1. პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/ გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი არაერთგზის;
ბ) ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 378-ე–379-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
დ) ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის გადაცემით;
ე) ჩადენილი ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გადაცემით;
ვ) ჩადენილი იარაღის გადაცემით;
ზ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
შენიშვნა: აკრძალულ საგნად ჩაითვლება ყველა საგანი (ნივთი), გარდა იმ საგნებისა (ნივთებისა), რომლებიც დასაშვებია, თან იქონიოს პენიტენციურ დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებულმა პირმა.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2378 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.377
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი № 5196 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.283
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2697 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.70
საქართველოს 2015 წლის
1 მაისის
კანონი №3529 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2017 წლის
1
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017