის ქურთუკის საყელოში აღმოჩენილი იქნა პოლითილენის პარკი, მასში მოთავსებული ნივთიერებით. ამოღებული ობიექტები, ქურთუკის საყელო და პოლითილენის პარკი დაილუქა გ------- ა--–-–---–ის მიერ. ლუქს ხელი მოაწერეს გ------- ა--–-–---–მა, ვ------- დ-----ემ, ს----- ო----–-–---–მა და ს----- მ---–-–---–მა.
3.1.3.სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის #-- დაწესებულების შემოწმება - დათვალიერების ოთახში განთავსებული კამერის ვიდეო ჩანაწერი. ვიდეო ჩანაწერი დეტალურად ასახავს შემოწმების ოთახში 2019 წლის 5 თებერვალს, 09:34 საათიდან 10:09:16 საათის პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. აღნიშნული ვიდეო მასალა სრულ თანხვედრაშია მოწმეების გ------- ა--–-–---–ის, ვ------- დ-----ის და ს----- ო----–-–---–ის ჩვენებებთან. 09:36:30 საათზე კადრში ნათლად ჩანს შემოწმების პროცესი, ს----- მ---–-–---–მა მოიხსნა ქურთუკის საყელო და მიაწოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის #-- დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ვ------- დ-----ეს, რომელიც იწყებს მის შემოწმებას. 09:37:26 საათზე ვ------- დ-----ე ქურთუკის საყელოს დებს სკანირების აპარატზე. კადრში ჩანს ს----- მ---–-–---–ის ქურთუკის საყელოდან პოლითილენის პარკის ამოღების ფაქტი.
3.1.4. გამომძიებლის ბ----- ლ------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 209 წლის 5 თებერვალს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის #-- დაწესებულებაში ჩატარებული შემოწმების შედეგად სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის ს----- მ---–-–---–ის სამსახურებრივი ქურთუკის საყელოდან ამოღებული იქნა ნარკოტიკული ნივთიერება. აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდა ს----- მ---–-–---–ის დაკავება.
3.1.5. ზემოთ დასახელებული მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
3.1.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
უდავო მტკიცებულებები:
3.1.7.#-- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ჯ---ის კ------–--ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, მოწმე სკანირების ოთახის კართან, შუშის მეშვეობით ადევნებდა თვალს ს----- მ---–-–---–ის შემოწმებას. სამსახურებრივი ქურთუკის საყელოს შემოწმების დროს შევიდა ოთახში, რა დროსაც დაინახა, რომ ვ------- დ-----ემ ბრალდებულის ქურთუკის საყელოდან ამოიღო მცირე ზომის მოშავო ფერის ფუთა. საყელო და საყელოში მოთავსებული ფუთა დაილუქა ს----- მ---–-–---–ის თანდასწრებით.
3.1.8. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, 13:22 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო ოპერატიული სამმართველოს გამომძიებელმა ბ----- ლ------ემ დააკავა პენიტენციური სამსახურის #-- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი ს----- მ---–-–---–ი.
3.1.9. 2019 წლის 5 თებერვალს, 16:20 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში, ქ-----–-- რაიონის დაბა ა-----–-, ა-------------- #5-–- მდებარე ს----- მ---–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რად დროსაც ამოღებული იქნა მომწვანო-მოყავისფრო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული დაქუცმაცებული ნივთიერება.
3.1.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 6 თებერვლის N4---------------------რ. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა:
ა)ს----- მ---–-–---–ის ქურთუკის საყელოდან ამოღებული მწვანე გამომშრალი მასა, წონით 2,4 გრამი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.
ბ)ს----- მ---–-–---–ის ქურთუკის საყელოდან ამოღებული გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში გადახვეული თეთრი ოვალური ფორმის ტაბლეტი, წარწერით B8, წონით 0,39 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით 0,00775 გრამს. ტაბლეტზე აღინიშნება ქარხნული დამზადების ნიშნები. თეთრი ქაღალდის და შემდგომ ოქროსფერ ფოლგის ნაჭერში შეხვეული თეთრი ფხვნილი ტაბლეტის ნატეხების ჩანართებით, წონით 0,08 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით 0,00158 გრამს. წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა 0,00933 გრამი.
გ) ს----- მ---–-–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მომწვანო-მოყავისფრო მცენარეული მასა, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას საერთო წონით 65,8 გრამი.
3.1.11. ბრალდებულმა ს----- მ---–-–---–მა დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა, 2019 წლის 5 თებერვალს, მისი სამსახურებრივი ქურთუკის საყელოდან და საცხოვრებელი ბინიდან ნარკოტიკული ნივთიერებების ამოღების ფაქტი და განმარტა, რომ არის ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი, ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს ინახავდა პირადი მოხმარებისთვის.
3.1.12. ნარკოტიკული ექსპერტიზის 2019 წლის 5 თებერვლის #7----- დასკვნის მიხედვით, ს----- მ---–-–---–ს ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი.
3.1.13.სასამართლოს დასკვნა ს----- მ---–-–---–ის მიერ სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ზემოთ განხილული მტკიცებულებებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ოქმს; ს----- მ---–-–---–ის შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმს; პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 5 აპრილის ბრძანებას ს----- მ---–-–---–ის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #-- პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ კონტროლიორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ და სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3.1.14. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი შედის ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალში. ამავე კანონის უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის 0,00933 გრამი წარმოადგენს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისამართლებრივი გასაკიცხაობისათვის საკმარის რაოდენობას. ჩადენილი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატა ს----- მ---–-–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, რაც გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის სამსახურებრივი ქურთუკის საყელოდან 2019 წლის 5 თებერვალს ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი რომლის კანონიერად შეძენის ნებართვა მას არ ჰქონდა, რაც შეეხება შენახვის ნაწილს, საგულისხმოა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას ს----- მ---–-–---–ი შენიღბულად ინახავდა ქურთუკის საყელოში.
3.1.15.კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა. ამ შემთხვევაშიც დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამავე კანონის უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ოდენობა 70 გრამამდე წარმოადგენს 2731 მუხლის მე-2 ნაწილით სისხლისამართლებრივი დასჯადობისთვის საკმარის რაოდენობას. ჩადენილი დანაშაულის ობიექტური მხარე მსგავსად ბუპრენორფინის ეპიზოდისა, ამ შემთხვევაშიც გამოიხატა ს----- მ---–-–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ს----- მ---–-–---–ი ქურთუკის საყელოსა და საცხოვრებელ ბინაში, 2019 წლის 5 თებერვალს ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას, სამსახურებრივი ქურთუკის საყელოში შენახულმა ნარკოტიკულმა ნივთიერებამ შეადგინა 2,4 გრამი, ხოლო საცხოვრებელ ბინაში შენახულმა 65,8 გრამი.
3.2.პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
3.2.1. 3.1. თავში განხილული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამტკიცდა ს----- მ---–-–---–ის მიერ სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტი. იგივე სტანდარტით სასამართლოში გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით ვერ დამტკიცდა, რომ ს----- მ---–-–---–ი, 2019 წლის 5 თებერვალს გეგმავდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემას. ს----- მ---–-–---–მა დასკვნით და საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ არის ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი, 2019 წლის 5 თებერვალს პირადი მოხმარებისთვის შეინახა სამსახურებრივი ქურთუკის საყელოში ორი სახის ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც იმ დღეს სამსახურში უნდა მოეხმარა, იგი ამ ნივთიერებების გადაცემას სხვა პირისითვის - მსჯავრდებულისთვის არ გეგმავდა, ამ განმარტების საწინააღმდეგოდ ბრალდების მხარეს შესაფასებლად არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ს----- მ---–-–---–ის პოზიციას და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ამ ეპიზოდში ბრალდებულის ბრალეულობაში. ის, რომ ს----- მ---–-–---–ი არის ნარკოტიკების მომხმარებელი, გარდა მისი მხრიდან ამ ფაქტის დადასტურებისა, - აღნიშნული გარემოება მტკიცდება ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ბინის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკის ამოღებით.
3.2.2.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ერთი მხრივ უტყუარად არ დასტურდება ს----- მ---–-–---–ის მხრიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობა და მეორე მხრივ არ არის გამოკვეთილი, თუ ვინ იყო ის პოტენციური მსჯავრდებული, ვისთვისაც ნარკოტიკების გადაცემას გეგმავდა ს----- მ---–-–---–ი, როგორც ამას ბრალდების მხარე ამტკიცებს.
3.2.3. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბუპრენორფინის ფხვნილი მხოლოდ ინექციის გზით გამოსაყენებელი ნარკოტიკული საშუალებაა და ვინაიდან ს----- მ---–-–---–ს თან არ ჰქონდა სამედიცინო შპრიცი, ეს გარემოება, პროკურორის შეფასებით აბათილებს ბრალდებულის არგუმენტაციას ბუპრენორფინის პირადი მოხმარების შენახვის განზრახვასთან დაკავშირებით. სასამართლო ბრალდების მხარის ამ პოზიციას არ იზიარებს და აღნიშნავს, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ს----- მ---–-–---–ს თან არ ჰქონდა სამედიცინო შპრიცი ვერ გახდება დანაშაულის მტკიცების საფუძველი, რადგანაც ეს მსჯელობა იგივე წარმატებით გამორიცხავს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის განზრახვას, გამომდინარე იქედან, რომ არც მსჯავრდებულებს არ აქვთ საკანში სამედიცინო შპრიცის ფლობის უფლება. გარდა ამისა, ბუპრენორფინის ფხვნილის და აბის გამოყენება გარდა ინტრავენური გზისა, სხვა ხერხებითაც შესაძლებელია.
3.2.4. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის განზრახვა დადასტურებულად ვერ იქნება მიჩნეული მხოლოდ იმის გამო, რომ ს----- მ---–-–---–ს ნარკოლოგიური კვლევის შედეგად არ დაუდასტურდა ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი (ბრალდების მხარის ვერსია), ამ ფაქტის დაუდასტურებლობა იმ პირობებში, როდესაც ლაბორატორიულ მასალაში ფიქსირდება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარება და ბრალდებულიც ადასტურებს, რომ სხვადასხვა ნარკოტიკების მომმხარებელია, არ გამორიცხავს, რომ 2019 წლის 5 თებერვალს ს----- მ---–-–---–ს ბუპრენორფინიც პირადი მოხმარებისთვის შეჰქონდა სამსახურში.
3.2.5. სასამართლოს შეფასებით ბრალდების მხარის არგუმენტები ემყარება მხოლოდ ეჭვებს, სამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ ს----- მ---–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3781 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ ს----- მ---–-–---–ი, 2019 წლის 5 თებერვალს, სპეციალურ სამალავში, ქურთუკის საყელოში მოთავსებული ნარკოტიკული ნივთიერებების გადაცემას გეგმავდა დაწესებულებაში მოთავსებული რომელიმე მსჯავრდებულისთვის. ამდენად, მოცემულ ვითარებაში გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტით შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ ბრალდებულმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3781 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ინკრიმინირებული ქმედება ჩაიდინა.
4.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.4. მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით სასამართლოს მიერ ერთნაირი გულმოდგინებით შეფასებულ იქნა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთიანი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს შეფასებით კანონით დადგენილი წესით არ დადასტურდა ბრალდებულ ს----- მ---–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3781 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალებების ბუპრენორფინის და მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვის ეპიზოდს, ამ ნაწილში საქმეში წარმოდგენილი პრეიუდიციული ფაქტები და მტკიცებულებები აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ს----- მ---–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ს----- მ---–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა.
5.2. ს----- მ---–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივ ადგილზე, იქ სადაც განსაკუთრებული სიფხიზლეა საჭირო, რათა დაცულ იქნეს ასეულობით პატიმრის უსაფრთხოება.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
6.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ასევე დამამძიმებელ გარემოებებს:
6.3.1. შემამსუბუქებელი გარემოებებია: ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა. სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნება მიღებული ის გარემოებაც, რომ ს----- მ---–-–---–ი 2008 წელს მონაწილეობდა საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში, ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი, მეუღლე ჯანმრთელობის პრობლემებით.
6.3.2. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ს----- მ---–-–---–მა ჩაიდინა საჯარო მოხელისთვის შეუფერებელი ქმედება, ასეულობით პატიმრის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობას ახორციელებდა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, დანაშაული ჩაიდინა სამუშაო ადგილზე. საჯარო მოხელის - ს----- მ---–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ადგილზე, შელახა საჯარო მოხელის იმიჯი და რეპუტაცია. სასამართლოს შეფასებით, მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებამ ხელი უნდა შეუწყოს კერძო პრევენციას. ასევე სასამართლო მხედველობაში იღებს ზოგადი პრევენციის მიზნებს, რომელიც როგორც წესი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების, მათ შორის საჯარო მოხელეების გაფრთხილებას, რომ თუ ასეთ დანაშაულს ჩაიდენენ, მათ მიმართაც მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული.
6.4. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი მკაფიოდ განსაზღვრავს კრიტერიუმებს, თუ რა შემთხვევაში არის შესაძლებელი აღნიშნული მუხლის გამოყენება. მითითებული ნორმის მიხედვით, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. სასამართლოს შეფასებით, განსახილველი შემთხვევა არ იძლევა მითითებული წესით სასჯელის განსაზღვრის შესაძლებლობას, ვინაიდან ს----- მ---–-–---–ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენის პროცესში - ნარკოტიკული ნივთიერების ფლობის დროს.
6.5. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და პასუხისმგებლობის შემამსუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების დაბალანსებით ს----- მ---–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. აღნიშნული სასჯელი არის პროპორციული და თანაზომიერი, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა ჩამოერთვას აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერება, შუშის ქილები, კუსტარულად დამზადებული მოწყობილობა და ქურთუკის საყელო - განადგურდეს. ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები, 2 ცალი სიმ ბარათი, მეხსიერების ჩიპი, ფულადი თანხა 9 ლარი, სამსახურებრივი მოწმობა - დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს----- მ---–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3781 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ს----- მ---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.
3. ს----- მ---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს----- მ---–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5. ს----- მ---–-–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. მსჯავრდებულს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
6.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით ს----- მ---–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 5 თებერვლიდან.
7.ნივთიერი მტკიცებულება:
ნარკოტიკული ნივთიერება, შუშის ქილები, კუსტარულად დამზადებული მოწყობილობა და ქურთუკის საყელო - განადგურდეს.
ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები, 2 ცალი სიმ ბარათი, მეხსიერების ჩიპი, ფულადი თანხა 9 ლარი, სამსახურებრივი მოწმობა - დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
9. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა