გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/23011-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - ლ------ თ----------–---, მ--- ა--------, ს--–---- ა--------
წარმომადგენელი - ი-----–- ყ-----–---–-
მოპასუხე - ა(ა)იპ ს-------–--------------------–----------------–--
წარმომადგენელი - მ----- ჯ--–--–--–---–-, თ----- კ-----
დავის საგანი - პატივის და ღირსების შემლახავი, არსებითად მცდარი, ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.- 1.3. აღიარებულ იქნას მოსარჩელეების მ--- ა--------ს, ლ------ თ----------–--ის და ს--–---- ა--------ს მიმართ ცილისმწამებლურად, მათი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველად მოპასუხე ორგანიზაციის მიერ 2018 წლის 05 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშის - ,,კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში’’ ის ნაწილი, რომელშიც კორუფციული რისკის შემცველ საქმედ არის მიჩნეული დ----- ძ--–----ის და შპს ,,ა--’’-ს პარტნიორებს შორის არსებული დავა, კერძოდ შემდეგი დასკვნები (გამონათქვამები) :
1. ,,ორგანიზაციამ შეისწავალა დ----- ძ--–----ესა და შპს ,,ა--’’-ს პარტნიორებს შორის არსებული დავა და მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წელს დავის განახლების პროცესი კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე’’ და 2. ,,ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლოა ითქვას, რომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში არსებული მტკიცებულების ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევა და ამ საფუძვლით საქმის განახლება კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც შემდგომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სათანადოდ გამოკვლეული არ არის და სასამართლოს მათზე შეფასება გაკეთებული არ აქვს’’;
1.4. დაევალოს მოპასუხე ორგანიზაციას 2018 წლის 05 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშის ,,კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში’’ იმ ნაწილების საჯაროდ, ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.transparency.ge ) საშუალებით უარყოფა, რომლითაც კორუფციის რისკის შემცველ საქმედ არის მიჩნეული დ----- ძ--–----ისა და შპს ,,ა--’’-ს პარტნიორებს შორის არსებული დავა, კერძოდ შემდეგი დასკვნები (გამონათქვამები):
1. ,,ორგანიზაციამ შეისწავალა დ----- ძ--–----ესა და შპს ,,ა--’’-ს პარტნიორებს შორის არსებული დავა და მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წელს დავის განახლების პროცესი კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე’’ და 2. ,,ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლოა ითქვას, რომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში არსებული მტკიცებულების ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევა და ამ საფუძვლით საქმის განახლება კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც შემდგომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სათანადოდ გამოკვლეული არ არის და სასამართლოს მათზე შეფასება გაკეთებული არ აქვს’’;
1.5. დაევალოს მოპასუხე ორგანიზაციას შეცვალოს 2018 წლის 05 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიში ,,კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში’’ იმგვარად, რომ დ----- ძ--–----ის და შპს ,,ა--’’-ს პარტნიორებს შორის არსებული დავა ამოღებულ იქნას ,,კორუფციული რისკების შემცველი საქმეების’’ ჩამონათვალიდან.
მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითეს შემდეგი:
მ--- ა--------, ს--–---- ა-------- და ლ------ თ----------–--- (შემდგომში მოსარჩელეები) არიან შპს ,,ა--’’-ს წილის მფლობელი პარტნიორები. შპს ,,ა--’’-ს ყოფილ პარტნიორს - დ----- ძ--–----ეს და მოსარჩელეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა, რომლითაც დ----- ძ--–----ე ითხოვს შპს ,,ა--’’-ს პარტნიორად აღდგენას 20%-იან წილში. მოსარჩელეთა განმარტებით, 2018 წლის 05 ივლისს ა(ა)იპ ს-------–--------------------–----------------–--ს (შემდგომში მოპასუხე/ორგანიზაცია) მიერ საჯაროდ, ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.transparency.ge გამოქვეყნდა ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიში სახელწოდებით: ,,კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში’’, რომლის ტექსტობრივი ნაწილის პარაგრაფში, რომელსაც ეწოდება ,,კორუფციის რისკები კონკრეტულ საქმეებში’’ ერთ-ერთ ასეთ საქმეთ მითითებულია სწორედ დ----- ძ--–----ის და შპს ,,ა--’’-ს პარტნიორებს შორის არსებული დავა.
