განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3580-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ც------ ც---–----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა------- ბ-------- ძე ბ--–---- მ-------ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 9---------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–---- გ------- შ-------- #-- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- გ------- შ-------- #--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 18 ივნისს, დღის საათებში, თ---–--–-- გ------- შ-------- #8-–-, ა------- ბ--–---- მ-------მა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს შ------- თ---–--------ას, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში. ძალადობის შედეგად შ------- თ---–--------ამ განიცადა ტკივილი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა
2.1.საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2019 წლის 18 ივნისს, პატრულ ინსპექტორებმა მ------ გ---–-----მა და ა-–---------- ჭ------–---–მა, საძახისი ,,325-ით“ მიიღეს შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. პატრულ-ინსპექტორ მ------ გ---–-----ის 2019 წლის 18 ივნისის პატაკის თანახმად, პატრულ - ინსპექტორები გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე: თ---–--–-- გ------- შ-------- #8-–-, სადაც დახვდათ დაზარალებული შ------- თ---–--------ა და ა------- ბ--–---- მ-------ი. შ------- თ---–--------ამ პატრულ ინსპექტორებს განუცხადა, რომ მეუღლემ ა------- ბ--–---- მ-------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულის მითითებით შემთხვევის ადგილზე დაკავებულ იქნა ა------- ბ--–---- მ-------ი.
2.2.ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 18 ივნისს, თ---–--–-- გ------- შ-------- #8-–- ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ იქნა ა------- ბ--–---- მ-------ი.
2.3. დაკავებული ა------- ბ--–---- მ-------ი შემოწმდა ალკოტესტზე, დაუდგინდა სიმთვრალე: 3,360% ეთილის სპირტი.
2.4.პატრულ-ინსპექტორის მ------ გ---–-----ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ 2019 წლის 18 ივნისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რადიოსადგურ ცენტრის შეტყობინების საფუძველზე მეწყვილესთან ა-–---------- ჭ------–---–თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე გ------- შ-------- #8-–-, სადაც დახვდათ დაზარალებული შ------- თ---–--------ა, ის იყო ნამტირალევი და აღელვებული. შ------- თ---–--------ამ პატრულ-ინსპექტორებს განუცხადა, რომ მეუღლემ ა------- ბ--–---- მ-------მა, რომელიც ასევე იმყოფებოდა სახლში, ნასვამ მდგომარეობაში, ხელი გაარტყა სახეში, რა დროსაც განიცადა ტკივილი. დაზარალებულის მითითებით შემთხვევის ადგილზე დაკავებული იქნა ა------- ბ--–---- მ-------ი.
2.5.პატრულ-ინსპექტორის ა-–---------- ჭ------–---–ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ 2019 წლის 18 ივნისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რადიოსადგურ ცენტრის შეტყობინების საფუძველზე მეწყვილესთან მ------ გ---–-----თან ერთად, დაახლოებით 15:30 საათზე, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე გ------- შ-------- #8-–-, სადაც დახვდათ დაზარალებული შ------- თ---–--------ა, ის იყო ნამტირალევი და აღელვებული, სახლში ასევე იმყოფებოდა მისი მეუღლე ა------- ბ--–---- მ-------ი არაფხიზელ მდგომარეობაში. შ------- თ---–--------ამ პატრულ-ინსპექტორებს განუცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი გაარტყა სახეში, რა დროსაც განიცადა ტკივილი. დაზარალებულის მითითებით შემთხვევის ადგილზე დაკავებული იქნა ა------- ბ--–---- მ-------ი.
2.6. დაზარალებულის შ------- თ---–--------ას ზეპირი ჩვენებით, 2019 წლის 18 ივნისს, მეუღლე ა------- ბ--–---- მ-------ი, მთვრალ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში. მეუღლეებმა იკამათეს. კამათში ა------- ბ--–---- მ-------ის მოქნეული ხელი მოხვდა სახეში, ტკივილი არ განუცდია.
2.7.დაზარალებულის ზეპირი ჩვენების პარალელურად სასამართლო სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა შ------- თ---–--------ას გამოკითხვის ოქმი. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 18 ივნისს, ა------- ბ--–---- მ-------მა შ------- თ---–--------ას ერთხელ დაარტყა მარჯვენა გაშლილი ხელი სახის არეში, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა იგრძნო საშუალო ზომის ფიზიკური ტკივილი. მომხდარის თაობაზე მან შეატყობინა ,,112-ს“ და მოითხოვა პოლიციის დახმარება. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,...კონფლიქტისას ჩემმა მეუღლემ ა-------მ ჩემთვის მოულოდნელად მოიქნია მარცხენა ხელი, რომელიც მომხვდა სახის არეში, კერძოდ მარჯვენა ლოყაზე. მისი ასეთი საქციელით ძალიან გავმწარდი და მაშინვე დავრეკე ,,112-ის“ ცხელ ხაზზე და ვითხოვე საპატრულო პოლიციის დახმარება, ...მისი ხელის დარტყმის შედეგად ძლიერი ფიზიკური ტკივილი არ განმიცდია, თუმცა განვიცადე საშუალო ზომის ტკივილი, ...ა------- ნასვამ მდგომარეობაში არის სრულიად არაადეკვატური, ...მინდა განგიმარტოთ, რომ ყოველი სიმთვრალის დროს ა------- გაურკვეველი მიზეზით ხდება აგრესიული ჩემს მიმართ, მეშინია, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნას, ...2019 წლის თებერვლის თვეში ჩემს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის დარღვევის გამო ა------- ბრალდებულის სახით დააკავეს, ...2019 წლის 18 ივნისს, ჩემმა მეუღლემ ა------- ბ--–---- მ-------მა ერთხელ დამარტყა მარცხენა გაშლილი ხელი სახის არეში, რა დროსაც განვიცადე საშუალო დონის ფიზიკური ტკივილი“. გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნების შემდგომ, დაზარალებულს წარედგინა აღნიშნული გამოკითხვის ოქმი, შ------- თ---–--------ამ ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა, რომ გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმის ბოლოს ტექსტი ,,გამოკითხვის ოქმი დაბეჭდილია ჩემი კარნახით, წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს“, მის მიერ არის მინაწერი, ყოველგვარი დაძალების გარეშე. ზეპირ ჩვენებაში შ------- თ---–--------ამ ასევე განაცხადა, რომ ოქმზე ხელმოწერებიც მას ეკუთვნის. გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნების შემდეგ შ------- თ---–--------ამ ვერ უარყო ძალადობის ფაქტი, დაადასტურა, რომ ა------- მ-------მა ხელი დაარტყა, თუმცა შეეცადა ტკივილის განცდის გამორიცხვას, იქვე ისიც აღნიშნა, რომ გამოკითხვის ოქმს ხელი იმიტომ მოაწერა, რომ მასში ცრუ ინფორმაცია არ ეწერა.
2.8. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი ა-–---------- მ-------–---–ი, რომელმაც გამოძიების ეტაპზე გამოკითხა შ------- თ---–--------ა. გამომძიებლის ჩვენებით, შ------- თ---–--------ა გაეცნო მის მიერ ნაკარნახებ გამოკითხვას, წაიკითხა გამოკითხვის ოქმი, დაეთანხმა და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერა ხელი. გამოკითხვის პროცესში შ------- თ---–--------ამ გამომძიებელს დაუდასტურა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, განსაკუთრებული ტკივილი არ განუცდია, თუმცა გარკვეული დოზით ეტკინა დარტყმა.
2.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლი ადგენს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოწმის გამოკითხვის ოქმის გამოკვლევის პროცედურას და შესაძლებლობას. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში შ------- თ---–--------ას გამოკითხვის ოქმი გამოქვეყნდა კანონის შესაბამისად, ანუ პროცედურული ნაწილი მტკიცებულების გამოქვეყნების დაცულია. რაც შეეხება საკითხს თუ რომელი მტკიცებულება უნდა გაიზიაროს სასამართლომ დაზარალებულის ზეპირი ჩვენება თუ გამოკითხვის ოქმი, აღნიშნულთან დაკავშირებით კანონმდებელი აშკარა და მკაფიო განმარტებას არ აკეთებს, თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამოდინარე სასამართლოს შესაფასებელია, თუ რომელი მტკიცებულება შეიძლება ჩაითვალოს მეტად სარწმუნოდ და დამაჯერებლად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტში კანონმდებელი აკეთებს მოწმის ჩვენების და არა მტკიცებულების დეფინიციას - ,,მოწმის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ“ და ეს ლოგიკურიც არის, ვინაიდან გამოძიებაში მოწმის გამოკითხვა ხდება და არა დაკითხვა. რაც შეეხება მტკიცებულების არს და რაობას, იგი ამომწურავად განმარტებულია მე-3 მუხლის 23-ე პუნქტში: ,,მტკიცებულება არის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას“. ანუ, მტკიცებულებას წარმოადგენს როგორც მოწმის (დაზარალებულის) ზეპირი ჩვენება, ასევე ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის მოწმის-დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი), რითიც შესაძლოა დადგინდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები. ამავე ნორმის თანახმად ,,დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით“. დაზარალებულის შ------- თ---–--------ას გამოკითხვის ოქმი წარმოადგენს დოკუმენტს, ვინაიდან მასში ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით და შეიცავს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას. გარდა ამისა, გამოკითხვის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის დაცვით და შ------- თ---–--------ა გამოკითხული არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად, ამავე დროს, გამოკითხვის ოქმი წინასასამართლო სხდომაზე დაშვებულია, როგორც მტკიცებულება და დღის წესრიგში არ დამდგარა მისი დაუშვებლობის საკითხი. რაც შეეხება გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაციის სანდოობის და სარწმუნოობის საკითხს, როგორც დაზარალებულმა შ------- თ---–--------ამ ზეპირ ჩვენებაში განაცხადა (ციტატა ზეპირი ჩვენებიდან) ,,გამოკითხვის ოქმში არ წერია ტყუილები“, გამოკითხვის ოქმი წაიკითხა და შემდეგ მოაწერა ხელი. გამოკითხვის ჩამტარებელმა პირმაც ა-–---------- მ-------–---–მა ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა, რომ გამოკითხვის ოქმში ასახა მხოლოდ ის ინფორმაცია რაც გამოსაკითხმა პირმა დაუფიქსირა, გამოკითხვის დასრულების შემდეგ გამოკითხული პირი შ------- თ---–--------ა გაეცნო ოქმს, წაიკითხა და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერა ხელი, დასახელებული ორი პირის განმარტებიდან გამოირიცხა გამოკითხვის ოქმში არასწორი ინფორმაციის მითითების ალბათობა, გარდა ამისა, შ------- თ---–--------ას ზეპირ ჩვენებაში ძალადობის ფაქტის უარყოფა არ მოუხდენია, იგი უბრალოდ ცდილობდა ძალადობის მასშტაბის შემცირებას ტკივილის განცდის გამორიცხვით. სასამართლოს შეფასებით ტკივილის განცდა დასტურდება როგორც შ. თ---–--------ას გამოკითხვის ოქმით, ასევე შემთხვევის ადგილზე დანაშაულის ჩადენიდან მცირე დროში, მყისიერად მისული პოლიციელების ზეპირი ჩვენებებით. პოლიციელებმა ა-–---------- ჭ------–---–მა და მ------ გ---–-----მა კატეგორიულად და დამაჯერებლად მიუთითეს, რომ შ------- თ---–--------ა შემთხვევის ადგილზე დახვდათ ატირებული და ანერვიულებული, აცხადებდა, რომ მეუღლემ ფიზიკურად იძალადა მასზე, ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. დასახელებული გამოკითხვის ოქმის შინაარსის სანდოობას მოწმობს რამდენიმე ფაქტობრივი გარემოებაც: 1. შ------- თ---–--------ამ ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა, რომ ტექსტი ,,გამოკითხვის ოქმი დაბეჭდილია ჩემი კარნახით, წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს“ შესრულებულია მის მიერ, ასევე დაადასტურა, რომ ოქმზე ხელმოწერები ეკუთვნის მას. 2.საქმის მასალებით არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ დაზარალებულს გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ფარული ზრახვები ცრუდ ემხილა ოჯახის წევრი - მეუღლე ა------- ბ--–---- მ-------ი. მისი ზრახვები შეამციროს ძალადობის მასშტაბი ტკივილის უარყოფით, გამოვლინდა სწორედ ზეპირი ჩვენებით, დაზარალებული დაუფარავად აცხადებდა, რომ ოჯახი ეკონომიკურად დამოკიდებულია ბრალდებულზე, ამ უკანასკნელის დაკავებით გაუარესდა ოჯახის სოციალური მდგომარეობა, რის გამოც სურს, რომ ბრალდებული მალე გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ბრალდებულმაც დაადასტურა დასკვნით სიტყვაში, რომ მისი დაპატიმრების გამო ოჯახს შეუჩერდა სოციალური დახმარება და ითხოვა არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრა. 3. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ოჯახური დანაშაულის კატეგორიის საქმეებში მნიშვნელოვანია გამოვლინდეს თუ ვინ სთხოვს სახელმწიფოს დახმარებას, რამდენად მყისიერად ხდება შეტყობინების საფუძველზე პოლიციელების პირველადი კონტაქტი შეტყობინების ინიციატორთან, პირველად შეტყობინებაში რა ინფორმაციას აჟღერებს შეტყობინების ინიციატორი. განსახილველ საქმეში დადასტურდა, რომ ,,112-ში“ შეტყობინების ინიციატორი იყო შ------- თ---–--------ა, იგი შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისულ პოლიციის თანამშრომლებს დახვდა ნამტირალევი, აღელვებული, რაც მიუთითებს მასზედ რომ, ემოციები რაც პოლიციის თანამშრომლებმა შენიშნეს იყო თანმდევი შედეგი ოჯახში ფიზიკური ძალადობის, აქვე საყურადღებოა, რომ მსხვერპლმა ,,112-ში“ დარეკა დახმარების მიზნით და არა იმიტომ, რომ მეუღლე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური დანაშაულის მახასიათებელ თავისებურებას - ლატენტურობას, რასაც ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს მოძალადისადმი შიში. შიშის ან კიდევ ,,ერთი შანსის“ მიცემით მსხვერპლები სახელმწიფოს იქამდე არ სთხოვენ დახმარებას, ვიდრე პოლიციისადმი მიმართვა სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. 4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან გარემოებაზე, პატრულ-ინსპექტორებმა ცხელ კვალზე მოახდინეს მსხვერპლთან კომუნიკაციის დამყარება, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 18 ივნისს, ა------- ბ--–---- მ-------ი სახლში მივიდა დაახლოებით 15:00 საათზე, დანაშაული მოხდა 15:00 საათის შემდეგ, პატრულ-ინსპექტორის ა-–---------- ჭ------–---–ის ჩვენებით ის და მისი მეწყვილე 15:30 საათზე უკვე არიან შემთხვევის ადგილზე, ანუ დანაშაულის ჩადენიდან პოლიციელების მისვლამდე გასულია იმდენად მცირე დრო, რომ დაზარალებულს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა დაემახინჯებინა ან გაეზვიადებინა ფაქტები. გარდა ამისა, პოლიციელების მისვლის დროისთვის დანაშაული რომ ახალი მომხდარი იყო დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ დაზარალებული იყო აღელვებული და ნამტირალები. 5. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ა------- ბ--–---- მ-------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით ნასამართლევია სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენით მტკიცდება, რომ 2019 წლის 25 თებერვალს, ა------- ბ--–---- მ-------მა მეუღლეზე შ------- თ---–--------აზე განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა, რის გამოც გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ორდერის მოქმედების ვადაში მოძალადემ დაარღვია ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვები. 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით და განსახილველი საქმის მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა------- ბ--–---- მ-------ი ოჯახის წევრზე -მეუღლეზე შ------- თ---–--------აზე წარსულში ძალადობდა ფსიქოლოგიურად, ხოლო 2019 წლის 18 ივნისს ფიზიკურადაც იძალადა.
2.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. აქვე საგულისხმოა, რომ ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის არ არის სავალდებულო, ფიზიკურმა შეურაცხყოფამ გამოიწვიოს განსაკუთრებული ხარისხის ტკივილი. ძალადობის შედეგად ნებისმიერი მასშტაბის ფიზიკური ტკივილის განცდა, საკმარისია ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, ასევე პატრულ-ინსპექტორების მ------ გ---–-----ის და ა-–---------- ჭ------–---–ის ზეპირი ჩვენებებით დასტურდება, რომ შ------- თ---–--------ა აღნიშნავდა ტკივილის განცდას, რასაც უკავშირებდა მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას.
2.11. რაც შეეხება პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა------- ბ--–---- მ-------ი და შ------- თ---–--------ა არიან მეუღლეები.
2.12.ზემოთ განხილული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2019 წლის 18 ივნისს, ჭარბი (3,360%) ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ა------- ბ--–---- მ-------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს - მეუღლეს შ------- თ---–--------ას. ა------- ბ--–---- მ-------ის ბრალეულობა დასტურდება შ------- თ---–--------ას გამოკითხვის ოქმით, ნაწილობრივ ზეპირი ჩვენებითაც, პატრულ-ინსპექტორების მ------ გ---–-----ის და ა-–---------- ჭ------–---–ის ჩვენებებით და სხვა გარემოებითი მტკიცებულებებით. სასამართლო პატრულ-ინსპექტორების მ------ გ---–-----ის და ა-–---------- ჭ------–---–ის ჩვენებების მთელს კონტექსტს არ განიხილავს მხოლოდ ირიბ მტკიცებულებად, გამომდინარე იქედან, რომ მათი გამოცხადება შემთხვევის ადგილზე მოხდა ცხელ კვალზე, მაშინ როცა მსხვერპლს ძალადობისგან განცდილი ემოცია ჯერ კიდევ არ ჰქონდა განელებული, იყო ნამტირალევი და აღელვებული, ამ ნაწილში ისინი პირდაპირ ჩვენებას იძლევიან. რაც შეეხება ჩვენებების სხვა ნაწილს, მოწმე პოლიციელებმა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მიიღეს ძალადობის ჩადენიდან დროის უმოკლეს პერიოდში, შემთხვევის ადგილზე, უშუალოდ მსხვერპლისგან, რომელსაც დროის სიმცირიდან გამომდინარე ინტელექტუალური თვალსაზრისით არ ჰქონდა ფაქტების დამახინჯების შესაძლებლობა, ამავე დროს ინფორმაციის მიმწოდებელი პირი შ------- თ---–--------ა არ იყო დაინტერესებული ცრუდ ემხილა ოჯახის წევრი - მეუღლე ა------- ბ--–---- მ-------ი, ხოლო რაც შეეხება თავად მოწმეთა სანდოობას, საქმის მასალებით არაფერი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმე პოლიციელები იყვნენ დაინტერსებული ცრუდ ემხილათ ბრალდებული ა------- ბ--–---- მ-------ი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom, Horncastle and Others v. The United Kingdom, ირიბი ჩვენების გამოყენების მინიმალური სტანდარტი დაადგინა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს. როდესაც ირიბი მტკიცებულება ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულებაა, უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა ადეკვატური საპირწონე ფაქტორები, მათ შორის პროცედურული გარანტიები, რათა მოხდეს დაცვის მხარისთვის წარმოშობილი სირთულეების კომპენსირება. განსახილველ შემთხვევაში მოწმეების: ა-–---------- ჭ------–---–ის და მ------ გ---–-----ის ჩვენებები ერთი მხრივ არ არის სრულად ირიბი და გარკვეულწილად პირდაპირია და მეორე მხრივ არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი, დასახელებულ პირთა ჩვენებები გამყარებულია დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განმარტავს რომ, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს.
3.3. სასამართლომ შეაფასა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ა------- ბ--–---- მ-------ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ა------- ბ--–---- მ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.2. ა------- ბ--–---- მ-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ნასამართლევი პირის მიერ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.3.დაზარალებულმა ზეპირ ჩვენებაში განმარტა, რომ მას და ა------- ბ--–---- მ-------ს ჰყავთ I ჯგუფის ინვალიდი შვილი, ა------- ბ--–---- მ-------მაც დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, პატიმრობაში ყოფნის გამო შეუწყდათ სოციალური დახმარება. სასჯელის სახის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ა------- ბ--–---- მ-------ის I ჯგუფის ინვალიდი შვილის სოციალურ და ფინანსურ საჭიროებას, ბრალდებულის პატიმრობით ოჯახს შეუწყდა სოციალური დახმარება. გათვალისწინებული იქნა ის გარემოებაც, რომ I ჯგუფის ინვალიდი პირი გარდა სოციალური დახმარებისა ფინანსურად დამოკიდებულია ა------- ბ--–---- მ-------ზე, ოჯახში მხოლოდ ეს ერთი პირი მუშაობს, აქვე სასამართლო მხედველობაში იღებს ძალადობის შედარებით მცირე მასშტაბს (ერთხელ ხელის გარტყმა), აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ დამნაშავე პირს ერთი მხრივ უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყოს მომავალში ა------- ბ--–---- მ-------ის სათანადო ქცევას, რათა არ გაგრძელდეს დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება და მეორე მხრივ I ჯგუფის ინვალიდი პირის სოციალური საჭიროებებიც იქნება უზრუნველყოფილი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ა------- ბ--–---- მ-------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი. ამასთან სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2019 წლის 18 ივნისს, დანაშაულის ჩადენამდე, ა------- ბ--–---- მ-------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
5.4. ა------- ბ--–---- მ-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განუსაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით სრულად დაემატება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარი და ა------- ბ--–---- მ-------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.
5.5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.
5.6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ა------- ბ--–---- მ-------ს განაჩენის მიღებამდე - 2019 წლის 18 ივნისიდან - 2019 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი ჩაეთვლება განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრულ ჯარიმაში და სრულად გათავისუფლდება ჯარიმის მოხდისგან, როგორც სოციალურად დაუცველი პირი, ხოლო საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა------- ბ--–---- მ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით სრულად დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარი და ა------- ბ--–---- მ-------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ა------- ბ--–---- მ-------ს განაჩენის მიღებამდე - 2019 წლის 18 ივნისიდან - 2019 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი სრულად ჩაეთვალოს ჯარიმაში და გათავისუფლდეს ჯარიმის მოხდისაგან, ხოლო საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათი.
4.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით ა------- ბ--–---- მ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებული გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
5. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა