განაჩენი

სისხლის სამართლის 16.03.2018
საქმის ნომერი
190100117001953601
ინსტანცია
თარიღი
16.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100117001953601

საქმე №1ბ/207-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 მარტი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: შორენა ყაველაშვილმა

მსჯავრდებულ ურ---- კა-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მა-- ნო----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ურ---- კა-----ის მიმართ (დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, დაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–-----------–--), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ურ---- კა-----მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 12 მაისს 21:45 საათზე, გ----------------------------–-----------–--ში ე.წ გ------- ხიდებთან, ამავე სოფელში მცხოვრები ურ---- კა-----ს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა პირადი ჩხრეკა და მისი შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის მცირე ზომის პარკში ორ ცალად დაფასოებული ურ---- კა-----ის მიერ უკანონო შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მოყავისფრო ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველობამ შეადგინა 0, 0423 გრამი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენით:

ურ---- კა-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ვადით.

 

მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19,3781 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა- 150 საათის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ურ---- კა-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასომოცდაათი) საათის ვადით. მასვე დამატებით სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებული ურ---- კა-----ი დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 8 იანვრიდან.

 

მსჯავრდებულ ურ---- კა-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 12 მაისიდან 2017 წლის 13 ივნისის ჩათვლით.

 

ურ---- კა-----ს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე: 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ურ---- კა-----მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მა-- ნო----ემ, და მოითხოვეს მსჯავრდებულ ურ---- კ------- დამატებითი სასჯელის ჯარიმისგან, ( 5000 (ხუთი ათასი) ლარი) გათავისუფლება.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ურ---- კა-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მა-- ნო----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ურ---- კა-----ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

ამდენად, საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნით, პირადი ჩხრეკის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რომ ურ---- კა-----მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ურ---- კა-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მა-- ნო----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულის გათავისუფლებას დამატებით სასჯელისგან (ჯარიმასგან), აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ასევე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და მიაჩნია, რომ ურ---- კა-----ს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა სრულიად ეთანხმება.

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ურ---- კა-----ს სასჯელი განესაზღვრა მისი პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით. სწორედ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის განუსაზღვრა მინიმალური სასჯელი, (რეციდივის გათვალისწინებით. დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას). ამავდროულად, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ მსჯავრდებულ ურ---- კა-----ის მიმართ გავრცელებული იქნა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საკანონმდებლო შეღავათი და საბოლოო სასჯელი განესაზღვრა ასევე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, რა დროსაც ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, 2014 წლის 24 სექტემბრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

პალატას მიაჩნია, რომ ურ---- კა-----ს სასჯელი უნდა დაენიშნოს, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 (59.3) ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან დანაშაული, რომლისთვისაც ურ---- კა-----ი მსჯავრდებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენით, ჩადენილი აქვს პირველ საქმეზე- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენის გამოტანამდე, 2017 წლის 7 აგვისტოს. მხედვოლობაშია მისაღები, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენის გამოტანის დროისთვის ურ---- კა-----ი ნასამართლევი იყო (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 სექტემბრის განაჩენით) განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა დანაშაულის რეციდივის შემთხვევა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი ურ---- კა-----ის მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ურ---- კა-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ურ---- კა-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მა-- ნო----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი ურ---- კა-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ურ---- კა-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ვადით.

 

მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19, 3781 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ურ---- კა-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მასვე დამატებით სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ურ---- კა-----ს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე: 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

მსჯავრდებული ურ---- კა-----ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 8 იანვრიდან.

მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 12 მაისიდან 2017 წლის 13 ივნისის ჩათვლით.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ურ---- კა-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთმტკიცება:

 

ექსპერტიზის შედეგად დარჩენილი ჰეროინის შემცველი ნივთიერება დალუქული საექსპერტო ლუქით F---------, რომელიც ინახება შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გ------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /შ.ყაველაშვილი/