განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100119003105082
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - ოლღა მერებაშვილი
ბრალდებული - ირ---–----------ძე
ადვოკატი - და-------------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ირ---–----------ძე
მამის სახელი: ო----ი
დაბადებული: 2-.0-.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგო----ეობა: დასაოჯახებელი
პირადი ნომერი: 0----------
ნასამართლობა: მქონე
მისამართი: ქ. ბათუმი, ი. ჯ-----–---–ის ქ. N63, ბინა N21
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (02 ეპიზოდი)
151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
დაკავების თარიღი და დრო: 2019 წლის 27 ივნისი, 14:43 საათი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2019 წლის 01 ივნისს, ქ. ბათუმში, ვა-----გ გ---------–ის ქ. N158-ში მდებარე მე-----------–იძის დროებით საცხოვრებელ ბინა N193-ში, არაფხიზელ მდგო----ეობაში მყოფმა ირ---–----------ძემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მე-----------–იძეს ხელის კვრით თავი მიარტყმევინა კედელზე და მოქაჩა თმები, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2019 წლის 24 ივნისს, შუადღის საათებში, ქ. ბათუმში, ვა-----გ გო------–ის ქ. N158-ში მდებარე მე-----------–იძის დროებით საცხოვრებელ ბინა N193-ში, არაფხიზელ მდგო----ეობაში მყოფმა ირ---–----------ძემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელის სახის არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მე-----------–იძეს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. 2019 წლის 24 ივნისს, შუადღის საათებში, ქ. ბათუმში, ვა-----გ გო------–ის ქ. N158-ში მდებარე მე-----------–იძის დროებით საცხოვრებელ ბინა N193-ში, არაფხიზელ მდგო----ეობაში მყოფი ირ---–----------ძე, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მე-----------–იძეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
4. 2019 წლის 01 ივნისს, ქ. ბათუმში, ვ. გო------–ის ქ. N158-ში მდებარე მე-----------–იძის დროებით საცხოვრებელ ბინა N193-ში, ირ---–----------ძეს მე-----------–იძის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
5. 2019 წლის 24 ივნისს, ქ. ბათუმში, ვ. გო------–ის ქ. N158-ში მდებარე მე-----------–იძის დროებით საცხოვრებელ ბინა N193-ში, ირ---–----------ძე მე-----------–იძეს ჯანმრთელობის დაზიანებით არ დამუქრებია.
6. 2019 წლის 24 ივნისს, ქ. ბათუმში, ვ. გო------–ის ქ. N158-ში მდებარე მე-----------–იძის დროებით საცხოვრებელ ბინა N193-ში, ირ---–----------ძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მე-----------–იძეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა ნაწილი მტკიცებულებებისა სადავოდ მიიჩნიეს, ნაწილი კი უდავოდ, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, სადავო მტკიცებულებებით კი დადგენილია შემდეგი:
8. 2019 წლის 24 ივნისს, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში ლა------ა ლიტ---ის შეტყობინების საფუძველზე დაიწო გამოძიება ძალადობის ფაქტზე.
9. შეტყობინების (რეგისტრაციის N1640376) თანახმად, ლა--------------ნი აცხადებდა, რომ ბინაში შეიჭრა მისი მეგობრის ყოფილი მეგობარი მამაკაცი, რომელმაც მიაყენა ყოფილ ფიზიკური შეურაცხყოფა, გაარტყა შვილების თანდასწრებით, ასევე ემუქრებოდა. განაცხადა, რომ იყო ნასვამი ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.
10. მოწმე ა-----------ვას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, აღნიშნულ საქმეზე დაიწყო გამოძიება. მის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებული, მოწმეები. გამოითხოვა ინფორმაციები სხვადასხვა დაწესებულებებიდან. ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ბრალდებულს, გაუცვალა მტკიცებულებები. დაზარალებულმა წარმოადგინა მობილური ტელეფონი, რომელიც შეიცავდა ირ---–----------ძის მიერ განხორციელებული მუქარის მესიჯებს, რომელიც დაათვალიერა და დაურთო საქმეს.
11. მოწმე მე-----------–იძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, მას ირ---–----------ძესთან აქვს მეგობრული, ახლო ურთიერთობა. 01 ივნისის ფაქტი ბუნდოვნად ახსოვს, რადგან იმ პერიოდში სვამდა ძლიერ პრეპარატებს. ამჟამად ბრალდებულთან კარგი ურთიერთობა აქვს. განმარტა, რომ 24 ივნისს ირ---–----------ძე მასთან იყო, საუბრობდნენ, დალიეს. იმ დღეს თვითონ ძალიან აგრესიული იყო. მასთან ერთად სახლში იმყოფებოდა ლა--------------ნი - მისი მეგობარი, ძმიშვილებთან სა-–---ე და ლ---ა მიტ---ებთან ერთად. ირ---–----------ძესთან მოუვიდა ხმამაღალი ლაპარაკი, ბევრი რამ იმ დღის შესახებ არ ახსოვს. განმარტა, რომ ირ---–----------ძეს მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია. სახელმწიფო ბრალმდებელმა სასამართლო სხდომაზე გამოაქვეყნა დაზარალებულის მიერ გამოძიებაში 2019 წლის 24 ივნისს და 15 ივლისს მიცემული გამოკითხვის ოქმები, რომლებშიც იგი ამხელდა ირ---–----------ძეს განხორციელებულ ძალადობაში.
12. მოწმე ლა--------------ნის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, მან დაადასტურა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ აღნიშნულ ოქმთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია. სხდომაზე ასევე განმარტა, რომ დაზარალებული - მე-----------–იძე არის მისი მეგობარი, რომელთან ერთადაც 2019 წლის ივნისის თვეში ცხოვრობდა ქ. ბათუმში, გ---------–ის ქ. N158-ში, ბინა N193-ში. მათთან ერთად ცხოვრობდა ასევე მისი შვილი გი------------უა. 24 ივნისის ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ იმ დღეს მერისთან, მის შვილთან და ძმისშვილებთან ერთად იმყოფებოდა სახლში. ირ---–----------ძე მე-----------–იძესთან ნაჩხუბარი იყო და შერიგების მიზნით სთხოვდა საუბარს. როდესაც ეს უკანასკნელი თხოვდა დაეტოვებინა ტერიტორია და თავს იხსნიდა ირ---–----------ძისგან მოხვდა ხელი.
13. მოწმე სა-–---ე მიტ---ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად მე-----------–იძე არის მისი მამიდას მეგობარი, რომელიც თავის მხრივ მეგობრობდა ირ---–----------ძესთან. სა-–---ე მიტ---მა განმარტა, რომ არაფერი ახსოვდა მომხდარ ფაქტზე. სასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე სა-–---ე მიტ---ის მიერ 2019 წლის 27 ივნისს მიცემული ჩვენება, სადაც იგი ბრალდებულის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას აღწერდა. მოწმემ განმარტა, რომ ხელმოწერა მისია, მაგრამ აღნიშნული გარემოებები არ ახსოვს.
14. სამედიცინო ექსპერტიზის N005422619 დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით (25.06.2019 წ) მე-----------–იძეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.
15. ექსპერტმა ღუღ------------შვილმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ვიზუალური დათვალიერებისას მის მიერ გამოკითხული იქნა მე-----------–იძე, რომელმაც განაცხადა, რომ 2019 წლის 24 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, ქ. ბათუმში, გ---------–ის ქუჩაზე, მის საცხოვრებელ ბინაში ირ---–----------ძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის მარჯვენა ნახევარში დაარტყა გაშლილი ხელი. ასევე აღნიშნა, რომ 2019 წლის 01 ივნისს მიარტყმევინა კედელზე თავი.
16. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის-ინსპექტორ გამომძიებელ ა-----------ვას მიერ შედგენილი N019749 შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2019 წლის 24 ივნისს ირ---–----------ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მე-----------–იძის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. ამავე შემაკავებელი ორდერით მოძალადეს - ირ---–----------ძეს შეეზღუდა მსხვერპლთან მე-----------–იძესთან ყოველგვარი კომუნიკაცია.
17. არასრულწლოვანმა მოწმემ, ლ---ა მიტ---მა უარი განაცხადა - ძალადობაში ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სამართლებრივი შეფასება
ძალადობის ნაწილში
18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მიხედვით, პასუხისმგებლობა დაწესებულია ძალადობისათვის.
ამავე მუხლის თანახმად, ძალადობა არის სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
19. ირ---–----------ძემ არ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები.
20. დაზარალებულ მე-----------–იძის, მოწმეების ღუღ------------შვილის, ლა------ა და სა-–---ე მიტ---ების ჩვენებებით ირ---–----------ძის მიერ 2019 წლის 24 ივნისს მე-----------–იძეზე ფიზიკური შეურაცყოფის მიყენების ფაქტი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია დადასტურებულია.
21. ამდენად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ირ---–----------ძემ - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - მე-----------–იძის მიმართ ძალადობით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
მუქარის ნაწილში:
22. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, ე.ი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2-. პირის ქმედების ხსენებული ნორმით შეფასებისთვის საჭიროა ორი კრიტერიუმის ერთდროულად არსებობა - 1) არსებობდეს სიცოცხლის მოსპობის მუქარა და 2) დაზარალებულს უნდა გაუჩნდეს ხსენებული მუქარის განხორციელების შიში.
24. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
25. სასამართლო აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოკვლეულა თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომელიც არათუ პირდაპირი ხასიათის იქნებოდა, არამედ ირიბად მაინც მიანიშნებდა ირ---–----------ძის მხრიდან მუქარის განხორციელებას. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მე-----------–იძემ განმარტა, რომ ტელეფონში ჰყავს რამოდენიმე ირაკლი და არ იცის კონკრეტულად ვისგან მიიღო გზავნილები.
26. დასკვნის სახით სასამართლო განმარტავს, რომ ვერ მსჯელობს ამა თუ იმ მტკიცებულების თაობაზე, ვინაიდან მუქარის ნაწილში ირ---–----------ძის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი წარმოდგენილი არ ყოფილა.
27. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
28. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ირ---–----------ძე ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ძალადობის ნაწილში
29. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
30. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ძალადობაში; ძალადობა (სსკ-ის 126 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგო----ეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
31. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
32. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
33. სასამართლო აღნიშნავს, რომ არ გამოკვლეულა თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომელიც არათუ პირდაპირი ხასიათის იქნებოდა, არამედ ირიბად მაინც მიანიშნებდა ირ---–----------ძის მხრიდან 2019 წლის 01 ივნისს ძალადობის განხორციელებას. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მე-----------–იძემ განმარტა, რომ 01 ივნისის ფაქტი ბუნდოვნად ახსოვს, რადგან სვამდა ძლიერ პრეპარატებს.
34. დასკვნის სახით სასამართლო განმარტავს, რომ ვერ მსჯელობს ამა თუ იმ მტკიცებულების თაობაზე, ვინაიდან 2019 წლის 01 ივნისს განხორციელებული ძალადობის ნაწილში ირ---–----------ძის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი წარმოდგენილი არ ყოფილა.
35. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
36. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ირ---–----------ძე ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 01 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
37. ირ---–----------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა რეციდივი.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
38. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა რეციდივი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს ირ---–----------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0- სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
39. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ირ---–----------ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა, რასაც ნაწილობრივ უნდა დაემატოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ირ---–----------ძე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 01 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
ბრალდებული ირ---–----------ძე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
ბრალდებული ირ---–----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 24 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1.500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ირ---–----------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0- სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 03 (სამი) წელი თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0- სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ირ---–----------ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1.500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ირ---–----------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ირ---–----------ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 27 ივნისიდან.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი