განაჩენი

სისხლის სამართლის 21.10.2019
საქმის ნომერი
330100119003212194
თარიღი
21.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #-/4544-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------- შ---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი---- ვ--------- ძე მ----------ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1------------–-, რეგისტრირებული: თ---–---- ი-----------–-- ქუჩა #-- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- გ------- ქუჩა მ--- ჩიხი, #--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად).

 

ბრალდებული - ლ----- ვ--------- ძე მ----------ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1------------, რეგისტრირებული: თ---–---- ი-----------–-- ქუჩა #-- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- გ------- ქუჩა მ--- ჩიხი, #--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 30 აგვისტოს, დილის საათებში, თ---–--–-- ა. ზ-------–---–-- ქუჩის გასწვრივ არსებულ ლიანდაგებზე, ამავე ქუჩის #- მიმდებარედ, შელაპარაკება მოხდა ძმებს - ლ---- და ი---- მ----------ებსა და ლ---- ჩ--------–სა და მის მეგობარ ა-–---------ე მ-------ს შორის, რა დროსაც ლ---- მ----------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ---- ჩ--------–ს. ა-–---------ე მ-------ი შეეცადა სიტუაციის განმუხტვას, ლ---- მ----------მა და ი---- მ----------მა ჯგუფურად მასაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ: ა-–---------ე მ-------ს ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სხეულის სხვადასხვა არეში. ლ---- მ----------მა რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და გულმკერდის არეში, ხოლო ი---- მ----------მა როგორც ფეხი, ასევე ხელი ჩაარტყა მუცლისა და თავის არეში ა-–---------ე მ-------ს.

 

1.2.ი---- მ----------ისა და ლ---- მ----------ის ქმედებების შედეგად ლ---- ჩ--------–მა და ა-–---------ე მ-------მა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.

 

2.2. სასამართლოს დასკვნა ლ---- და ი---- მ----------ების მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულების მიერ დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების ლ---- ჩ--------–ის, ა-–---------ე მ-------ის და მოწმეების - თ-------- გ------–-–---–ის, ი-–----------ის გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ლ---- მ----------ის და ი---- მ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.2.ბრალდებულებმა შესავალ და დასკვნით სიტყვებში განმარტეს, რომ მათ გააზრებული აქვთ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და გასაკიცხაობა, აღნიშნეს, რომ დანაშაულის ჩადენამდე მცირე პერიოდის წინ მეზობელმა, 15 წლის არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ნარკოტიკების მოხმარების გამო, გვიან ღამით დაზარალებულების საეჭვო ქცევამ ლიანდაგებზე რაღაც საეჭვო ნივთების დალაგებამ და შემდეგ ამ ნივთებზე და ადგილებზე ფოტოების გადაღებამ, ისინი დააეჭვა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ფაქტზე, გაახსენდათ არასრულწლოვნის ტრაგედია და ამ ფონზე მთვრალ მდგომარეობაში სცემეს დაზარალებულები.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ცემა და სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. აღნიშნული მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ცემის და ძალადობის ჩადენა ჯგუფურად. ამ ქვეპუნქტით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დანაშაულის შემადგენლობის ნაწილს მაინც ასრულებდეს სულ მცირე ორი პირი და ორივე უნდა იყოს ამსრულებელი. არა არის სავალდებულო ისინი წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი. ასევე, აუცილებელია ჯგუფის ორი წევრი მაინც იყოს შერაცხადი და პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს დანაშაულის ჩადენას ორი ან მეტი პირის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ლ---- მ----------ის მხრიდან ორი პირის მიმართ ცემის ჩადენა. დანაშაულის შემადგენლობა - ტკივილის განცდა დადასტურდა დაზარალებულების გამოკითხვის ოქმებით, თითოეული მათგანი გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ ცემის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადეს.

 

3.4. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით აღიარებულია ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.6. საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ლ---- მ----------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ), ხოლო ბრალდებულმა ი---- მ----------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ლ---- მ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში საჯარო ადგილზე, მსხვერპლთა რაოდენობა - 2 პირი.

 

4.2. ი---- მ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში საჯარო ადგილზე.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასამართლო სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იღებს დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს - დანაშაულის ჩადენას ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და საჯარო ადგილზე, ლ---- მ----------ის შემთხვევაში ასევე გათვალისწინებული იქნა მსხვერპლთა რაოდენობა - 2 პირი.

 

5.4. ასევე გათვალისწინებული იქნა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიც, როგორიცაა გამოძიებასთან თანამშრომლობა, დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული, ბრალდებულებს გაცნობიერებული აქვთ ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მათი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა.

 

5.5. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ბრალდებულების რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების მხედველობაში მიღებით ლ---- მ----------ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით, ხოლო ი---- მ----------ს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა რა დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და მიიჩნია, რომ ბრალდებულების საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშეც, პირობითი მსჯავრითაც მიღწევადია სასჯელის მიზნები.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, ლ---- ჩ--------–ის კუთვნილი ხელჩანთა და მაჯის საათი - დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- მ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 30 აგვისტოდან - 2019 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

2. გაუქმდეს ლ---- მ----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა.

 

3. ი---- მ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 30 აგვისტოდან - 2019 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

4. გაუქმდეს ი---- მ----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა.

 

5. მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულებს დაევალოთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი.

 

6. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ლ---- ჩ--------–ის კუთვნილი ხელჩანთა და მაჯის საათი - დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ. ხარჩილავა