მოსარჩელეთა შეფასებით კვლევაში აღნიშნულია არსებითად მცდარი შემდეგი დასკვნები: 1. ,,ორგანიზაციამ შეისწავალა დ----- ძ--–----ესა და შპს ,,ა--’’-ს პარტნიორებს შორის არსებული დავა და მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წელს დავის განახლების პროცესი კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე’’ და 2. ,,ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლოა ითქვას, რომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში არსებული მტკიცებულების ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევა და ამ საფუძვლით საქმის განახლება კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე’’. დასკვნიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მკვლევარებს დაუსაბუთებლად მიაჩნიათ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის განჩინება საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ კრების ოქმი N- მანამდეც იყო საქმეში. ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლება კი აჩენს კითხვებს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე.
მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხე ორგანიზაციის მიერ 2018 წლის 05 ივლისს საჯაროდ გამოქვეყნებული უსაფუძვლო და ტენდენციური კვლევა დ----- ძ--–----ის და შპს ,,ა--’’-ს პარტნიორებს შორის სასამართლო დავის თითქოსდა კორუფციული რისკების შესახებ, არის არსებითაც მცდარი და ამავდროულად ცილისმწამებლური, ლახავს მოსარჩელეთა პატივს, ღირსებას და რეპუტაციას. შესაბამისად, წარმოადგენს მათ უსაფუძვლო ბრალდებას კორუფციაში - მართლმსაჯულების მათ სასარგებლოდ მიკერძოებულად განხორციელებაში შესაბამისად აყენებს მოსარჩელეებს სერიოზულ მორალურ ზიანს. მოპასუხე ორგანიზაციის სტატუსიდან, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მისი მნიშვნელოვანი გავლენის ქონის ფაქტიდან გამომდინარე, ამ ორგანიზაციის შეფასება აღიქმება უფრო მეტად დამაჯერებლად და მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო ზოგადად ორ სუბიექტს შორის ბრალდების ფარგლებში გაჟღერებული ინფორმაცია.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კვლევაში მითითებული ინფორმაცია წარმოადგენს მომხდარი მოვლენების და სასამართლო გადაწყვეტილების მისეულ შეფასებას, აზრს - რაც დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ამასთან, კვლევაში გადმოცემული შეფასება ემყარებოდა სწორ სამართლებრივ ფაქტებს და არა ამ ფაქტების მოსარჩელეთა ინტერპრეტაციას.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ--- ა--------, ს--–---- ა-------- და ლ------ თ----------–--- წარმოადგენენ შპს ,,ა--’’-ს წილის მფლობელ პარტნიორებს. დ----- ძ--–----ესა და შპს ,,ა--’’-ს პარტნიორებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა შპს ,,ა--’’-ს წილთან და--ვშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი რეესტრიდან (ს.ფ.21-22);
- გადაწყვეტილება/განჩინება (ს.ფ. 36-92; 215-231).
3.1.2. ა(ა)იპ „ს-------–--------------------–----------------–--“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიზანია საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება/პუბლიკაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- www.transparency.ge
3.1.3. 2018 წლის 05 ივლისს ა(ა)იპ „ს-------–--------------------–----------------–--“-მ, ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.transparency.ge გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით ,,კორუფციული რისკები სასამართლო სისტემაში’’. აღნიშნული კვლევის დანართში, სათაურით - ,,კორუფციის რისკები კონკრეტულ საქმეებში’’ ერთ-ერთ საქმედ დასახელდა დ----- ძ--–----ესა და შპს ,,ა--’’-ს პარტნიორებს შორის მიმდინარე დავა.
ანგარიშში განხილულია დ----- ძ--–----ესა და შპს ,,ა--’’-ს პარტნიორებს შორის მიმდინარე დავის დეტალები და მოცემულია მოპასუხის კრიტიკული შეფასებები სასამართლოს მიერ მიღებულ აქტებზე. კერძოდ, მითითებულ საქმესთან და--ვშირებით მოპასუხე მიუთითებს, რომ ,,ორგანიზაციამ შეისწავალა დ----- ძ--–----ესა და შპს ,,ა--’’-ს პარტნიორებს შორის არსებული დავა და მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წელს დავის განახლების პროცესი კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე’’.
ამავე საქმესთან მიმართებით ანგარიშის დასკვნით ნაწილში მითითებულია, რომ ,,ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლოა ითქვას, რომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში არსებული მტკიცებულების ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევა და ამ საფუძვლით საქმის განახლება კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც შემდგომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სათანადოდ გამოკვლეული არ არის და სასამართლოს მათზე შეფასება გაკეთებული არ აქვს’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანგარიში (ს.ფ. 26-35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები (და სამართლის სხვა წყაროები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის მე-17, მე-18 მუხლი;
5.2. ს----------–--- კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა ერთი მხრივ გამომდინარეობს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ ს----------–--- კანონით რეგლამენტირებული ცილისწამების შინაარსის განმსაზღვრელი ნორმიდან (როგორც მოთხოვნის სპეციალური საფუძველი - მუხლი 13 და მუხლი 14) და მეორე მხრივ, ს----------–--- სამოქალაქო კოდექსი მე-18 მუხლიდან (მოთხოვნის ზოგადი საფუძველი).
საგულისხმოა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ ს----------–--- კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს ს----------–--- კონსტიტუციის, ს----------–--- მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი ,,ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად’’ (იხ. ჯღარკავა ს----------–--- წინააღმდეგ).
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუვალობის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის მე-12 მუხლი ადგენს, რომ არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირადსა და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივისა და რეპუტაციისა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება კანონის მიერ იყოს დაცული ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან. ანუ, ამ რეგულაციათა მოცემულობა, თანამედროვე კაცობრიობის სოციალური და სამართლებრივი ყოფის მთავარ ქვაკუთხედს გვაძლევს: ადამიანის უფლება (მათ შორის ზემოაღნიშნული მე-12 მუხლით გარანტირებული უფლებანი) ბუნებით გარანტირებულია; მისი ნებისმიერი შეზღუდვა კი უნდა იყოს კანონით დადგენილი და ამავე დროს ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს.
საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც ს----------–--- კონსტიტუციით, ,,ს----------–--- საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ ს----------–--- კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ ს----------–--- კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირ მოქმედებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში - ,,LOIZIDOU vs. TURKEY’’ აღნიშნული კონვენცია დაახასიათა „ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ დოკუმენტად“.
სასამართლო მიუთითებს, რომ კონვენცია ადგენს რა ადამიანის ძირითად უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს, ამ ძირითად უფლებებს ყოფს ე.წ. „აბსოლუტურ’’ და „შეზღუდვად’’ უფლებებად. აბსოლუტურია უფლება, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეიზღუდოს და სახელმწიფო ვერ წარმოაჩენს მათი შეზღუდვის ვერცერთ ლეგიტიმურ საფუძველს (ასეთია მაგალითად კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვის თაობაზე). კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებანი კი, სწორედ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტიმური წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა შეიზღუდოს.
კონვენციის მე-8 მუხლი შეიცავს რეგულაციას, რომლის თანახმადაც, 1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. 2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებით დაცული ურთიერთობები არ არის განსაზღვრული numerous clauses პრინციპით. ამ მუხლით დაცული სფერო საკმაოდ ფართოა და არ ექვემდებარება ამომწურავ განსაზღვრებას (იხ. საქმე კოსტელო-რობერტსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ). მეტიც, ადამიანის პატივი და ღირსება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროს განეკუთვნება (იხ. საქმე მიკულიჩი ხორვატიის წინააღმდეგ). ამასთან, საგულისხმოა, რომ ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვასთან და--ვშირებული საქმეები არც თუ ისე იშვიათად კონკურირებს ევროპული კონვენციით დაცულ ისეთ უფლებასთან, როგორიცაა მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლება, რომელიც თავის მხრივ ასევე ექვემდებარება შეზღუდვას შესაბამისი საფუძვლების არსებობის პირობებში.
,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის’’ მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში გადასაწყვეტია მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში სადავოდ გამხდარი დასკვნები თავსდება თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში და ხომ არ არსებობს ამგვარი გამოხატვის შეზღუდვის ისეთი კანონით დაცული საფუძველი, როგორიცაა ადამიანის პატივი და ღირსება.
6.2. ს----------–--- კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას თავისი პატივი და ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა და საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირად არაქონებრივ უფლებათა კატეგორიას მიეკუთვნება სახელის უფლება, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია.
წინამდებარე საქმეში სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, მტკიცების ტვირთის განაწილების განსაკუთრებულ - სპეციალურ წესზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს შემდეგს:
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
მოსარჩელეთა განცხადებით, მოპასუხის მიერ ცრუ და არასწორი ინფორმაციის გასაჯაროებას მოჰყვა მათი პატივის და ღირსების შელახვა. ამდენად, მოსარჩელეები სადავოდ ხდიან, მოპასუხის მიერ გავრცელებულ ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობას და აფასებენ მათ, როგორც ცილისწამებას. მოპასუხის განმარტებით კი, მისი შეფასებები არის მისი სუბიექტური მოსაზრება, რაც ჩამოუყალიბდა დ----- ძ--–----ესა და შპს ,,ა--’’-ს პარტნიორებს შორის მიმდინარე სასამართლო დავის მასალების (განჩინება/გადაწყვეტილება) გაცნობის შედეგად და თავსდება კანონით დაცულ გამოხატვის თავისუფლებაში.
სადავო გამონათქვამების სწორი კვალიფიკაციისთვის უნდა შემოწმდეს მათი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივ კომპონენტებს მოიცავს, რა მიზნით იქნა გასაჯაროვებული. სასამართლომ უნდა დაადგინოს, გავრცელებული ცნობები განეკუთვნებიან ,,ფაქტს“, თუ წარმოადგენენ ავტორის ,,აზრს“ - მისი შეფასებითი მსჯელობის ნაწილს. სწორედ ამ საკითხის გარკვევაზეა უპირატესად დამოკიდებული სადავო დასკვნები ჩაითვლება ცილისწამებად თუ არა.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ს----------–--- კანონი „აზრს“ განმარტავს შემდეგნაირად: ,,აზრი“ არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო ცილისწამებაა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება;
სასამართლოში დეფამაციური სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული უტყუარი მტკიცებულებების სტანდარტით ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.
1. დადასტურებულია, რომ 2018 წლის 05 ივლისს ა(ა)იპ „ს-------–--------------------–----------------–--“-მ, ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.transparency.ge გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით ,,კორუფციული რისკები სასამართლო სისტემაში’’. აღნიშნული კვლევის დანართში, სათაურით - ,,კორუფციის რისკები კონკრეტულ საქმეებში’’ ერთ-ერთ საქმედ დასახელდა დ----- ძ--–----ესა და შპს ,,ა--’’-ს პარტნიორებს შორის მიმდინარე დავა. თავის მხრივ, მოსარჩელე ითხოვს ანგარიშში ასახული დასკვნების ცილისწამებად მიჩნევას.
მოსარჩელეთა განმარტებით მათი პატივი და ღირსება შეილახა 2018 წლის 05 ივლისის ანგარიშში ასახული შემდეგი განმარტებებით:
,,...ორგანიზაციამ შეისწავალა დ----- ძ--–----ესა და შპს ,,ა--’’-ს პარტნიორებს შორის არსებული დავა და მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წელს დავის განახლების პროცესი კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე...’’
,,...ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლოა ითქვას, რომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში არსებული მტკიცებულების ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევა და ამ საფუძვლით საქმის განახლება კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც შემდგომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სათანადოდ გამოკვლეული არ არის და სასამართლოს მათზე შეფასება გაკეთებული არ აქვს...’’
2. უნდა შეფასდეს სადავო დასკვნები ეფუძნება თუ არა მცდარ ფაქტებს ან თავად ხომ არ წარმოადგენენ მცდარ ფაქტებს. ამ საკითხის გასარკვევად მნიშვნელოვანია იმის წარმოჩენა თუ სად გადის ზღვარი სუბიექტურ აზრსა და ინფორმაციის ფაქტობრივ შინაარსს შორის. დამკვიდრებული მიდგომის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად: სიტყვა „აზრი’’ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად სა--მათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (იხ. სუსგ, №ას-1278-1298-2011, 20.02.2012 წ.).
სადავოდ გამხდარი დასკვნის პირველი ეპიზოდი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წელს დავის განახლების პროცესი კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე - სიტყვა-სიტყვითი და გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარე შეუძლებელია ფაქტს მივაკუთვნოთ. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აზრი უმეტეს შემთხვევაში არ გამოითქმის ფაქტებთან ყოველგვარი დამოკიდებულების გარეშე. ჩვეულებრივ, ისინი ეყრდნობა და ეხება ფაქტებს. აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ, №ას-1477-1489-2011, 03.04.2012 წ.). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე - სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ, №ას-179-172-2012, 01.10.2014 წ.).
მოცემულ შემთხვევაში, დასკვნები, რომლებიც აისახა 2018 წლის 05 ივლისს ანგარიშში გამომდინარეობს დ----- ძ--–----ესა და შპს ,,ა--’’-ს პარტნიორებს შორის მიმდინარე დავაზე სასამართლოს მიერ მიღებული აქტებიდან. ამას, მით უფრო ცხადყოფს სადავოდ გამხდარი მეორე ეპიზოდი - ,,...ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლოა ითქვას, რომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში არსებული მტკიცებულების ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევა და ამ საფუძვლით საქმის განახლება კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც შემდგომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სათანადოდ გამოკვლეული არ არის და სასამართლოს მათზე შეფასება გაკეთებული არ აქვს...’’
საგულისხმოა, რომ მოცემულ დასკვნებს წინ უძღვის გაკრიტიკებული სასამართლოს აქტების დეტალური აღწერა და თითოეული საპროცესო მოქმედების, თუ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების განხილვა. მეტიც, ანგარიშში შეფასებულია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა, მათი საქმესთან შემხებლობა და თავად საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამ მტკიცებულებებზე გაკეთებული დასკვნების მიზანშეწონილობა და სისწორე.
სასამართლო კიდევ ერთხელ უბრუნდება მტკიცების ტვირთის საკითხს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცილისწამების საფუძვლით დავის ინიცირების შემთხვევაში მოსარჩელის სამტკიცებელია უტყუარი მტკიცებულებათა სტანდარტით, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.
ამდენად, მოსარჩელეები უთითებენ რა ცილისწამებაზე, მათ უნდა ემტკიცებინათ, რომ ანგარიშში წარმოდგენელი დასკვნები ემყარება მცდარ და არსებითად არასწორ ინფორმაციას. ამავდროულად ძნელი წარმოსადგენია რა შიძლება იყოს მოცემული დავის სპეციფიკიდან გამომდინარე უტყუარი მტკიცებულება, ანდა ასეთის არსებობის პირობებშიც კი, რამდენად იქნება ლეგიტიმური კანონიერ ძალში შესული სასამართლოს განჩინებაში დადგენილი ფაქტების თუ შეფასებული მტკიცებულებების მცდარობა/ნამდვილობის შეფასება სხვა სასამართლო დავაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთმანეთისგან განასხვავებს ფაქტის შემცველ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას. ფაქტის არსებობის დადასტურება შესაძლებელია, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. შეფასების ნამდვილობის დამტკიცების მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და ის არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლების არსს, რაც კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტური ნაწილია. თუმცა, მაშინაც კი, როცა განცხადება შეფასებით მსჯელობად არის მიჩნეული, უნდა არსებობდეს ასეთი შეფასების საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი’’ (იხ. ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი № 18925/09).
თავის მხრივ, იმისთვის რომ სასამართლომ დაადგინოს სადავოდ გამხდარი განცხადება წარმოადგენს თუ არა ,,არსებითად მცდარ ფაქტს’’ აუცილებელია წარმოდგენილი საქმის მასალების ფარგლებში სასამართლომ მოახდინოს შპს ,,ა--’’-ს და დ----- ძ--–----ეს შორის მიმდინარე დავის და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე განხორციელებული საპროცესო მოქმედებების, ისევე როგორც თავად გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება, რაც გამოიწვევს უკვე მიღებული საპროცესო დოკუმენტების ერთგვარ რევიზიას. აღნიშნული კი მიმდინარე დავის ფარგლებში არ გამომდინარეობს საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებიდან. მით, უფრო როდესაც საქმის მასალებით დასტურდება მხარეთა მიერ როგორც მიღებული გადაწყვეტილების, ისე საქმის წარმოების განახლების შესახებ განჩინების ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში გასაჩივრების ფაქტი.
შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში იმთავითვე ვერ დასტურდება ცილისწამების (იქნება ეს საჯარო პირის თუ კერძო პირის) დადგენისათვის აუცილებელი უპირველესი კომპონენტის არსებობა - არსებითად მცდარი ფაქტის გავრცელება. სასამართლო მიიჩნევს, გასაჩივრებული გამონათქვამები უნდა მიეკუთვნოს შეფასებით კატეგორიას, რადგან მათი მცდარობა/ჭეშმარიტების დადგენა დეფამაციური სარჩელის განხილვის პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელია.
ამავდროულად, ,,აზრისა’’ და ,,ფაქტის’’ გამიჯვნის კრიტერიუმებზე საუბრისას გასათვალისწინებელია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი, რომელიც მინიმალურ სტანდარტს აწესებს აზრისა და ფაქტის გამიჯვნისათვის, კერძოდ, მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. სასამართლო მიუთითებს, რომ კვლევის სადავო მონაკვეთები როგორც მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, ისე იზოლირებულად სასამართლოს შეფასებით წარმოადგენს მოპასუხე ორგანიზაციის ,,აზრს’’ - მათი კომპეტენციის ფარგლებში ერთ-ერთ კონკრეტულ სასამართლო დავის შეფასებას და მათზე უნდა გავრცელდეს ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონით აზრისათვის დამახასიათებელი აბსოლუტური პრივილეგია - კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლება.
სასამართლო მოცემული განცხადების შეფასებისას იზიარებს ევროპული სასამართლოს სტანდარტს, რომლის თანახმადაც, გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელების საზღვრები უნდა შეფასდეს მთელი ფაქტობრივი საფუძვლის კონტექსტში, მომჩივანის მიერ სადავოდ გამხდარ წერილთან ერთად და იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც ისინი დაიწერა“ (LINGENCE v. AUSTRIA, სტრასბურგი, 08 ივლისი, 1986 წელი, განაცხადის N9815/82). ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ უდიდესი სიფრთხილით უნდა შეფასდეს „ფაქტები“ და „მოსაზრება“/„მსჯელობა“. თავის მხრივ, „ფაქტების“ არსებობა შესაძლებელს გახდიდა მათ დადასტურებას, მაშინ როდესაც „მოსაზრების“/„შეხედულების“ დადასტურება პრაქტიკულად შეუძლებელია და ამდენად, იგი განეკუთვნება შეხედულებათა თავისუფლების სფეროს და დაცულია კონვენციის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სხვა პრეცედენტულ საქმეშიც განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისა და თითოეული ინდივიდის განვითარების უმთავრეს საფუძველს. კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით დაშვებული ჩარევის აუცილებლობის არარასებობისას, ნორმით დაცულ სფეროში ხვდება არა მხოლოდ „უწყინარი“, „უვნებელი“ გამონათქვემები, არამედ „შეურაცხმყოფელი“, აღმაშფოთებელი“, „შოკისმომგვრელი“ მოსაზრებები. ეს არის პლურალიზმის, ტოლერანტობისა და ლიბერალიზმის მოთხოვნები, რომლის გარეშეც, წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა (იხ. OTTO PREMINGER INSTITUTE v. AUSTRIA, სტრასბურგი, 20 სექტემბერი, 1994 წელი, განაცხადის N13470/87).
მოპასუხე ორგანიზაციის კვლევაში მითითებული ინფორმაციისათვის შეფასებების აზრად კვალიფიკაციისას განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში განუზომლად დიდია მართლმსაჯულების განხორციელებაზე და, განსაკუთრებით, სასამართლოს მიერ მიღებულ აქტებზე საზოგადოებრივი ზედამხედველობის მნიშვნელობა. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობას, განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლი. ხალხს უნდა შეეძლოს ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგნად აქციოს და შეაფასოს სასამართლოს თითოეული გადაწყვეტილება, მასში გაკეთებული განმარტება და დადგენილება. საზოგადოებრივი კონტროლი ხელისუფლების იმ შტოს მიმართ, რომელიც სხვა შტოებისგან დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საზოგადოების ინფორმირების საშუალებით შესაძლებელია, თავიდან იქნეს აცილებული დახურულ კარს მიღმა მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღება და სასამართლო, როგორც ხელისუფლების შტო, შესაბამისი კონსტიტუციური ჩარჩოების გათვალისწინებით, ანგარიშვალდებული იყოს საზოგადოების წინაშე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/4/693,857, „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2019 წლის 7 ივნისი).
გარდა ყოველივე ზემოთთქმულისა, საგულისხმოა ისიც, რომ ცილისწამების შემადგენლობა აკისრებს მოსარჩელეს ზიანის მტკიცების ტვირთსაც, რაზეც სათანადო მითითება მოსარჩელეებს არ გაუკეთებიათ. სასამართლოს მოსაზრებით, მიმდინარე დავის ფარგლებში მოსარჩელეებზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ასევე არ არის სათანადოდ დასაბუთებული ის მითითება (საჯარო და კერძო პირის ცილისწამებისათვის დადგენილი შემდეგი საერთო მახასიათებელი), რომ მოპასუხე ორგანიზაციის გამოქვეყნებული კვლევის უშუალოდ სადავოდ გამხდარი მონაკვეთები მოსარჩელეთათვის პატივისა და ღირსების შემლახველია.
ზოგადად, სიტყვის მართლმსაჯულების ობიექტად ქცევა უკიდურეს შემთხვევაში უნდა ხდებოდეს, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია. არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მართლმსაჯულების გზით მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვეთანხმებით, გვეშინია, გვძულს, მიგვაჩნია, რომ საზოგადოების მორალისა თუ ტრადიციების შეუსაბამოა. გამოხატვის თავისუფლების და, მაშასადამე, დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობისთვის განსაკუთრებული სიფრთხილე სწორედ ასეთი ნეგატიური განწყობებისა თუ დამოკიდებულებების განმაპირობებელი მოსაზრებების მიმართ სამართლის დამოკიდებულებას მართებს. გამოხატვის თავისუფლების დაბალანსების საუკეთესო გზა ისევ გამოხატვაა – რადგან ნებისმიერი მოსაზრება, გამონათქვამი, რომელსაც არ ეთანხმები, არ მოგწონს ან, შენი აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება, შეიძლება უარყო საწინააღმდეგო მოსაზრებებითა და იდეებით, რომელთაც იზიარებ, მოგწონს ან სწორად მიგაჩნია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/6/561,568; ,,საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’; 2016 წლის 30 სექტემბერი).
გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეებს ჰქონდათ შესაძლებლობა კვლევის გამოქვეყნების შემდეგ საჯაროდ, მათთვის მისაღები ფორმით მიეწოდებინათ საზოგადოებისათვის თავიანთი პოზიცია მოპასუხე ორგანიზაციის კვლევაში მითითებულ ინფორმაციასთან შედარებით და მათ აღნიშნულით ისარგებლეს კიდევაც, შესაბამისად, მოსარჩელეებმა თავადვე, სასამართლოში მომართვამდე უზრუნველყვეს მათი აზრით დარღვეული უფლებების დაცვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ სარჩელში მითითებული მოპასუხის განცხადებები არ წარმოადგენენ მოსარჩელეთა პატივისა და ღირსების დაცულ სფეროში ჩარევას, რის გამოც არ არსებობს ცილისწამების აღიარებასთან მიმართებით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების (1.1.-1.3. სასარჩელო მოთხოვნები) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა კი ცხადია სამართლებრივად დაუსაბუთებელს ხდის მოპასუხე ორგანიზაციისთვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე წარმოდგენილ მოთხოვნას (1.5. სასარჩელო მოთხოვნა), რომლითაც მოსარჩელე ითხოვს დ----- ძ--–----ესა და შპს ,,ა--’’-ს პარტნიორებს შორის არსებული დავის ამოღებას ,,კორუფციული რისკების შემცველი საქმეების’’ ჩამონათვალიდან.
სასამართლო განსაკუთრებით ყურადღებას გაამახვილებს ასევე მასზეც, რომ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში მოსარჩელეები ასევე ითხოვენ სადავოდ გამხდარი კვლევის ნაწილების უარყოფას (1.4 სასარჩელო მოთხოვნა) საჯაროდ, მოპასუხე ორგანიზაციის ვებ-გვერდის მეშვეობით.
მოთხოვნის აღნიშნული ფორმით სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთიანი პრაქტიკა (საქმე №ას-1084-1034-2014), რომლის თანახმადაც, 2004 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2004 წლის 16 ივლისიდან, ახლებურად მოწესრიგდა მე-18 მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა და ნორმის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლებების რეალიზაცია, სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნორმებთან ერთად, შესაძლებელი გახდა სპეციალური კანონით - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად დაადგინა როგორც დაცვის მექანიზმები, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები. ამ მხრივ მნიშვნელოვანია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად, ცილისწამებასთან და--ვშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
ისეთ პირობებში, როდესაც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ ადგენს ცილისწამების შემთხვევაში უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს, რომლის დადგომაც დამოკიდებულია სასამართლოში აღძრული დავის საგნის სწორ ფორმულირებაზე, სასამართლო ამოწმებს მოთხოვნის შესაბამისობას უფლებადამცავ ნორმებთან, ისე, რომ სასამართლო პასიურია დაეხმაროს მხარეს არასწორი მოთხოვნის სწორად ფორმულირებაში. სხვაგვარად საქმე გვექნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევასთან, რომლის მიხედვითაც სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (პალატის აღნიშნული მსჯელობა სავსებით შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ. სუსგ, #ას-810-1129-07, 16 მაისი, 2008 წელი; #ას-334-654-09, 8 ოქტომბერი, 2009 წელი; #ას-677-638-2011, 24 სექტემბერი, 2012 წელი).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს არა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნებას სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, არამედ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების იმავე საშუალებით უარყოფას - მოპასუხის ვებ-გვერდზე განთავსებას, რაც არ გამომდინარეობს სპეციალური კანონით დადგენილი საფუძვლებიდან, შესაბამისად, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა თავშივე უსაფუძვლოა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თითოეული მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი (ს.ფ.139-144). ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან და--ვშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეების ლ------ თ----------–--ის, მ--- ა--------ს და ს--–---- ა--------ს სარჩელი მოპასუხე ა(ა)იპ ს-------–--------------------–----------------–--ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია