გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310019002999394
N 3/72-19წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11.12.2019 წელი ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე
მოსარჩელე - ვა-–--------------------აია,მოსარჩელე - ლი----------------აია,მოპასუხე - ოზ----------------–----–-------------ია,მოპასუხის წარმომადგენელი - თა------------ე
დავის საგანი: უძრავ ქონებაზე კანონიერ მოსარგებლედ ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვა-–--------------------აია და ლი----------------აია ცნობილი იქნეს ქ.ოზურგეთში მ.კ-----------------------------–- მდებარე ბინის კანონიერ მოსარგებლედ.
მოსარჩელეების განმარტებით წლების განმავლობაში მუშაობდნენ ზ----- ჩაის ფაბრიკაში, მუშაობის პერიოდში საცხოვრებლად გადაეცათ სახელმწიფო ბალანსზე არსებული ბინა მდებარე ქ.ოზურგეთი, კ-------------–--------------, სადაც ცხოვრობენ დღემდე. იხდიან გადასახადებს, არ გამოუსახლებიათ ბინიდან და არავის, მათ შორის სახელმწიფო ორგანოებსაც ამ ბინაზე პრეტენზია არ განუცხადებიათ. განცხადებით მიმართა ოზ----------------–----–-------------იას თავიანთ სარგებლობაში არსებული ბინის პრივატიზების თაობაზე, მაგრამ მათი განცხადება დარჩა განუხილველი, რის გამოც მომართა სასამართლოს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ოზ----------------–----–-------------იამ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო, მაგრამ სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, წინააღმდეგი არ იქნებიან მოსარჩელეებს უსასყიდლოს გადაეცეთ ბინა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელეები - ვა-–--------------------აია და ლი----------------აია ცხოვრობენ ქალაქ ოზურგეთში, მ----------------------------–- მდებარე იმ საცხოვრებელ ბინაში, რომელი საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლედ აღიარებასაც ითხოვენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (იხ. ს/ფ. 2-12);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
- მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2. 2016 წლის 10 მარტს ი-----------–-------–---–--- მიერ მომზადებული საცხოვრებელი ბინის აზომვითი ნახაზის თანახმად, ქალაქ ოზურგეთში, მ------------------------------ ორსართულიანი სახლის მესაკუთრედ მითითებულია ლი----------------აია
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ი-----------–-------–---–--- მიერ 2----–--–-----------ს გაცემული საცხოვრებელი სახლის აზომვითი ნახაზი (იხ. ს/ფ. 19);
- შენობა ნაგებობის გეგმა (იხ. ს/ფ. 18);
3.3. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ 2----–-–---------------------–-–------------–------------–-–------------- გაცემული აბონენტის ბარათის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, მ----------------------------- მცხოვრები ლი----------------აია არის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი აბონენტის (იხ. ს/ფ. 25-26);
3.5. მოსარჩელე - ვა-–--------------------აიამ განცხადებით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
ოზ----------------–----–-------------იამ 2----–-–----------------------------------თ ვა-–--------------------აიას მოსთხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა 15 დღის ვადაში.
ოზ----------------–----–-------------იის 2----–-–------------------------------------ თანახმად, ვა-–--------------------აიას განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20---–-–-----------------------------------------------------------–-–-----------------------------------ა (იხ. ს/ფ. 52-53);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.
ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი (თვითმმართველი ქალაქის მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქალაქ თბილისში - შესაბამისი რაიონის გამგებელი) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ წესისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს: ა)არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ვა-–--------------------აიამ განცხადებით მიმართა ოზ----------------–----–-------------იას და მოითხოვა მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, კერძოდ საცხოვრებელ ბინაზე (მდებარე ქ. ოზურგეთი, მ---------------------------------- ქალაქ ოზ----------------–----–-------------იამ განცხადება დატოვა განუხილველი. იმ საფუძვლით, რომ 15 დღის ვადაში დამატებითი დოკუმენტაცი არ წარუდგენია.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში კანონისა და მთავრობის დადგენილებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენისას, საქართველოს მთავრობის №189 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით, მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით უფლებამოსილია, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ქონება, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
6.3. 2014 წლის 20 თებერვლის №189 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეა - ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
მითითებული ნორმის ანალიზით ცხადია, რომ კანონიერ მოსარგებლედ მიიჩნევა პირი, რომელიც ფართით სარგებლობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არაპრივატიზებული საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით მიმართვისას მოსარჩელე ვა-–--------------------აიამ და ლი----------------აიამ წარმოადგინეს სადავო საცხოვრებელი ბინის კანონიერი მოსარგებლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
6.4. მხარეთა და მოწმეთა (ვერა ხურციძის, ვლადიმერ ტუჟილინის და სვეტლანა ოგანესიანის) ახსნა-განმარტებების მოსმენისა და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვა-–--------------------აია და ლი----------------აია წარმოდგენენ საცხოვრებელი ბინის (მდებარე ქ. ოზურგეთი, მ---------------------------- ორსართულიანი სახლის პირველი სართული საერთო ფართი 72.08 კვ.მ.). კანონიერ მოსარგებლეს, რომელებიც -2000 წლიდან კანონიერად ფლობენ აღნიშნულ ბინას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
მოცემულ შემთხვევაში ვა-–--------------------აიამ და ლი----------------აიამ აღიარებითი სარჩელით მომართეს სასამართლოს და მოითხოვა ქალაქი ოზურგეთში, მ----------------------------–- მდებარე ბინაზე მათი კანონიერი მოსარგებლის უფლების აღიარება.
სასამართლო დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზისა და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვა-–--------------------აიას და ლი----------------აიას სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ლი----------------აიას და ვა-–--------------------აიას სარჩელი ოზ----------------–----–-------------იის მიმართ უძრავ ქონებაზე კანონიერ მოსარგებლედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ლი----------------აია და ვა-–--------------------აია ცნობილი იქნენ უძრავი ქონების (მდებარე: ქ.ოზურგეთი, მ.კოსტავას ქუჩა N115, ბ.1) კანონიერ მოსარგებლეებად;
3. მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის გადახდისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა №14);
მოსამართლე: მარინა კიკნაძე