განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003269028
საქმე N1-1129/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26.11.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი -თო------------–---–ი
დაცვის მხარე
ბრალდებული: ბორის მაისურაძე
მამის სახელი: თე---------ი
დაბადებული: 0--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. ბათუმი, ზ. გო-----–---------------------------
ადვოკატი - რა----------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 126-ე მუხლის პირველი ნაწილი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. ბათუმში, შ. ხი-–--–---–------------ში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელი კორპუსში, ბინა 3----ში ყოფნისას, ეჭვიანობის ნიადაგზე, ბორის მაისურაძემ თმებზე მოქაჩვით, სახის არეში ხელის დარტყმით, მკლავებზე ხელების მოჭერითა და დარტყმებით ალ--------------------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ, არ მოჰყოლია საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ძალადობა, ესე იგი ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს ( წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3 2019 წლის 13 ოქტომბრის სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ სხეულის დათვალიერების დროს ვიზუალურად ალ--------------------ას მარცხენა და მარჯვენა ხელის, ინდაყვის არეში აღენიშნება სისხლნაჟღენთები, სიწითლე და ჩალურჯება, ასევე მარცხენა ლოყაზე აღენიშნება სიწითლე.
2.4 13.10.2019 წლის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლების მიერ შედგენილი N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 ოქტომბერს ქ. ბათუმში, შ. ხი-–--–---–-----------, ბინა 3----ში ბორის მაისურაძემ ალ--------------------ას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა
2.5. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0--------- 22.11.2019წ დასკვნის თანახმად, მოქ. ალ--------------------ას სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (15.10.2019) მარჯვენა და მარცხენა მხარის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
2.6. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (ალ--------------------ას, მა----------------------------------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ალ--------------------ას სხეულის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბორის მაისურაძემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბორის მაისურაძემ - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ალ--------------------აზე ძალადობით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; სრულად აანაზღაურა ზიანი და დაზარალებულს მასთან პრეტენზია არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ბრალდებული ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; დაზარალებულს მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, რაც დადასტურებულია დაზარლებულის წერილობითი განცახდებით;
სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ბორის მაისურაძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, ბორის მაისურაძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად; კერძოდ, ის, რომ ბრალდებული ნასამართლობის მქონეა, სააღსრულებო ბიუროს მომართვით დადგენილია, რომ მის მიმართ 2011 წლის 24 თებერვლის განაჩენზე, ჯარიმის თანხის გადახდევინების ნაწილში ამჟამადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება და ის დღეის მდგომარეობით გადახდილი არ არის; სასამართლო არ მიიჩნევს მიზანშეწონილად იმსჯელოს განაჩენთა ერთობლიობით 2011 წლიდან დაკისრებულ სასჯელზე; თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით და განსაზღვრული ოდენობით სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული ბორის მაისურაძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბორის მაისურაძის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2019 წლის 13 ოქტომბრიდან 2019 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით, - გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ბორის მაისურაძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს გია აგირბას (პ/ნ 61002003940) დაუბრუნდეს მის მიერ სს „საქართველოს ბანკის“ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა - 3 000 (სამი ათასი) ლარი (სალაროს შემოსავლის ორდერი N1/52988, დასტურის №ა 056128)- 3 000 / სამი ათასი/ ლარი, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე