გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200310019003070058
საქმე N3/64-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - თამარ კაპანაძე
სხდომის მდივანი - ფიქრია სვანიძე
მოსარჩელე - ლა-–------–-–---–ი (2----------)
წარმომადგენელი - თა-------–--–-–---–ი
მოპასუხე - სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ი
წარმომადგენელი - გი---------------ე, ომ-------------–---–ი
მესამე პირი - თე-–----------–----–-------------ია
წარმომადგენელი - ელ----------------–ი (2----------)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსი-----–---–-----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის მიერ 2018 წლის 14 დეკემბერს შევსებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია N04/66592;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსი-----–---–-----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება N04-10/2990;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 21 მაისის წერილობითი აქტი;
1.4. დაევალოს მოპასუხე - სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი- შეადგინოს ახალი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და განსაზღვროს სარეიტინგო ქულა.
დაზუსტებული წერილობითი სარჩელისა და მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოსარჩელე 2018 წლის ივნისის თვემდე, რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას 60 ლარის ოდენობით. სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის უფლებამოსილი პირის მიერ ვიზიტის შედეგად, შეივსო ოჯახის დეკლარაცია, რომლის თანახმად, ოჯახის სარეიტინგო ქულა 1000-დან, გაიზარდა 85370 ერთეულამდე არასწორის ინფორმაციის მითითების შედეგად. 2018 წლის 14 დეკემბერს, სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახში ვიზიტის შედეგად, შეივსო ოჯახის სოციალური- ეკონომიკურიი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია, თუმცა, ისევ არასწორი მონაცემების მითითება მოხდა. რის შედეგადაც, დეკლარაციის საფუძველზე ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 81980 ერთეულით, რომლის ძალაში შესვლის თარიღია 2019 წლის 13 იანვარი. მხარის განმარტებით, მოსარჩელემ თე-–----------–----–-------------იისაგან ზამთრის სეზონზე სათბობით უზრუნველყოფისათვის მიიღო ფინანსური დახმარება. სწორედ აღნიშნული იქნა მითითებული 2018 წლის14 დეკემბრის დეკლარაციაში С4 პუნქტის მე-7 ქვეპუნქტში, როგორც შემოსავალი. მოსარჩელე ცხოვრობს 20 კვ. მ. ფართობში, არ აქვს ელემენტარული პირობები, ელექტროენერგიას იყენებს არა მხოლოდ სათბობად, არამედ ყველანაირი ყოფითი პირობებისათვის, რამაც გამოიწვია ელექტოენერგიის გადასახადის გაზრდა. თელავის მერიამ გასცა თანხა ამ დავალიანების დასაფარად, რომ არ ჩაეჭრათ ელექტროენერგია. მხარის განმარტებით, დეკლარაციაში С4 პუნქტში, ნულები არის ჩამოყოლებული და შემდეგ ამაზე არის გადაწერილი სხვა ციფრები, მართალია, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება მოსარჩელემ ვერ შეძლო, თუმცა, ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში დადგინდებოდა, რომ ციფრი 0 არის დაწერილი და რიცხვი - 40, შემდეგ არის მიწერილი. მოსარჩელემ განუმარტა კიდეც შესაბამის უფლებამოსილ პირს თანხის - 400 ლარის წარმომავლობა, ეს თანხა არ უნდა ჩაითვალოს მუდმივ შემოსავლად. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო, როდესაც ასეთი შინაარსის აქტს ავსებს, ვალდებულია, შეისწავლოს ყველა გარემოება, გამოკითხოს ოჯახის წევრები დ ა. შ ეს ჩამონათვალი, რაც მან უნდა გააკეთოს კანონით ამომწურავადაა განსაზღვრული, ისედაც აშკარად ჩანს დეკლარაციიდან, რომ ეს მერიის გადმორიცხული თანხა შემოსავლის გრაფაში არ უნდა იყოს აღრიცხული, ადმინისტრაციულმა ორგანომ ამაზე არ იმსჯელა, არ გამოიკვლია ფაქტები და პირდაპირ მიუთითა ეს თანხა შემოსავლის გრაფაში. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მერიის ცნობიდან ირკვევა, რომ 200 ლარი მოსარჩელეს გადაეცა 2017 წლის სექტემბერში, შესაბამისად ეს 400 ლარიც, კი არასწორად არის მითითებული. მოსარჩელემ 2019 წლის 17 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სარეიტინგო ქულის გაუქმება და ხელახალი გადამოწმება. აღნიშნულის საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალურმა აგენტმა დამატებითი ვიზიტი განახორციელა მოსარჩელის ოჯახში, რაზედაც შეივსო 2019 წლის 21 მაისის აქტი. მოსარჩელის განმარტებით, იმ პერიოდში, როდესაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მას ხელი მოაწერინეს სუფთა აქტზე, აღნიშნული აქტი არ იყო შევსებული, მხოლოდ შემდეგ მოხდა მისი შევსება. მოსარჩელე შეცდომაში იქნა შეყვანილი, რაც არის კანონის დარღვევა. რაც შეეხება 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებას, აღნიშნულიც, ასევე კანონდარღვევით არის გამოცემული. მოსარჩელის განმარტებით, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და არის მძიმე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარეიტინგო ქულისთვის ყველა მონაცემს აქვს მნიშვნელობა - სქესს, ასაკს. სარეიტინგო ქულის გაზრდის ერთ-ერთი საფუძველი გახდა შემოასავალი, ელექტროენერგიის გადასახადი, ხოლო მეორე გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს შრომისუნარიანობა, ასაკი, ის რომ ქალბატონი ახალგაზრდაა, შრომისუნარიანია, შეწყვეტილი უმაღლესი განათლება აქვს, რაც დაფიქსირებული იქნა ოჯახის დეკლარაციაში, რის საფუძველზეც გამოითვლება სარეიტინგო ქულა. ერთად აღებული ყველა ეს მონაცემი გახდა საფუძველი იმისა, რომ მოსარჩელეს სარეიტინგო ქულა მომატებოდა. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია:
თე-–----------–----–-------------იის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოცემულ საქმეში თე-–----------–----–-------------ია არ წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომელზედაც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი და მათი პოზიციით, თე-–----------–----–-------------ია მოცემულ დავაში მესამე პირს არ წარმოადგენს. წარმომადგენელმა ასევე, განმარტა, მერიის მიერ იქნა გაცემული ის დოკუმენტი, რის შედეგადაც მოხდა მოსარჩელის სათბობით უზრუნველყოფა,ვინაიდან, თელავის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად განსაზღვრავს სიას და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფას სოციალური დახმარების პროგრამით. ვინაიდან, ლა-–------–-–---–ი წარმოადგენდა სოციალურად დაუცველ პიროვნებას 2017 წელს, მას მიეცა სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად 200 ლარი, რაც დასტურდება შესაბამისი ბრძანებით, შემდეგ წელსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ლა-–------–-–---–ი აღნიშნულ სიაში ისევ იყო, მასზე კვლავ გაიცა სათბობით უზრუნველსაყოფად - 200 ლარი, სულ ჯამში, ორი წლის მანძილზე, გაიცა დახმარება - 400 ლარის ოდენობით.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილებით სოციალური დახმარება დაენიშნა ლა-–------–-–---–ს - 60 (სამოცი) ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 18);
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2 უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტის შედეგად, 2018 წლის 15 ივლისის შეივსო ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაციის მონაცემთა დამუშავების საფუძველზე, ოჯახის სარეიტინგო ქულა შეიცვალა და 1000-ის ნაცვლად შეადგინა- 85370 ერთეული, რამაც შემდგომში გამოიწვია ოჯახზე საარსებო შემწეობის მოხსნა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 15 ივლისის დეკლარაცია (ს.ფ.122-130 );
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2018 წლის 26 სექტემბრის N04-10/5370 წერილობითი აქტი (ს.ფ. 137-138);
3.3 2018 წლის 14 დეკემბერს, სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი სოციალურმა აგენტმა შეავსო ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია ერთ წევრზე. მოდულში „C - ოჯახის წევრთა განათლება და შემოსავლები“, დაფიქსირდა, რომ ლა-–------–-–---–ს აქვს არასრული უმაღლესი/ შეწყვეტილი განათლება. ამავე მოდულის C2 გრაფაში მონიშნული და გადახაზულია - საშუალო განათლება; ასევე, დაფიქსირდა, რომ გასულ 12 თვეში მიიღო სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი - 400 ლარი. მოდულში „E - კომუნალური ხარჯები“ დაფიქსირდა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადაიხადა 147,85 ლარი. მონაცემთა დამუშავების შედეგად, ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 81980 ერთეულით. აღნიშნული დეკლარაცია ძალაში შევიდა 2019 წლის 13 იანვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 14 დეკემბრის ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ.113-120 );
3.4 2019 წლის 17 აპრილს, ლა-–------–-–---–მა საჩივრით მიმართა სოციალური მომსახურების სსაგენტოს და მოითხოვა 2018 წლის 14 დეკემბრის ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე მინიჭებული სარეიტინგო ქულის გაუქმება, ოჯახის გადამოწმება და მონაცემების ობიექტურად ასახვა დეკლარაციაში. ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოების ფარგლებში 2019 წლის 21 მაისს, სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის წარმომადგენელმა დამატებითი ვიზიტი განახორციელა, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში. წარმომადგენლის მიერ შეივსო წერილობითი აქტი, რომლის თანახმად, 2018 წლის 14 დეკემბერს შევსებული დეკლარაცია შეესაბამებოდა 2019 წლის 21 მაისის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის 2019 წლის 23 მაისის N04-10/2990 გადაწყვეტილებით, ლა-–------–-–---–ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგი საფუძვლით: სარეიტინგო ქულის შეცვლა როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, აღნიშნულიდან გამომდინარე, განმეორებითი შეფასების მიზნით მიმართვა შესაძლებელია 2020 წლის 24 იანვრიდან. ვადამდე ოჯახის გადამოწმება კი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ცვლილება წევრთა რაოდენობაში, ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, რომელიმე წევრს დაუდგინდა რაიმე სახის სტატუსი, დასაქმდა და მიიღო ლეგალური შემოსავალი, ან დაკარგა სამუშაო ადგილი. ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოების ფარგლებში 2019 წლის 21 მაისს, სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის წარმომადგენლის ვიზიტის შედეგად, ოჯახის მონაცემები დარჩა უცვლელი, რადგან 2018 წლის 13 დეკემბრის ოჯახის დეკლარაცია შევსებულია სწორად აღნიშნულის სისწორის შესახებ ხელის მოწერით აქვს მოსარჩელეს დადასტურებული. სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება მხარეს ჩაბარდა 2019 წლის 28 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2019 წლის 21 მაისის წერილობითი აქტი (ს.ფ.167 );
-სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის 2019 წლის 23 მაისის N04-10/2990 გადაწყვეტილება (ს.ფ.110-111 );
- გზავნილის ჩაბარების დასტური (ს.ფ.62-63).
3.5 თე-–----------–----–-------------იის მიერ 2018 წლის 14 დეკემბრის N3864 ცნობის თანახმად, ლა-–------–-–---–ს თე-–----------–----–-------------იიდან 2017 წლიდს აგვისტოდან 2018 წლის 14 დეკემბრამდე მიღებული აქვს ზამთრის სეზონზე სათბობით უზრუნველსაყოფად, კერძოდ, ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად, თანხა 400 ლარის ოდენობით.
თვითმმართველი ქალაქი თე-–----------–----–-------------ის 2017 წლის 04 სექტემბრის N809 ბრძანების საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი ,,სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოქალაქეებისათვის სათბობი შეშის შესაძენად ფინანსური დახმარების პროგრამიდან" ლა-–------–-–---–ს ჩაერიცხა თანხა 200 ლარის ოდენობით.
თე-–----------–----–-------------ის 2018 წლის 27 აგვისტოს N1307 ბრძანების საფუძველზე, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში სათბობი შეშის შესაძენად ფინანსური დახმარების პროგრამიდან ლა-–------–-–---–ზე გაიცა დახმარება 200 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თე-–----------–----–-------------იის 2018 წლის 14 დეკემბრის N3864 ცნობა (ს.ფ.17)
-თვითმმართველი ქალაქი თე-–----------–----–-------------ის 2017 წლის 04 სექტემბრის N809 ბრძანება და სია (ს.ფ.195-199);
- თე-–----------–----–-------------ის 2018 წლის 27 აგვისტოს N1307 ბრძანებადა სია (ს.ფ. 200- 207);
- თე-–----------–----–-------------იის N6618 წერილობითი განმარტება (ს.ფ283);
3.6 წარმოდგენილი ელექტროენერგიის აბონენტის ამონაწერის თანახმად, ლა-–------–-–---–ს 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის დეკემბრის პერიოდში უფიქსირდება მოხმარებული ელექტროენერგიის თანხები, ასევე, დაფიქსირებულია მონაცემები გადახდების და დავალიანებების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ამონაწერი (ს.ფ. 285-291)
3.7. თე-–----------–----–-------------მა 2018 წლის 29 ოქტომბერს შუამდგომლობით მიმართა კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსსლა-–------–-–---–ისთვის სოციალური დახმარების დანიშვნის საკითხის განსახილველად. შუამდგომლობის თანახმად, ლა-–------–-–---–ი არის მარტოხელა და განიცდის მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას.
წარემოდგენილი განცხადებების თანახმად, ლა-–------–-–---–ი განიცდის უმძიმეს ეკონომიკურ გაჭირვებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თე-–----------–----–-------------ის შუამდგომლობა (ს.ფ. 149)
- წერილობითი განცხადებები (ს.ფ. 189-191, 280-282)
3.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნი--------------ემ განმარტა, რომ მუშაობს სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ში. 2018 წლის ივნისის თვეში, სხვა სოციალური აგენტის მიერ შევსებული იყო ლა-–------–-–---–ის ოჯახის დეკლარაცია, რის საფუძველზეც განესაზღვრა მაღალი სარეიტინგო ქულა. ვინაიდან, ლა-–------–-–---–ი არ ეთანხმებოდა მინიჭებულ მაღალ ქულას, სოციალური მომსახურების სააგენტოში შესული ლა-–------–-–---–ის განცხადების საფუძველზე, მის მიერ მოხდა ოჯახის დეკლარაციის შევსება 2018 წლის 14 დეკემბერს. ლა-–------–-–---–ის ოჯახში ვიზიტის დროს სახლში იმყოფებოდა მხოლოდ მოსარჩელე და მისი მეგობარი, ლა-–------–-–---–ი ცხოვრობს მარტო, მოწმემ განმარტა, რომ დეკლარაცია ივსება კითხვა-პასუხის რეჟიმით, მას შემდეგ რაც ხდება საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერება. მოწმის განმარტებით, ლა-–------–-–---–ის საცხოვრებელი ადგილი არის ყოველმხრივ უპირობო ლა-–------–-–---–ს ბუნებრივი აირი არ აქვს შეყვანილი სახლში და დეკემბრის თვეში, როდესაც განახორციელა ვიზიტი, მოსარჩელე გასათბობად იყენებდა დენის გამათბობელს, ასევე მოწმის განმარტებით, მოსარჩელეს არ აქვს წყალი. მოწმემ განმარტა, რომ პირადი მონაცემები შევსებული აქვს პირადობის მოწმობის მიხედვით, მოსარჩელემ განუმარტა, რომ მას არ აქვს რაიმე სახის დაავადება, არც სპეციალური სტატუსი აქვს და არც შვილები ჰყავს. მოწმის განმარტებით, ოჯახის დეკლარაციის გრაფაში მან დააფიქსირა მოსარჩელის განათლება როგორც არასრული/შეწყვეტილი უმაღლესი, მონაცემის შევსებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და არ მოუძიებია განათლების დამდასტურებელი სხვა ინფორმაცია და არ გამოუკვლევია, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ,მოწმემ ასევე, განმარტა, რომ სააგენტოს აქვს ელექტროენერგიის დახარჯვის ბაზა, რომლის თანახმად, მოსარჩელეს დავალიანება ჰქონდა 547 ლარი. მოწმის განმარტებით, დეკლარაციის შევსების დროს ამ თანხას გამოაკლო თე-–----------–----–-------------იის მიერ ჩარიცხული 400 ლარი და147 ლარი მიუთითა მოხმარებული ელექტროენერგიის დანახარჯში. ასევე, სხვა არარეგულარულ შემოსავალში მიეთითა მერიის მიერ გაცემული თანხა 400 ლარი. მოწმემ განმარტა, რომ დეკლარაციის შევსება დაიწყო 2018 წლის 12 დეკემბერს, ხოლო, როდის დაასრულა, მას არ ახსოვს, შესაბამისად, ვერ ახსნა, რატომ წერია დეკლარაციაში როგორც 2018 წლის 12 დეკემბერი, ასევე, 2018 წლის 14 დეკემბერი. მოწმის განმარტებით, როდესაც დეკლარაცია განთავსდება მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხდება მეთოდოლოგიის ფორმულით გამოთვლა ყველა კითხვას და პასუხს აქვს თავისი კოეფიციენტი ფორმულა გადის ბოლოში და იღებს ქულას, ხოლო ქულებს ითვლის პროგრამა. მოწმის განმარტებით, დეკლარაციაში მიუთითა, რომ ლა-–------–-–---–ი არის ღატაკი და სარეიტინგო ქულის გაზრდა რომელმა მონაცემმა გამოიწვია, მისთვის უცნობია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმე ნი--------------ის ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი)
3.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის სოციალურმა მუშაკმა გი----------------–---–მა განმარტა, რომ ლა-–------–-–---–ის საჩივრის განხილვისას მის მიერ 2019 წლის 21 მაისს შეივსო წერილობითი აქტი, რომლის თანახმად, 2018 წლის 14 დეკემბრის ოჯახის დეკლარაციის მონაცემები შეესაბამებოდა იმდროინდელ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მოწმემ განმარტა, რომ აქტის შედგენამდე მან განახორციელა ვიზიტი და მოიძია ინფორმაცია. მოწმის განმარტებით, იგი დაეყდრნო ლა-–------–-–---–ის მიერ ზეპირსიტყვიერად მიწოდებულ ინფორმაციას მისი უმაღლესი განათლების შესახებ, ასევე, ორი მეზობლისაგან მიიღო ინფორმაცია მოსარჩელის უმძიმესი მატერიალური მდგომარეობის შესახებ, თუმცა, მოწმეების ვინაობის და ინფორმაციის მიღების შესახებ მას წერილობით არანირი დოკუმენტი არ შეუდგენია. მოწმის განმარტებით, მან მოსარჩელეს მოსთხოვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიტანა, ვინაიდან, მოსარჩელემ განუცხადა, რომ ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო. ასევე, მისი განმარტებით, მან სამი ვიზიტი განახორციელა მოსარჩელის მდგომარეობის შესასწავლად, თუმცა, წერილობითი აქტი შეადგინა 21 მაისს. მოწმის განმარტებით, 2018 წლის ოჯახის დეკლარაციაში მითითებულ ყველა მონაცემს აქვს თავისი ქულა და მისთვის უცნობია, სარეიტინგო ქულის გაზრდა რომელმა მონაცემმა გამოიწვია - თელავის მერიის მიერ ჩარიცხულმა 400 ლარმა, ელექტროენერგიის გადასახადმა თუ შეწყვეტილი უმაღლესი განათლების შესახებ მონაცემმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმე გი----------------–---–ის ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ლა-–------–-–---–ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება; „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილება; ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის მიერ 2018 წლის 14 დეკემბერს შედგენილი ოჯახის დეკლარაცია, რომლის საფუძველზე ლა-–------–-–---–ის ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 81980 და სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის 2019 წლის 23 მაისის N04-10/2990 გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა იყოს მოსარჩელის მოთხოვნა - ოჯახის დეკლარაციის ხელახლა შევსების შესახებ. რის საფუძველზეც განისაზღვრება სარეიტინგო ქულა.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
სასამართლო მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.
აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
მითითებული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით, ხოლო მე-10 მუხლი არეგულირებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესს, რომლის თანახმად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად. ამავე მუხლითაა განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, დროებითი და ერთჯერადი შემოსავლები.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების დანართის 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში - „ოჯახი“ ან „შინამეურნეობა“) კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახის სარეიტინგო ქულის გამოთვლისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება თითოეულ სიდიდეს, კოეფიციენტს და შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომელსაც ენიჭება კონკრეტული სიდიდე და კოეფიციენტი.
ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც. ამავე ბრძანებით დადგენილია ოჯახის დეკლარაციის შევსების წესი.
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-11 მუხლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ამავე დადგენილების მე-12 მუხლის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა დადგენილი წესის შესაბამისად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღის მომდევნო ოცდამეათე კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამდენად, ზემოთაღნიშნული ნორმები ცხადყოფს, რომ სოციალური აგენტი კონკრეტული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით მოიპოვებს ობიექტურ და სუბიექტურ ინფორმაციას, რაც გულისხმობს მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტის დადგენის, მისი გადამოწმების სავალდებულო ხასიათს.
6.3. სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, საოციალური თანასწორობის და სოციალური სოლიდარობის პირნციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამინის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე.
საქართველოს უზენასმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში (Nბს-509-506(2კ-17)) განმარტა, რომ სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება. სახელმწიფოს ფუნქციაა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების საჯარო ამოცანების, მათ შორის, სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, რა დროსაც სახელმწიფო გარკვეული კატეგორიის პირების დახმარებას უზრუნველყოფს. სოციალურ სფეროში მმართველობითი საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო ფუნქციას ქვქვეყანაში სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფეტური დახმარებით უზრუნველყოფა წარმოადგენს. ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები - კანონიერების, კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის და ა.შ - სრულად ვრცელდება სსიპ სოციალური დახმარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება, განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურის და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისთვის. ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, შექმნანა და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზურნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, ამ პაქტის წევრი სახელმწიფოები ცნობენ ყველა უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე.... მე-11 მუხლი კი ადგენს უფლებას სხოვრების სათანადო დონეზე.
აღნიშნულის შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს, რომ სოციალური უზრუნველყოფის სამსახურების საქმიანობის უკიდურესი სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში უნდა მოქმედებდნენ კანონმდებლობის გათვალისწინებული მაღალი სტანდარტის შესაბამისად და გულმოდგინედ, ჯეროვნად და სრულყოფილად გამოიკვლეული ყველა გარემოების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
6.4. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლა-–------–-–---–ი ირიცხებოდა საოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას. ასევე, დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ივლისის ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე ლა-–------–-–---–ის სარეიტინგო ქულა გაიზარდა და მოეხსნა საარსებო შემწეობა. ასევე, დადგენილია, რომ ლა-–------–-–---–ის განცხადებისა და თე-–----------–----–-------------იის შუამდგომლობის საფუძველზე სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ შეივსო ოჯახის დეკლარაცია 2018 წლის 14 დეკემბერს, რის საფუძველზეც, ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 81980 ერთეულით. გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია ყველა ის ობიექტური მონაცემი და ინფორმაცია, რაც იქნა ასახული, სადავო, 2018 წლის 14 დეკემბრის ოჯახის დეკლარაციაში, შესაბამისად, დეკლარაცია არ არის სწორად შევსებული. მოდულში „C - ოჯახის წევრთა განათლება და შემოსავლები“, დაფიქსირდა, რომ ლა-–------–-–---–ს აქვს არასრული უმაღლესი/ შეწყვეტილი განათლება. გამოკვლეული მტკიცებულებებით, კი დადგინდა, რომ აღნიშნული მონაცემი სოციალურმა აგენტმა მიუთითა მხოლოდ მოსარჩელის სუბიექტურ მონაცემზე - მის ზეპირსიტყვიერ ინფორმაციაზე დაყრდნობით და არ მოსარჩელისათვის არ მოუთხოვია შესაბამისი დოკუმენტი, ასევე, არ მოუძიებია სხვა წყაროებიდან ობიექტური და სუბიექტური მონაცემები. ამავე მოდულის C2 გრაფაში მონიშნული და გადახაზულია - საშუალო განათლება; საგულისხმოა, რომ აღნიშნულ გრაფაში განათლება - საშუალო- შემოხაზულია სოციალური აგენტის მიერ, შემდეგ კი ამავე გრაფაში მოსარჩელის განათლების დონედ მითითებულია - არასრული უმაღლესი. აღნიშნული გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს დაფიქსრიებული საბოლოო მონაცემის სისწორეზე და ობიექტურობაზე. ასევე, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირდა, რომ გასულ 12 თვეში მოსარჩელემ მიიღო სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი - 400 ლარი. დადგენილი გარემოებების თანახმად, ეს თანხა არის თე-–----------–----–-------------იის მიერ 2017 და 2018 წლებში სოციალური დახმარების პროგრამით გაცემული თანხა. ამ თანხიდან 200 ლარი მოსარჩელზე გაცემულია 2017 წლის 24 სექტემბრის მერის ბრძანებით. გაურკვეველი და დაუსაბუთებელია, რატომ მიუთითა ადმინისტრაციულმა ორგანომ დეკლარაციაში, რომ სოციალური დახმარება, რაც მერიის მიერ იქნა გაცემული, იმ სახით, როგორც მიღებული არარეგულარული შემოსავალი, ისე, რომ არ გაურკვევია, ეს თანხა წარმოადგენდა სოციალურ დახმარებას თუ შემოსავალს-სარგებლის მიღებას. ამასთანავე, გაუგებარია, რატომ მიიჩნია სოციალურმა აგენტმა, რომ დეკლარაციის შევსებისას ბოლო 12 თვეში მიიღო შემოსავალი მოსარჩელემ, როდესაც, დეკემბრის თვეშია დეკლარაცია შევსებული, ხოლო სოციალური დახმარების ფარგლებში, თე-–----------–----–-------------იამ 2017 წლის 24 სექტემბრის ბრძანებით გამოუყო ფულადი თანხა 200 ლარი ლა-–------–-–---–ს და ეს პერიოდი კი 12 თვეზე მეტ პერიოდს წარმოადგენს სადავო დეკლარაციის შევსებამდე (სოციალური დახმარების მიღებიდან დეკლარაციის შევსებამდე გასულია 12 თვეზე მეტი). შესაბამისად, აღნიშნულ გრაფაში მითითებული მონაცემი დაფიქსირებულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე. მოდულში „E - კომუნალური ხარჯები“ დაფიქსირდა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადაიხადა 147,85 ლარი. გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის სათბობ და საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს ელექტროენერგია, რომელიც, დავალიანების გამო ხშირად არის გათიშული სხვადასხვა პერიოდებში, სოციალურ აგენტს სრულყოფილად უნდა შეესწავლა, შეეჯერებინა ყველა მონაცემი და ისე აესახა დეკლარაციაში ელექტროენერგიის დანახარჯი. სადავო დეკლარაცია ისე იქნა შევსებული, რომ სოციალურ აგენტს ასევე არ გამოუკვლევია სხვა გარემოებები, მათ შორის, მოსარჩელის შრომისუნარიანობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა მონაცემები, რაც გავლენას მოახდენდა დეკლარაციის საფუძველზე სწორი სარეიტინგო ქულის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
ამდენად, ვინაიდან ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებულ თითოეულ მონაცემს აქვს მნიშვნელობა სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას, სოციალური აგენტი ვალდებულია ზუსტად ასახოს მაძიებლის მიერ მიწოდებული მონაცემები და ამავე დროს, მოიძიოს ობიექტური ინფორმაცია შესაბამის პირებთან დაცული ინფორმაციასთან გადამოწმების გზით. განსახილველ შემთხვევაში, კი მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ ასახა სრულყოფილი (გადამოწმებული) ინფორმაცია სადავო ოჯახის დეკლარაციაში.
6.4. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 17 აპრილს გაასაჩივრა 2018 წლის 14 დეკემბერს შევსებული დეკლარაცია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, მოითხოვა ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე მინიჭებული სარეიტინგო ქულის გაუქმება და გადამოწმება. საჩივრის განხილვის ფარგლებში, სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ სარეიტინგო ქულის შეცვლა როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ. ასევე, იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოების ფარგლებში, 2019 წლის 21 მაისს, სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის წარმომადგენლის ვიზიტის შედეგად, ოჯახის მონაცემები დარჩა უცვლელი, რადგან 2018 წლის 13 დეკემბრის ოჯახის დეკლარაცია შევსებულია სწორად და აღნიშნულის სისწორის შესახებ ხელის მოწერით აქვს მოსარჩელეს დადასტურებული.
გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ დამატებით არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ სოციალური აგენტის მიერ 2019 წლის 21 მაისს შედგენილ წერილობით აქტზე, რომლის თანახმად, რომელშიც აღინიშნა, რომ მონაცემები შეესაბამება 2018 წლის 14 დეკემბრის ოჯახის დეკლარაციის მონაცემს.
სასამართლო განმარტავს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
მოცემულ შემთხვევაში, კი ადმინისტრაციულმა ორგანო საჩივრის განხილვისას, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შემოიფარგლა მხოლოდ 2019 წლის 21 მაისის წერილობითი აქტით.
იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 2019 წლის 21 მაისის წერილობითი აქტის ბათილად ცნობა, სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მოაზრება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული ის დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ამასთან, შესაბამისი შედეგი უნდა დადგეს არა სხვა რაიმე ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, არამედ, უშუალოდ ამ აქტით-სხვა აქტის გამოცემის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული 2019 წლის 21 მაისის წერილობითი აქტი დამოუკიდებლად არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელსაც მოჰყვა სამართლებრივი შედეგი. აღნიშნული აქტი არის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შედგენილი დოკუმენტი, შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების შემადგენელ ნაწილს, რის საფუძველზედაც მიღებული იქნა 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის 2019 წლის 23 მაისის N04-10/2990 გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციულიი საჩივრის განხილვის შედეგად გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს როგორც მიზანშეწონილობის, ასევე, კანონიერების თვალსაზრისით, რასაც განსახილველ შემთხვევაში, 2019 წლის 23 მაისის N04-10/2990 გადაწყვეტილების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიჩავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
მითითებული კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
6.6. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის ნორმების გათვალისწინებით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის 2019 წლის 23 მაისის №04-10/2990 გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის მიერ 2018 წლის 14 დეკემბერს შედგენილი ოჯახის დეკლარაცია, რომლის საფუძველზე ლა-–------–-–---–ის ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 81980 ერთეული; ამასთან, მოპასუხეს - სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ს,უნდა დაევალოს, გადაწყვეტილების 6.4. პუნქტში მითითებული გარემოებების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ლა-–------–-–---–ის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. რაც შეეხება 2019 წლის 21 მაისის წერილობითი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, ამ ნაწილში, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლა-–------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხრეო ცენტრის 2019 წლის 23 მაისის №04-10/2990 გადაწყვეტილება;
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის მიერ 2018 წლის 14 დეკემბერს შედგენილი ოჯახის დეკლარაცია, რომლის საფუძველზე ლა-–------–-–---–ს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 81980 ერთეული და მოპასუხეს - სს------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ს, დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი- ოჯახის დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება ახალი სარეიტინგო ქულა.
4.. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე - ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. N41) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე თამარ კაპანაძე