განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2019
საქმის ნომერი
010100119003256863
დავის ტიპი
126 (1) 1 , 187 1
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003256863

საქმე N1-1085/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27.11. 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ოლ-----------–--ლი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: მა------------

მამის სახელი: ე----

დაბადებული: 0--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: თურქეთის რესპუბლიკა, ქ. აფ-------------–---------–-----–------------

 

ადვოკატი - პა---------–----ე

 

თარჯიმანი - ინ---------ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების თანახმად:

 

1.1 2019 წლის 27 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ბა------------------------–---–ის ქუჩების კვეთაში, მა------------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელების მოქაჩვით, ხელის კვრით და წაქცევით, თავის ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნა----–---------ეს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა სხეულის დაზიანებები, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 1118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

1.2 2019 წლის 27 სექტემბერს ღამის საათებში, ქალაქ ბათუმში, ბა-------------------------–---–ის ქუჩების კვეთაში, მა------------მა განზრახ დააზიანა თავისი ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნა----–---------ეს, კუთვნილი ,,S------------------- ფირმის მობილური ტელეფონი, რამაც 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის

სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი;

2.1. წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის სადავო მტკიცებულებებზე მხარეები შეთანხმდნენ, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და დაცვის მხარე სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და მოინანია; (იხ ოქმი)

2.2 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის N1----- 29.09.2019 დასკვნით დადგენილია, რომ მობილური ტელეფონის ,,S----------------- 1-------------------------------------------------------------------------------------- დაზიანებამდე მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალიწინებით, შეადგენს - 250 (ორასორმოცდაათი) ლარს.

 

2.4. 28.09.2019 წლის ნა----–---------ის სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ნა----–---------ის თანხმობით მოხდა მისი სხეულის დათვალიერება, რომელსაც მარჯვენა მხარეზე ნეკნთა გასწვრივ თეძოს ზემოთა ადგილიდან იღლიამდე და მარჯვენა ზურგის არეში აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით ასევე დაზიანებები აღენიშნება მარჯვენა ხელის ინდაყვის ზემოთა მხარეზე იღლიასთან ახლოს.(იხ. ს.ფ.46-47);

 

2.5. 28.09.2019 წლის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების გამომძიებლების მიერ შედგენილი N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ბა-------------------------–---–ის ქუჩების კვეთაში მა------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნა----–---------ეს.(იხ.ს.ფ 69-72)

 

2.6. 2019 წლის 28 სექტემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ბრალდებული მაჰირ ე----ის ძე თანირი დაკავებულია 2019 წლის 28 სექტემბერს, დაკავების ზუსტი დრო: 12:45 საათი. (იხ.ს.ფ 21-25)

 

2.7 სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 31.10.2019წ დასკვნის თანახმად, მოქ. ნა----–---------ეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (28.09.2019წ) ნა----–---------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, არსებული დაზიანებები განვითარებული, რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნები ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ხარისხს. (იხ. ს.ფ.126-129);

 

2.8. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.9. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, დაზარალებულ ნა----–---------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე პა--------------ის გამოკითხვის ოქმი და ალ--------------–--ის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმი და თანდართული ფოტოცხრილი, ამოღების ოქმი და ამოღებული მობილური ტელეფონი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა და ერთობლიობა) - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მა------------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მა------------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

4.1. მა------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედებების აღიარება;

 

4.2. მა------------ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მა------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111 -187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციათა ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო საქართველოს სსკ-ის 111 -187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

5.5 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა მა------------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებითად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულთან ურთიერთობას; ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებით დაზარალებულს რაიმე სახის პრეტენზია არ აქვს ბრალდებულთან შერიგებულია და ადვოკატის განმარტებით ისინი კვლავ ერთად ცხოვრობენ; ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ მა------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ შესაძლებელია განისაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, სანქციით გათვალისწინებული ზომით. მა------------ მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა; აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; სასამართლო ითვალისწინებს დანიშნული სასჯელის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი - სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული მა------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 (ას ორმოცდახუთი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 (ას ორმოცდახუთი) საათის ვადით.

 

საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მა------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 (ას ორმოცდახუთი) საათის ვადით.

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მა------------ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2019 წლის 28 სექტემბრიდან 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 15 (თხუთმეტი) საათით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ მა------------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - ქე-------------ეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,სა---------–--------ის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N4/5----, დასტურის №ა 0-----), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთიერ მტკიცებულება - S----------------- ფირმის მობილური ტელეფონი დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს და საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე