განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3191-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---------------–-–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული ნ------------------------–--- დაბადებული 1----–-–------------------------------------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, რ-----------------------------------
ადვოკატი - შ-----------–----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 111, 126-ე მუხლის I2 ნაწილი,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1.სასამართლომ დადგენლად ცნო:
1.1 2----–-–-----------ს დაახლოებით 2-------------, თბილისში, ჯ------------------------–----------–- ყოფნისას ნ----------–---, მეუღლეს, ლ------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით კერძოდ, მოკლავდა და წავიდოდა ციხეში, რაც დაზარალებულის მიერ აღქმული იქნა რეალურად და განიცადა მორალური სახის ზიანი.
1.2 წლების განმავლობაში ნ----- ხ---–--ე მეუღლეს ლ------------ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აგინებდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ამცირებდა მას, რა დროსაც ლ------------- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ასევე, ნ----------–--- ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე. ძლიერად უჭერდა ხელს ყელში, ქაჩავდა თმას და სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.
2. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
2.2 მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
2.3 სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1 მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
3.2 საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.
3.3 ნ----- ხ---–--ის აღიარება დასტურდება დაზარალებულის ლ--------------ს, მოწმეთა გ--------------–--–---–-----------------------–---------------- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ოქმი და ორდერი, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ოქმებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.2 დაზარალებულ ლ-------------ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ნ----------–--- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით კერძოდ, მოკლავდა და წავიდოდა ციხეში, რაც მის მიერ აღქმული იქნა რეალურად. ამავე ოქმით, ნ----------–--- თანაცხოვრების პერიოდში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.
4.3 სასამართლო თვლის, რომ ნ----- ხ---–--ის აღიარება წარდგენილ ბრალდებებზე თავსებადია არა მარტო დაზარალებულის ჩვენებასთან, ასევე, გ--------------–--–---–-----------------------–----------------, გ------- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ოქმითა და ორდერით დადგენილ ფაქტებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ----------–---მ ჩაიდინა მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ასევე, ჩაიდინა სისტემატიური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,126-ე მუხლის I2 ნაწილით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1 ნ----- ხ---–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ არის დადგენილი.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2 ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3 სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ნ----- ხ---–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის მას უნდა დაენიშნოს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ცაეთვალოს პირობით. ასევე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები; სსკ-ის 111,1261-ე მუხლის I2 ნაწილით _ შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,1261-ე მუხლის I2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით; მასვე 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
საქართველოს სსკ-ის 111, 1261-ე მუხლის I2 ნაწილით _ შინაპატიმრობა 1(ერთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ----------–---ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე დროის გამოსაცდელი ვადით; მასვე 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
4. ნ----------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2----–-–----------------------–-–---------------------–---------------
5. გაუქმდეს ნ----- ხ---–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს შემტანს.
6. მსჯავრდებულის ნ----- ხ---–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ე.წ ,,სპორტული ზედა“ და მაისური, გასაღები, ნახატი და ე.წ. ,,ბარის სკამი“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს; ხოლო შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მუქი ფერის შუშის ქილა პლასტმასის დეტალთან ერთად, განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/