განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2019
საქმის ნომერი
200100119003032580
დავის ტიპი
237 3 ბ , 236 4 , 118 1
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100119003032580

#1/1----- (№0-----------)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ----------–-----ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ----------------–---–- - დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: თ--–-------–---------------------------------

 

ადვოკატი - მ--------------–---–----–--–----------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილი (ორი ეპიზოდი).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 10 აპრილს, ქ. თელავში, ქართული უნივერსიტეტის ქ. N1-ში მდებარე, ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, გ----------------–---–მა „მ----------“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ა---------–--------- მიაყენა მარცხენა წინამხრის შუა მესამედის გამჭოლი ჭრილობა იდაყვის ძვლის მოტეხილობით, რაც მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ასევე, ა---------–--------- აღენიშნება, მარცხენა თეძოს ფრთის მიდამოში ბრმა ჭრილობა, უცხო სხეულით, რომელიც მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით.

 

2019 წლის 10 აპრილს, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ქ.-----–-------–-----------------------------–-, გ----------------–---–- მართლსაწინააღმდეგოდ, მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დედის - ნ-----------------ის საკუთრებაში არსებულ და მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ „მ----------“ სისტემის პისტოლეტს № У-------- და 15 ერთეულ ვაზნას. 2019 წლის 10 აპრილს, გ----------------–---–- გადაადგილდებოდა, ქ.თელავში, ქართული უნივერსიტეტის ქუჩაზე, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, კერძოდ ქარხნული წესით დამზადებულ, ,,მ----------“ კონსტრუქციის, № У-------- პისტოლეტს და 15 ერთეულ ვაზნას. ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით შეიარაღებულმა გ----------------–---–მა, იმავე დღეს, ქ.თელავში, ქართული უნივერსიტეტის ქ. N1-ში მდებარე, ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ზემოაღნიშნული „მ----------“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ა---------–--------- მიაყენა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 2019 წლის 27 აპრილს, ყ-----–--------------------–-------––ი გ----------------–---–- დაკავებული იქნა შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რა დროსაც მისგან პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა „მ----------“ სისტემის პისტოლეტი № У-------- და 14 ერთეული ვაზნა, რომლებსაც ის მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

 

გ----------------–---–- 2016 წლის 22 აგვისტოს რ-------ის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გ----------------–---–- იყო რა ნასამართლევი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, 2019 წლის 10 აპრილს, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ქ.-----–-------–-----------------------------–-, გ----------------–---–- მართლსაწინააღმდეგოდ, მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დედის - ნ-----------------ის საკუთრებაში არსებულ და მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ „მ----------“ სისტემის პისტოლეტს № У--------, ღირებულს 500 ლარად და 15 ერთეულ ვაზნას. 2019 წლის 27 აპრილს, შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გ----------------–---–-ს პირადი ჩხრეკისას, ამოღებული იქნა, ნ-----------------ის კუთვნილი „მ----------“ სისტემის პისტოლეტი № У-------- და 14 ერთეული ვაზნა.

გ----------------–---–- 2016 წლის 22 აგვისტოს რ-------ის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ----------------–---–- იყო რა ნასამართლევი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის, 2019 წლის 27 აპრილს, ყ-----–--------------------–-------––ი, მისი დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა საკეცი დანა და საჯიგველი (კასტეტი), რომლებიც ექსპერტიზის N10/ცი დასკვნით განეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას.

გ----------------–---–- 2016 წლის 22 აგვისტოს რ-------ის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ----------------–---–- იყო რა ნასამართლევი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის, 2019 წლის 22 იანვარს, ქ. რ-------ში, ჩატარებული მისი პირადი გასინჯვისას ამოღებულ იქნა საკეცი დანა და საჯიგველი (კასტეტი), რომლებიც ექსპერტიზის N632/ცი დასკვნით განეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 10 აპრილს, ქ. თელავში, ქართული უნივერსიტეტის ქ. N1-ში მდებარე, ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, გ----------------–---–მა „მ----------“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ა---------–--------- მიაყენა მარცხენა წინამხრის შუა მესამედის გამჭოლი ჭრილობა იდაყვის ძვლის მოტეხილობით, რაც მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

2019 წლის 10 აპრილს, გ----------------–---–- გადაადგილდებოდა, ქ. თელავში, ქართული უნივერსიტეტის ქუჩაზე, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, კერძოდ ქარხნული წესით დამზადებულ, ,,მ----------“ კონსტრუქციის, № У-------- პისტოლეტს და 15 ერთეულ ვაზნას. 2019 წლის 27 აპრილს, ყ-----–--------------------–-------––ი გ----------------–---–- დაკავებული იქნა შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რა დროსაც მისგან პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა „მ----------“ სისტემის პისტოლეტი № У-------- და 14 ერთეული ვაზნა, რომლებსაც ის მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

 

გ----------------–---–- 2016 წლის 22 აგვისტოს რ-------ის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ----------------–---–- იყო რა ნასამართლევი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის, 2019 წლის 27 აპრილს, ყ-----–--------------------–-------––ი, მისი დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა საკეცი დანა და საჯიგველი (კასტეტი), რომლებიც ექსპერტიზის N10/ცი დასკვნით განეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას.

გ----------------–---–- 2016 წლის 22 აგვისტოს რ-------ის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ----------------–---–- იყო რა ნასამართლევი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის, 2019 წლის 22 იანვარს, ქ. რ-------ში, ჩატარებული მისი პირადი გასინჯვისას ამოღებულ იქნა საკეცი დანა და საჯიგველი (კასტეტი), რომლებიც ექსპერტიზის N632/ცი დასკვნით განეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ა---------–-------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 10 აპრილს იმყოფებოდა ქ. თელავში უნივერისტეტის ეზოში, სადაც შეხვდა და ესაუბრებოდა მის მეგობრებს, რა დროსაც გაიგონა ერთი გასროლის ხმა და იგრძნო, რომ მარცხენა ხელის არეში მოხვდა ტყვია, იგრძნო ძლიერი ტკივილი და ჩავარდა შოკში, რის შემდეგაც გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმემ განმარტა, მან მოგვიანებით გაიგო ხსენებული დაზიანება მას მიაყენა ნაცნობმა გ----------------–---–მა. მოწმის განმარტებით მას გ----------------–---–თან არანაირი დაპირისპირება არასოდროს არ ქონია.

 

თ-------------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 10 აპრილს იმყოფებოდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე წინა შესასვლელთნ განლაგებული სკამებთან მეგობრებთან ა---------–---------თან და ლ------------–---–თან ერთად. მოწმის განმარტებით შეხვედრიდან რამდენიმე წუთში დაინახა, რომ მათ მიუახლოვდა გ----------------–---–- ყვირილით, რომელსაც ხელში ეჭირა პატარა შავი იარაღი და დამიზნებით ა---------–-------ის მისამართით განახორციელა გასროლა, ამასთან ა---------–--------- უთხრა, რომ მასთან ხუმრობა არ შეიძლებოდა, რის შემდეგაც გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. ამის შემდეგ თ-------------------მა დარეკა 112-ში და გამოიძახდა სასწრაფო დახმარება, თუმცა სანამ სასწრაფო დახმარება მივიდოდა, ადგილზე მყოფმა სტუდენტმა ბიჭებმა ა---------–-------ე ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

ლ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 10 აპრილს იგი იმყოფებოდა უნივერსიტეტის ეზოში ა---------–---------თან და თ-------------------თან ერთად. მოწმის განმარტებით, ადგილზე ყოფნისას თ-------------------ს დაურეკეს ტელეფონზე და იქვე ორ ნაბიში საუბრობდა, ხოლო სკამზე დარჩნენ თვითონ და ა---------–-------ე, რა დროსაც მათ მიუახლოვდა გ----------------–---–- და დაახლოებით მეტრა ნახევრის მანძილიდან ა---------–-------ის მისამართით განახორციელა ერთი გასროლა, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა მარცხენა ხელში, ხოლო გ----------------–---–- გაბრუნდა და მიაძახა, „მასთან ხუმრობა არ გაუვიდოდა“ , რის შემდეგ გაიქცა შემთხვევის ადგილიდან.

 

თ---------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 10 აპრილს დ------------–---–თან და გ----------–--------–---–თან ერთად იმყოფებოდა უნივერსიტეტთან. ადგილზე ხოფნისას გაიგონა ერთი გასროლის ხმა უნივერისტეტის მარჯვენა კიბეების მხარეს, რაზეც იგი მიბრუნდა და დაინახა ა---------–-------ე, რომელსაც მარცხენა ხელში ქონდა ჭრილობა, ამასთან მისთვის უცხო პირს ეძახდა თუ რატო ესროდა. ამის შემდეგ დ------------–---–მა ა---------–-------ე ჩასვა ავტომანქანაში და გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

გ----------–--------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 10 აპრილს დ------------–---–თან, თ-----------–-–---–თან და თავის ბიძაშვილთან ერთად იმყოფებოდა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერისტეტში, რა დროსაც გაიგო გასროლის ხმა, რის შედეგადაც დაიჭრა ერთი პიროვნება, რომელიც თ---------–-–---–მა მისი ავტომანქანით გადაიყავანა საავადმყოფოში.

 

დ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 10 აპრილს გ----------–--------–---–თან და თ------------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა თელავის უნივერსიტეტში. მოწმის განმარტებით იქვე ახლოს იმყოფებოდა ა---------–-------ე ორ გოგონასთან ერთად. მოწმის განმარტებით ეზოში ყოფნისას გაიგონა გასროლის ხმა, რაზეც იგი მიბრუნდა და დაინახა პიროვნება, რომელიც მოძრაობდა რესტორან ზოდიაქოს მიმართულებით. მოწმის ჩვენებით ა---------–-------ე მარცხენა ხელში იყო დაჭრილი და იგი თ------------–-–---–ის ატომომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

მ-------–-----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ----------------–---–თან აკავშირებს ნაცნობობა. მოწმემ განმარტა, რომ რამდენიმე წლის წინ გ----------------–---–თან ქონდა ქონფლიქტი ფეისბუქში არსებულ მიმოწერასთან, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ა---------–---------თან ახლო ურთიერთობა არ აქვს და მას იცნობს შორიდან.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ---------------–-–---–მა.

 

რ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იცნობს გ----------------–---–ს და ა---------–---------. მოწმის განმარტებით 2019 წლის აპრილის თვეში შეხვდა გ----------------–---–ს. შეხვედრისას მათ მხოლოდ მოიკითხეს ერთმანეთი და კონფლიქტს ადგილი არ ქონია. მოწმის განმარტებით ხსენებული შეხვედრის დროს იქვე შორიახლო იმყოფებოდა ა---------–-------ე, რომელიც მასსა და გ----------------–---–ს შორის საუბარში არ ჩარეულა.

 

გ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2019 წლის 10 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ა---------–--------- ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ქ. თ--–--–----–-----------------------------ში მცხოვრებმა 1--- წელს დაბადბულმა გ--------------------------–---–მა. მისი ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად იგი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში ქ.თ--–--–----–-----------------------------ში და თან უნდა ჰქონოდა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი.

 

მ-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ა---------–-------ის ჯანმრთელობის დაზიანებაში მხილებულ გ----------------–---–-, უნდა ყოფილიყო ყვ----–------------------–-------––- მდინარე ჩ--–---- მიმდებარე ტერიოტორიაზე, მას თან უნდა ქონოდა დანაშაულის ჩადენის იარაღი და გადაადგილდებოდა რ--------------ის მართვის ქვეშ მყოფ ტ--------- მარკის ავტომობილით, სახ.ნომრით S------.

 

კ---------------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ჩაატარა გ----------------–---–-ს სახლის ჩხრეკა საიდანც ვერ იქნა ამოღებული გ----------------–---–-ს დედის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ეს უკანასკნელი ინახავდა აბაზანის გამწოვ უჯრედში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა ლ-–---------–---–მა, დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა გ---------------ემ, დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მოწმემ ასევე განმრტა, რომ 2019 წლის 27 აპრილს მან ლ------------–-–---–თნ და ზ---------------–---–თან ერთად ბრალდებულის სახით დააკავეს გ----------------–---–-, რომელსაც ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც სხვადსხვა ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა მ---------- პისტოლეტი მჭიდთან და რვა ვაზნას ერთად. ასევე ჯიბიდან ამოღებული იქნა ექვსი ცალი ვაზნა, კასტეტი და დანა. მოწმის განმარტებით აღნიშნული ნივთები ადგილზევე დაილუქა, რაზეც გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.

 

ნ-----------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თბილისში შეიძინა მ---------- სისტემის იარღი ვაზნებთან ერთად რაშიც გადაიხადა 500 დან 600 ლარამდე. მოწმის განმარტებით მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო ვინაიდან ამჩნევდა, გ----------------–---–- იყო დათრგუნული და თავდაცვის მიზნით მოგერიებისთვის ქონოდათ ხსენებული იარაღი ოჯახში, ვინაიდან იცოდა გ----------------–---–ს კონფლიქტი ქონდა უცხო პირებთან. მოწმემ აჩვენა, ხსენებულ იარაღს ინახავდა სახლში, რის შესახებაც იცოდა გ----------------–---–მა. რაც შეეხება 2019 წლის 10 აპრილს გ----------------–---–-სთვის მას არ უთქვამს რომ იარაღი წაეღო სახლიდან. მოწმის განმარტებით იგი თავს არ თვლის დაზარალებულად ვინაიდან დარწმუნებულია, რომ გ----------------–---–- ხსენებულ იარაღას არ მიითვისებდა და მას აუცილებლად დააბრუნებდა.

 

გ----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გ----------------–---–მა განმარტა, რომ მართალია მან სახლიდან აიღო ცეცხლსასროლი იარაღი მაგრამ მას ხსენებული იარაღის მისაკუთრების მიზანი არ ქონდა და იგი აიღო დროებით მხოლოდ თავდაცვის მიზნით. მოწმის განმარტებით ა---------–-------ისათვის სროლის შემდეგ მას ქონდა შოკი და თავიდან მომხდარს სრულად ვერ აცნობიერებდა. ამასთან განმარტა, რომ იგი აპირებდა იარაღის დაბრუნებას, ხოლო თავად სურდა გამოცხადებულიყო პოლიციაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გ----------------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდებისა და დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას აღნიშნული გულისხმობს დასახელებულ ნივთთან ერთად პირის გადაადგილებას, როდესაც მას ამის კანონიერი უფლება და შასაბამისი ნებრთვა არ აქვს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 აპრილს, გ----------------–---–- გადაადგილდებოდა, ქ. თელავში, ქართული უნივერსიტეტის ქუჩაზე, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, კერძოდ ქარხნული წესით დამზადებულ, ,,მ----------“ კონსტრუქციის, № У-------- პისტოლეტს და 15 ერთეულ ვაზნას. 2019 წლის 27 აპრილს, ყ-----–--------------------–-------––ი გ----------------–---–- დაკავებული იქნა შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რა დროსაც მისგან პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა „მ----------“ სისტემის პისტოლეტი № У-------- და 14 ერთეული ვაზნა, რომლებსაც ის მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებაში პირის დამნაშავედ აუცილებელია დადგინდეს, რომ საგანი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული გარემოება დადასტურებულია ბალისტიკური ექსპერტის დასკვით.

 

საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც თავის მხრივ, უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის მყარი, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ა---------–--------- „მ----------“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიაყენა მარცხენა წინამხრის შუა მესამედის გამჭოლი ჭრილობა იდაყვის ძვლის მოტეხილობით, რაც მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით კრიმინალიზებულია ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გ----------------–---–- იყო რა ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 2019 წლის 27 აპრილს, ყ-----–--------------------–-------––ი, მისი დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა საკეცი დანა და საჯიგველი (კასტეტი), რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით განეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას, ასევე 2019 წლის 22 იანვარს, ქ. რ-------ში, გ----------------–---–-ს პირადი გასინჯვისას ამოღებულ იქნა საკეცი დანა და საჯიგველი (კასტეტი), რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით განეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გამოიხატება ცეცხლსასროლი იარაღისა და მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში ან გამოძალვაში. ამ დანაშაულის სუბიექტური მხარისთვის აუცილებელია სპეციალური მიზნის არსებობა, რაც არის მისაკუთრების მიზანი, რაც გულისხმობს პირის მიზანია იარაღს დაეუფლოს არა დროებით არამედ საბოლოოდ, როგორც საკუთრების გამოყენების მიზნით. იმ შემთხვევაში თუ დადგინდა, რომ პირი მართალია მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა იარაღს, მაგრამ არ ქონია მისი მისაკუთრების მიზანი სახეზე არ გვაქვს საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამასთან საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ყურადღებით იქნა მოსმენილი, შეფასებული და გაანალიზებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გ----------------–---–-ს ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რადგან სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განმარტა, რომ მან მართალია საცხოვრებელი სახლიდან აიღო დედამისის სახელზე რეგისტრირებული იარაღი, მაგრამ მას ხსენებული იარაღის მისაკუთრების მიზანი არ ამოძრავებდ და იგი აიღო კონკრეტული მიზნით, კერძოდ იმისთვის, რომ ა---------–-------ისათვის მიეყენებინა ჯანმრთელობის დაზიანება. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მან ხსენებული იარაღი იმავე დღეს არ დააბრუნა სახლში, აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ იგი მომხდარის გამო იყო შოკში, ამასთან მან იცოდა ჩადენილი ქმედების გამო მოხდებოდა მისი დაკავება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ----------------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებუილ დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად გ----------------–---–- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ----------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობები არ გააჩნია, რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებას, სასამართლო განმარტავს, რომ გ----------------–---–-ს ნასამართლობას სასამართლო საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მხედველობაში ვერ მიიღებს.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ----------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ----------------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 270-ე, 271-274-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ----------------–---–- საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ----------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წელი.

 

გ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 აპრილიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი: მასრა, მინის ბოთლი, ლაქები, ტყვიის გულა, სისხლის ნიმუში, ვაზნები, დანები, საჯიგველები, ანაწმენდები განადგურდეს. ტანსაცმელი, იარაღის ბუდე, ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი, ხატი დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

 

საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მოხდეს ნ-----------------ის (2----------) სახელზე რეგისტრირებული MAKAROV-PM მოდელის ცეცხლსასროლი იარაღის საპროცესო კონფისკაცია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზვიად შარაძე