განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 140100119003291323
N1/557-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
10.12.2019 წელი ქ. გ----ი
გ----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი გიორგი მოწონელიძე
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
უფროსი პროკურორი - ზურაბ წერეთელი
დაცვის მხარე
ადვოკატი - ემზარ ზურაბაშვილი
ბრალდებული - დ------ თ----------ის ძე გ------–---–ი, დაბადებული 1--2 წლის 6-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქ-----–ი, ც----ის ქუჩა N-.
კვალიფიკაცია
თაღლითობის მცდელობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დ------ გ------–---–მა ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა.
დ------ გ------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს--–---–--------------–------------------ს N-- დაწესებულების რ-–---------------–-----------------------------–------- - დ------ გ------–---–მა ისე, რომ აღნიშნულის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ლ-- ლ----------ეს მოტყუებით დაპირდა, რომ მუშაობას დააწყებინებდა ამავე სამსახურში, სპეციალისტის პოზიციაზე, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 1500 აშშ დოლარის მისთვის გადაცემა. დ------ გ------–---–მა ლ-- ლ----------ეს 2019 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 01:20 საათზე, ქ. გ----ში, ც------–-----------–--–ზე გამავალ ცენტრალური ავტომაგისტრალის ხიდთან, გამოართვა მის მიერ მოთხოვნილი თანხა 1500 აშშ დოლარის ოდენობით, რა დროსაც იგი დაკავებულ იქნა და მისი განზრახვა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ლ-- ლ----------ისგან თანხას 1500 აშშ დოლარის ოდენობით, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვერ მოიყვანა სისრულეში.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებისათვის დ------ გ------–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ ქვეპუნქტით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დ------ გ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულ-- პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების - ლ-- ლ----------ის, გ------------–---–------------------–---–-ს და დ------ გ------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო მასალა, დ------ გ------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები.
დ------ გ------–---–მა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგ----ც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულ-- თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლ--ნი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1--8 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგ----ც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულ-- დ------ გ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს აზრით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ზემოთ დასახელებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია დ------ გ------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
თავდაპირველად, სასამართლო აღნიშნავს, რომ თაღლითობის, როგ----ც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. მართლწინააღმდეგობა გულისხმობს, რომ პირი არ არის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი და მის მიერ ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება ხდება უკანონოდ. თაღლითობის სუბიექტური შემადგენლობა კი პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ამასთან, ქმედების განხორციელებისას დამნაშავეს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი.
ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება სწორედ მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ამ შემთხვევაში ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგ----ც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში.
რაც შეეხება ქმედების მცდელობად მიჩნევას, მცდელობა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი (სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლი). მაშასადამე, დანაშაულის მცდელობისას დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: 1. დანაშაულის განხორციელების გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; 2. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს (საკუთრების უფლება) უშუალო საფრთხე ემუქრება; 3. მოსალოდნელი შედეგის არარსებობა.
მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ------ გ------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.
რაც შეეხება დ------ გ------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. დანაშაულების ჩადენისას, დ------ გ------–---–ს ამოძრავებდა ანგარების მოტივი, იგი მოქმედებდა ლ-- ლ----------ისგან მოტყუებით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, თუმცა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ------ გ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასამართლო დ------ გ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. მან ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შუწყო დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას.
რაც შეეხება დ------ გ------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.
თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ დ------ გ------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ, მძიმე კატეგ----იის, განზრახ დანაშაულთა რიგს, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაცულ საკუთრების ხელშეუვალ უფლებას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა თავისი ქცევით ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. მან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ და სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. დ------ გ------–---–ი ნებაყოფლობით გამოცხადდა სასამართლოში, მისი მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: დ------ გ------–---–ი 37 წლისაა, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ-- პირველად, არის დასაოჯახებელი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
სასამართლოს აზრით, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ იმას, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად დ------ გ------–---–ის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობა სახეზე აღარ არის, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, მისი წარსული ცხოვრების და სხვა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, დ------ გ------–---–ის მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს არასაპატიმრო სასჯელი ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დ------ გ------–---–ის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 11 800 (თერთმეტი ათას რვაასი) ლარის ოდენობით, რაც მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 22 ოქტომბრიდან 2019 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით), უნდა შეუმცირდეს 1800 (ათას რვაასი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, მას 2 (ორი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
სასამართლოს აზრით, სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, რაც საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში სამართლ--ნობის აღდგენას.
ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხები:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ დ------ გ------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით (თხუთმეტი ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა), რომელიც შესანახად გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს, უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური (ბუღალტრული) აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს, დ------ გ------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები: ყავისფერი ტყავის საფულე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ,,კრისტალ ბეთის“ პლასტიკური ბარათი, სამსახურეობრივი მოწმობა, ,,გალფის პლასიკური ბარათი“ და მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით, უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - დ------ გ------–---–ს, ორი ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ორი ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის საზედამხედველო წარმოებას, უნდა შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო ორი ცალი ლაზერული დისკი, რომელიც გადაეცა დაცვის მხარეს, უნდა დარჩეს მის საკუთრებაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 42-ე და 62-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 39-ე, 42-ე, 43-ე, 81-ე, 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ------ გ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 11 800 (თერთმეტი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დ------ გ------–---–ს ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 22 ოქტომბრიდან 2019 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით) შეუმცირდეს 1800 (ათას რვაასი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
დ------ გ------–---–ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
3. მსჯავრდებულ დ------ გ------–---–ისათვის თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
4. დ------ გ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
5. დ------ გ------–---–ის მიმართ დამატებით დაწესებული ვალდებულება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გამომძიებლისათვის ჩაბარების შესახებ გაუქმდეს და აღნიშნული დოკუმენტები დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - დ------ გ------–---–ს.
6. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· დ------ გ------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით (თხუთმეტი ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა), რომელიც შესანახად გადაეცა საქართვე,ლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს, დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური (ბუღალტრული) აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს;
· დ------ გ------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები: ყავისფერი ტყავის საფულე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, „კრისტალ ბეთის“ პლასტიკური ბარათი, სამსახურეობრივი მოწმობა, ,,გალფის პლასიკური ბარათი“ და მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - დ------ გ------–---–ს;
· ორი ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
· ორი ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის საზედამხედველო წარმოებას, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
· ორი ცალი ლაზერული დისკი, რომელიც გადაეცა დაცვის მხარეს, დარჩეს მის საკუთრებაში.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გ----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე