განაჩენი

სისხლის სამართლის 02.12.2019
საქმის ნომერი
140100119003009679
თარიღი
02.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119003009679

საქმე #1/212-19 (011160419002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ო----- ხ--------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ვ-–-------- ჯ-–--–---–- (დაბადებული 1----–-–-----------, პ/ნ------------, ნასამართლევი, მცხოვრები გ------------------------–--------–--ში)

 

ადვოკატი - ე---------- მ--–-----–---–-

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (არაერთგზის ქურდობის მცდელობა) ვ-–-------- ჯ-–--–---–ს მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შემდეგ შეუმცირდა ამნისტიის საფუძველზე და საბოლოოდ, ვადაზე ადრე, პირობით გათავისუფლდა 2015 წლის 31 დეკემბერს. ამავე სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით ვ-–-------- ჯ-–--–---–ს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - 2 წელი რეალურ ზომად, 3 წელი - პირობით;

 

1.2. 2019 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 17 საათზე, მთვრალი ვ-–-------- ჯ-–--–---–- მივიდა გ------------------------–--------–--ში მდებარე თ-- დ-------–---–ის სასურსათო მაღაზიაში, სადაც შელაპარაკების გამო თ-- დ-------–---–ს ესროლა და თავის არეში მოარტყა პლასტმასის ნივთი, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად, ვ-–-------- ჯ-–--–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა თ-- დ-------–---–ის 3,50 ლარად ღირებულ, ერთ კოლოფ სიგარეტ ,,პირველს“.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ძარცვა - სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლით) გათვალისწინებული შედეგი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ-- დ-------–---–მა განმარტა, რომ გ------------------------–--------–--ში ჰქონდა მაღაზია, სადაც ყოველთვის იყო მარტო, არ ჰყავდა გამყიდველი. მაღაზიაში პერიოდულად შედიოდა ვ-–-------- ჯ-–--–---–-ც. 2019 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 17 საათზე, მაღაზიაში შევიდა ვ-–-------- ჯ-–--–---–-, რომელიც იყო აგრესიული. სავარაუდოდ იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. ვ-–-------- ჯ-–--–---–მა თ-- დ-------–---–ს მოსთხოვა ტელეფონის ნომერი, მასთან დაახლოების მიზნით. ამასთან უთხრა, რომ ,,ეს მისი უბანი იყო და უნდა დამორჩილებოდა“. თ-- დ-------–---–მა უარი განუცხადა და სთხოვა, დაეტოვებინა მაღაზია. ვ-–-------- ჯ-–--–---–მა სავაჭრო მაგიდიდან აიღო ხურდა ფულის დასაყრელი პლასტმასის ნივთი, ესროლა და შუბლში მოარტყა თ-- დ-------–---–ს, რაც ძლიერ ეტკინა და წამოუვიდა სისხლი. შემდეგ აიღო სიგარეტ ,,პირველის“ კოლოფი, უთხრა - ,,ეს მე მიმაქვს, გაწერ, ეს არის ჩემი უბანი და შენ მე დამემორჩილები, რასაც გეტყვი, გააკეთებო“ და მაღაზიიდან გავიდა. თ-- დ-------–---–ის მოთხოვნის მიუხედავად, ვ-–-------- ჯ-–--–---–მა სიგარეტი არ დააბრუნა. კითხვაზე, აქვს თუ არა ბრალდებულის მიმართ პრეტენზია, დაზარალებულმა თავი შეიკავა პოზიციის დაფიქსირებისაგან (2019 წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმი);

 

3.2. დაცვის მხარის მოწმე თ---------- უ----–---–მა განმარტა, რომ დაზარალებულის მაღაზიასთან ახლოს, ავტოფარეხში აქვს საბურავების სახელოსნო. 2019 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 17 საათამდე იმყოფებოდა თავის სახელოსნოში. დაახლოებით 13 საათზე ვ-–-------- ჯ-–--–---–-ს მამასა და კიდევ ერთ ადამიანთან ერთად სადილობდა. სუფრა ხის ყუთზე ჰქონდათ გაშლილი. ამ დროს მათ შეუერთდა ვ-–-------- ჯ-–--–---–-ც, მოსვლისას სიგარეტ ,,პირველის“ (ლურჯი) გაუხსნელი კოლოფი დადო სუფრაზე. მან 2-3 ჭიქა არაყი დალია, სიგარეტის კოლოფი ისევ აიღო და წავიდა. მოწმე განმარტავს, რომ დაზარალებულის მაღაზია მისი სახელოსნოს პირდაპირ არის და ვ-–-------- ჯ-–--–---–- იმ მაღაზიაში შესული ან იქიდან გამოსული არ დაუნახავს, შესაძლებელია შესულიყო, მაგრამ მას არ დაუნახავს. არც კონფლიქტის ხმა გაუგია. მოწმემ პროკურორის შეკითხვაზე ვერ გაიხსენა, რა მოხდა 2019 წლის 15, 18 ან თუნდაც 19 აპრილს (2019 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმი);

 

3.3. ბრალდებულმა ვ-–-------- ჯ-–--–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება. ამასთან, იგი დაეთანხმა ადვოკატის დასკვნით სიტყვას, რომლის მიხედვით, ვ-–-------- ჯ-–--–---–- მოცემულ დღეს თ-- დ-------–---–ის მაღაზიაში საერთოდ არ ყოფილა (2019 წლის 12 ნოემბრისა და 2 დეკემბრის სხდომის ოქმი);

 

3.4. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ბრალდებული დააკავეს 2019 წლის 16 აპრილს, 19:40 საათზე. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს სიგარეტ ,,პირველის“ გახსნილი კოლოფი, 18 ღერი სიგარეტით (ს.ფ. 17-25);

 

3.5. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2019 წლის 17 აპრილს, 11:10 საათზე თ-- დ-------–---–ს შუბლის შუა მიდამოში აღენიშნება ნაჭდევი. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 253-254);

 

3.6. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განაჩენით, ვ-–-------- ჯ-–--–---–ს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - 2 წელი რეალურ ზომად, 3 წელი - პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით (ს.ფ. 92-98);

 

3.7. შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ოფიცრის წერილის თანახმად, ვ-–-------- ჯ-–--–---–- აღრიცხვაზე იმყოფება შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განაჩენის საფუძველზე (ს.ფ. 99);

 

3.8. გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ვ-–-------- ჯ-–--–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებული არ არის დაინტერესებული პირი, მას არ ჰქონია რაიმე სახის ურთიერთობა, მით უფრო - კონფლიქტური - ბრალდებულთან. მართალია, თ-- დ-------–---–მა სასამართლოში არ დააფიქსირა პოზიცია ბრალდებულის დასჯასთან დაკავშირებით, მაგრამ მანამდე მან ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებით დააფიქსირა პოზიცია პრეტენზიის არქონისა და ვ-–-------- ჯ-–--–---–-სათვის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების თაობაზე. არც დაცვის მხარემ განაცხადა დაზარალებულის არაობიექტურობის შესაძლებლობა ან ამის მოტივი. შესაბამისად, არ არსებობს კითხვის ნიშანი დაზარალებულის ჩვენებების ობიექტურობასთან დაკავშირებით. ამასთან, თ-- დ-------–---–ის ჩვენების ობიექტურობასა და ვ-–-------- ჯ-–--–---–-ს დამნაშავეობაზე უდავოდ მეტყველებს ბრალდებულისაგან ამოღებული ნივთმტკიცებები (სიგარეტი ,,პირველი“, ასევე - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პლასტმასის საგანი), დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანება შუბლის არეში, რასაც ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც. დაზარალებულის ჩვენების ობიექტურობაზე მეტყველებს ისიც, რომ ვ-–-------- ჯ-–--–---–ს დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალე, როგორც ეს თავიდანვე აღნიშნა თ-- დ-------–---–მა. სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებაა საგანი, რომელიც წარმოშობის, აღმოჩენის ადგილითა და დროით დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ბრალდებულისაგან დაზარალებულის მიერ დასახელებული სიგარეტი ამოიღეს თ-- დ-------–---–ის დაკითხვის შემდეგ მალევე - დაახლოებით 30 წუთში. კოლოფს აკლდა 2 ღერი სიგარეტი;

 

3.9. სასამართლოს არასარწმუნოდ მიაჩნია დაცვის მხარის მოწმე თ---------- უ----–---–ის ჩვენება, რომელიც განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს, დაახლოებით 13 საათზე ვ-–-------- ჯ-–--–---–ს გაუხსნელი სიგარეტის (,,პირველი“) კოლოფი ჰქონდა. ამასთან, მოწმეს არ დაუნახავს თ-- დ-------–---–ის მაღაზიაში შესული ვ-–-------- ჯ-–--–---–-. გარდა იმისა, რომ მოწმის ეს ჩვენება არ ეწინააღმდეგება დაზარალებულის განმარტებებს, მოწმე ვერ იხსენებს, რა მოხდა შემთხვევის წინა და მომდევნო დღეებში. გაუგებარია, როგორც ახსოვს მას ასე დეტალურად 2019 წლის 16 აპრილი, როდესაც ვერ იხსენებს, რა ეცვა ვ-–-------- ჯ-–--–---–ს მომხდარის დღეს. ამის მიუხედავად, თ---------- უ----–---–ს კარგად დაამახსოვრდა სიგარეტი ,,პირველი“. აღსანიშნავია, რომ ვ-–-------- ჯ-–--–---–-, რომელიც თითქოს იმ დღეს საერთოდ არ ყოფილა თ-- დ-------–---–ის მაღაზიაში, დაზარალებულის დაკითხვისას თავადვე უმტკიცებს მას, რომ სხვა კლიენტის შესვლისას იგი უკვე მის მაღაზიაში იმყოფებოდა და დაზარალებულს შუბლზე ,,სისხლი უკვე ჰქონდა“;

 

3.10. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული. დადგენილია, რომ დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ ემსახურებოდა ძარცვის ჩადენის გაადვილებას და არაფრით იყო დაკავშირებული სხვისი ნივთის აშკარა დაუფლებასთან.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ვ-–-------- ჯ-–--–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი დადებითი დახასიათება, ხოლო დამამძიმებელია ნასამართლობა განზრახ მძიმე დანაშაულისათვის (სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებასთან მიმართებით);

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ვ-–-------- ჯ-–--–---–-ს დადებით დახასიათებას, გატაცებული საგნის ღირებულებას. ამასთან, ვ-–-------- ჯ-–--–---–-ს ნასამართლობა ამ შემთხვევაში დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებასთან მიმართებით და მხედველობაში არ მიიღება სასჯელის დამძიმების მხრივ, თუმცა ეს ნასამართლობა დამამძიმებელია სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილთან დაკავშირებით და სახეზეა დანაშაულის რეციდივი;

 

5.2. ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი, უალტერნატივო სასჯელი სრულად ან ნაწილობრივ პირობით ჩაუთვალოს მსჯავრდებულს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ-–-------- ჯ-–--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ვ-–-------- ჯ-–--–---–ს მიესაჯოს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს წინა - გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად შთანთქას ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და ვ-–-------- ჯ-–--–---–ს საბოლოოდ განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ვ-–-------- ჯ-–--–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 16 აპრილიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულებები - სიგარეტი ,,პირველი“, ფილტრები და პლასტმასის ნივთი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო სუნის ნიმუში - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი