გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 05021-019002815518 №2/2----
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - შპს ,,პ---------------.’’
წარმომადგენელი - და---------------ე
მოპასუხე - სსიპ ოზ----------------–----–------ი
წარმომადგენლები - მი----–-–--–-----, ლა–--------ე, და--------------–--ე
დავის საგანი - შეთანხმების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ოზ----------------–----–------სა და შპს ,,პი--------------------–---–ს’’ შორის 20---–-–----------------–ს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2- ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 20---–-–----------------–------------–---- შეთანხმების ჩანაწერის ბათილად ცნობა, სადაც ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 24 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა განისაზღვრა 150 864.03 ლარით.
1.2 ოზ----------------–----–------სა და შპს ,,პი--------------------–---–ს’’ შორის 20---–-–----------------–ს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2- ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2----–-–------------------------–---- შეთანხმების ჩანაწერის ბათილად ცნობა, სადაც ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 24 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა განისაზღვრა 150 864.03 ლარით.
1.3. სსიპ ოზ----------------–----–------ს შპს ,,პ---------------.’’ სასარგებლოდ დაეკისროს დაკავებული პირგასამტეხლოს 189 651.67 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
20---–-–----------------–ს "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის, "გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–-----------–---------------ს და "მიმწოდებლის" სატენდერო წინადადების საფუძველზე, განხორციელებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის (S-----------) საფუძველზე ქალაქ ოზ----------------–----–------სა და შპს "პ----------------ს ფილიალს" შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების მომსახურების ხელშეკრულება N2-.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 2015, 2016 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით "შემსყიდველის" მიერ "მიმწოდებლისგან" ქა-–---------------–--------------–--–-------------–------------ს სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. შესასრულებელი სამუშაოს მთლიანი, ჯამური ღირებულება განისაზღვრა - 2 508 400 (ორი მილიონ ხუთას რვაათას ოთხასი) ლარის ოდენობით.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, რომ შპს "პ----------------ს ფილიალმა" შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც დადასტურდა შპს "გრ--------------ს" მიერ მომზადებული დასკვნისა და ოზ----------------–----–------ის ჯგუფის მიერ მომზადებული შემოწმების აქტებით. მიუხედავად ამისა, შპს "პ----------------ს ფილიალს" დღემდე არ მიუღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური სრული ოდენობით, არამედ დამატებით მეორე მხარემ მას დააკისრა პირგასამტეხლო ვალდებულების ვადაგადაცილების შესრულებისათვის.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ რომ პირგასამტეხლო მოპასუხის მოთხოვნის თანახმად შეადგენს 157 854.44 ლარს. მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების ბრალეულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ფორს-მაჟორული გარემოებების და სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში პროექტში არსებული ხარვეზების, ნახაზების ცვლილებების, სამუშაოთა და ხარჯთაღრიცხვაში შესატანი შესაბამისი ცვლილებების გამო მხარეთა შორის რამდენჯერმე დაიდო შეთანხმება ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც თავისთავად გამორიცხავს გაგრძელებულ ვადაზე პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობას. რეალურად, შპს "პ----------------ს ფ--–---–-" სწორედ გაგრძელებულ ვადაში ასრულებდა ვალდებულებებს და სამუშაო ვადის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
სარჩელის თანახმად, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან დასტურდება რამდენჯერმე შპს "პ----------------ს ფ--–---–-ს" მიერ არაბრალეული, თუმცა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაც. მხარის ბრალს გამორიცხავს თავად მოპასუხის მიერ შექმნილი სპეციალური ჯგუფის დასკვნები. აღნიშნული ვადაგადაცილებით შესრულებისათვის მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო 31 797, 23 ლარის ოდენობით. ჯამში პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 189 651.67 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის პოზიცია შპს ,,პი-----------------.’’ სარჩელთან მიმართებით
მოპასუხე, სსიპ ოზ----------------–----–------ის სასამართლოსათვის წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, ქალაქ ოზ----------------–----–------სა და შპს „პ---------------. ფილიალს“ შორის 20---–-–----------------–ს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2- ხელშეკრულება. სადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. ობიექტების ნუსხა ჩამოთვლილია ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში. შპს „პ---------------. ფ--–---–-ს“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად არ იქნა შესრულებული, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მოთხოვნები. სსკ-ის 418-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები ხელშეკრულების მე-11 პუნქტით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობასა და გადხდის წესზე, რაც თავის მხრივ, ბუნებრივია, გულისხმობდა, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მხარეებს წარმოეშობოდათ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. მხარე თავადაც აცხადებს, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება არ მომხდარა. შესაბამისად, ქალაქ ოზ----------------–----–------ის მიერ მხარისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს.
მოპასუხემ განმარტა, რომ შპს „პ---------------. ფილიალს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ერთ შემთხვევაში 31797,23 ლარით ხოლო მეორე შემთხვევაში 157854,44 ლარით, რასაც თავის დროზე მხარე სადაოდ არ ხდიდა და ხელმოწერით ადასტურებს მის მიერ ხელშეკრულების დარღვევას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20---–-–----------------–ს ერთის მხრივ ქ. ოზ----------------–----–------ისა და მეორეს მხრივ უცხოური საწარმოს ფილიალს შპს ,,პი--------------------–---–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების მომსახურების №2- ხელშეკრულება. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 2015-2016 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ,,შემსყიდველის’’ მიერ ,,მიმწოდებლისგან’’ ქალაქ ოზურგეთში მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. შესასრულებელი სამუშაოს მთლიანი ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2508400 ლარის ოდენობით. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20---–-–----------------–ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2- ხელშეკრულება (იხტ. I, ს.ფ 31-37);
3.1.2. 201--–-–---------------–--------–-–------–---------ის მომსახურების №2- ხელშეკრულების მე-2 პუნქტით განისაზღვრა ანგარიშსწორების წესი. კერძოდ, 2.4 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორებას ,,შემსყიდველი’’ განახორციელებს, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებითშესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა №2-ის, შესაბამისად, სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20---–-–----------------–ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2- ხელშეკრულება (იხ. ტ. I, ს.ფ 31-37);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.3. 201--–-–---------------–--------–-–------–---------ის მომსახურების №2- ხელშეკრულების მე-3 პუნქტით განისაზღვრა სამუშაოს შესრულების პირობები, 3.1. პუნქტის თანახმად, ,,მიმწოდებელმა’’ უნდა უზრუნველყოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის (ფორმა №2) წარმოდგენა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20---–-–----------------–ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2- ხელშეკრულება (იხ. ტ. I - ს.ფ 31-37);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.4. 201--–-–---------------–--------–-–------–---------ის მომსახურების №2- ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა მიღება-ჩაბარების წესი, კერძოდ 4.1. პუნქტის თანახმად, შესასრულებელი სამუშაო ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის მიღების აქტის (ფორმა №2) წარმოდგენის შემდეგ, ხოლო 4.2. პუნქტის თანახმად ,,მიმწოდებელი’’ ვალდებულია ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა №2) წარმოადგინოს გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20---–-–----------------–ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2- ხელშეკრულება (იხ. ტ. I , ს.ფ 31-37);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.5. 201--–-–---------------–--------–-–------–---------ის მომსახურების №2- ხელშეკრულების მე-11 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის საჯარიმო სანქციები, მათი ფორმა, ოდენობა და გადახდის წესი. კერძოდ, 11.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გეგმა-გრაფიკის ვადების გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის ,,მიმწოდებელს’’ ეკისრება პირგასამტეხლო, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ,,შემსყიდველის’’ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) საბანკო დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20---–-–----------------–ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2- ხელშეკრულება (იხ.ტ. I , ს.ფ 31-37);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20---–-–----------------–ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2- ხელშეკრულება (იხ. ტ. I , ს.ფ 31-37);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.6. 2016 წლის 16 ივნისს შპს ,,პ---------------. ფ--–---–-ს’’ წარმომადგენელმა წერილით მიმართა ქ. ოზურგეთის მერს მიმდინარე პროექტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის გამო, რომელიც გამოწვეული იყო სანაპირო ზოლის მიმდებარე გამწვანების ზოლის შენარჩუნების მიზნით. მოითხოვა სამუშაოების მიმდინარეობის გეგმა-გრაფიკის გადავადება, მათ მიერ წარდგენილი დანართის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,პ--------------- ფ--–---–-ს’’ 2016 წლის 16 ივნისის წერილი (იხ.ტ. I , ს.ფ 38);
3.1.7. 2016 წლის 16 ივნისის ქ. ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის დასკვნის თანახმად, გათვალისწინებული იქნა სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის ცვლილება შპს ,,პ---------------. ფ--–---–-ს’’ მიერ წარმოდგენილი წერილის დანართში მითითებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 16 ივნისის ქ. ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის დასკვნა (იხ. ტ. I , ს.ფ 39);
3.1.8. 2016 წლის 17 ივნისს ერთის მხრივ ქ. ოზ----------------–----–------ისა და მეორეს მხრივ უცხოური საწარმოს ფილიალს შპს ,,პი--------------------–---–ს’’ შორისგაფორმდა შეთანხმება №1, რომლის თანახმად, 20---–-–---------------–-ს№2- ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები გაგრძელდა კორექტირებული სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 17 ივნისის №1 შეთანხმება (იხ.ტ. I, ს.ფ 41);
3.1.9. 2016 წლის 28 ივნისს შპს ,,პ---------------. ფ--–---–-ს’’ წარმომადგენელმა მიმართა ქ. ოზურგეთის მერს სამუშაოების შესრულების ვადის 2017 წლის 31 იანვრამდე გაგრძელების მოთხოვნით.
2016 წლის 29 ივნისის ქ. ოზ----------------–----–------ის მერის სამუშაო ჯგუფის დასკვნის თანახმად, სამუშაოების მიწოდების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 31 იანვრამდე და სამუშაოები წარიმართა შპს ,,პ---------------. ფ--–---–-ს’’ წერილის დანართით წარდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,პ--------------- ფ--–---–-ს’’ 2016 წლის 28 ივნისის წერილი (იხ.ტ. I , ს.ფ. 43);
- 2016 წლის 29 ივნისის ქ. ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის დასკვნა (იხ. ტ. I, ს.ფ 44);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.1-. 20---–-–-----------------------–------------------ შეთანხმება, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები, ქალაქ ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის 2016 წლის 29 ივნისის დასკვნის საფუძველზე, გაგრძელდა კორექტირებული სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა, ქალაქ ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის 2016 წლის 29 ივნისის დასკვნის საფუძველზე, განისაზღვრა 2017 წლის 31 იანვრამდე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 01 აპრილამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–----------------- შეთანხმება (იხ. ტ. I, ს.ფ 47);
3.1.11. 2016 წლის 25 ოქტომბერს შპს ,,პ---------------. ფ--–---–-ს’’ წარმომადგენელმა წერილით მიმართა ქ.ოზ----------------–----–------ს მიმდებარე პროექტის ცვლილებების განხორციელების თხოვნით, რაც გამოწვეული იყო სექტემბერ- ოქტომბრის თვეში ჭარბი ნალექის გამო და მოითხოვა პროექტის კორექტირება მის მიერ წარდგენილი ახალი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
2016 წლის 18 ნოემბრის ქ. ოზ----------------–----–------ის მერის სამუშაო ჯგუფის დასკვნის თანახმად, სამუშაო ჯგუფმა მიზანშეწონილად მიიჩნია განხორციელდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება, სამუშაოები დასრულდეს კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების შეუცვლელად და სამუშაოები წარიმართოს შპს ,,პ---------------. ფ--–---–-ს’’ 2016 წლის 25 ოქტომბრის დანართით წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,პ--------------- ფ--–---–-ს’’ 2016 წლის 25 ოქტომბრის წერილი (იხ. ტ. I, ს.ფ 48);
- 2016 წლის 18 იანვრის ქ. ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის დასკვნა (იხ. ტ. I, ს.ფ 49);
3.1.12. 2016 წლის 21 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო №3 შეთანხმება, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები, ქალაქ ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის 2016 წლის 18 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, გაგრძელდა კორექტირებული სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების მიმდინარეობა, ქალაქ ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის 2016 წლის 18 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, გაგრძელდა თანდართული კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20---–-–------------------- შეთანხმება (იხ. ტ. I, ს.ფ 51);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ქალაქ ოზ----------------–----–------ისა და შპს ,,პი--------------------–---–ს’’ შორის 20---–-–----------------–ს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2- ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 20---–-–----------------–------------–---- შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები, ქალაქ ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 24 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, წარიმართა შემდეგი ვადების დაცვით - 2017 წლის 1- მარტიდან 2017 წლის 09 აგვისტოს ჩათვლით. ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 24 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა განისაზღვრა 150 846.03 ლარის ოდენობით. შუალედური ანაზღაურება განხორციელდა არა უმეტეს ნაზარდი ჯამით სახელშეკრულებო ღირებულების 80 %-ისა. საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდა შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შემდეგ. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 01 სექტემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 201--–-–---------------–----- შეთანხმება (იხ. ტ. I, ს.ფ 52-53);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2.2. 2017 წლის 15 მარტს შპს ,,პ---------------. ფ--–---–-ს’’ წარმომადგენელმა წერილით მიმართა ქ. ოზ----------------–----–------ის მიმდებარე პროექტში ცვლილებებისა განხორციელების მოთხოვნით, რაც გამოწვეული იყო კომპანიის ფინანსური პრობლემებიდან გამომდნარე და ხელს უშლიდა მას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში.
2017 წლის 15 მარტის ქ. ოზ----------------–----–------ის მერის სამუშაო ჯგუფის დასკვნის თანახმად, სამუშაოების მიწოდების ვადა გაგრძელდა 20---–-–---------------მდე და სამუშაოები წარიმართა შეთანხმებული სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,პ--------------- ფ--–---–-ს’’ 2017 წლის 15 მარტის წერილი (იხ. ტ. I, ს.ფ 54);
- 2017 წლის 15 მარტის ქ. ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის დასკვნა (იხ. ტ. I, ს.ფ 55);
3.2.3. ქალაქ ოზ----------------–----–------ისა და შპს ,,პი--------------------–---–ს’’ შორის 20---–-–----------------–ს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2- ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2----–-–------------------------–---- შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები, ქალაქ ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 15 მარტის დასკვნის საფუძველზე, წარიმართა შემდეგი ვადების დაცვით - 2017 წლის 1- მარტიდან 2017 წლის 09 აგვისტოს ჩათვლით. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების მიმდინარეობა, ქალაქ ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის 2016 წლის 15 მარტის დასკვნის საფუძველზე, გაგრძელდა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი კორექტირებული სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 24 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა განისაზღვრა 150 846.03 ლარის ოდენობით. შუალედური ანაზღაურება განხორციელდა არა უმეტეს ნაზარდი ჯამით სახელშეკრულებო ღირებულების 80 %-ისა. საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდა შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შემდეგ. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 15 სექტემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–----------------- შეთანხმება (იხ. ტ. I, ს.ფ 57-58);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2.4. 20---–-–---------------ს შპს ,,პ---------------. ფილიალმა’’ წერილობითი მოთხოვნით მიმართა ქ. ოზ----------------–----–------ის სამუშაოების 54 დღით გადადების მოთხოვნით ამინდის გაუარესების გამო და წარადგინა შესაბამისი ცნობები სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან.
20---–-–--------------- ქ. ოზ----------------–----–------ის მერის სამუშაო ჯგუფის დასკვნის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 02 ოქტომბრამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 02 ნოემბრამდე, თუ შემსრულებლის მიერ წარდგენილი იქნებოდა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნვლეყოფა (საბანკო გარანტია) 2017 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. ასევე, შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნა შესაბამისი შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,პ---------------. ფ--–---–-ს’’ 20---–-–---------------ს წერილი (იხ. ტ. I, ს.ფ 59);
-ცნობები სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან.(იხ. ტ. I, ს.ფ 60-64);
- 20---–-–---------------ს ქ. ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის დასკვნა (იხ. ტ. I, ს.ფ. 65);
3.2.5. 2017 წლის 21 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო №7 შეთანხმება, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების მიმდინარეობა, ქალაქ ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 21 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე, გაგრძელდა თანდართული კორექტირებული სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადა განისაზღვრა 2017 წლის 02 ოქტომბრით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 22 ნოემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 21 აგვისტოს №7 შეთანხმება (იხ. ტ. I, ს.ფ. 66);
3.2.6. 2017 წლის 11 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო №8 შეთანხმება, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა, ქალაქ ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 11 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე, განისაზღვრა 2017 წლის 22 ოქტომბრით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 22 ნოემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 201--–-–---------------------- შეთანხმება (იხ. ტ.I, ს.ფ. 71);
3.2.7. 2017 წლის 22 ნოემბერს შპს ,,პ---------------. ფილიალმა’’ წერილობით მოთხოვნით მიმართა ოზ----------------–----–------ის სამუშაოების შესრულების ვადის გადადების მოთხოვნით 2017 წლის 22 დეკემბრამდე ფუნდამენტისათვის დამატებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით.
2017 წლის 15 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო №9 შეთანხმება, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა, ქალაქ ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 28 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, განისაზღვრა 2017 წლის 22 დეკამბრამდე. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების მიმდინარეობა, ქალაქ ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 21 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე, გაგრძელდა თანდართული კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2--- წლის 22 იანვრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,პ--------------- ფ--–---–-ს’’ 2017 წლის 22 ნოემბრის წერილი (იხ. ტ.I, ს.ფ. 78);
- 2017 წლის 15 დეკემბრის №9 შეთანხმება (იხ. ტ. I, ს.ფ. 79-80);
3.2.8. 20---–-–----------------–--–---------------------------–---–----------–--------------------------–--------------------------- ხელშეკრულება. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ.ოზურგეთი სანაპიროს ქუჩაზე მდინარე ბჟუჟის ნაპირდამცავი ჯებირის 2 508 400 ლარის სახარჯთაღრიცხვო ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოების შერულების ინსპექტირება. ინსპექტირების ფასი შეადგენს გამოსაკვლევი სამუშაოების 1.2% - 29743 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20---–-–---------------–-------------- ხელშეკრულება. (იხ. ტ.I, ს.ფ. 88-92);
3.2.9. 201--–-–---------------–---------------------------------------------- დასკვნის თანახმად, შეფასდა ქ.ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟის ნაპირდამცავი ჯებირების სარეაბილიტაციო სამუშაოების, ფორმა N2-ის მიხედვით ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის, დასკნაში მითითებულია, რომ ქ.ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟის ნაპირდამცავი ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოები: ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2- (19 თებერვალი 2016წ.) სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით - 2 508 400 ლარი, საკონტროლო აზომვებისა და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ის მიხედვით, ისნპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ქ.ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟის ნაპირდამცავი ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა - 2 478 656.12 ლარი ლარი დღგს-ს ჩათვლით და სხვა ნორმატიული დარიცხვებით, ნაცვლად წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტში (ფრომა N2) დაფისქირებული ღირებულებისა - 2 477 793.1- დღგ-ს ჩათვლით და სხვა ნორმატიული დარიცხვებით, მათ შორის გაუთვალისწინებელი ხარჯი - 721-3.86 ლარი. სხვაობამ შეადგინა - 863.02 ლარი (რვაას სამოცდასამი ლარი და ორი თეთრი) ლარი.
დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოების დამაკმაყოფილებელი ხარისხი დასტურდება ინსპექტირების დროს ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებით და წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტებით, ხოლო გამოყენებული მასალების ხარისხი დასტურდება წარმოდგენილი შესაბამისი ლაბორატორიის დასკვნით და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 201--–-–---------------–---------------------------------------------- დასკვნა (იხ. ტ.I, ს.ფ. 93-1-1);
3.2.1-. 2--- წ-–-------------------- შემოწმების აქტის თანახმად, 20---–-–---------------–-ს N2- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქ.ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟის ნაპირდამცავი ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოების მთლიანი ღირებულება შეადგენს - 2 477 793.1- ლარს, რაც დასტურდება საზედამხედველო მომსახურების A ტიპის ინსპექტირების ორგანოს შპს ,,გარ--------------ს’’ ინსპექტირების ანგარიშით. (ინსპექტირების ანგარიში (ექსპერტიზა) NGG/IB-IA-18/GE-004.05.03.2--- წელი, ექსპერტიზის დასკვნა 8 ფურცლად თან ერთვის).
20---–-–---------------–-ს N2- ხელშეკრულების 2.15 მუხლის თანახმად, სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით დასაკავებელი თანხის ოდენობა (შესრულებუყლი სამუშაოების ღირებულების 2.5%) შეადგენს 61944.83 ლარს.
20---–-–---------------–-ს N2- ხელშეკრულების 11.2 მუხლის თანახმად, აუნაზღაურებელი დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამურმა ოდენობამ შეადგინა - 157 854.44 ლარი.
20---–-–---------------–-ს N2- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებზე 2--- წლის მარტამდე ანაზღაურებული თანხის მთლიანი ოდენობა შეადგენს 2 1-0 058.44 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 19 თებერვლის N2/33667-18 განჩინების მე-2 მუხლის თანახმად, დასაკავებელი თანხის ოდენობა შეადგენს - 64 233.87 ლარს. ზემოაღნიშნულის გათვალისწიენებით ასანაზღუარებელი თანხა შეადგენდა 123444.52 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 07 მარტის შემოწმების აქტი N2--43 (იხ. ტ.I, ს.ფ. 1-2-1-3)
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 19 თებერვლის განჩინება საქმეზე N2/3367-18 ((იხ. ტ.I, ს.ფ. 83-87)
3.2.11. 20---–-–-----------------------------------------ის თანახმად, ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შევიდა შპს ,,პ---------------.-ს ფ--–---–-ს’’ დირექტორის ზუ-------------ს წერილი (N1498 15.03.2017), სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ ჩარიცხულია ქ.ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟის ნაპირდამცავი ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა-გრაფიკის ვადაგადაცდენის პირგასამტეხლო - 31 797.23 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება საგადასახადო დავალება N14-ით. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიაჩნიათ ქ.ოზ----------------–----–------ის მიერ შპს ,,პ---------------.-ს ფილიალს’’ ჩაერიცხოს ქ.ოზ----------------–----–------ის მერის 2015 წლის 1 დეკემბრის N1--- ბრძანებით შექმნილი სახელმწიფო შესყიდვების ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეკრულების შესრულების, მონიტორინგისა და კონტროლის ჯგუფის მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით (2017 წლის 26 დეკემბრის N2--16 – 30168.35 ლარი და 2017 წლის 03 იანვრის N2--17 – 22160.05 ლარი, სულ ჯამი - 30168.35-22160.05) დადასტურებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 52 328.4 ლარი. პირგასამტეხლოს სახით 31 797.23 ლარის გადახდის ფაქტს ადასტურებს შპს ,,პ---------------.-ს ფ--–---–-ს’’ დირექტორის ზუ-------------ს წერილი (N1498 15.03.2017) (იხ. ტ.II, ს.ფ. 13);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20---–-–-----------------------------------------ის (იხ. ტ.I, ს.ფ. 1-7)
- შპს ,,პ---------------.-ს ფ--–---–-ს’’ დირექტორის ზუ-------------ს წერილი (N1498 15.03.2017) (იხ. ტ.II, ს.ფ. 13)
3.2.12. 2017 წლის 28 ნოემბრის ქ.ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის დასკვნის თანახმად, სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევის საკითხზე, აღსანიშნავია, რომ სამუშაოების მიმდინარეობა შეფერხდა ნალექიანი ამინდებით, რაც დასტურდება გარემოს ეროვნული სააგენტოს N12/1-985, 20.1-.2017წ. წერილით და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე პროექტი დოკუმენტაციის ცვლილებების აუცილებლობით. შპს ,,პ---------------.-ს ფ--–---–-ს’’ დირექტორის მინდობილი პირის მიმართვებით წარდგენილია ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (საბანკო გარანტია NC------------ და 02.11.2---–-------------------------------–-, რომელიც ძალაშია 2--- წლის 23 იანვრის ჩათვლით. გამომდინარე აქედან, სამუშაო ჯგუფმა მიზანშეწონილად მიიჩნია განხორციელდეს აღნიშნული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება, სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში და სამუშაოები დასრულდეს სამუშაოების მიწოდების დასრულების ვადა გაგრძელდეს 2017 წლის 22 დეკემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2--- წლის 22 იანვრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 28 ნოემბრის ქ.ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის დასკვნა (იხ. ტ.I, ს.ფ. 234-235)
3.2.13. 2--- წლის 16 იანვარს მხარეთა შორის დაიდო №1- შეთანხმება, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები, ქალაქ ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის 2--- წლის 16 იანვრის დასკვნის საფუძველზე, გაგრძელდა კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა, ქალაქ ოზ----------------–----–------ის მერიის სამუშაო ჯგუფის 2--- წლის 16 იანვრის დასკვნის საფუძველზე, განისაზღვრა 2--- წლის 22 იანვრამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2--- წლის 22 თებერვალამდე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 16 იანვრის №1- შეთანხმება (იხ. ტ. I, ს.ფ 252);
3.2.14. 2--- წლის 07 მარტს მხარეთა შორის დაიდო №11 შეთანხმება, ხელშეკრულების 2.15 პუნქტის შესაბამისად, გაგრძელდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების თარიღის გათვალისწინებით და განისაზღვროს 2023 წლის 22 იანვრის ჩათვლით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 07 მარტის №11 შეთანხმება (იხ. ტ. I, ს.ფ 259);
3.2.15. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,პ---------------.’’ მიერ, 20---–-–----------------–ს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა ვადაგადაცილებით.
საქმის მასალებით, კერძოდ, 20---–-–------------------- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და შპს ,,პ---------------.-ს ფ--–---–-’’ შეთანხმდნენ, რომ 19.02.2016წ. N2- ხელშეკრულების შესაბამისად და 21.06.2016წ. N2--3 ინსპექტირების აქტის საფუძველზე ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება, 19.02.2016 წლის N2- ხელშეკრულების 11.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გეგმა-გრაფიკის გადაცდენის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცულებულ დღისთვის ,,მიმწოდებელს“ ეკისრება პირგასამტეხლო, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.1 % -ის ოდენობით, 31.03-სათვის პირგასამტეხლომ შეადგინა 12 დღე - 602.02 ლარი, 1-.05-სათვის პირგასამტეხლომ შეადგინა 21 დღე - 639.38 ლარი, 21.06-სათვის პორგასამტეხლომ შეადგინა 33 დღე - 689.67 ლარი, სულ ჯამურმა პირგასამტეხლომ შეადგინა - 1931.07 ლარი (იხ. ტომი I, ს.ფ. 281).
-2016 წლის 13 სექტემბრის მიღება-ჩაბარების N2--5 აქტის თანახმად, 19.02.2016წ. N2- ხელშეკრულების შესაბამისად და 13.09.2016წ. N2--5 ინსპექტირების აქტის საფუძველზე ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება, აქტის თანახმად. 13.09-სათვის გეგმა-გრაფიკზე ვადაგადიცელბამ შეადგინა 85 დღე და პირგასამტეხლომ შეადგინა - 5724.02 ლარი (იხ. ტომი I, ს.ფ. 295).
-2016 წლის 20 სექტემბრის მიღება-ჩაბარების N2--6 აქტის თანახმად, 19.02.2016წ. N2- ხელშეკრულების შესაბამისად და 20.09.2016წ. N2--6 ინსპექტირების აქტის საფუძველზე ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება, აქტის თანახმად, 19.09-სათვის გეგმა-გრაფიკზე ვადაგადიცელბამ შეადგინა 62 დღე და პირგასამტეხლომ შეადგინა - 6666.84 ლარი (იხ. ტომი I, ს.ფ. 298).
-2016 წლის 14 ნოემბრის მიღება-ჩაბარების N2--8 აქტის თანახმად, 19.02.2016წ. N2- ხელშეკრულების შესაბამისად და 14.11.2016წ. N2--8 ინსპექტირების აქტის საფუძველზე ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება აქტის თანახმად, 14.11-სათვის გეგმა-გრაფიკზე ვადაგადიცელბამ შეადგინა 86 დღე და პირგასამტეხლომ შეადგინა - 15171.30 ლარი (ტომი I, ს.ფ. 314).
- 2016 წლის 26 დეკემბრის მიღება-ჩაბარების N2--16 აქტის თანახმად, 19.02.2016წ. N2- ხელშეკრულების შესაბამისად და 26.12.2016წ. N2--16 ინსპექტირების აქტის საფუძველზე ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება აქტის თანახმად, 26.12-სათვის გეგმა-გრაფიკზე ვადაგადიცელბამ შეადგინა 42 დღე და პირგასამტეხლომ შეადგინა სულ - 2304.47 ლარი (იხ. ტომი I I, ს.ფ. 16).
- 20---–-–--------------------------------------- აქტის თანახმად, 19.02.2016წ. N2- ხელშეკრულების შესაბამისად და 09.06.2017წ. N2--21 ინსპექტირების აქტის საფუძველზე ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება აქტის თანახმად, 09.06-სათვის გეგმა-გრაფიკზე ვადაგადიცელბამ შეადგინა 29 დღე, გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილის (12/1-472, 01.06.2017წ.) თანახმად, 2017 წლის 1- აპრილიდან 2017 წლის 1- მაისის ჩათვლით დაფიქსირებულია 15 ნალექიანი დღე, რომლის გათვალისწინებით პირგასამტეხლომ შეადგინა 29 დღეს - 15 დღე - 3797.99 ლარი (ტომი I I, ს.ფ. 57). 30.12.2016 წ.-24.02.2017 წლამდე ჩათვლით პირგასამტეხლომ შეადგინა - 56 დღე და პირგასამტეხლომ შეადგინა ჯამში - 1-3411.58 ლარი.
- 20---–-–--------------------------------------- აქტის თანახმად, 19.02.2016წ. N2- ხელშეკრულების შესაბამისად და 23.06.2017წ. N2--25 ინსპექტირების აქტის საფუძველზე ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება, აქტის თანახმად, 09.06.2017წ.-დან 14.06.2017წ.-მდე პირგასამტეხლომ შეადგინა 5 დღე - 1289.06 ლარი, 14.06.2017წ.-დან 19.06.2017წ.-მდე პირგასამტეხლომ შეადგინა 5 დღე - 1190.71 ლარი, 19.06.2017წ.-დან 20.06.2017წ.-მდე პირგასამტეხლომ შეადგინა 1 დღე - 219.74 ლარი, 20.06.2017წ.-დან 23.06.2017წ.-მდე პირგასამტეხლომ შეადგინა 3 დღე - 613.48 ლარი, სულ ჯამურმა პირგასამტეხლომ შეადგინა - 3312.99 ლარი (ტომი I I, ს.ფ. 92).
-20---–-–--------------------------------------- აქტის თანახმად, 19.02.2016წ. N2- ხელშეკრულების შესაბამისად და 2-.06.2016წ. N2--26 ინსპექტირების აქტის საფუძველზე ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება, აქტის თანახმად, 23.06.2017წ.-დან 2-.06.2017წ.-მდე ვადაგადიცელბამ შეადგინა 4 დღე და პირგასამტეხლომ შეადგინა - 761.09 ლარი (ტომი I I, ს.ფ. 1-2).
-20---–-–--------------------------------------- აქტის თანახმად, 19.02.2016წ. N2- ხელშეკრულების შესაბამისად და 30.06.2016წ. N2--2- ინსპექტირების აქტის საფუძველზე ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება, აქტის თანახმად, 2-.06.2017წ.-დან 30.06.2017წ.-მდე ვადაგადიცელბამ შეადგინა 3 დღე და პირგასამტეხლომ შეადგინა - 51-.95 ლარი (ტომი I I, ს.ფ. 1-9).
- 20---–-–---------–------------------------------ აქტის თანახმად, 19.02.2016წ. N2- ხელშეკრულების შესაბამისად და 04.07.2016წ. N2--28 ინსპექტირების აქტის საფუძველზე ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება, აქტის თანახმად, 30.06.2017წ.-დან 04.07.2017წ.-მდე ვადაგადიცელბამ შეადგინა 4 დღე და პირგასამტეხლომ შეადგინა - 529.05 ლარი (ტომი I I, ს.ფ. 118).
- 20---–-–---------–-------------------------2--29 აქტის თანახმად, 19.02.2016წ. N2- ხელშეკრულების შესაბამისად და 07.07.2016წ. N2--29 ინსპექტირების აქტის საფუძველზე ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება, 04.07.2017წ.-დან 07.07.2017წ.-მდე ვადაგადიცელბამ შეადგინა 3 დღე და პირგასამტეხლომ შეადგინა - 294.2- ლარი (ტომი I I, ს.ფ. 128).
- 20---–-–---------–------------------------------ აქტის თანახმად, 19.02.2016წ. N2- ხელშეკრულების შესაბამისად და 1-.07.2016წ. N2--30 ინსპექტირების აქტის საფუძველზე ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება და მხარეები შეთანხმდნენ, რომ 07.07.2017წ.-დან 1-.07.2017წ.-მდე ვადაგადიცელბამ შეადგინა 3 დღე და პირგასამტეხლომ შეადგინა - 256.89 ლარი (ტომი I I, ს.ფ. 135).
- 20---–-–---------–------------------------------ აქტის თანახმად, 19.02.2016წ. N2- ხელშეკრულების შესაბამისად და 12.07.2016წ. N2--31 ინსპექტირების აქტის საფუძველზე ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება, 1-.07.2017წ.-დან 12.07.2017წ.-მდე ვადაგადიცელბამ შეადგინა 2 დღე და პირგასამტეხლომ შეადგინა - 98.61 ლარი (ტომი I I, ს.ფ. 142).
- 20---–-–---------–------------------------------ აქტის თანახმად, 19.02.2016წ. N2- ხელშეკრულების შესაბამისად და 19.07.2016წ. N2--32 ინსპექტირების აქტის საფუძველზე ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება, 1-.06.2017წ.-დან 19.07.2017წ.-მდე ვადაგადიცელბამ შეადგინა 39 დღე და პირგასამტეხლომ შეადგინა - 16718 ლარი (ტომი I I, ს.ფ. 150).
- 20---–-–------------------------------------------ აქტის თანახმად, 19.02.2016წ. N2- ხელშეკრულების შესაბამისად და 07.08.2017წ. N2--33 ინსპექტირების აქტის საფუძველზე ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება, 19.07.2017წ.-დან 07.08.2017წ.-მდე ვადაგადიცელბამ შეადგინა 19 დღე და პირგასამტეხლომ შეადგინა - 6458.55 ლარი (ტომი I I, ს.ფ. 166).
- 20---–-–------------------------------------------ აქტის თანახმად, 19.02.2016წ. N2- ხელშეკრულების შესაბამისად და 11.08.2016წ. N2--34 ინსპექტირების აქტის საფუძველზე ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება, 19.07.2017წ.-დან 11.08.2017წ.-მდე ვადაგადიცელბამ შეადგინა 22 დღე და პირგასამტეხლომ შეადგინა - 5223.19 ლარი (ტომი I I, ს.ფ. 159).
- 20---–-–------------------------------------------ აქტის თანახმად, 19.02.2016წ. N2- ხელშეკრულების შესაბამისად და 21.08.2016წ. N2--35 ინსპექტირების აქტის საფუძველზე ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება და მხარეები შეთანხმდნენ, რომ 11.08.2017წ.-დან 21.08.2017წ.-მდე ვადაგადიცელბამ შეადგინა 1- დღე და პირგასამტეხლომ შეადგინა - 877.93 ლარი (ტომი I I, ს.ფ. 176).
მითითებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ფაქტობრივი გარემოების მტკიცება სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მიხედვით, კი წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.
განსახილველ შემთვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2- ხელშეკრულების პირობების თანახმად, უცხოური საწარმოს ფილიალ შ.პ.ს. „პირამიდა-ფ.რ-ს ფილიალ“-ს სამუშაოები უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2-0 კალენდარული დღის განმავლობაში, ესე იგი, 2016 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. გარდა სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადისა, ხელშეკრულების პირობები ასევე ითვალისწინებდა სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების ვალდებულებას წინასწარ შედგენილი და მხარეებს შორის შეთანხმებული ხელშეკრულებაზე თანდართული სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკით გაწერილი ეტაპების შესაბამისად. მიმწოდებელი, ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2 პუნქტის თანახმად, ყოველი დაგვიანებული დღისთვის დაჯარიმდებოდა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 11.6 პუნქტის თანახმად, „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს მოახდინოს პირგასამტეხლოს გამოქვითვა „მიმწოდებლისათვის“ ასანაზღაურებელი თანხიდან ან სახელშეკრულებო ღირებულებიდან დაუკავოს თანხა, გადასახდელი პირგასამტეხლოს ორმაგ ოდენობამდე, დაკისრებული ჯარიმის სრულ დაფარვამდე.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მიმწოდებლის მიერ 2017 წლის 28 თებერვალს გადახდილი იქნა შემსყიდველის სასარგებლოდ პირგასამტეხლო, 31 831 ლარის ოდენობით, მხარეებს შორის შემდგარი 2--- წ-–-------------------- მიღება-ჩაბარების აქტით განისაზღვრა გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელმაც შეადგინა 157 854,44 ლარი, რომელიც დაკავებული იქნა შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების 11.6 პუნქტის შესაბამისად.
საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურება, რომ შპს "პ----------------ს ფილიალმა" ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა ეტაპობრივად, მათ შორის ნაწილი ვადაში, ხოლო ნაწილი ვადის გადაცილებით. ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება, რომ ვადაგადაციულებული დღეების რაოდება ჯამში შდგენს 549 დღეს.
ნიშანდობლივია, რომ ყველა დასახელებული მიღება-ჩაბარების აქტი დადასტურებული და ხელმოწერილია შპს "პ----------------ს ფ--–---–-ს" დირექტორის ნდობის აღჭურვილი პირის მიერ, რაც იმას მოწმობს, რომ მოსარჩელე დაეთანხა მიღება-ჩაბარების აქტებში დეკლარირებულ მონაცემებს და სადავოდ არ გაუხდია, არც შესრულებული სამუშაოების მოცულობა და, არც შესრულებული სამუშაოების ვადები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20---–-–------------------- მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ტ. I, ს.ფ. 281);
- 20---–-–------------------------ მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ტ.I, ს.ფ. 295);
- 20---–-–------------------------ მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ტ. I, ს.ფ. 298);
- 20---–-–---------------------- მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ტ. I, ს.ფ. 314);
- 20---–-–------------------------ მიღება-ჩაბარების აქტი (იხ.ტ. II, ს.ფ. 16);
- 20---–-–--------------------------------------- აქტი (იხ.ტ. II, ს.ფ. 57);
- 20---–-–--------------------------------------- აქტი (იხ. ტ. II, ს.ფ. 92);
- 20---–-–--------------------------------------- აქტი (იხ. ტ. II, ს.ფ. 1-2);
- 20---–-–--------------------------------------- აქტი (ტ. II, ს.ფ. 1-9);
- 20---–-–---------–------------------------------ აქტი (ტ. II, ს.ფ. 118);
- 20---–-–---------–-------------------------2--29 აქტი (ტ. II, ს.ფ. 128);
- 20---–-–---------–------------------------------ აქტი (ტ. II, ს.ფ. 135);
- 20---–-–---------–------------------------------ აქტი (ტ. II, ს.ფ. 142);
- 20---–-–---------–------------------------------ აქტი (ტ. II, ს.ფ. 150);
- 20---–-–------------------------------------------ აქტი (ტ. II, ს.ფ. 168);
- 20---–-–------------------------------------------ აქტი (ტ. II, ს.ფ. 159);
- 20---–-–------------------------------------------ აქტი (ტ. II, ს.ფ. 177);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
ამდენად, სასამართლთო ვერ გაიზარებს მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ მოპასუხესთან დადებული N2- ხელშეკრულების პირობები შპს "პ----------------ს ფილიალმა" შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დადგენილ ვადაში, თუმცა მოპასუხემ სრულად არ აუნაზღაურა თანხა და უსაფუძვლოდ დაუკავა 189651,67 როგორც პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა. ამასთან, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის, პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა -განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 1-2-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქმეში ერთ-ერთი ძირითადი სადავო საკითხია ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევის გამო იყო თუ არა უფლებამოსილი ოზუგეთის მუნიციპალიტეტმა გამოექვითა პირგასამტეხლოს თანხა და შპს "პ----------------ს ფ--–---–-სათვის“ შესრულებული სამუშაოს ღირებულება აენაზღაურებინა პირგასამტეხლოს თანხის გამოკლებით.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული საკითხი არაა ფაქტობრივი გარემოება. მართალია ხელშეკრულების დადება, შესრულების ვადის დარღვევა, პირგასამტეხლოს თანხის დაქვითვა და სხვა მსგავსი საკითხები ფაქტობრივი გარემოებებია, თუმცა საკითხი, იქნა თუ არა ანაზღაურებიდან პირგასამტეხლოს თანხა სწორად გამოქვითული/დაკავებული სამართლებრივი შეფასების კატეგორიაა. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისათვის სასამართლომ უნდა განმარტოს, პირგასამტეხლოს არსი და ამ განმარტების საფუძველზე განსაზღვროს თუ რამდენად კანონიერია ანაზღაურებიდან პირგასამტეხლოს თანხის დაქვითვა შესრულების სრულად მიღების პირობებში.
3.2.16. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი 201--–-–---------------–-------–-------------------–-–----------------- შეთანხმების ის ჩანაწერები სადაც ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 24 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა განისაზღვრა 150 864.03 ლარით.
სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით, ყურადღებას მიაქცევს რამოდენიმე გარემოებას:
სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორინტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლი).
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლამდე მოსარჩელეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა გაცნობოდა ხელშეკრულების ყველა პუნქტს და მოეთხოვა შესაბამისი განმარტებები.
სასამართლომ მოისმინა მხარეთა - ახსნა განმარტება, ერთობლიობაში შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილად მიაჩნია, რომ არ არსებობს N4 და N5 შეთანხმებების ბათილობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, ხელშეკრულება არ წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე, -54-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე 420-ე, 629-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დეფინიციის თანახმად, იმისათვის, რომ ნება გარეგნულად გამოვლინდეს, საჭიროა, რომ იგი არსებობდეს. ნების არსებობა და შესაბამისად მისი გამოვლენა გარიგების დადების და მისი შინაარსის განსაზღვრის საფუძველია. ნების არარსებობა კი თავისთავად გარიგების არარსებობას გულისხმობს. გამომდინარე იქედან, რომ გარიგების არსებობისთვის გადამწყვეტია ნების გამოვლენა, კანონი ადგენს მისი გამოხატვის წესს. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილემ უნდა გამოხატოს მხოლოდ თავისი ნამდვილი ნება და მიაღწიოს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მას სურს.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს შემდეგი სამართლებრივი შეფასება მისცა: სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 52-ე მუხლების მიხედვით, იმის გასარკვევად, თუ რა გარიგება დადეს მხარეებმა, საკმარისი არ არის მხოლოდ წერილობით დაფიქსირებული ხელშეკრულება. აუცილებელია იმის დადგენა, თუ რომელი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ მიმართეს მხარეებმა გამოვლენილი ნება. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა ნარდობის ხელშეკრულება, 20---–-–----------------–ს ქალაქ ოზ----------------–----–------ის და შპს ,,პ--------------- ფილიალს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების მომსახურების №2- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 2015-2016 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ,,შემსყიდველის’’ მიერ ,,მიმწოდებლისგან’’ ქალაქ ოზურგეთში მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა.
დადგენილია, რომ ქალაქ ოზ----------------–----–------ისა და შპს ,,პი--------------------–---–ს’’ შორის 20---–-–----------------–------------–---- შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 24 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა განისაზღვრა 150 846.03 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, ქალაქ ოზ----------------–----–------ისა და შპს ,,პი--------------------–---–ს’’ შორის 2----–-–------------------------–---- შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 24 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა განისაზღვრა 150 846.03 ლარის ოდენობით.
სასამართლო არ იზიარებს მიმწოდებლის არგუმენტაციას, რომ 2017 წლის 24 თებერვლის №4 და N5 შეთანხმება ბათილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ემუხლი ადგენს ზოგად სტანდარტს უცილოდ ბათილი გარიგებებისა და ამოსავალ დებულებად მიიჩნევს მის კანონთან, საზოგადოებრივ წესრიგთან ან ზნეობის ნორმებთან წინააღმდეგობრიობას. კანონსაწინააღმდეგო გარიგების შემთხვევაში, დამფუძნებელ ნორმად გვევლინება კანონის ის იმპერატიული დათქმები, რომლებიც კრძალავენ ამა თუ იმ შინაარსის შეთანხმებას, ხოლო საჯარო წესრიგისა და/ან ზნეობის საწინააღმდეგოდ გარიგების მიჩნევა შეფასების საგანს წარმოადგენს და სამართლის დოქტრინაში განვითარებული მოსაზრების თანახმად, იგი სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამო უნდა იყოს, რაც შეეხება ამორალურ გარიგებას, ამგვარად მიიჩნევა ყველა ის გარიგება, რომელიც არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას.
სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნვლეყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში ,,საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს’’ ეწინაარმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს (იხ. სუსგ №ას-15-15-2016, 01 მარტი 2016წელი).
უდავოა, რომ მოსარჩელე ქმედუნარიანი იყო გარიგების დადებისას. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის და არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა შესრულებულია მის მიერ. ამდენად, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლებზე და მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის არც ერთი პირობა დარღვეული არ არის, ვინაიდან ხელშეკრულება დაიდო ორ სუბიექტს შორის, მათ გამოხატეს ნება და მოაწერეს ხელი. ამდენად, ხელშეკრულება არ არღვევს საჯარო წესრიგს, კანონით დადგენილ აკრძალვებს და არც ზნეობის ნორმებს არ ეწინააღმდეგება. საქმის მასალებით არ დადასტურებულა მოპასუხის საბაზრო ძალაუფლების გამოყენება, არ გამოვლენილა მოსარჩელის ეკონომიკური მძიმე მდგომარეობა და ხელშეკრულება კაბალურ პირობებს არ შეიცავს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ნამდვილ ნებას წარმოადგენდა მოპასუხესთან სადავო ხელშეკრულების დადება და მისთვის ცნობილი იყო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ხელშეკრულების ბათილად ცნობის კანონიერი საფუძველი, კერძოდ, სადავო გარიგება არ არღვევს კანონით დადგენილ წესსა და არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს.
გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების სადავო პუქტის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
მხოლოდ ყოველ კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზეა შესაძლებელი იმგვარი დასკვნის გაკეთება, წარმოშობს თუ არა გარიგება ბათილობის წინაპირობებს, მათ შორის კეთილსინდისიერების, გულისხმიერების, მართლზომიერების, კანონსაწინააღმდეგო მოქმედების საფუძვლებით. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო იმის მტკიცება, რომ 2017 წლის 24 თებერვლისა და 2017 წლის 17 მარტის შეთანხმებები საჯარო წესრიგისა და ზნეობის საწინააღმდეგოა. მხოლოდ ზოგადი შედავებით სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლები წარმოშობილად ვერ მიიჩნევია. ამასთან, აღნიშნული წინააღმდეგობაში მოვა აგრეთვე გარიგების მონაწილე მეორე მხარის - ინტერესის განხორციელებასთანაც. ვინაიდან ვიცავთ რა გარიგების ერთი მხარის უფლებას, არ უნდა დავუშვათ მეორე მხარის ინტერესების დაუსაბუთებელი შელახვა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში - „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
20---–-–----------------–ს ქ. ოზ----------------–----–------ისა და უცხოური საწარმოს ფილიალს შპს ,,პი--------------------–---–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების მომსახურების №2- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 2015-2016 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ,,შემსყიდველის’’ მიერ ,,მიმწოდებლისგან’’ ქალაქ ოზურგეთში მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი ჯებირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. შესასრულებელი სამუშაოს მთლიანი ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2508400 ლარის ოდენობით. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბერი. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დადგენილია გარემოება, რომ 19.02.2016წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა -შპს ,,პი--------------------–---–მა ’’ გადააცილა 549 დღით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები - პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის 19.02.2016წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა შესასრულებელი სამუშოს ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს არ უნდა დაკისრებოდა, ამასთან იგი არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემცირება. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით 2--- წ-–-------------------- შემოწმების აქტის თანახმად, აუნაზღაურებელი დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამურმა ოდენობამ შეადგინა - 157 854.44 ლარი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი, ამოსავალია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლო ეკისრება მოვალეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცავს ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
ქართულ კანონმდებლობაში პიგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთ მხრივ, მას ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურება მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტრომა ზიანი ამ დარღევევის შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (სუსგ Nას-155-155-2---წ., 15 თებერვალი 2--- წელი).
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 2- იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-112--2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2016 წლის 19 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2- ხელშეკრულების 11.2 პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. დაკსრებული პირგასამტეხლო არ გამომდინარეობს გამოწვეული სავარაუდო ზიანიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უკვე შესრულებულია და ობიექტი ჩაბარებულია. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულება შესრულებულია, ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, 201--–-–---------------–--------–-–------–---------ის შესახებ №2- ხელშეკრულების 11.2 პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო 0.1% უნდა შემცირდეს და ვადაგადაცილებულ დღეთა (549 დღე) შესაბამისად უნდა განისაზღვროს 8668,71 ლარით, შესაბამისად ოზურგეთის მუნიცილაპიტეტს შპს ,,პ---------------“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკავებული თანხის 149.185.73 ლარის გადახდა.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 4475.58 - ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე 257-258-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,პ---------------“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობირვ.
2. მოპასუხეს სსიპ ოზ----------------–----–------ს მოსარჩელის შპს ,,პ---------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 149.185.73 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხეს სსიპ ოზ----------------–----–------ს მოსარჩელის შპს ,,პ---------------“-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4475.58 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ.№32), გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ.№14) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო როხვაძე