განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2019
საქმის ნომერი
330100119003200699
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4422-19

(N-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ც-------–---–---ე,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ-----–---–---------ი, დაბადებული 1----–-–-------------------------------- ერაყის მოქალაქე, რეგისტრირებული ე------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისი, ვ-–----–----–-----------------–----------------------------

ადვოკატი - მ-----------ია,თარჯიმანი - ვ--------------–-–--ლი,სხდომის სახე - ღია,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი)

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენლად ცნო, ნ-----–---–---------ი წლების განმავლობაში, თანაცხოვრების პერიოდში, დაახლოებით 2015 წლიდან და განქორწინების შემდეგ 2017 წლიდან 2----–-–----------------მდე თბილისში, ვ-–----–----–-----------------–----------------------------–ი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ნ--------–--------------–---ას, ლანძღავდა, აგინებდა სისტემატურად მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შემდეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

2----–-–----------------ს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისში, ვ-–----–----–-----------------–----------------------------–ი ნ-----–---–---------იმ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ნ--------–--------------–---ას. კერძოდ, მოქაჩა თმებში დაიჭირა ხელებით, რომ არ გაქცეულიყო და ურტყამდა ხელებსა და ფეხებს სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე მოუქნია მაკრატელი, რაც მოხვდა მარცხენა ხელის გულზე და მიიღო დაზიანებები. განხორციელებული ქმედებების შედეგად ნ--------–--------------–---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

დაზარალებულმა ნ--------–--------------–---ამ განმარტა, რომ თანცხოვრების მანძილზე ბრალდებული მას სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას რითაც განიცდიდა ტანჯვას. 2----–-–---------------ს, ნ-----–---–---------მა ჩხუბის დროს, რომელსაც ესწრებოდა არასრულწლოვანი შვილი მას თავში ხელი დაარტყა და მაკრატლით მიიღო დაზიანება, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულმა განმარტა, რომ ბრალდებულის მკაცრად დასჯას არ ითხოვს და სასამართლოს სთხოვს იყოს ლმობიერი სასჯელთან მიმართებაში.

მხარეებმა დაზარალებულის ჩვენების შემდეგ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. ნ-----–---–---------ის აღიარება წარდგენილ ბრალდებებზე თავსებადია, როგორც დაზარალებულ ნ--------–--------------–---ას, ასევე, გ----------------–---–--ა და ე---------------ს გამოკითხვის ოქმებთან, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ-----–---–---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ნ-----–---–---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, დაზარალებული ბრალდებულს შეურიგდა და ითხოვა კანონით გათვალისწინებული შეღავათები; მასვე დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-276-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ-----–---–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით იმავე დროის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით იმავე დროის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნაბეელ ალდაოსერს სასჯელის საბოლოო სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

გაუქმდეს ნ-----–---–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში;

მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–---------------დან 2----–-–---------------- ჩათვლით პერიოდი;

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;

საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ერთი ცალი მაკრატელი, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, დაზიანებული პერანგი მოწითალო ლაქებით და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს, ნ-----–---–---------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ფაეხსაცმელი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/