განაჩენი

სისხლის სამართლის 11.12.2019
საქმის ნომერი
160100119003136418
დავის ტიპი
126
თარიღი
11.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119003136418

საქმე #1/280-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 დეკემბერი, 2019 წელი ბოლნისი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ჯემალ კოპალიანი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი-----ი მე------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მა------–ი ად-------–---ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი 28----------, დაბადებული 1----–-–----------------–ს, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მა-------–ის რაიონი, სოფელი სა-----–ო 2-------------.

 

კვალიფი-აცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზი-ური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

ადვოკატი ნი-ა გუ------ე

 

თარჯიმანი ნა--–ი იბ---------ა, სუ---ა მა------–---–ი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2019 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 00:05საათზე, მა-------–ის რაიონის სოფელ სა-----–ოში, ად-------–---ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენნის საფუძველზე ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა მა------–ი ად-------–---მა, თუ რატომ შედიოდა თავის სახლში, მარჯვენა ხელის მუშტის თავის არეში ერთჯერადად დარტყმის გზით ფიზი-ურად, ხოლო 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 05 აგვისტომდე დროის შუალებდში, დაზარალებულის მიერ ფულის მიცემაზე უარის გამო სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი დედის გი---–----მ ად-------–---ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზი-ური ტკივილი და ტანჯვა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა ბრალდებულის, მოწმეების გი---–--ზ ფა–----ს, გი---–----მ ად-------–---ას ჩვენება, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - მა------–ი ად-------–---ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია მა------–ი ად-------–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ მა------–ი ად-------–---ის მიერ 2019 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 00:05 საათზე, მა-------–ის რაიონის სოფელ სა-----–ოში, ად-------–---ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენნის საფუძველზე ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა მა------–ი ად-------–---მა, თუ რატომ შედიოდა თავის სახლში, მარჯვენა ხელის მუშტის თავის არეში ერთჯერადად დარტყმის გზით ფიზი-ურად, ხოლო 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 05 აგვისტომდე დროის შუალებდში, დაზარალებულის მიერ ფულის მიცემაზე უარის გამო სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულებები: დაზარალებულის - გი---–----მ ად-------–---ას, მოწმე გი---–--ზ ფა–----ს, ბრალდებულ მა------–ი ად-------–---ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ექსპერტიზის დასკვნები, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის განაჩენის ასლი შემაკავებელი ორდერები და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მა------–ი ად-------–---ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები ნამიგ იუსუბოვის, ნა----–ი გო-----ს, ვასიფ პარაბაშოვის, თამარ ჩუბინიძის, ელდარ ბოლქვაძის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.4. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს სხდომაზე გამოკვლეული თითოეული მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გი---–----მ ად-------–---ამ განმარტა, რომ ცხოვრობს სოფელ სა-----–ოში შვილებთან, რძლებთან და შვილიშვილებთან ერთად. ბრალდებული ციხიდან გამოსვლიდან ერთი თვის განმავლობაში მშვიდი იყო, თუმცა ერთი თვის შემდეგ გამუდმებით სვამდა, ეჩხუბებოდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და თხოვდა ფულს. 2019 წლის 5 აგვისტოს იყვნენ ქორწილში. დაახლოებით 23:00-23:30 საათზე, როდესაც შინ დაბრუნდნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა დაიწყო ჩხუბი. მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზი-ური შეურაცხყოფა. კერძოდ ბალიში დაარტყა თავში და ხელი დაარტყა სახის არეში, რის შემდგომაც დაეყრდნო მოაჯირს, განიცადა ფიზი-ური ტკივილი. ამ ფაქტს ესწრებოდა მისი რძალიც - გი---–--ზ ფა–----. აღნიშნული ფაქტის განცხადების მიზნით თავად მივიდა პოლიციაში და მისცა ჩვენება რომელიც შემდგომ გააცნეს თარჯიმნის მეშვეობით. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არ ჰქონია. მანვე განმარტა, რომ პატიობს შვილს ჩადენილ ქმედებას და არ სურს, რომ იგი იმყოფებოდეს ციხეში.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გი---–--ზ ფა–----ს განმარტებით,2004 წლიდან იმყოფება ბრალდებულ მა------–ი ად-------–---თან ქორწინებაში და ცხოვრობს მასთან, დედამთილთან, მაზლთან და ორ შვილთან ერთად სოფელ სა-----–ოში. მისი მეუღლე იმყოფებოდა პატიმრობაში, 2018 წლის ნოემბრის თვეში კი განთავისუფლდა. ციხიდან გამოსვლიდან ერთი თვის განმავლობაში მშვიდი იყო, თუმცა ერთი თვის შემდეგ სახლში მიდიოდა ნასვამ მდგომარეობაში და უმიზეზოდ ჩხუბობდა. 2019 წლის 5 აგვისტოს მთელი ოჯახი იმყოფებოდა ქორწილში, დაახლოებით 22:00-23:00 სთ-ზე დაბრუნდნენ შინ, სახლში მისულებს ბრალდებულმა მას და მის დედამთილს გი---–----მ ად-------–---ას (ბრალდებულის დედა) მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დედამისს უთხრა, რომ წასულიყო სახლიან. შეწინააღმდეგების გამო გარეცხილი ბალიში დაარტყა. ბრალდებულმა დედამისს გი---–----მ ად-------–---ას ხელიც დაარტყა. მანვე განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტს მათ გარდა არავინ შესწრებია.

 

2.7. ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 5 აგვისტოს, 05:45 საათზე, მა-------–ის რაიონის სოფელ სა-----–ოში დაკავებული იქნა მა------–ი ად-------–---ი.

 

2.8. 2019 წლის 6 აგვისტოს შემაკავებელი ორდერით #019979 დასტურდება, რომ მა------–ი ად-------–---ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველი იყო მის მიერ საკუთარი დედის - გი---–----მ ად-------–---ას მიმართ ჩადენილი ფიზი-ური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

2.9. 2019 წლის 5 აგვისტოს ექსპერიმენტის-ვითარების აღდგენის ოქმით დასტურდება, რომ მა-------–ის რაიონული სამმართველოს დეტექტივი გამომძიებელ თამარ ჩუბინიძის მიერ უბნის ინსპექტორ გამომძიებელ ნამიგ იუსუბოვის, დაზარალებულ გი---–----მ ად-------–---ას, თარჯიმან ნა----–ი გო-----ს მონაწილეობით დღის საათებში, ბუნებრივი განათების პირობებში, მზიან ამინდში დათვალიერდა მა-------–ის რაიონის სოფელ სა-----–ოში მდებარე მა------–ი ად-------–---ის ოჯახის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც დაზარალებულმა გ.ად-------–---ამ მიუთითა ადგილზე სადაც ფიზი-ური შეურაცხყოფა მიაყენა მას მა------–ი ად-------–---მა.

 

2.10. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით მა------–ი ად-------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; რაც საქართველოს სსკ-ის 63- 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

2.11. ბრალდებულმა მა------–ი ად-------–---მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს მოახსენა, რომ პირადი უთანხმოების გამო წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ფიზი-ური შეურაცხყოფა მიაყენა დედას გი---–----მ ად-------–---ას. კერძოდ რამდენჯერმე დაარტყა ბალიში და მუშტი, მანვე განმარტა, რომ ციხიდან მისი განთავისუფლების შემდეგ ხშირად სვამდა რა დროსაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას.

 

2.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.14. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან.

2.15. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა მა------–ი ად-------–---ის მიერ მასზე ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ასევე მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.17. ბრალდებულმა მა------–ი ად-------–---მა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ გულწრფელად ნანობს მის მიერჩადენილ ქმედებას და ითხოვა პატიება.

 

2.18. სასამართლო დაზარალებულის - გი---–----მ ად-------–---ას, მოწმე გი---–--ზ ფა–----ს ჩვენებებს აფასებს მათი სანდოობის თვალსაზრისით და აღნიშნავს, რომ შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ასევე სასამართლოში წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან, შესაბამისად, მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არ შეიცავს საეჭვო განმარტებებს, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა მათ სანდოობასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე არ ი-ვეთება რაიმე საეჭვო გარემოებები, რაც მიანიშნებდა მოწმეების მი-ერძოებაზე და პირად დაინტერესებაზე ბრალდებულ მა------–ი ად-------–---ის საწინააღმდეგოდ.

 

2.19. მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას.

 

2.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის ყველა მოწმე, რომლებიც ბრალდებულის წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებას.

 

2.21. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა. ჯვარედინი დაკითხვის შედეგად მოწმეების - ჩვენებებში არ ი-ვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ეჭვი მათ სანდოობასთან დაკავშირებით არ არსებობს.

 

2.22 გი---–----მ ად-------–---ას მიმართ განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, დაზარალებულ გი---–----მ ად-------–---ის, გი---–--ზ ფა–----ს, ბრალდებულ მა------–ი ად-------–---ის ჩვენებებით, რომლის თანახმად მა------–ი ად-------–---მა მარჯვენა ხელის მუშტი ჩაარტყა თავში. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია დაზარალებულის ჩვენებებს, რითაც დადასტურებულია, რომ მა------–ი ად-------–---ის მიერ მიყენებულმა ძალადობამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზი-ური ტკივილი.

 

2.23. სასამართლოს ასევე ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მა------–ი ად-------–---მა, გი---–----მ ად-------–---ის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს, წინათ ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს სსკ-ის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. მა------–ი ად-------–---ი ნასამართლევი პირია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის - 2019 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით იგი იყო პირობითი მსჯავრის ქვეშ და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. ამდენად მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არაერთგზისობით.

 

2.24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

2.25. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა, რომ 2019 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 00:05საათზე, მა-------–ის რაიონის სოფელ სა-----–ოში, ად-------–---ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენნის საფუძველზე ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა მა------–ი ად-------–---მა, თუ რატომ შედიოდა თავის სახლში, მარჯვენა ხელის მუშტის თავის არეში ერთჯერადად დარტყმის გზით ფიზი-ურად, ხოლო 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 05 აგვისტომდე დროის შუალებდში, დაზარალებულის მიერ ფულის მიცემაზე უარის გამო სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი დედის გი---–----მ ად-------–---ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზი-ური ტკივილი და ტანჯვა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31.7. მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზი-ური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. საქმის მასალებიდან გამომდინარე ბრალდებული და დაზარალებულები არიან ოჯახის წევრები_ დედა და შვილი.

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზი-ური და ფსიქი-ური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზი-ური ტკივილი, (სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა გი---–----მ ად-------–---ამ განაცხადა, რომ მა------–ი ად-------–---ის ძალადობის შედეგად მან განიცადა ფიზი-ური ტკივილი.) ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია: ქმედება ჩადენილი არაერთგზის;

 

4.5. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2019 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 00:05საათზე, მა-------–ის რაიონის სოფელ სა-----–ოში, ად-------–---ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენნის საფუძველზე ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა მა------–ი ად-------–---მა, თუ რატომ შედიოდა თავის სახლში, მარჯვენა ხელის მუშტის თავის არეში ერთჯერადად დარტყმის გზით ფიზი-ურად, ხოლო 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 05 აგვისტომდე დროის შუალებდში, დაზარალებულის მიერ ფულის მიცემაზე უარის გამო სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი დედის გი---–----მ ად-------–---ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზი-ური ტკივილი და ტანჯვა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის შემადგენლობის ყველა ნიშანი, ამასთან მა------–ი ად-------–---ის მიერ ოჯახური ძალადობა ჩადენილია არაერთგზის.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებყლად მიაჩნია, რომ მა------–ი ად-------–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზი-ური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რისთვისაც მა------–ი ად-------–---ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ, ამასთან სასამართლო აღნიშნანვს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1.მა------–ი ად-------–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ იგი ადრე ნასამართლებია ანალოგიური დანაშაულისათვის და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევისას, არ დადგენილა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

6.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ მა------–ი ად-------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებს.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს მა------–ი ად-------–---ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

6.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

6.6. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტი-ა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

6.7. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს მა------–ი ად-------–---ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადობრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფი-ის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია. ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფი-ის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება მა------–ი ად-------–---ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე. ასევე ვინაიდან მა------–ი ად-------–---ი დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ - გამოსაცდელ ვადაში, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე და 67-ე მუხლების გამოყენებით.

 

5. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

მა------–ი ად-------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, სსკ-ის 59-ე, 67-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მა------–ი ად-------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისს და 6 ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი პირობითი სასჯელი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა მოუხდელი სასჯელი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მა------–ი ად-------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ მა------–ი ად-------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 5 აგვისტოდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ჯემალ კოპალიანი