განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2019
საქმის ნომერი
330100119003054289
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2771-19

(N-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ---------------–--ე,დაცვის მხარე:

ადვოკატი - ს-------------–-----

 

ბრალდებული - ი-----–- დ-------------–--ე - დაბადებული 1----–-–-----------–------------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ჭ-------------------------------------–--

წარდგენილი კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, ამავე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტი (ვ--–------------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (მზ--------–--ის ეპიზოდი),ბრალდებული - ა-–---------- დ-------------–--ე - დაბადებული 1----–-–-------------------------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ჭ-------------------------------------–--

წარდგენილი კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, ამავე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტი (ვ--–------------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტი (მზ--------–--ის ეპიზოდი),სხდომის სახე - ღია ,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დადგენლად ცნო:

 

1.1. 2----–-–------------–ს, დაახლოებით 1------------ე, ქ.თბილისში, ლ--–-----------–----------------–------------------------------------ში, ა-–---------- და ი-----–- ბ-–-----მა არასრულწლოვნების - კ-------------------–-----------–---ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ვ--–------------ეს. კერძოდ, მუშტებს ურტყამდნენ სანის, თავისა და გულმკერდის არეში, ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა, ვ--–------------ემ განიცადა ფიზიკურ ტკივილი.

1.2. 2----–-–------------–ს, დაახლოებით 1------------ე, ქ.თბილისში, ლ--–-----------–----------------–------------------------------------ში, ა-–---------- ბ-–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მზ--------–--ეს. კერძოდ, ოთხჯერ ჩაარტყა მუშტი ზურგის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა მზ--------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2----–-–------------–ს, დაახლოებით 1------------ე, ქ.თბილისში, ლ--–-----------–----------------–------------------------------------ში, ი-----–- ბ-–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს მზ--------–--ეს, მისივე არასრულწლოვანი შვილების - კ-------------------–-----------–---ის თანდასწრებით. კერძოდ, სამჯერ ჩაარტყა მარცხენა მუშტი მარჯვენა თვალის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა მზ--------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

2.2. მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

2.3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.

3.2. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ორივე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაულები.

3.3. ი-----–- ბ-–--ის და ა-–---------- ბ-–--ის აღიარება დასტურდება: ბრალდებულ ი-----–- ბ-–--ის, დაზარალებულების - ვ--–------------ის და მზ--------–--ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების: კ----------–--------------------–----- გამოკითხვის ოქმებით, ასევე, მზ--------–--ის განცხადებით, 2----–-–-----------–---–----------–- ორდერით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული პაციენტების - ვ--–------------ის და მზ--------–--ის სამედიცინო ბარათით, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით (მზ--------–--ის მიმართ), სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით (ვ--–------------ის მიმართ), ტრასოლოგიური ექსპერტიზის #-------- დასკვნით.

4. სამართლებრივი შეფასება (ვ--–------------ის ეპიზოდში):

 

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

4.2. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისია ადგილი ჰქონდეს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომ მას შედეგად მოჰყვეს პირის ფიზიკური ტკივილი და არა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

4.3. დაზარალებულ ვ--–------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ი-----–- ბ-–-----ი მუშტებს ურტყამდა სახის არეში, ა-–---------- ბ-–--ე კი ურტყამდა გულმკერდის არეში, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4.4. დაზარალებულის ჩვენებას ადასტურებს, მეორე დაზარალებულის - მზ--------–--ის და მისი არასრულწლოვანი შვილების - კ----------–--------------------–----- გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ბინაში იმყოფებოდნენ, რაც დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია და დაეთანხმა ამავე მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.

4.5. აღნიშნული მტკიცებულებების თავსებადია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #----- რომლითაც ვ--–------------ეს დაუფიქსირდა თავის ზედაპირული ტრავმა და მაჯისა და მტევნის ზედაპირული ტრავმა, რაც მიზეზობრივ კავშირშია ი-----–- და ა-–---------- ბ-–-----ის ქმედებებთან.

4.6. პუნქტ 4.3-4.5-ში მითითებული მტკიცებულებების თანხვედრია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლითაც ვ--–------------ეს დაუდგინდა სხეულზე უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, დაზიანებები არ ეწინააღმდეგება 2----–-–-----------–--

4.7. ტრასოლოგიური ექსპერტიზის #-------- დასკვნით, ვ--–------------ის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნასთან, რომლითაც ვ--–------------ეს დაუდგინდა სხეულზე უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, დაზიანებები არ ეწინააღმდეგება 2----–-–-----------–-- ვ--–------------ის გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ როდესაც ი-----–- და ა-–---------- ბ-–-----ი ურტყამდნენ, მიიღო დაზიანებები და დაეხა მაისური. აღნიშნული სრულად ემთხვევა მითითებულ ექსპერტიზის დასკვნებს.

4.8. უდავო მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ი-----–- ბ-–--ისა და ა-–---------- ბ-–--ის მიერ ვ--–------------ის ცემის ჩადენა ჯგუფურად, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ი-----–- და ა-–---------- ბ-–-----ი 20---–-–-----------–- მივიდნენ ვ--–------------ესთან თბილისში, ლ--–-----------–----------------–------------------–----------–----------------------–- დასალაპარაკებლად, რა დროსაც წარმოქმნილი განზრახვის შედეგად, თითოეულმა მათგანმა დამოუკიდებლად მიაყენა დაზარალებულს არაერთჯერადი დარტყმები, რითაც ვ--–------------ემ განიცადა ტკივილი, და მის სხეულზე წარმოქმნილი დაზიენებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, რაც მიზეზობრივ კავშირშია ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ქმედებასთან. შესაბამისად, ბრალდებულების მოქმედებდნენ განზრახ, ჯგუფურად.

4.9. ხსენებული მტკიცებულებებით მართალია უტყუარად დგინდება, რომ ბრალდებულების მიერ ვ--–------------ის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელების დროს სახლში იმყოფებოდნენ არასრულწლოვანი კ-------------------–-----------–---ი, რასაც ადასტურებს სახლში მყოფი ყველა პირი, მათ შორის თვითონ არასრულწლოვნები, თუმცა თვითონ ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარეს, ი-----–- და ა-–---------- ბ-–-----ის მიმართ დამამძიმებელი ნიშნის - არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წარდგენას შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია ამ მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა სხვადასხვა დამამძიმებელი ნიშნებით, რომელთა შორისაა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, თუმცა აქვე უნდა განიმარტოს, თუ რას მოიცავს 126-ე მუხლის 12 ნაწილი - ეს არის სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობისთვის აუცილებელია სწორედ ზემოხსენებული დანაშაულის ელემენტის (ების) არსებობა - სახეზე უნდა გვქონდეს სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა. იქიდან გამომდინარე, რომ ი-----–- და ა-–---------- ბ-–-----ის შემთხვევაში საქმე გვაქვს დაზარალებულზე 20---–-–-----------–- არაერთჯერადი დარტყმების განხორციელებასთან, ცალსახად სახეზეა ცემა, რასაც არ აქვს სისტემატური ხასიათი, რამდენადაც ქმედებს სისტემატურობის დასადგენად აუცილებელია ამგვარი ქმედების დროში ერთმანეთთან არც ისე დაშორებული მინიმუმ სამი ფაქტის დაფიქსირება, როდესაც ერთი ქმედების შედეგად მიყენებული ტრავმის განელებამდე ადგილი აქვს მეორეს, მესამეს და ა.შ.

4.10. შესაბამისად, ბრალდებულებისთვის (მათი ქმედებიდან გამომდინარე) ბრალად შერაცხული მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტი ვერანაირად ვერ თავსდება 126-ე მუხლის 12 ნაწილის დისპოზიციაში, რამდენადაც მასში მითითებული ელემენტის არსებობა, რაზეც სასამართლომ 4.9 პუნქტში იმსჯელა, აუცილებელია ამავე მუხლის მე-2 ნაწილისთვის და შესაბამისად, ამ ნაწილის დამამძიმებელი ნიშნების დასადგენად.

4.11. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმე უნდა განიხილოს და ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობაზე სამართლებრივი შეფასება მოახდინოს მხოლოდ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, რაც გამოიხატება, როგორც მუხლის დისპოზიციასა და წარდგენილი ბრალის შინაარსში, ისე კვალიფიკაციის განმსაზღვრელ ნიშანში, მათ შორის დამამძიმებელ ნიშანში. ამ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, საქმე გვაქვს საკითხთან, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება არასრულწლოვნების სახლში ყოფნა, თუმცა, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ადგილი ჰქონდა ვ--–------------ის მიმართ დარტყმების განხორციელებას 20---–-–-----------–-, ანუ სახეზე გვაქვს ამგვარი ქმედების ერთჯერადობა, და არ არსებობს სისტემაური ხასიათი, ამასთან, სახეზე არ გვაქვს სხვაგვარი ძალადობა, არ არსებობს ი-----–- და ა-–---------- ბ-–-----ის მიმართ ბრალად შერაცხული სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობა. შესაბამისად, ი-----–- და ა-–---------- ბ-–--ეეები უნდა გამართლდნენ 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

4.12. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ბრალდებულების მიერ ვ--–------------ის მიმართ ჯგუფურად ცემის ჩადენა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

5. სამართლებრივი შეფასება (მზ--------–--ის ეპიზოდში):

 

5.1. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

5.2. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

5.3. დაზარალებულ მზ--------–--ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ი-----–- ბ-–--ემ, მას შემდეგ, რაც მზ--------–--ე შეეცადა ვ--–------------ისთვის მიშველებას, მარცხენა მუშტი სამჯერ დაარტყა მას თავის არეში, ხოლო ა-–---------- ბ-–--ემ ზურგის არეში ოთხჯერ ჩაარტყა მუშტი, რის გამო მზ--------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5.4. დაზარალებულის ჩვენებას ადასტურებს, დაზარალებულ ვ--–------------ის და მზ--------–--ის არასრულწლოვანი შვილების - კ----------–--------------------–----- გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ბინაში იმყოფებოდნენ, რაც დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია და დაეთანხმა ამავე მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.

5.5. აღნიშნული მტკიცებულებების თავსებადია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #----, რომლითაც მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნებოდა მცირედი ჰიპერემია.

5.6. სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, მზ--------–--ეს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა გადმოცემულია, რომ 20---–-–-----------–- ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მასშივეა აღნიშნული სამედიცინო დახმარების მიერ დადგენილი დაზიანება.

5.7. სასამართლო აღნიშნული უდავო მტკიცებულებების ურთიერთთავსებადობის და ერთმანეთთან შეჯერების შედეგად, უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს ი-----–- ბ-–--ის მიერ მზ--------–--ის მიმართ ძალადობის ჩადენას. დადგენილია, რომ ი-----–- ბ-–--ემ 20---–-–-----------–- თბილისში, ლ--–-----------–---–--------------–------------–---------------------–-, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყოფილი მეუღლის მზ--------–--ის მიმართ, მისივე არასრულწლოვანი შვილების - კ-------------------–-----------–---ის თანდასწრებით სამჯერ ჩაარტყა მუშტი მარცხენა თვალის არეში, რითაც ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ტკივილის გამოიწვია. შესაბამისად, უტყუარია ი-----–- ბ-–--ის მიერ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ი-----–- ბ-–--ის მიერ.

5.8. სასამართლოს უტყუარი და რელევანტური უდავო მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების გაანალიზების შედეგად, ცალსახად დადგენილად მიიჩნევს მზ--------–--ის ცემის ფაქტს ა-–---------- ბ-–--ის მიერ. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც მან ძმასთან - ი-----–- ბ-–--ესთან ერთად, ვ--–------------ეს ჯგუფურად მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, მზ--------–--ეს ოთხჯერ ჩაარტყა ზურგში მუშტი, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ა-–---------- ბ-–--ისთვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, რამდენადაც მის ძალადობრივ ქმედებას ესწრებოდნენ მზ--------–--ის არასრულწლოვანი შვილები, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მისი დამამძიმებელი ნიშნების ბრალად შესარაცხად აუცილებელია ქმედების სისტემატური ხასიათი, რაზეც სასამართლომ იმსჯელა განაჩენის 4.9-4.11 პუნქტებში, ა-–---------- ბ-–--ე უნდა გამართლდეს 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, მზ--------–--ის ეპიზოდშიც, ისევე, როგორც ვ--–------------ის ეპიზოდში. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ქმედება მზ--------–--ესთან მიმართებით ცალსახად შეიცავს ცემის მაკვალიფიცირებელ ყველა კომპონენტს, ა-–---------- ბ-–--ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. ი-----–- ბ-–--ის და ა-–---------- ბ-–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, ხოლო ა-–---------- ბ-–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ დანაშაული ჩადენილი აქვს პირობით ვადამდე გათავისუფლების ვადის პერიოდში.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ა-–---------- და ი-----–- ბ-–-----ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის თითოეულ მათგანს ჩადენილი თითოეული დანაშაულისთვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ორივე ბრალდებულს უნდა შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

8. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

8.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად - რომელიც ერთვის საქმეს, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

8.2 ვ--–------------ის მაისური, რომელიც დალუქული ერთ პაკეტად ინახება შსს ისანი-სამგორის ს-----------–--------–-–-------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-276-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–- ბ-–--ე გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ვ--–------------ის ეპიზოდში);

2. ი-----–- ბ-–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (ვ--–------------ის ეპიზოდში) და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მზ--------–--ის ეპიზოდში). სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით; მასვე, 2(ორი) წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით; მასვე, 2(ორი) წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ი-----–- ბ-–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და მასვე, 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

6. ი-----–- ბ-–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 20---–-–----------------

7. ი-----–- ბ-–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

8. ა-–---------- ბ-–--ე გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (ვ--–------------ის და მზ--------–--ის ეპიზოდებში);

9. ა-–---------- ბ-–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (ვ--–------------ის ეპიზოდში) და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მზ--------–--ის ეპიზიოდში). სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

10.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; მასვე, 2 (ორი) წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

11.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

12.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ა-–---------- ბ-–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და მასვე, 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

13.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული და პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილებით განსაზღრული (გათავისუფლდა 1 წლით, 7 თვითა და 7 დღით ადრე) მოუხდელი სასჯელი და საბოლოოდ, ა-–---------- ბ-–--ეს სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; მასვე, 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

14.ა-–---------- ბ-–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2----–-–-----------–------

15.ა-–---------- ბ-–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

16. ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; ვ--–------------ის მაისური, რომელიც ინახება შსს ისანი-სამგოირის ს-----------–--------–-–-------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მფლობელს.

17. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/