გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.12.2019
საქმის ნომერი
130210019003053344
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210019003053344

2-505-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

15 ნოემბერი, 2019 წელი, ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,სა---------–--------ი“

წარმომადგენელი დავით გიორგაძე

მოპასუხეები კახა ღვინიაშვილი, ე------------–-ილი, გ----------------–-ილი,ზ----------------–--ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. კა----------–---–----------------–---–--------------------–---–---------------------–--ეს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ 17 991 ლარი და 92 თეთრი, საიდანაც 10 500 ლარი ძირი თანხაა, 3 519 ლარი და 95 თეთრი - პროცენტი, 3 971 ლარი და 97 თეთრი - პირგასამტეხლო;

გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

მოთხოვნა დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2016 წლის 30 დეკემბერს, მოსარჩელესა და კ-----------–---–- შორის დადებული ხელშეკრულებით, მსესხებელმა მიიღო კრედიტი 10 500 ლარი 48 თვით, წლიური 23% დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნდა პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ვადაგადაცილებული თანხის 0.5%;

იმავე დღეს, ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, ე------------–---–---------------------–---–-------------------------–----, მოსარჩელესთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, სოლიდარული ვალდებულება იკისრეს კრედიტორის წინაშე კა----------–---–-- ვალდებულების შესასრულებლად. თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხაა 21 000 ლარი;

მოპასუხე მხარემ დაარღვია სესხის გადახდის შეთანხმებული გრაფიკი და საქმის აღძვრის მომენტისათვის, გადასახდელი აქვს სარჩელით მოთხოვნილი თანხა;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო - ძირი თანხის 10 500 ლარის და პროცენტის - 3 519.95 ლარის, სულ, 14 019 ლარისა და 95 თეთრის მოთხოვნის ნაწილში და მოითხოვა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 30 დეკემბერს, მოსარჩელესა და კ-----------–---–- შორის დადებული ხელშეკრულებით, მსესხებელმა მიიღო კრედიტი 10 500 ლარი 48 თვით, წლიური 23% დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ვადაგადაცილებული თანხის 0.5%;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ.18-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, ე------------–---–---------------------–---–-------------------------–----, მოსარჩელესთან იმავე დღეს დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, სოლიდარული ვალდებულება იკისრეს კრედიტორის წინაშე კა----------–---–-- ვალდებულების შესასრულებლად. თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზაღვრული მაქსიმალური თანხაა 21 000 ლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ.25-42);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.3. მოპასუხე მხარეს სესხი საერთოდ არ გადაუხდია, მიუხედავად გაფრთხილებისა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ.43-44), ინფორმაცია ფინანსური ვალდებულების შესახებ (ს.ფ.46), შეტყობინებები და მათი მოპასუხეებისათვის ჩაბარების დასტური (ს.ფ.47-57);

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, - პირგასამტეხლოს ოდენობა მოთხოვნილი 3 971.97 ლარიდან უნდა შემცირდეს 3 000 ლარამდე, დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 301-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილები, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 411-ე, 417-ე, 420-ე, 626-ე, 891-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;

317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხეებისაგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;

891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის;

მოცემულ შემთხვევაში კ-----------–---–-ა და ბანკს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. მან დაარღვია გრაფიკი და თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა, რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ე-------------------------–---–----------------------------–------ან, რომლებმაც ბანკის წინაშე სოლიდარული ვალდებულება იკისრეს კა----------–---–-- ვალდებულების შესრულებაზე;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;

სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;

131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს - ძირი თანხის და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის, 131-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია;

მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო;

იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხემ ისესხა 10 500 ლარი 48 თვით, სესხის დაფარვის მიზნით, თანხა საერთოდ არ გადაუხდია, ბანკმა სარჩელი აღძრა 2019 წლის 19 ივნისს, ამ გარემოებამ კი ხელი შეუწყო პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ის უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 3000 ლარით;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

საკრედიტო ხელშეკრულების 5.2. პუნქტით (ს.ფ.19), სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების 11.2. პუნქტით (ს.ფ.29, 35, 41), მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავაზე მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

ამდენად, მოთხოვნა გადაწყვეტილების საუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა:

49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე ძირი თანხის პროცენტის, სულ 14 019 ლარისა 95 თეთრის ლარის მოთხოვნის ნაწილში და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 420 ლარი და 60 თეთრი ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს;

სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირგასამტეხლო შემცირდა. მოპასუხეებს დაეკისრათ 3000 ლარის გადახდა. შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 90 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს;

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

1.1. კ-----------–---–-, ე------------–-ილს, გ----------------–-ილს და ზ----------------–--ეს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ 17 019 (ჩვიდმეტი ათას ცხრამეტი) ლარი და 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) თეთრი, საიდანაც 10 500 ლარი და 58 თეთრი ძირი თანხაა, 3 519 ლარი და 95 თეთრი, 3 000 ლარი - პირგასამტეხლო;

2. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

3. სააქციო საზოგადოება ,,სა---------–--------ს“ დაუბრუნდეს 2019 წლის 14 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 420 (ოთხას ოცი) ლარი და 60 (სამოცი) თეთრი;

კ-----------–---–-, ე------------–-ილს, გ----------------–-ილს და ზ----------------–--ეს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 90 (ოთხმოცდაათი) ლარი;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი