განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002637620
N1/209-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ე----- ტ--–-----;
ბრალდებული - ზ------ ვ--------, დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----, ნასამართლეობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი კ-------;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის მაისის თვის ეპიზოდი); 2) საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2014 წლიდან თ----- დ---–ი ქორწინებაში იმყოფება ნ------- ვ--------სთან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ კ------–ი, ნ------- ვ-------ის მშობლების სახლში. თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ შვილი ნია ვ-------- (დაბ. 2--------- წელს). მათთან ერთად, ასევე, ცხოვრობდა ნ------- ვ-------ის მამა - ზ------ ვ--------. 2018 წლის მაისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), სავენახე ნაკვეთში მუშაობასთან დაკავშირებით, თ----- დ---–ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მეუღლის - ნ------- ვ-------ის ბებიასთან - მ-----–- ნ-------სთან, რასაც შეესწრო თ----- დ---–ის მეუღლის ნ------- ვ-------ის მამა - ზ------ ვ--------. მომხდარით განაწყენებულმა ზ------ ვ--------მ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ----- დ---–ს, ამავდროულად შეეცადა, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რისი საშუალებაც არ მისცა ოჯახის წევრებმა, რის შემდეგაც ზ------ ვ--------მ ოთახში დადებული კოღოების საწინააღმდეგო აპარატი ესროლა თ----- დ---–ს, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა შუბლის არეში. აღნიშნულს შეესწრო თ----- დ---–ის არასრულწლოვანი შვილი ნია ვ--------. ზ------ ვ-------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად თ----- დ---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
2. 2014 წლიდან თ----- დ---–ი ქორწინებაში იმყოფება ნ------- ვ--------სთან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ კ------–ი, ნ------- ვ-------ის მშობლების სახლში. თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ შვილი ნია ვ-------- (დაბ. 2--------- წელს). მათთან ერთად, ასევე, ცხოვრობდა ნ------- ვ-------ის მამა - ზ------ ვ--------. 2018 წლის 6 აგვისტოს, შუადღის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ბავშვის დაძინებასთან დაკავშირებით თ----- დ---–ს სიტყვიერი შეკამათება მოუვიდა მეუღლის - ნ------- ვ-------ის მამასთან - ზ------ ვ--------სთან, აღნიშნულზე განაწყენებულმა ზ------ ვ--------მ, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ----- დ---–ს, რის შემდეგადაც ძლიერად მოქაჩა თმებში. განაგრძობდა რა ძალადობას, ზ------ ვ--------მ ერთხელ ძლიერად ჩაარტყა ხელი ზურგის არეში თ----- დ---–ს, რის შედეგადაც თ----- დ---–მა მიიღო სხეულის დაზიანება. ზ------ ვ-------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად თ----- დ---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
სასამართლომ დაადგინა:
3. 2014 წლიდან თ----- დ---–ი ქორწინებაში იმყოფება ნ------- ვ--------სთან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ კ------–ი, ნ------- ვ-------ის მშობლების სახლში. თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ შვილი ნია ვ-------- (დაბ. 2--------- წელს). მათთან ერთად, ასევე, ცხოვრობდა ნ------- ვ-------ის მამა - ზ------ ვ--------. 2018 წლის მაისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), სავენახე ნაკვეთში მუშაობასთან დაკავშირებით თ----- დ---–ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მეუღლის - ნ------- ვ-------ის ბებიასთან - მ-----–- ნ-------სთან (ვ--------სთან), რასაც შეესწრო თ----- დ---–ის მეუღლის ნ------- ვ-------ის მამა - ზ------ ვ--------. მომხდარით განაწყენებულმა ზ------ ვ--------მ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ----- დ---–ს, ამავდროულად შეეცადა, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რისი საშუალებაც არ მისცა მ.ნ-------მ (ვ--------მ), რის შემდეგაც ზ------ ვ--------მ ოთახში დადებული კოღოების საწინააღმდეგო აპარატი ესროლა თ----- დ---–ს, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა შუბლის არეში. ზ------ ვ-------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად თ----- დ---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
4. 2014 წლიდან თ----- დ---–ი ქორწინებაში იმყოფება ნ------- ვ--------სთან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ კ------–ი, ნ------- ვ-------ის მშობლების სახლში. თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ შვილი ნია ვ-------- (დაბ. 2--------- წელს). მათთან ერთად, ასევე, ცხოვრობდა ნ------- ვ-------ის მამა - ზ------ ვ--------. 2018 წლის 6 აგვისტოს, შუადღის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ბავშვის დაძინებასთან დაკავშირებით თ----- დ---–ს სიტყვიერი შეკამათება მოუვიდა მეუღლის - ნ------- ვ-------ის მამასთან - ზ------ ვ--------სთან, აღნიშნულზე განაწყენებულმა ზ------ ვ--------მ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ----- დ---–ს, რის შემდეგადაც ძლიერად მოქაჩა თმებში. განაგრძობდა რა ძალადობას, ზ------ ვ--------მ ერთხელ ძლიერად ჩაარტყა ხელი ზურგის არეში თ----- დ---–ს, რის შედეგადაც თ----- დ---–მა მიიღო სხეულის დაზიანება. ზ------ ვ-------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად თ----- დ---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა თ----- დ---–მა განაცხადა, რომ ზ------ ვ-------- არის მისი მეუღლის ნ------- ვ-------ის მამა და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ კ------–ი.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ზ------ ვ--------მ განაცხადა, რომ მისი შვილის ნ------- ვ-------ის მეუღლე არის - თ----- დ---–ი და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ კ------–ი.
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--- ა-–--იამ განაცხადა, რომ ზ------ ვ-------- არის მისი მეუღლე, ხოლო თ----- დ---–ი მისი შვილის, ზ------ ვ-------ის მეუღლე და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ კ------–ი.
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–- ვ--------მ განაცხადა, რომ ზ------ ვ-------- არის მისი შვილი, ხოლო თ----- დ---–ი მისი შვილისშვილის - ნ------- ვ-------ის მეუღლე და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ კ------–ი.
9. 2016 წლის 11 იანვრის ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულია თ----- დ---–ი, ხოლო საქმროდ ნ------- ვ--------.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ ვ-------- და დაზარალებული თ----- დ---–ი არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის მაისის თვის ეპიზოდი:
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა თ----- დ---–მა განაცხადა, რომ 2014 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ნ------- ვ--------სთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ნია ვ-------- (დაბ. 2--------- წელს). 2018 წლის მაისის თვეში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლის ბებიასთან, მ-----–- ვ--------სთან სავენახე სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ შელაპარაკებაში ჩაერთო მისი მამათილი - ზ------ ვ--------, რომელმაც მას თავდაპირველად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეეცადა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, თუმცა ამის საშუალება არ მისცა მ-----–- ვ--------მ. ზ------ ვ--------მ, აიღო იქვე დადებული კოღოების საწინააღმდეგო აპარატი და ესროლა მას, რაც მოხვდა თავში, შუბლის არეში და განიცადა ძლიერი ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მისი შვილი, ნია ვ--------.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–- ვ--------მ განაცხადა, რომ 2018 წლის მაისის თვეში იმყოფებოდა სახლში. მისი რძალი მ--- ა-–--ია მუშაობდა ვენახში და მასთან ერთად იყო მისი პატარა შვილიშვილი ნია ვ--------. სახლში ყოფნის დროს, თ----- დ---–ს უთხრა, თუ დედამთილს არ ეხმარებოდა, ბავშვი მაინც წამოეყანა, მ---სთვის ხელი რომ არ შეეშალა. აღნიშნულზე შელაპარაკება მოუვიდა თ-----თან. საუბარში ჩაერთო მისი შვილი, ზ------ ვ--------, რომელმაც თ-----ს შენიშვნა მისცა, როგორ ესაუბრებოდა მ.ვ--------ს, აღნიშნულის უფლებას არ მისცემდა. კამათის დროს, ზ------ ვ--------მ კოღოების საწინააღმდეგო აპარატი ესროლა თ----- დ---–ს, თუმცა მოხვდა თუ არა თ-----ს აპარატი, არ დაუნახავს. ჩაერია კონფლიქტში და გააშველა. მოწმის განმარტებით, კონფლიქტის დროს, ნია ვ-------- სახლში არ იყო, ვენახში იყო ბებიამისთან მ--- ა-–--იასთან ერთად და როდესაც ისინი ვენახიდან ავიდნენ სახლში, ზ------სა და თ-----ს შორის კონფლიქტი დასრულებული იყო.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--- ა-–--იამ განაცხადა, რომ 2018 წლის მაისის თვეში იმყოფებოდა სახლში, ჩასული იყო ვენახში და მუშაობდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი შვილიშვილი ნია ვ--------. მუშაობის დროს, სახლიდან გაიგო ხმამაღალი საუბარი და როდესაც სახლში ავიდა ზ------სა და თ-----ს შორის კამათი დასრულებული იყო. როგორც შემდგომ გაიგო, ზურას უსაყვედურია თ-----ისთვის მ-----–- ვ--------სთან შელაპარაკების გამო და თ-----ისთვის უსვრია კოღოების საწინააღმდეგო აპარატი. უშუალოდ კონფლიქტს, თვითონ არ შესრწებია, აღნიშნული იცის ზ.ვ-------ისგან და მ.ვ-------ისგან.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------- ლ----ემ განაცხადა, რომ 2018 წლის მაისი თვეში, შვილმა, თ----- დ---–მა უთხრა, რომ სახლში ყოფნის დროს შელაპარაკება მოუვიდა მეუღლის ბებიასთან, რა დროსაც მამამთილმა, ზ------ ვ--------მ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2018 წლის ივნისის თვეში ნახა შვილი, რომელსაც შუბლის არეში ემჩნეოდა დაზიანება. თ-----მა მოუყვა, რომ კონფლიქტის დროს, მამამთილმა კოღოების საწინააღმდეგო აპარტი ესროლა, რაც მოხვდა შუბლის არეში. მოწმის განმარტებით, ის არასდროს შესწრებია კონფლიქტს ზ------ ვ--------სა და თ----- დ---–ს შორის, აღნიშნული იცის თ-----ისგან გადმოცემით.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ზ------ ვ--------მ განაცხადა, რომ 2018 წლის მაისის თვეში იმყოფებოდა სახლში დედასთან და რძალთან ერთად. მეუღლე და შვილიშვილი იყვნენ ვენახში, მ--- ა-–--ია მუშაობდა, ახვევდა ვენახს. სახლში ყოფნის დროს დაიძინა. გააღვიძა დედამისის ხმამაღალმა საუბარმა. იკითხა რა ხდებოდა, თუმცა პასუხი არ გასცა. კვლავ დაიძინა. კვლავ გააღვიძა თ----- დ---–ის ხმამაღალმა საუბარმა. გაიღვიძა და გაიგო, რომ თ-----სა და დედამისს შორის ხმამაღალი საუბარი იყო. აღნიშნულის გამო შენიშვნა მისცა თ----- დ---–ს, რა დროსაც თ-----მა დოინჯი შემოიკრა წელზე. ანერვიულებულმა, კოღოების საწინააღმდეგო აპარატი ესროლა თ----- დ---–ს, რაც მას მოხვდა შუბლის არეში. ზ.ვ-------ის განმარტებით, მ--- ა-–--ია და ნია ვ-------- სახლში ავიდნენ კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ნია ვ-------- არ შესწრებია მასსა და თ----- დ---–ს შორის მომხდარ კონფლიქტს.
17. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმე კ-------–- ბ--------–---–ის დაკითხვა.
18. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება (ძალადობა), რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
19. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ ვ--------მ განხორციელებული ქმედებით, 2018 წლის მაისის თვეში თ----- დ---–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები:
20. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილით ერთერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება იგივე ქმედების ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.
21. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
22. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება N1/1/548, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. პარაგრაფი N41-45).
23. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვერცერთი მტკიცებულებებით ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ იქნა დადასტურებული ისეთი ფაქტი, რომელიც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო ბრალდებულის საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ------ ვ-------ის მიერ თ----- დ---–ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ მიუთითებს მხოლოდ დაზარალებულ თ----- დ---–ის ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ------ ვ-------ის მიერ აღნიშნული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა მ--- ა-–--იამ, მ-----–- ვ--------მ და ზ------ ვ--------მ, ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს სასამართლოს, რომ 2018 წლის მაისის თვეში, ზ------ ვ--------სა და თ----- დ---–ს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი ნია ვ-------- იმყოფებოდა ვენახში, ბებიასთან, მ--- ა-–--იასთან ერთად და სახლში როდესაც დაბრუნდა, ზ------სა და თ-----ს შორის კონფლიქტი დასრულებული იყო. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". საქართველოს სსსკ მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. შესაბამისად, ზ------ ვ-------ის ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც ზ------ ვ-------ის მიმართ საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი:
24. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა თ----- დ---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში და საძინებელ ოთახში აძინებდა შვილს, ნია ვ--------ს. ბავშვი ჭირვეულობდა და არ იინებდა, რის გამოც მას ხმამაღლა უთხრა დაეძინა. აღნიშნულზე ოთახში შევიდა მეუღლის ბებია, მ-----–- ნ------- (ვ--------), ბავშვი გამოგლიჯა ხელიდან და წაიყვანა. გავიდა გარეთ, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად, რომ დაერეკა დედამისისთვის. დაურეკა და მოუყვა მომხდარის შესახებ. როდესაც დედამისთან საუბარს მორჩა, დაურეკა მეუღლემ და ჰკითხა რა ხდებოდა. მასაც მოუყვა მომხდარი ამბავი. როდესაც სახლში დაბრუნდა და ეზოში შევიდა, დაინახა მამამთილი ზ------ ვ--------, რომელიც მისკენ მიდოდა ლანძღვით. კითხა რა მოხდა. ზ------ ვ-------- მიუახლოვდა მას, ძლიერად მოქაჩა თმებში და შემდეგ ხელი ჩაარტყა ზურგის არეში. თმების მოქაჩვისა და ჩარტყმის გამო განიცადა ძლიერი ტკივილი. გაიქცა ქვევით, მეზობლებისკენ და მივიდა ციცო ჭ------ესთან. იქ მყოფებს მოუყვა მომხდარის შესახებ და აჩვენა ზურგი, სადაც ემჩნეოდა დაზიანება სიწითლის სახით. მეზობლებმა წამლები დაალევინეს და დაამშვიდეს. დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტი მასსა და ზ------ ვ--------ს შორის მოხდა ეზოში, სადაც მხოლოდ ისინი იმყოფებოდნენ.
25. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–- ვ--------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში ზ------ ვ--------სთან, თ----- დ---–თან და ნია ვ--------სთან ერთად. თ-----ი აძინებდა ბავშვს, თუმცა საძინებლიდან გამოდიოდა ხმაური. შევიდა თ-----ის საძინებელში, გაიყვანა ბავშვი და დააძინა. ეზოდან შემოესმა ხმაური, გავიდა, იკითხა რა ხდებოდა, რაზეც ზ------მა უთხრა, რომ თ-----ს დაურეკავს დედამისისთვის და ილანძღებოდა ზ------ი. ეზოში შევიდა თ-----ი, რომელსაც ზ------მა უთხრა სიტყვები „ფუ, ქალი გქვია შენ, რა გელაპარაკო“. თ-----მა ზ------ს შეაფურთხა და გაარტყა ხელი. აღნიშნულზე, ზ------მაც ჩაარტყა ხელი თ-----ს. ჩადგა მათ შუაში და გააშველა.
26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-------–---–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში, დედამთილთან ერთად. შუადღეს მათთან მივიდა ატირებული თ----- დ---–ი, რომელმაც უთხრა, რომ მამამთილმა, ზ------ ვ--------მ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აჩვენა დაზიანებული ადგილი, ზურგი, სადაც მას აღენიშნებოდა სიწითლე. თ-----ის მისვლის შემდეგ, მათთან მივიდნენ მეზობლები შ------- ს-----–---–ი, ნ---- კ--–-------ი და მ----- კ-------–---–ი. მათაც აჩვენა თ-----მა დაზიანებული ადგილი. მოწმის განმარტებით, თ----- დ---–ს უკან, ხერხემლის არეში ჰქონდა სიწითლე. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2018 წლის 7 აგვისტოს (ტომი I, ს.ფ. 56-58), მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „მე და ციცომ მას ვკითხეთ ტირილის მიზეზი, რაზედაც თ----- დ---–მა გვითხრა, რომ მას მამამთილმა ზ------ ვ--------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მისი თქმით, ზ------მა მას ხელი დაარტყა ზურგის არეში, რის შემდეგაც თ-----მა გვანახა თავისი ზურგი, რომელსაც აღენიშნებოდა სიწითლე“. პროკურორის შეკითხვებზე მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.
27. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ------- ს-----–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში. შუადღეს, შემოესმა ტირილის ხმა, სიტყვები მიშველეთ. ხმა ისმოდა ც.ჭ------ის ეზოდან. გადავიდა ამბის გასაგებად. როდესაც მივიდა ც.ჭ------ის ოჯახში, ნახა თ----- დ---–ი, რომელმაც უთხრა, რომ მამამთილმა, ზ------ ვ--------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაარტყა ხელი. თ-----მა აჩვენა ზურგი, სადაც მას ემჩნეოდა დაზიანება, სიწითლის სახით. მოწმის განმარტებით, ც.ჭ------ის ოჯახში იმყოფებოდა ა-------–---–---–ი, ციცო ჭ------ე, თ----- დ---–ი და ნანა კ--–-------ი.
28. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც-–---- ჭ------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს იმყოფებოდა სახში, რძალთან ანა სულუაშვლთან ერთად. საღამოს საათებში მასთან მივიდა თ----- დ---–ი, რომელიც იყო ანერვიულებული, ითხოვდა შველას და უთხრა, რომ მამამთილმა, ზ------ ვ--------მ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ზურგის არეში დაარტყა ხელი. ნახეს, რომ თ-----ს, დაზიანება ჰქონდა ზურგზე სიწითლის სახით. მასთან ოჯახში მივინენ მეზობლები შ------- ს-----–---–ი, ნ---- კ--–-------ი და მ----- კ-------–---–ი. მათაც აჩვენა თ----- დ---–მა დაზიანებული ადგილი და მოუყვა მომხდარის შესახებ.
29. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- კ--–-------მა განაცხადა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში. შუადღეს გაიგო ყვირილის ხმა, „ც-–---- დეიდა მიშველე“. ხმა მოდიოდა ც.ჭ------ის ეზოდან. დაინტერესდა და გადავიდა ამბის გასაგებად. როდესაც მივიდა, ნახა თ----- დ---–ი, რომელიც ტიროდა და თქვა, რომ მამამთილმა, ზ------ ვ--------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა ზურგის არეში. თ-----მა მათ აჩვენა ზურგი, სადაც მას ემჩნეოდა სიწითლე. მოწმის განმარტებით, ც.ჭ------ის სახლში იმყოფებოდა ის, მ----- კ-------–---–ი, შ------- ს-----–---–ი, ა-------–---–---–ი, თ----- დ---–ი და ც-–---- ჭ------ე. სწორედ მათ აჩვენა თ-----მა დაზიანებული ადგილი და მოუყვა მომხდარის შესახებ.
30. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--- ა-–--იამ განაცხადა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს არ იმყოფებოდა სახლში. როდესაც დაბრუნდა, ზ------ისგან გაიგო, რომ თ----- დ---–მა შეაფურთხა მას და აღნიშნულის შემდეგ ზ------მა დაარტყა ხელი. თ-----მა უთხრა, რომ ზ------მა ხელი დაარტყა ბეჭებში. თავად მომხდარ ფაქტს არ შესწრებია და აღნიშნული გადმოცემით იცის.
31. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------- ლ----ემ განაცხადა, რომ 2018 წლის აგვისტოს თვეში, მას ტელეფონზე დაუკავშირდა შვილი, თ----- დვაი და უთხრა, რომ ვერ უკავშირდებოდა მეუღლეს. თ-----ს გაუთიშა ტელეფონი, დაურეკა სიძეს და უთხრა დაკავშირებოდა თ-----ს. მეორე დღეს, როდესაც ესაუბრა თ-----ს, თ-----მა უთხრა, რომ ზ------ ვ--------მ იმის გამო რომ მას დაურეკა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მოქაჩა თმებში და ხელი ჩაარტყა ზურგის არეში. თ-----ის ტანზე დაზიანება ნახა და შეშფოთდა. მოწმის განმარტებით, ის თავად არასდროს შესწრებია ზ------სა და თ-----ს შორის კონფლიქტს, აღნიშნული იცის გადმოცემით, თ-----ისგან.
32. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------ გ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 7 აგვისტოს, დაზარალებულ თ----- დ---–ის თანხმობით მოახდინა მისი გარეგნლი დათვალიერება და ფოტოგადაღება. შეადგინა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით როგორც მან, ასევე, თ----- დ---–მა. მოწმის განმარტებით, დათვალიერების შედეგად, თ----- დ---–ს, ზურგის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რაზედაც თ----- დ---–მა განუცხადა, რომ დაზიანება მიაყენა მეუღლის მამამ - ზ------ ვ--------მ.
33. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პ---–- ლ---------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 7 აგვისტოს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ხელმძღვანელობისაგან მიიღო დავალება, რომ უნდა დაეკავებინა ზესტაფონის რაიონის სოფელ კ------–ი მცხოვრები ზ------ ვ-------- და წარედგინა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში. შესაბამისად, განახორციელა ზ.ვ-------ის დაკავება და წარადგინა სამმართველოში.
34. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- და N--------- დასკვნების სისწორე.
35. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ზ------ ვ--------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში, დედასთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად. შელაპარაკება მოუხდა რძალთან - თ----- დ---–თან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მას შეაფურთხა და ხელი გაარტყა სახის არეში. აღნიშნული ვეღარ მოითმინა და თავადაც ჩაარტყა ხელი თ----- დ---–ს.
36. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები და ასევე, აღარ მოითხოვა მოწმეების მ----- კ-------–---–ის, ნ------- ვ-------ის, ნ---- მ------–---–ის და კ-------–- ბ--------–---–ის დაკითხვა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
37. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
38. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ ვ--------მ განხორციელებული ქმედებით, 2018 წლის 6 აგვისტოს თ----- დ---–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
39. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
40. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
41. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
42. შესაბამისად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე არსებულ ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ზ------ ვ--------მ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით - 2018 წლის მაისის თვის ეპიზოდი და 2018 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ზ------ ვ-------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ზ------ ვ-------ის მიერ დანაშაულების ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
43. ზ------ ვ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედებების ფარგლებს - არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
44. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
45. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ------ ვ--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ნასამართლობის არ მქონეა, ხასიათდება დადებითად, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ზ------ ვ--------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, თითოეული ეპიზოდისათვის. საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2018 წლის 7 აგვისტოდან, 2018 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით), დანიშნული სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს და მოსახდელად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ სასჯელად მიაჩნია ზ------ ვ-------ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიმართ სხვა, უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ------ ვ-------ის მიმართ საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე;
ზ------ ვ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის მაისის თვის ეპიზოდი), სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის მაისის თვის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან, ერთმა, სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და ზ------ ვ--------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2018 წლის 7 აგვისტოდან, 2018 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით), საბოლოოდ ზ------ ვ--------ს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით;
ზ------ ვ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს N12/16-2018 განჩინებით რ----------------- (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ზესტაფონის რაიონი, სოფელი კვალითი, ს/კ 3------------)
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე