განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/4889-17
N------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,პროკურორი - თ-------------–---,ადვოკატი - ვ-----–---------------
ბრალდებული - გ------–-–--------------ი დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული თბილისში, მ-----------------------–---------------------------------–--
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო
ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო: 2017 წლის ივლისში, მცხეთის მუნიციპალიტეტის დაბა ქსანში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის #-- დაწესებულების მსჯავრდებულთა საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულის ,,ც“ ფლიგელის #-- საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა გ-----------მა მოიხმარა აკრძალული საგანი - ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რომლის მოხმარებაც დაუდგინდა 2----–-–---------–---- შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით.
ცნობით პირადი საქმიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენით, გ-----------ი მსჯავრს იხდიდა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. მასვე, სასჯელის სახედ განსაზღვრული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (დაკავების თარიღია 2016 წლის 8 ნოემბერი).
სასჯელაღსრულების სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის მე-15 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის, მოწმე ა-–------------------ას ჩვენებით, კონფიდენციალურმა კონტაქტმა, ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, აცნობა, რომ გ-----------ი და გ--------–-–-–---–ი სავარაუდოდ იმყოფებოდნენ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პატაკით მიმართა ხელმძღანელობას.
2----–-–---------–---- შეტყობინების თანახმად, #-- პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულთა საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულის ,,ც“ ფლიგელის #-- საკანში მოთავსებული მსჯავრდებული გ--------–-–-–---–ი და ამავე სართულის ,,ც“ ფლიგელის #-- საკანში მოთავსებული მსჯავრდებული გ-----------ი სავარაუდოდ იმყოფებიან ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების თრობის ქვეშ.
2----–-–---------–---- საკნის ჩხრეკის ოქმით, ინსპექტორ ა-–------------------ას და გ----------–---–ის მიერ გაიჩხრიკა #-- პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულთა საცხოვრებელი კორპუსის მეორე სარეთულის ,,ც“ ფლიგელის #-- საკანი, რომელშიც მოთავსებული იყო მსჯავრდებული გ-----------ი. ამავე ოქმით, ჩხრეკისას ხის თაროდან ამოღებული იქნა სამი ცალი პლასტმასის ქილა წარწერით ,,დონორმილი“, მასში მოთავსებული 11 ცალი ელიფსური ფორმის და 28 ცალი მომრგვალო ფორმის აბით და 16 ცალი აბის ნატეხით.
ქიმიური ექსპერტიზის #---------------- დასკვნით, არცერთი ამოღებული ნივთიერება არ წარმოადგენს არც ნარკოტიკულ, არც ფსიქოტროპულ და არც ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას.
სასჯელაღსრულების სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის #- დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორის, მოწმე ვ-----------------–---–ის ჩვენებით, 2----–-–------------–--ს #- დაწესებულებაში კონფიდენციალური კონტაქტისგან მიიღო ინფორმაცია, რომ გ-----------ი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში და სავარაუდოდ იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. მიღებული ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას.
იმავე წლის 26 ივლისს, გ-----------ს ისევ ემჩნეოდა, რომ იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, რომლის შესახებაც მოახსენა ხელმძღვანელობას და გ-----------ს კვლავ ჩაუტარდა გამოკვლევა, ამჯერად უკვე ნარკოლოგიურ სამსახურში. კვლევამ დაადასტურა, რომ გ-----------ს მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება.
მოწმეების - გ----------–----ძის და მ------------------ის ჩვენებებით, მუშაობენ #- პენიტენციურ დაწესებულებაში ინსპექტორ-კონტროლიორებად. 2016 წლის ნოემბერში გ-----------ი შესახლებულ იქნა მ--- დაწესებულებაში, რა დროსაც მას გააცნეს მინისტრის ბრძანება, მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები და დანართი #1 სადაც არის მითითებული აკრძალული ნივთიერებების ჩამონათვალი.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ლ-–-------–---–მა. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობის შესახებ ოქმით, გ-----------ი 2----–-–---------------- გაეცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–---------------- #--- ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას.
მათ შორის, მის უფლება - მოვალეობებს, კვების პროდუქტებს, ნივთებს, ნაკეთობებს, ასევე ნივთიერებებისა და დოკუმენტების სიას, რომელთა შენახვა ეკრძალებათ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ასევე, აკრძალული ნივთიერებების ჩამონათვალს, რომელიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან.
ამავე ოქმით დაწესებულებაში შესახლებულ გ-----------ს ჩაუტარდა სრული პირადი და კუთვნილი ნივთების დათვალიერება, რა დროსაც აკრძალული საგანი, ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი ან ჩამორთმეული არ ყოფილა.
2----–-–---------–---, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობის შესახებ ოქმზე არსებული შენიშვნის თანახმად, გ-----------მა უარი განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მიმინისტრის 2----–-–---------------- #--- ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელარსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #- პენიტენციური დაწესებულების დებულების“ შესაბამისად უფლება-მოვალეოებების გაცნობაზე ხელის მოწერაზე.
2----–-–---------–---- სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, #-- პენიტენციურ დაწესებულებაში აღებული იქნა გ-----------ის სისხლის ნიმუში. შენიშვნის თანახმად, მსჯავრდებული გაეცნო ოქმს, თუმცა ხელი არ მოაწერა კონკრეტული მიზეზის დასახელების გარეშე.
2----–-–---------–---- პირადი ჩხრეკის ოქმით, #- პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულთა მე-3 სარეჟიმო კორპუსის ,,-------- ფლიგელის #----ე საკანში გ-----------ის მიმართ ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.
2----–-–---------–---- სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, #- პენიტენციურ დაწესებულებაში აღებულ იქნა გ-----------ის სისხლის ნიმუში. ოქმს ხელს აწერს გ-----------ი.
ბიოლოგიური სეროლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით დადგენილია, რომ გ-----------ის სისხლი მიეკუთვნება B-------------------+ ფაქტორს.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით, გ-----------ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი; ასევე არ აღმოჩნდა ნარკოტიული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
ქიმიურ-ტოქსიკოკოგიური ექსპერტიზის #---------- დასკვნით (ექსპერტიზაზე საკვლევი ობიექტი შესულია 2----–-–---------–---- ხოლო დასკვნა გასულია 2----–-–---------------), გ-----------ის სიხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი; ასევე არ აღმოჩნდა ნარკოტიული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ეკა შონიამ და განმარტა, რომ 2----–-–---------–--- მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებით ალკოჰოლური, ფსიქიტროპული და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ექსპერტიზა ჩაატარა გ-----------ის და გ--------–-–-–---–ის სისხლის ნიმუშებზე, რა დროსაც არ დადგინდა ამგვარი ნივთიერებების მოხმარება სისხლში.
ანალოგიური კვლევა ჩაატარა გ-----------ის მიმართ 2017 წლის 25 ივლისსაც, რა დროსაც ასევე არ დადგინდა აკრძალული ნივთიერება სისხლში.
მოწმემ განმარტა, რომ სისხლში ნარკოტიკი შესაძლოა რამდენიმე საათი იყოს და არსებული გარემოება დამოკიდებულებულია ორგანიზმის აქტივობაზე, კონცენტრაციაზე, მიღებულ დოზაზე და კვებაზე. ახალი მოხმარებული ნარკოტიკული საშუალება არის ჯერ სისხლში, შემდეგ კი გადადის შარდში.
აკად. ოთ------------–------- სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის დიაგნოსტიკური დეპარტამენტის ექიმ რადიოლოგის 2----–-–---------–---- ცნობით, გ-----------ის მიმართ ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით, მის სხეულში კტ.პოზიტიური უცხო სხეული არ ისახება.
2006 წლის 24 ოქტომბრის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება #----------- განსაზღვრავს ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დადგენის მეთოდებსა და სამართლებრივ მექანიზმებს, ადგენს ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტის დადგენის მეთოდებს და სამართლებრივ მექანიზმებს; ბრძანების მე-2 მუხლში მითითებულია, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით; მე-5 მუხლში მითითებულია, რომ სამართალდამრღვევს უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ან/და გამოკვლევიდან 2 საათის განმავლობაში საკუთარი ხარჯით მოითხოვოს კლინიკური გამოკვლევის განმეორებით ჩატარება და 14 დღის განმავლობაში საკუთარი ხარჯით მოითხოვოს დალუქული ბიოლოგიური მასალის (შარდის) საკონტროლო ულუფის ლაბორატორიული გამოკვლევის განმეორებით ჩატარება; მ--- მუხლის მე-2 პუნქტით, გამოსაკვლევი პირისგან საანალიზო ბიოლოგიური მასალის (შარდის) აღებას უნდა ესწრებოდეს წარმომდგენი მხარე... აღებული ბიოლოგიური მასალა ილუქება ერთ ან ორ ულუფად და ინახება სათანადო წესების დაცვით 14 დღის განმავლობაში. დალუქულ ულუფაზე უნდა იყოს გამოსაკველვი პირის ხელმოწერები, აგრეთვე ბიოლოგიური მასალის კოდი და გამოსაკვლევი პირის წარდგენის დრო...
2----–-–---------–---- ნარკოლოგიური ექსპერტიზის #------- დასკვნით (ექსპერტები ლ-------–--–---–ი და ნ-------------–იძე), გ-----------ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, ხოლო ლაბორატორიული გამოკვლევით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის მოხმარება.
ამავე დასკვნის გამოკვლევის ბარათით, გამოსაკვლევი პირის გადმოცემით, დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო ფხვნილის სახით ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერება; შენიშვნის გრაფაში მითითებულია, რომ გ-----------ი დაესწრო მისი ბიოლოგიური მასალის - შარდის გამოკვლევას, ორ ულუფად დაყოფას და დალუქვას. დასკვნის ჩაბარებაზე ხელს აწერს გ-----------ი.
დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში ექსპერტმა ლ-------–--–---–მა და განმარტა, რომ დალუქვა მოხდა გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, რა დროსაც მსჯავრდებულს გაეცნო გასაჩივრების წესიც.
მანვე განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი ორგანიზმში რჩება 1-7 დღემდე და მისი ორგანიზმში დარჩენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მოხმარების სიხშირეზე; ამასთან, ბუპრენორფნი სისხლში რჩება უფრო ნაკლები დროით, ვიდრე ბიოლოგიურ მასალა - შარდში.
ამავე დასკვნის სისწორე დაადასტურა ნ-------------–იძემ და დამატებით განმარტა, რომ ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალების გამოსავლენად კვლევის ჩატარებისას შარდთან შედარებით სისხლი ნაკლებად ინფორმატიულია, რადგან სისხლში ნარკოტიკი შესაძლოა რამდენიმე საათი დარჩეს.
მოწმე გ--------------–---–ის ჩვენებით, მუშაობს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოში, მის კომპეტენციაში შედის პიროვნების კლინიკური გამოკვლევა, იმყოფება თუ არა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ; იმუნოქიმიური ტესტებით იკვლევენ ნივთიერებებს დაახლოებით 11 ჯგუფზე და შედეგის შემდეგ დამკვეთის სურვილისამებრ ბიოლოგიურ მასალას გზავნიან ლაბორატორიაში.
ბიოლოგიურ მასალაში ნარკოტიკული საშუალება სხვადასხვა დროით რჩება. ნარკოტიკული საშუალებებისათვის ბიოლოგიური მასალებიდან ყველაზე ინფორმაციული არის შარდი და სისხლში შედარებით ნაკლები დროით რჩება.
ნარკოტიკული საშუალება „ბუპნრენორფინი“ ერთიდან შვიდ დღემდე რჩება ორგანიზმში, უნახავს მეტი ვადითაც რაც, დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და ნივთიერებათა ცვლაზე.
იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელმა ა------------–-–---–მა დაადასტურა გ---------ის მიერ აკრძალული საგნის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, მოხმარების ფაქტზე წარმოებულ გამოძიებაში მონაწილეობა და გამოკითხა #- დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი ვ-----------------–---–ი.
მოწმე გოგი ბაგიანის ჩვენებით, 2----–-–---------–--- საგამოძიებო სამსახურში #-- პენიტენციური დაწესებულებიდან საგამოძიებო სამსახურში მიიღეს შეტყობინება, რომლის თანახმად, მსჯავრდებულები გ-----------ი და გ--------–-–-–---–ი სავარაუდოდ უნდა ყოფილიყვნენ ნარკოტიკული ნივთიერების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება და თანამშრომელთან ერთად საკნებში ჩაატარა ჩხრეკა. ასევე აიღეს სისხლის ნიმუშები, დალუქეს და გაგზავნეს გამოსაკვლევად. იმავე წლის 24 ივლისს, გ-----------ი იმყოფებოდა #- დაწესებულებაში, როდესაც მიიღეს შეტყობინება, რომ სავარაუდოდ მსჯავრდებულს მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის საფუძველზე გ-----------ის საკანში ჩაატარა როგორც პირადი ჩხრეკა, ასევე საკნის ჩხრეკა, რა დროსაც აკრძალული ნივთი არ აღმოჩენილა. მანვე გ-----------ისგან აიღო სისხლის ნიმუში და გადაიყვანა ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ ცენტრში. როგორც 18 ივლისის, ასევე 24 ივლისის სისხლის ნიმუშში, მსჯავრდებულს არ დაუდგინდა აკრძალული ნივთიერების მოხმარება.
ორი დღის შემდეგ, 26 ივლისს კვლავ მიიღეს შეტყობინება, რომლის თანახმად, გ-----------ი უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. აღნიშნულის საფუძველზე გ-----------ი გადაიყვანეს ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე და მსჯავრდებულს ჩატარებული ექსპერტიზით დაუდგინდა ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი.
მოწმე ა-----–---------–-ვას ჩვენებით, 2----–-–---------–--- გადაეცა გამომძიებელ გ-----------ის დადგენილება ნარკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც ჩააბარა შს სამინისტროს ნარკოლოგიურ ცენტრში. საბადრაგო სამსახურის მიერ გადაყვანილი იქნა მსჯავრდებული და მისი თანდასწრებით გ-----------ისაგან აღებული იქნა შარდის ნიმუში, რომლის საფუძველზეც ჩატარდა ნარკოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზის დროს გ-----------ს დაუდგინდა „ბუპრენორფინის“ მოხმარება და მსჯავრდებულს განემარტა 14 დღის ვადაში გასაჩივრების უფლება.
მოწმე ბ-------–------ის ჩვენებით, 2017 წელის მუშაობდა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში ჩაიბარა ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რაც შემდგომ გადასცა საქმის ძირითად გამომძიებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნის მოხმარება.
ამასთან, საქართველოს სსკ-ის 3781 მუხლის შენიშვნის თანახმად, აკრძალულ საგნად ჩაითვლება ყველა საგანი (ნივთი), გარდა იმ საგნებისა (ნივთებისა), რომლებიც დასაშვებია, თან იქონიოს პენიტენციურ დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებულმა პირმა.
მნიშვნელოვანია შესაბამისი დაწესებულების დებულება, რომელიც ამ დაწესებულებაში გამოყენებისა და შენახვისათვის აკრძალულს მიაკუთვნებს იმ ნივთებს (საგნებს), რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, რაც იმავდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის ჩადენის იარაღად ან დაპატიმრების მიზნების საწინააღმდეგოდ.
შესაბამისად, დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატება პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და სხვა მსგავს დაწესებულებებში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნების შენახვაში, ტარებაში, ამ საგნით სარგებლობაში. დასახელებულ ქმედებათა მართლზომიერების შესაფასებლად მნიშვნელოვანი დოკუმენტია დებულება, შინაგანაწესი თუ ინსტრუქცია, სადაც განსაზღვრულია პატიმართა უფლებამოვალეობები. კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–---------------- #--- ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელარსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #- პენიტენციური დაწესებულების დებულება“, რომელიც ორჯერ გააცნეს ხელწერილის ქვეშ გ-----------ს.
ამასთან, აკრძალული საგნით სარგებლობა გულისხმობს მათ გამოყენებას როგორც სამეურნეო სდანიშნულებისამებრ, ისე მართლსაწინააღმდეგო მიზნის განსახორციელებლად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი - გ-----------მა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რაც ბრუნვიდან ამოღებულია როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში, ისე აკრძალული საგანია იზოლაციის დაწესებულებაში.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ გ-----------მა პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხმარა აკრძალული ნივთიერება (საგანი).
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას ყველა მოწმე დაიკითხა მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, დაცვის მხარეს ჰქონდა მოწმეთა ჯვარედინად დაკითხვის, მათთვის შეკითხვების პირადად დასმისა და პასუხების მიღების შესაძლებლობა, რითაც დაუბრკოლებლად ისარგებლა.
სასამართლომ, მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რომ გ-----------მა ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნის მოხმარება და მას მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის ქმედების შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, რა დროსაც ითვალისწინებს, რომ გ-----------ის მიერ ჩადენილია დანაშაულის პენიტენციურ დაწესებულებაში; მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, რომ მან, იყო რა თავისუფლებააღკვეთილი, მოიხმარა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით აკრძალული, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერება (საგანი); ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რომ მისი დანაშაული მიმართულია სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ. ასევე, მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
ბრალდებულ გ-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალებით არ არის დადგენილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საკნის ჩხრეკის დროს ერთ პაკეტად დალუქული სამედიცინო აბები; ასევე, გ-----------ისა და გ--------–-–-–---–ის სისხლის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ნაწილით და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, გ-----------ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ დაენიშოს თვისუფლების აღკვეთა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით.
გ-----------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები - ერთ პაკეტად დალუქული სამედიცინო აბები; ასევე, გ-----------ისა და გ--------–-–-–---–ის სისხლის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
/ლელა ნოზაძე/