განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2466-19
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
08 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზურაბ კახეთელიძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--–- გ---–---ის ძე ჩ-------- (დაბადებული -------–-–-------------ოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, არასრული უ-----–-----------–---- მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: ზ--------ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ო---------, ქ------- წ-------–ის ქუჩა #--–-, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თ---–--ი, გ-–----ის მ-------------------ი, ბ-----ი კ-------ის პირველი შესახვევის #--–-;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.
ადვოკატი --------- ქ-----
კვალიფიკაცია: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781-ე მუხლის მე-3 ნაწილი, (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილი, (გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.3781-ე მუხლის მე-3 ნაწილი და (დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
დისპოზიცია: (ა) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის გადაცემა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, (ბ) ქრთამის აღება, ესე იგი მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მიღება თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, (გ) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისათვის აკრძალული საგნის გადაცემის მომზადება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და (დ) ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის ი-----ის თ--–-, სპეციალური პენიტენციური ს----------- #- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–-----მა გ--–- ჩ--------მ, ამავე დაწესებულების მ----ე სარეჟიმო კორპუსის #--- საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულებს გადასცა აკრძალული საგნები - „ნოკია“-ს და „აიფონი“-ს ფირმის მობილური ტელეფონები სიმ-ბარათებით, რაც 2019 წლის 2------------–ს ამოღებული იქნა იმავე საკანში მოთავსებული მსჯავრდებულების შ----- ჯ------ის და გ------- ე-–--–---–ის პირადი ჩხრეკის დროს.
1.2. 2019 წლის 1--------ს, სპეციალური პენიტენციური ს----------- #- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–-----მა გ--–- ჩ--------მ, ამავე დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი პირისთვის აკრძალული საგნის გადაცემის მიზნით, „აიფონის“ ფირმის მობილურ ტელეფონთან და აქსესუარებთან ერთად, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა 2500 ლარის ოდენობით.
1.3. სპეციალური პენიტენციური ს----------- #- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–-----მა გ--–- ჩ--------მ უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ.თ---–--ი, ბ.კ-------ის ქუჩა #-- შესახვევი #--–- შეინახა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება THJ-018 ის შემცველი ნივთიერება, საერთო წონით - 0,8604 გრამი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. გ--–- ჩ--------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ცნობებს გ------- ე-–--–---–ის, შ----- ჯ------ის და გ--------- ჯ---–------ს პირადი საქმიდან; 2019 წლის 2-----------–ის მსჯავრდებულ შ----- ჯ------ის პირადი ჩხრეკის ოქმს და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ „ნოკია“-ს ფირმის მობილურ ტელეფონს, USB კაბელთან და ერთ ცალ სიმ-ბარათთან ერთად; 2019 წლის 2-----------–ის მსჯავრდებულ გ------- ე-–--–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმს და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ „აიფონი“-ს ფირმის მობილურ ტელეფონს, ყურსასმენთან, სამუხტ კაბელთან და ერთ ცალ სიმ-ბარათთან ერთად; მოწმეების ვ------- ბ--------–---–ის, მ------ ჯ-----ის, დ----- გ-----–--ის, დ----- უ------–---–ის, ც------ კ-----–---–--ს, კ---- ბ----–---–ის, გ------- შ---–-–---–ის, გ--- ქ--------–ის, თ----- ჯ---ის, გ--------- ჯ---–------ს, ი-----–- ბ------ის, დ----- ც-----–---–ის, პ----- მ-----–-–---–ის, დ----- ბ--------ის, მ-----– ჯ--------ის, კ------- მ----–-----ას და თავად გ--–- ჩ--------ს გამოკითხვის ოქმებს; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2--------ის კომპიუტერული და ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნას; 2019 წლის 1--------ის გ--–- ჩ--------ს ბრალდებულის სახით დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს; გ--–- ჩ--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთმტკიცებებს - 2500 ლარს (25 ცალი ას ლარიანი კუპიურა), „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონს, აქსესუარებთან ერთად და HUAWEI-ის ფირმის მობილურ ტელეფონს; 2019 წლის 1--------ის გ--–- ჩ--------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმს და ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთიერებას; 2019 წლის 1--------ის ამოღების ოქმს; 2018 წლის 2-----ის ბრძანებას გ--–- ჩ--------ს თანამდებობაზე (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #- პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–-----ის თანამდებობაზე) დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 1-----------–ის ბრძანებას სპეციალური პენიტენციური ს----------- პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა გადაყვანისა და დანიშვნის შესახებ და თანდართულ დანართს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 14 მარტის ქიმიური ექსპერტიზის #1092/სქ-1250/ქრ დასკვნას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 15 მარტის ქიმიური ექსპერტიზის #99/ქმ დასკვნას, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 24 აპრილის კომპიუტერული ექსპერტიზის #002605819 დასკვნას, 2019 წლის 16 მაისის სალომბარდე ხელშეკრულების ამოღების ოქმს და თავად ხელშეკრულებას; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს #117 ბრძანებას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #- პენიტენციური დაწესებულების დამტკიცების შესახებ; ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას; მობილური ოპერატორებიდან - შპს „მაგთიკომი“-დან, შპს „სილქნეტი“-დან და შპს „მობიტელი“-დან გამოთხოვილ ინფორმაციას; 2019 წლის 15 მაისის - შპს „მაგთიკომი“-დან, შპს „სილქნეტი“-დან და შპს „ვიონი საქართველო“-დან გამოთხოვილი ინფორმაციის, ზარების დეტალური ნუსხის დათვალიერების ოქმს, გ--–- ჩ--------ს 2019 წლის ი-----ის და თებერვლის თვის მორიგეობის ამსახველ დოკუმენტაციას; ვიდეომასალის დათვალიერების ოქმს და სხვა წერილობით მტკიცებულებებს.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გ--–- ჩ--------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. - 1.3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ გ--–- ჩ--------ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქრთამის აღებისათვის. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა პრესტიჟი და ავტორიტეტი, აგრეთვე მათი ნორმალური ფუნქციონირება. საჯარო მოსამსახურეთა პასუხისმგებლობაზე და პატიოსან საქმიანობაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა. დანაშაულის საგანია ფული, ფასიანი ქაღალდი, სხვა ქონება ან ქონებრივი სარგებელი ანდა სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობა. აღნიშნულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი, კერძოდ: მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი. დანაშაულის ობიექტიური მხარე გამოიხატება ქრთამის აღებაში. სახელმწიფო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი ქრთამს იღებს ან ითხოვს ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ რაიმე მოქმედების შესრულებისა ან შეუსრულებლობისათვის.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა. მოცემული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პენიტენციური ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების, დროებითი ყოფნის იზოლატორის და ჰაუპტვახტის ნორმალურ ფუნქციონირება. დანაშაულის საგანია ის ნივთი, რომლის გადაცემაც აკრძალულია ჩამოთვლილ დაწესებულებებში მოთავსებული პირებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781-ე მუხლის შენიშვნის მიხედვით აკრძალულ საგნად ჩაითვლება ყველა საგანი (ნივთი), გარდა იმ საგნებისა (ნივთებისა), რომლებიც დასაშვებია, თან იქონიოს პენიტენციურ დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებულმა პირმა. საქართველოს კანონის -„პატიმრობის კოდექსის“ თანახმად კი, იმ ნივთებისა და საგნების ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს მსჯავრდებულს, განსაზღვრავს პენიტენციური დაწესებულების დებულება. დებულება ასევე შეიცავს იმ ნივთების ჩამონათვალსაც, რომელთა შენახვა, ტარება და სარგებლობა ეკრძალებათ მსჯავრდებულებს/პატიმრებს. ამ ჩამონათვალში შედის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა, ფეთქებადი-მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები, მობილური ტელეფონები და სხვ. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პენიტენციურ, ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულისათვის /მსჯავრდებულისათვის, ან დროებით ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირებისათვის აკრძალული საგნის გადაცემაში. განსახილველი დანაშაული დამთავრებულად ითვლება აკრძალული საგნების ჩამოთვლილ დაწესებულებაში მოთავსებული პირებისათვის გადაცემის მომენტიდან. რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ ნიშანს, მის ჩადენას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. იგი არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სპეციალური შემთხვევა და მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს როგორც შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ისე სხვა პირი, ვისაც სამსახურებრივად შესაბამის დაწესებულებებში შესვლის უფლება აქვთ და ბოროტად სარგებლობენ ამით.
3.4. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად ნაწილში კანონმდებლის მიერ მოცემულია დანაშაულის მომზადების განმარტება, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, „დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა“, რაც მოიაზრებს დანაშაულის ჩასადენად იარაღის ან საშუალებების გამონახვას ან პირობების სხვაგვარ შექმნას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე, ასევე ზოგიერთი ნაკლებად მძიმე დანაშაულის მომზადებისათვის. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით, დასჯადია არა დანაშაულის მომზადება ზოგადად, არამედ კონკრეტული დანაშაულის, კონკრეტული დელიქტის მომზადება. სასამართლო აგრეთვე განმარტავს: დანაშაულის მომზადების დროს მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დანაშაულის შედეგის დადგომის საფრთხე იყოს შორეული და აბსტრაქტული, მაშინ როცა, მცდელობისას ეს საფრთხე კონკრეტულია და შედეგთან ახლოს მდგომი (დანაშაულის მცდელობისა და მომზადების ურთიერთგამიჯვნის შესახებ იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 25 ნოემბრის დიდი პალატის N168-აპ განჩინება).
3.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა კრიმინალიზებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
3.6. მოცემულ შემთხვევაში ცნობებით გ------- ე-–--–---–ის, შ----- ჯ------ის და გ--------- ჯ---–------ს პირადი საქმიდან; 2019 წლის 2-----------–ის მსჯავრდებულ შ----- ჯ------ის პირადი ჩხრეკის ოქმით და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ნოკია“-ს ფირმის მობილურ ტელეფონით, USB კაბელთან და ერთ ცალ სიმ-ბარათთან ერთად; 2019 წლის 2-----------–ის მსჯავრდებულ გ------- ე-–--–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ „აიფონი“-ს ფირმის მობილური ტელეფონით, ყურსასმენთან, სამუხტ კაბელთან და ერთ ცალ სიმ-ბარათთან ერთად; მოწმეების ვ------- ბ--------–---–ის, მ------ ჯ-----ის, დ----- გ-----–--ის, დ----- უ------–---–ის, ც------ კ-----–---–--ს, კ---- ბ----–---–ის, გ------- შ---–-–---–ის, გ--- ქ--------–ის, თ----- ჯ---ის, გ--------- ჯ---–------ს, ი-----–- ბ------ის, დ----- ც-----–---–ის, პ----- მ-----–-–---–ის, დ----- ბ--------ის, მ-----– ჯ--------ის, კ------- მ----–-----ას და თავად გ--–- ჩ--------ს გამოკითხვის ოქმებით; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2--------ის კომპიუტერული და ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით; 2019 წლის 1--------ის გ--–- ჩ--------ს ბრალდებულის სახით დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; გ--–- ჩ--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებებით - 2500 ლარით (25 ცალი ას ლარიანი კუპიურა), „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონით, აქსესუარებთან ერთად და HUAWEI-ის ფირმის მობილური ტელეფონით; 2019 წლის 1--------ის გ--–- ჩ--------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით და ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთიერებით; 2019 წლის 1--------ის ამოღების ოქმით; 2018 წლის 2-----ის ბრძანებით გ--–- ჩ--------ს თანამდებობაზე (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #- პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–-----ის თანამდებობაზე) დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 1-----------–ის ბრძანებით სპეციალური პენიტენციური ს----------- პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა გადაყვანისა და დანიშვნის შესახებ და თანდართულ დანართით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 14 მარტის ქიმიური ექსპერტიზის #1092/სქ-1250/ქრ დასკვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 15 მარტის ქიმიური ექსპერტიზის #99/ქმ დასკვნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 24 აპრილის კომპიუტერული ექსპერტიზის #002605819 დასკვნით, 2019 წლის 16 მაისის სალომბარდე ხელშეკრულების ამოღების ოქმით და თავად ხელშეკრულებით; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს #117 ბრძანებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #- პენიტენციური დაწესებულების დამტკიცების შესახებ; ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციით; მობილური ოპერატორებიდან - შპს „მაგთიკომი“-დან, შპს „სილქნეტი“-დან და შპს „მობიტელი“-დან გამოთხოვილ ინფორმაციით; 2019 წლის 15 მაისის - შპს „მაგთიკომი“-დან, შპს „სილქნეტი“-დან და შპს „ვიონი საქართველო“-დან გამოთხოვილი ინფორმაციის, ზარების დეტალური ნუსხის დათვალიერების ოქმით; გ--–- ჩ--------ს 2019 წლის ი-----ის და თებერვლის თვის მორიგეობის ამსახველ დოკუმენტაციით; ვიდეომასალის დათვალიერების ოქმით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2019 წლის ი-----ის თ--–-, სპეციალური პენიტენციური ს----------- #- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–-----მა გ--–- ჩ--------მ, ამავე დაწესებულების მ----ე სარეჟიმო კორპუსის #--- საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულებს გადასცა აკრძალული საგნები - „ნოკია“-ს და „აიფონი“-ს ფირმის მობილური ტელეფონები სიმ-ბარათებით, რაც 2019 წლის 2------------–ს ამოღებული იქნა იმავე საკანში მოთავსებული მსჯავრდებულების შ----- ჯ------ის და გ------- ე-–--–---–ის პირადი ჩხრეკის დროს. ასევე, 2019 წლის 1--------ს, სპეციალური პენიტენციური ს----------- #- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–-----მა გ--–- ჩ--------მ, ამავე დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი პირისთვის აკრძალული საგნის გადაცემის მიზნით, „აიფონის“ ფირმის მობილურ ტელეფონთან და აქსესუარებთან ერთად, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა 2500 ლარის ოდენობით. ასევე, სპეციალური პენიტენციური ს----------- #- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–-----მა გ--–- ჩ--------მ უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ.თ---–--ი, ბ.კ-------ის ქუჩა #-- შესახვევი #--–- შეინახა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება THJ-018 ის შემცველი ნივთიერება, საერთო წონით - 0,8604 გრამი.
3.7. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ--–- ჩ--------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781-ე მუხლის მე-3 ნაწილით - პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის გადაცემა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით - ქრთამის აღება, ესე იგი მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მიღება თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,3781-ე მუხლის მე-3 ნაწილით - პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისათვის აკრძალული საგნის გადაცემის მომზადება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა - გათვალისწინებული დანაშაულები. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. - 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781-ე მუხლის მე-3 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით.
4.5. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის ცალ-ცალკე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულები განეკუთნება განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, რომელთა ჩადენისათვის კანონმდებლის მიერ უალტერნატივოდ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.
4.7. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას გ--–- ჩ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ არ არის ნასამართლევი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ--–- ჩ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.3781-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის -თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გ--–- ჩ--------ს პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
4.8. ამასთან, გ--–- ჩ--------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- შ----- ჯ------ის და გ------- ე-–--–---–ის პირადი ჩხრეკების შედეგად ამოღებულ ტელეფონებზე ჩატარებული კომპიუტერული და ტრასოლოგიური ექსპერტიზის შედეგად ამოღებული ინფორმაცია, განთავსებული 01 (ერთი) ცალ დისკზე; გ--–- ჩ--------ს ტელეფონზე (ჰუავეი) დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, განთავსებული 01 (ერთი) ცალ დისკზე; #1494/19ს 27.02.2019წ. განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა (კრებსები 10 თანამშრომლის, სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადება-ჩაწერა) დატანილი 03 (სამი) დისკზე; დაწესებულების ვიდეოჩანაწერები, დატანილი 05 (ხუთი) ცალ დისკზე; #1778/19ს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების (ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა - გ--–- ჩ--------ს და დ----- ბ--------ის შეხვედრა ანტრე ბატონოში) შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, დატანილი 01 (ერთი) ცალ PRINCO-ს ფირმის DVD-R დისკზე; დ----- ბ--------ის მიყურადების ამსახველი ინფორმაცია, დატანილი 01 (ერთი) ცალ დისკზე, (გადმოგზავნილი სუს-დან); საქართველოს ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, დატანილი 01 (ერთი) ცალ დისკზე; შპს „სილქნეტი“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, დატანილი 01 (ერთი) ცალ დისკზე, (გამოთხოვის ოქმი 11.04.2019 წ. ე-–--–---–ი, ჯ------ის დეტალური); შპს „სილქნეტი“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია (გ--–- ჩ--------ს დეტალურები), დატანილი 01 (ერთი) ცალი დისკზე, (გამოთხოვის ოქმი 19.04.2019წ.); შპს „მაგთიკომი“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, დატანილი 01 (ერთი) ცალ დისკზე, (გამოთხოვის ოქმი 06.05.2019 წ. ე-–--–---–ი ჯ------ის ტელეფონები); შპს „მობიტელი“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია (15.05.2019 წ. გამოთხოვის ოქმი, ე-–--–---–ი-ჯ------ის ტელეფონები), დატანილი 01 (ერთი) ცალ დისკზე; შ----- ჯ------ის და გ------- ე-–--–---–ის პირადი ჩხრეკის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალა, ჩაწერილი 03 (სამი) ცალ დისკზე; შპს „ვიონი საქართველოდან“ (მობიტელიდან) გამოთხოვილი ინფორმაცია, დატანილი 01 (ერთი) ცალ დისკზე; - რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- რაც შეეხება შ----- ჯ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს, USB კაბელს და ერთი ცალი სიმ-ბარათს; გ------- ე-–--–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ Iphone-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ყურსასმენს, სამუხტ კაბელს და ერთ ცალი სიმ-ბარათს; 25 ცალ 100 ლარიან კუპიურას, გამოყენებულ ბამბის ტამპონს, სუფთა ბამბის ტამპონს, ფურცელზე დატანილ ფარულ აღნიშვნას, შესაფუთ მასალას; ბრალდებულ გ--–- ჩ--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ Iphone-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ყურსასმენს, მობილური ტელეფონის სამუხტ USB კაბელს, მოთეთრო პარკს, HUAWEI-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, სიმ-ბარათს, გ--–- ჩ--------ს სამსახურებრივ მოწმობას; გ--–- ჩ--------ს ანაწმენდის ნიმუშებს; გ--–- ჩ--------ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ წებოვან ლენტში გახვეულ ახალი ფსიქოაქტიურ ნივთიერებას და გ--–- ჩ--------ს შარვალს (ინახება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში), აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის #086220219001 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რამდენადაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, საიდანაც გამოყოფილ იქნა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, კვლავ მიმდინარეობს საქმის განხილვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--–- ჩ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
2. გ--–- ჩ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
3. გ--–- ჩ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.3781-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
4. გ--–- ჩ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--–- ჩ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
6. მსჯავრდებულ გ--–- ჩ--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ გ--–- ჩ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1--------იდან.
7. მსჯავრდებულ გ--–- ჩ--------ს მიმართ, ასევე, გაუქმდეს 2019 წლის 15 მარტის განჩინება სპეციალური პენიტენციური ს----------- #- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–-----ის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
8. მსჯავრდებულ გ--–- ჩ--------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 05 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
9. მსჯავრდებულ გ--–- ჩ--------ს ზემო აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- შ----- ჯ------ის და გ------- ე-–--–---–ის პირადი ჩხრეკების შედეგად ამოღებულ ტელეფონებზე ჩატარებული კომპიუტერული და ტრასოლოგიური ექსპერტიზის შედეგად ამოღებული ინფორმაცია, განთავსებული 01 (ერთი) ცალ დისკზე; გ--–- ჩ--------ს ტელეფონზე (ჰუავეი) დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, განთავსებული 01 (ერთი) ცალ დისკზე; #1494/19ს 27.02.2019წ. განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა (კრებსები 10 თანამშრომლის, სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადება-ჩაწერა) დატანილი 03 (სამი) დისკზე; დაწესებულების ვიდეოჩანაწერები, დატანილი 05 (ხუთი) ცალ დისკზე; #1778/19ს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების (ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა - გ--–- ჩ--------ს და დ----- ბ--------ის შეხვედრა ანტრე ბატონოში) შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, დატანილი 01 (ერთი) ცალ PRINCO-ს ფირმის DVD-R დისკზე; დ----- ბ--------ის მიყურადების ამსახველი ინფორმაცია, დატანილი 01 (ერთი) ცალ დისკზე, (გადმოგზავნილი სუს-დან); საქართველოს ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, დატანილი 01 (ერთი) ცალ დისკზე; შპს „სილქნეტი“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, დატანილი 01 (ერთი) ცალ დისკზე, (გამოთხოვის ოქმი 11.04.2019 წ. ე-–--–---–ი, ჯ------ის დეტალური); შპს „სილქნეტი“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია (გ--–- ჩ--------ს დეტალურები), დატანილი 01 (ერთი) ცალი დისკზე, (გამოთხოვის ოქმი 19.04.2019წ.); შპს „მაგთიკომი“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, დატანილი 01 (ერთი) ცალ დისკზე, (გამოთხოვის ოქმი 06.05.2019 წ. ე-–--–---–ი ჯ------ის ტელეფონები); შპს „მობიტელი“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია (15.05.2019 წ. გამოთხოვის ოქმი, ე-–--–---–ი-ჯ------ის ტელეფონები), დატანილი 01 (ერთი) ცალ დისკზე; შ----- ჯ------ის და გ------- ე-–--–---–ის პირადი ჩხრეკის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალა, ჩაწერილი 03 (სამი) ცალ დისკზე; შპს „ვიონი საქართველოდან“ (მობიტელიდან) გამოთხოვილი ინფორმაცია, დატანილი 01 (ერთი) ცალ დისკზე; - რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ნივთიერი მტკიცებულებების: შ----- ჯ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის, USB კაბელის და ერთი ცალი სიმ-ბარათის; გ------- ე-–--–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული Iphone-ის ფირმის მობილური ტელეფონის, ყურსასმენის, სამუხტი კაბელის და ერთი ცალი სიმ-ბარათის; 25 ცალი 100 ლარიანი კუპიურის, გამოყენებული ბამბის ტამპონის, სუფთა ბამბის ტამპონის, ფურცელზე დატანილი ფარული აღნიშვნის, შესაფუთი მასალის; ბრალდებულ გ--–- ჩ--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული Iphone-ის ფირმის მობილური ტელეფონის, ყურსასმენის, მობილური ტელეფონის სამუხტი USB კაბელის, მოთეთრო პარკის, HUAWEI-ის ფირმის მობილური ტელეფონის, სიმ-ბარათის, გ--–- ჩ--------ს სამსახურებრივი მოწმობის; გ--–- ჩ--------ს ანაწმენდის ნიმუშების; გ--–- ჩ--------ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული წებოვან ლენტში გახვეული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და გ--–- ჩ--------ს შარვლის (ინახება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში) საკითხი გადაწყდეს სისხლის სამართლის #086220219001 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე