გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14072-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი 2019 წელი თბ--–--ი
შესავალი ნაწილი
თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე შპს „გო-–------------პ“
წარმომადგენელი ვლ---------------ე
მოპასუხე შპს ,,ჯო-----------–------ს’’
წარმომადგენელი ან---------------ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 შპს ,,ჯო-----------–------ს’’ შპს ,,გო-–------------პის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1500 ლარის (490 ევროს ექვივალენტი) გადახდა.
1.2 შპს ,,ჯო-----------–------ს’’ შპს ,,გო-–------------პის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტელოს 499 ლარის გადახდა.
(17.06.2019 წლის დაზუსტებული სარჩელი. ს.ფ.118)
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება. მოსარჩელემ მოპასუხის სასარგებლოდ განახორციელა ტვირთის გადაზიდვა ქ. ბა-----–ი. ამავდროულად, საჭირო შეიქმნა აღნიშნული ტვირთის ბა-----ის ტერმინალში მიტანა საბაჟო შემოწმების მიზნით, რაც განხორციელდა მოსარჩელის მიერ. ამასთან, აღნიშნული შემოწმების პროცედურა უნდა გაგრძელებულიყო 5 დღის განმავლობაში. მხარეთა შორის დადებული მითითებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელის სატრანსპორტო საშუალების მოცდენის შემთხვევაში მოპასუხეს ყოველ დღეზე უნდა გადაეხადა 100 ევრო. აღნიშნულის შესახებ ეცნობა მოპასუხე შპს ,,ჯო-----------–------ს“, რომელმაც უარი განაცხადა შეთავაზებაზე და საკუთარი ხარჯით უზრუნველყო ტვირთის ქ. თბ--–--ამდე ტრანსპორტირება. მოცემული ტრანსპორტირების ღირებულებამ შეადგინა 300 ლარი. მოსარჩელემ მოითხოვა გადაზიდვის ღირებულების ანაზღაურება სრულად, რომელმაც შეადგინა 490 ევრო, ანუ 1500 ლარი. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხეს აღნიშნული თანხა დღემდე არ გადაუხდია. იგი თანახმაა, მომსახურების ღირებულა აანაზღაუროს მის მიერ ბა-----იდან თბ--–--ამდე გადახდილი საზღაურის გამოკლებით.
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს საზღაურის გადაუხდელობისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, ვინაიდან თანხა დღემდე გადახდილი არ იყო, მოსარჩელემ აღნიშნული პირგასამტეხლოც მოითხოვა შემცირებული ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ,,ჯო-----------–------სმა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ტვირთის გადაზიდვა არ მომხდარა დანიშნულების ადგილზე, ასევე მან კონტრაჰენტის ტვირთის მიმართ არ გამოიჩინა განსაკუთრებული გულისხმიერება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე შპს ,,გო-–------------პსა“ და მოპასუხე შპს ,,ჯო-----------–------ს“ შორის 2018 წლის 12 მარტს დაიდო ტვირთების გადაზიდვის შესახებ N7-- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ექსპედიტორმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პროვიზიის (გასამრჯელოს) მიღების პირობით და დამკვეთის სახელით განეხოციელებინა ტვირთების მულტიმოდალური (საკონტეიერო, საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო და სხვა) გადაზიდვები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება ტვირთების გადაზიდვის შესახებ (ს.ფ. 17-27 )
3.1.2. 2018 წლის 12 მარტის ტვირთების გადაზიდვის შესახებ #7-- ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, შეთანხმებულ ვადებში გადაზიდვის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში ,,ექსპედიტორს’’ აქვს უფლება ,,დამკვეთს“ დააკისროს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ორი კვირის განმავლობაში, ორი კვირის გასვლის შემდეგ პირგასამტეხლო იზრდება 2% მდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება ტვირთების გადაზიდვის შესახებ (ს.ფ. 17-27 )
3.1.3. 2018 წლის 12 მარტის ტვირთების გადაზიდვის შესახებ N7-- ხელშეკრულების 2.1.5-ე მუხლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების არადროული დატვირთვა/ჩამოტვირთვისთვის შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია ექსპედიტორს აუნაზღაუროს სატრანსპორტო საშუალების მოცდენით წარმოქმნილი ზიანი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ევროს (ექვივალენტი ლარში) ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება ტვირთების გადაზიდვის შესახებ (ს.ფ. 17-27 )
3.1.4. მოსარჩელე შპს ,,გო-–------------პის“ მიერ განხორციელდა ტვირთის გადაზიდვა, კერძოდ, ტვირთი ჩამოტანილ იქნა ქ. ბა-----–ი. თუმცა, შემდგომში მოსარჩელეს მოუწია ჩამოტანილი ტვირთის ქ. ბა-----ის ტერმინალში გადატანა საბაჟო შემოწმებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბა-----ის ტერმინალში მიტანილი ტვირთის შემოწმების პერიოდი 5 დღე გაგრძელდებოდა. შესაბამისად, მოსარჩელემ გააფრთხილა მოპასუხე, რომ მათ შორის დადებული ხელშეკრულების თანხმად, მოპასუხეს მოუწევდა ყოველ მოცდენილ დღეზე 100 ევროს, ჯამში კი 500 ევროს გადახდა ან უნდა მომხდარიყო ტვირთის დასაწყობება. ვინაიდან მხარეთა შორის ვერ შედგა შეთანხმება მოცდენის შემთხვევაში თანხის გადახდასთან დაკავშირებით, მოხდა ტვირთის დასაწყობება. საბოლოოდ, აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირება ბა-----იდან თბ--–--ამდე უზრუნველყო მოპასუხემ საკუთარი ხარჯით, რამაც შეადგინა 400 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 64-65)
- გადახდის ქვითრები (ს.ფ 66-68)
3.2.2 საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების კვლევის შედეგად არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სწორედ ამიტომ სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო ტვირთის ქ. ბა-----ამდე ჩამოტანა. ვინაიდან მოპასუხე თანახმა არ იყო, გადაეხადა მოცდენის თანხა, ტვირთის განბაჟებისათვის განკუთვნილ 5 დღეზე, მოხდა ტვირთის გადმოტვირთვა და მოსარჩელეს აღარ მიეცა საშუალება, რომ ვალდებულება ბოლომდე შეესრულებინა - ტვირთი თბ--–--ამდე ჩამოეტანა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს „გო-–------------პის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის მე-8, 316-ე, 317-ე, 668-ე 679-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა გადაზიდვის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 679-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამგზავნი ვალდებულია ზედნადებს დაურთოს ყველა საბუთი, რომლებიც აუცილებელია ტვირთის მიტანამდე საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად და სხვა, მსგავსი მოქმედებების შესასრულებლად, ან ეს საბუთები გადამზიდველს გადასცეს და მას მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია.ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადამზიდველი არ არის ვალდებული შეამოწმოს, არის თუ არა ეს საბუთები და ინფორმაცია სწორი და საკმარისი. გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე საბუთებისა და მონაცემების არასრულყოფილებითა და უზუსტობით გამოწვეული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს გადამზიდველის ბრალით მოხდა.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ, რომ გადასაზიდი ტვირთი ექვემდებარებოდა საბაჟო შემოწმებას და შესაბამისად მართებულად მოხდა მისი ბა-----ის საბაჟო ტერმინალში დაყოვნება. ამდენად, აღნიშნული საბაჟო პროცედურების გამო შეყოვნება არ იყო მოსარჩელის ბრალით გამოწვეული. უფრო მეტიც, მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების დროისთვის მოსარჩელე არ იყო ვალდებული, სცოდნოდა, ექვემდებარებოდა თუ არა გადასაზიდი ტვირთი განბაჟებასთან დაკავშირებულ რაიმე პროცედურებს და რა ვადა სჭირდებოდა აღნიშნულს, რადგან აღნიშნულის თაობაზე ხელშეკრულება არ შეიცავდა რაიმე შეთანხმებას, რეალურად მოსარჩელე არ ფლობდა სრულყოფილ ინფორმაციას ტვირთთან დაკავშირებით, შესაბამისად მან არ უნდა აგოს პასუხი აღნიშნული უზუსტობით გამოწვეულ ზიანზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლოს მოსაზრებით, ტვირთის განბაჟების პროცედურების გავლა საბაჟო ტერმინალში იყო ის არსებითი პირობა, რაც „დამკვეთს“ ხელშეკრულებით უნდა გაეთვალისწინებინა, რადგან როგორც საქმის გარემოებებიდან იკვეთება მოპასუხის ბიზნესსაქმიანობა სწორედ ყვავილების ბიზნესს უკავშირდებოდა.
2018 წლის 12 მარტის ტვირთების გადაზიდვის შესახებ #7-- ხელშეკრულების 2.1.5-ე მუხლის თანახმად, მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ სატრანსპორტო საშუალების არადროული დატვირთვა/ჩამოტვირთვისთვის შემთხვევაში დამკვეთი ვალდებული იყო ექსპედიტორისთვის აენაზღაურებინა სატრანსპორტო საშუალების მოცდენით წარმოქმნილი ზიანი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ევროს (ექვივალენტი ლარში) ოდენობით. ამდენად, მხარეებისათვის წინასწარ მოსალოდნელი იყო, რომ ხელშეკრულების განხორციელების დროს შესაძლებელი იყო ადგილი ჰქონოდა, მოსარჩელის სატრანსპორტო საშუალების მოცდენას.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა, გადაეხადა მოცდენის თანხა. შესაბამისად, მოსარჩელემ გამოიჩინა მოპასუხის ტვირთისადმი გულისხმიერება და მართებულად მოახდინა მისი დასაწყობება. ამდენად, მოსარჩელეს მოესპო შესაძლებლობა, აღნიშნული ტვირთი ჩამოეტანა თბ--–--ამდე. განსახილველ შემთხვევაში გადამზიდველი არ იყო ვალდებული შეემოწმებინა საბუთებისა და მონაცემების არასრულყოფილება და აქედან გამომდინარე, პასუხი პასუხს არ აგებს ზაინზე, რაც მოპასუხემ განიცადა ტვირთის ბა-----იდან თბ--–--ამდე ტრანსპორტირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას. შესაბამისად, მას უნდა აუნაზღაურდეს გაწეული მომსახურების ღირებულება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო -მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე. კერძოდ, 2018 წლის 12 მარტის ტვირთების გადაზიდვის შესახებ #7-- ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, შეთანხმებულ ვადებში გადაზიდვის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში ,,ექსპედიტორს’’ აქვს უფლება ,,დამკვეთს“ დააკისროს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ორი კვირის განმავლობაში, ორი კვირის გასვლის შემდეგ პირგასამტეხლო იზრდება 2% მდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
როგორც სასამართლომ დაადგინა, მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას, კერძოდ, მას დღემდე არ გადაუხდია სატრანსპორტო მომსახურების საზღაური. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, საქმესთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს და მისი ოდენობა გონივრული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს 50 ევროს ექვივალენტი ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვიანიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის, ასევე სხვა ხარჯების, კერძოდ, შსს მომსხურების სააგენტოდან ცნობის გამოთხოვის საფასურის 21 ლარის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ინფორმაციის მოთხოვნის საფასურის 10 ლარის, ანგარიშებზე ყადაღის დასადებად სააღსრულებო წარმოების დაწყების საფასურის 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „გო-–------------პის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს ,,ჯო-----------–------ს“ შპს ,,გო-–-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1500 ლარის ( 490 ევროს ექვივალენტი ლარში) და პირგასამტეხლოს 153.05 ლარის (50 ევროს ექვივალენტი ლარში) გადახდა;
3. შპს ,,ჯო-----------–------ს“ შპს ,,გო-–-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სხვა ხარჯების, კერძოდ, შსს მომსხურების სააგენტოდან ცნობის გამოთხოვის საფასურის 21 ლარის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ინფორმაციის მოთხოვნის საფასურის 10 ლარის, ანგარიშებზე ყადაღის დასადებად სააღსრულებო წარმოების დაწყების საფასურის 100 ლარის გადახდა.
4. შპს ,,ჯო-----------–------ს“ შპს ,,გო-–-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოში დააბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბ--–--ის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბ--–--ის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი