დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.03.2014
საქმის ნომერი
1240აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1240აგ-13 26 მარტი, 2014 წელი

ბ-ი ლ., 1240აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ის, ასევე მსჯავრდებულების – გ. გ-ისა და გ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენით ლ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 11 წლით, 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით, 353-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – 5 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, ხოლო 187-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით მას განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 თვე და ლ. ბ-ს საბოლოოდ მიესაჯა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 9 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. ლ. ბერიშვილს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 26 ოქტომბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: ლ. ბ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე, 143-ე, 187-ე და 353-ე მუხლების 1-ლი ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდებები, როგორც ზედმეტად წარდგენილი; ლ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 8-8 წლით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, ხოლო 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით მას განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 თვე და ლ. ბ-ს საბოლოოდ მიესაჯა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 9 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ლ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 3781-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 3 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 10 წლით, 11 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 2 წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრი, ამავე გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 4 აგვისტოდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით გ. ჯ-ეს საქართველოს სსკ-ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 18 ივლისიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:

ლ. ბ-ს, – ნასამართლევს, – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 7 წლით, ხოლო 339-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 23 იანვრიდან;

გ. გ-ს, – ნასამართლევს, – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 30 დეკემბრიდან;

გ. ჯ-ეს, – ნასამართლევს, – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი, 11 თვე, 26 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით, 11 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 23 ივლისიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრისა და 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონების საფუძველზე ლ. ბ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილის მოუხდელი ნაწილი და ამ მუხლით განესაზღვრა 2 თვით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის განაჩენით – 10 წლით, 10 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 2 წლითა და 5 თვით პირობითი მსჯავრი, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენი ლაშა ბერიშვილის მიმართ დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის დადგენილებით ლ. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 17 წლით, 4 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 2 წლითა და 5 თვით პირობითი მსჯავრი, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ლ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 9 თებერვლიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განაჩენით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ლ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 1 წლით, 9 თვითა და 22 დღით პირობითი მსჯავრი, 1 წლის, 10 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით. ლ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 26 ოქტომბრიდან.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განაჩენით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ჯ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით, 2 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 23 ივლისიდან.

მსჯავრდებულებმა – ლ. ბ-მა, გ. გ-მა და გ. ჯ-ემ შუამდგომლობებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მათ მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულთა შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლისა და 26 თებერვლის განჩინებები დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. ჯ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის შემსუბუქებას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

მსჯავრდებული ლ. ბ-ი და ადვოკატი ვ. გ-ე საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით, კერძოდ – შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

მსჯავრდებული გ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.

მსჯავრდებულების პიროვნებებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ის, ასევე მსჯავრდებულების – გ. გ-ისა და გ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე