განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142219700098100
№1აგ/147-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 დეკემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მერაბ ჯორბენაძე
მოსამართლეები: მაკა გველესიანი
გერონტი კახეთელიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა გ---- ტ-----–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის განაჩენით გ---- ტ-----–--ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 3 მუხლის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის განაჩენით დაკმაყოფილდა მთავარი პროკურატურის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ დავით ბუკიას შუამდგომლობა. დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გ---- ტ-----–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
გ---- ტ-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,3781-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3781-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ–ის 3781–ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 3 წლის ვადით მთლიანად დაემატა, საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად გ---- ტ-----–--ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 4 (ოთხი) წლის ვადით, მთლიანად დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად გ---- ტ-----–--ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.
გ---- ტ-----–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 3 მუხლის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ---- ტ-----–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის 2015 წლის 26 თებერვლის განაჩენში გ---- ტ-----–--ის მის მიმართ შევიდა ცვლილება:
გ---- ტ-----–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რასაც საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაემატა საქართველოს სსკ–ის 19,3781–ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით (საიდანაც სსკ–ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ერთი წელი და ექვსი თვე განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით ხოლო ერთი წელი და ექვსი თვე ჩათვლილი აქვს პირობით) და იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულს 2014 წლის 24 დეკემბრიდან 2016 წლის 24 ივნისის ჩათვლით მოხდილი ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში დანიშნული სასჯელი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, სასჯელის სახედ და დ ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად მსჯავრდებულ გ---- ტ-----–--ეს პატიმრობაში გატარებული დროის გათვალისწინებით (2016 წლის 24 ივნისიდან 2016 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით) დანიშნული ჯარიმის ოდენობა შეუმცირდა 500 (ხუთას) ლარამდე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე პირობითი მსჯავრი, იმავე საგამოცდო ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით დანიშნული ძირითადი სასჯელი ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და გ---- ტ-----–--ეს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე პირობითი მსჯავრი იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 13 ნოემბრის წერილის შესაბამისად, გ---- ტ-----–--ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული ჯარიმა მოხდილი არა აქვს.
2019 წლის 06 ნოემბერს, გ---- ტ-----–--ემ მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ---- ტ-----–--ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა გ---- ტ-----–--ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის განაჩენით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“-ს (მარიხუანა) უკანონოდ მოხმარებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება წარმოადგენს გ---- ტ-----–--ის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო, იმერეთის პრობაციის ბიუროდან გამოთხოვილი გ---- ტ-----–--ის პირადი საქმიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით, გ---- ტ-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ---- ტ-----–--ე გათავისუფლდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, (რომელიც მოიცავდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის განაჩენებით დანიშნულ სასჯელებს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და მოუხდელი სასჯელისაგან, ასევე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
შესაბამისად, ვინაიდან გ---- ტ-----–--ე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით უკვე გათავისუფლებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისგან და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ასევე ადგენილი აქვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გ---- ტ-----–--ის შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ---- ტ-----–--ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მერაბ ჯორბენაძე
მოსამართლეები: მაკა გველესიანი
გერონტი კახეთელიძე