გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.11.2019
საქმის ნომერი
330210019002922702
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6971-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

 

სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე

 

მოსარჩელე - მ--------------–-–---–ი

წარმომადგენლები - დ-------------ა, ნ-----------–--ი

 

მოპასუხე - სსიპ ს----–-–-------------------------–----------ო

წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–ი

 

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ზ-------------–-----–ი, ც-----------–----ე, ზ--------------–-–---–ი

 

დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისი, მ---–-------ს ქ---------, (ლიტ ,,ა“ საცხოვრებელი ფართი - 29.5 კვ.მ., ლიტ ,,ბ“ საცხოვრებელი ფართი - 27.36 კვ.მ., დამხმარე ნაგებობები: ლიტერები: ვ-გ-დ-ე-ფ-ვც-ვც ფართი - 27.36 კვ.მ) კ--------------------ის სახელზე აღრიცხული ფართი ცნობილ იქნეს უმკვიდროდ და უსასყიდლო საკუთრებაში გადაეცეს მ--------------–-–---–ს.

(იხ. სასარჩელო მოთხოვნა, ს.ფ.6)

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, მ---–-------ს ქ--------- (ლიტ ,,ა“ საცხოვრებელი ფართი - 29.5 კვ.მ., ლიტ ,,ბ“ საცხოვრებელი ფართი - 27.36 კვ.მ., დამხმარე ნაგებობები: ლიტერები: ვ-გ-დ-ე-ფ-ვც-ვც ფართი - 27.36 კვ.მ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით აღრიცხულია კ--------------------ის სახელზე. კ--------------------მა აღნიშნული საცხოვრებელი სადგომის თავისი კუთვნილი წილი გარიგების საფუძველზე დაუთმო მოსარჩელის მამას - თ---------------–-–---–ს. მათ შორის 1996 წელს გაფორმდა შინაურული ხელწერილი, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. კ--------------------ი გარდაიცვალა 1998 წელს და ვერ მოესწრო ბინის გადაფორმება. 1996 წლიდან თ---------------–-–---–ი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სადავო ბინაში. თ---------------–-–---–ი გარდაიცვალა 2000 წელს. მისი უფლებამონაცვლე, პირველი რიგის მემკვიდრე არის მოსარჩელე მ--------------–-–---–ი, რომელზეც გაცემულია სამკვიდრო მოწმობა №1-------.

 

აღნიშნული უძრავი ქონების თანამესაკუთრეს კ--------------------თან ერთად წარმოადგენდა მიხეილ კირიევი. მისი კუთვნილი წილი 04.03.2013 წლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დაირეგისტრირა მისმა შვილმა ლენა კალაიჩევამ, რომელმაც ქონება გაასხვისა ზ-------------–-----–სა და ც-----------–----ეზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, კ--------------------ის კანონისმიერი და ანდერძისმიერი მემკვიდრეების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. შესაბამისად, რადგან მოსარჩელე წარმოადგენს უძრავი ქონების მოსარგებლეს, საცხოვრებელი სადგომი ცნობილ უნდა იქნეს უმკვიდროდ და უსასყიდლოდ გადაეცეს საკუთრებაში მ--------------–-–---–ს.

 

(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-15, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 22 ოქტომბრის სხდომის ოქმი 13:28:17).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელითაც დადასტურდება კ--------------------ისგან თ---------------–-–---–ის მიერ უძრავი ქონების ყიდვის ფაქტი. არ დგინდება მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი სადგომის ფლობის ფაქტი, ასევე არ დგინდება თ---------------–-–---–ს ჰყავს თუ არა სხვა მემკვიდრეები.

 

მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, გადახდის ქვითრები, აბონენტის რეგისტრაციის ბარათები, რომლითაც დადასტურდება, რომ 1997 წლამდე აბონენტად აღრიცხული იყო თ---------------–-–---–ი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ 2015 წლის და 2019 წლის კომუნალური გადასახადების ქვითრები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.

 

(იხ. შესაგებელი ს.ფ 52-61; მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 22 ოქტომბრის სხდომის ოქმი 13:36:06).

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. საქმის ზეპირ განხილვაზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირი ზ--------------–-–---–ის წარმომადგენელი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.

 

(იხ. 2019 წლის 22 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 13:31:06 სთ).

 

3.2. საქმის ზეპირ განხილვაზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირი ზ-------------–-----–ი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას. განმარტა, რომ დაახლოებით 20 წელია ცხოვრობს ამავე მისამართზე. მხარეებს ფაქტობრივად გამიჯნული აქვთ საცხოვრებელი სადგომი და თვითონ პრეტენზიას არ აცხადებს ფართზე, რომელსაც ფაქტობრივად ფლობს მოსარჩელე.

 

(იხ. 2019 წლის 22 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 13:32:08 სთ)

 

3.3. საქმის ზეპირ განხილვაზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირი ც-----------–----ე დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას. განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 1992 წლიდან. მოსარჩელე სადავო ბინაში გადმოვიდა 1996 წელს და მას შემდეგ ფლობს საცხოვრებელ სადგომს.

 

(იხ. 2019 წლის 22 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 13:34:08 სთ).

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათების თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ---–-------ს ქ---------, (ლიტ ,,ა“ საცხოვრებელი ფართი - 29.5 კვ.მ., ლიტ ,,ბ“ საცხოვრებელი ფართი - 27.36 კვ.მ., დამხმარე ნაგებობები: ლიტერები: ვ-გ-დ-ე-ფ-ვც-ვც ფართი - 27.36 კვ.მ) აღრიცხულია კ--------------------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 16-17).

 

4.1.2. მოსარჩელე მ--------------–-–---–ის მამამ, თ---------------–-–---–მა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ---–-------ს ქ---------, სანოტარო წესის დაუცველად დადებული, ფორმადაუცველი გარიგებით, კ--------------------ისგან შეიძინა 1996 წელს.

 

კ--------------------ი გარდაიცვალა 1998 წელს.

 

თ---------------–-–---–ი გარდაიცვალა 2000 წელს.

 

მისი პირველი რიგის მემკვიდრეა მ--------------–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ. 20, ს.ფ. 23);

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 24) .

 

4.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ცნობების თანახმად, თ---------------–-–---–ი მისამართზე: ქ. თბილისი, მ---–-------ს ქ--------- რეგისტრირებულია 1996 წლიდან, ხოლო მ--------------–-–---–ი - 1998 წლიდან. ამასთან, თ---------------–-–---–ი 1982 წლიდან ჩაწერილია საცხოვრებელი სადგომის, მდებარე: ქ. თბილისი, მ---–-------ს ქ--------- საბინაო წიგნში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური №0------------ და №0------------ ცნობები (ს.ფ. 26-29);

- საბინაო წიგნი (ს.ფ. 91-96).

 

4.1.4. ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრის ცნობის თანახმად, 1998 წლის 20 აგვისტოს გარდაცვლილი კ--------------------ის სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში ჩანაწერი არ არის რეგისტრირებული. ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრის ინფორმაციით, 1998 წლის 20 აგვისტოს გარდაცვლილი კ--------------------ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე ელექტრონულ რეესტრში ჩანაწერი არ ფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 23 აგვისტოს №1------- და №16------ წერილები (ს.ფ. 21-22).

 

4.1.5. სს ,,თელასის“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მისამართზე: ქ. თბილისი, მ---–-------ს ქუჩა №6 სააბონენტო ბარათი გახსნილია - 2009 წლის 30 აპრილს და მასზე გახსნის დღიდან რეგისტრირებულია მ--------------–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,თელასის“ ცნობა (ს.ფ. 25)

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი მოვალეობაა მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ უზრუნველყო კუთვნილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, კერძოდ, მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებები და ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, წერილობითი მტკიცებულებები, სასამართლოს უქმნის რწმენას იმისათვის, რომ გაიზიაროს მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და დადგენილად მიიჩნიოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ--------------–-–---–ი არის ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი (მოსარგებლის უფლებამონაცვლე), ხოლო საცხოვრებელი სადგომი უმკვიდრო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-2 და მე-9 მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.

 

იმისთვის, რომ სპეციალური კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში პირმა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის გზით მოიპოვოს სადგომზე საკუთრების უფლება, აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე ან მისი უფლებამონაცვლე; 2. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი; 3. გარდაცვლილი მესაკუთრის დანაშთი ქონება უნდა აკმაყოფილებდეს უმკვიდრო ქონებად ცნობის კრიტერიუმებს.

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მამა თ---------------–-–---–მა სანოტარო წესის დაუცველად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, კ--------------------ისგან შეიძინა საცხოვრებელი სადგომი, რომელიც განაპირობებს სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების არსებობას. მოსარჩელის მამის მოსარგებლეობის უფლება დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის საბინაო წიგნაკით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო სამისამართო ბიუროს ცნობით, მოწმეეთა ჩვენებით.

 

განსახილველ შემთხვევაში არსებითია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელეს ასევე წარმოდგენილი აქვს 2018 წლის 28 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად მ--------------–-–---–ი არის თ---------------–-–---–ის პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი, რომელმაც საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის ქონება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის თანახმად, მ--------------–-–---–ი რეგისტრირებულია მისამართზე 1998 წლიდან. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ მოსარჩელე არის მოსარგებლის, გარდაცვლილი თ---------------–-–---–ის უფლებამონაცვლე აღნიშნულ სამართლურთიერთობაში და უფლებამოსილია სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ისარგებლოს იმ უფლებებით, რაც გააჩნდა თ---------------–-–---–ს.

 

საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოსარჩელის მეზობელი გ---------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 1994 წლიდან ცხოვრობს მისამართზე: თბილისი, მ---–-------ს ქ---------, არის მ--------------–-–---–ის მეზობელი. მოწმემ მიუთითა, რომ მოსარჩელის მამამ თ---------------–-–---–მა კ--------------------ისგან შეიძინა ბინა ხელწერილის საფუძველზე და მას შემდეგ ცხოვრობს სადავო ბინაში. მეზობლებს გამიჯნული აქვთ ფართი და მათ შორის ქონებაზე დავა არ არსებობს.

 

საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოსარჩელის მეზობელი ნ-----–------------, რომელიც 1994 წლიდან ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, ჯ-------------–--------, მ---–-------ს გ------–--–-----. მოწმე განმარტავს, რომ მოსარჩელის მამამ ბინა შეიძინა 1996 წელს და მას შემდეგ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. უძრავ ქონებაზე პრეტენზიას არ აცხადებს არავინ და მოსარჩელეს მეზობლებთან კონფლიქტი არ აქვს.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს უქმნის პრეზუმფციას იმისა, რომ მოსარჩელე - მ--------------–-–---–ი ნამდვილად წარმოადგენს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” გათვალისწინებულ სუბიექტს - მოსარგებლის უფლებამონაცვლეს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათების თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ---–-------ს ქ---------, (ლიტ ,,ა“ საცხოვრებელი ფართი - 29.5 კვ.მ., ლიტ ,,ბ“ საცხოვრებელი ფართი - 27.36 კვ.მ., დამხმარე ნაგებობები: ლიტერები: ვ-გ-დ-ე-ფ-ვც-ვც ფართი - 27.36 კვ.მ) აღრიცხულია კ--------------------ის სახელზე. მოსარჩელე მ--------------–-–---–ის მამამ თ---------------–-–---–მა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ---–-------ს ქ---------, სანოტარო წესის დაუცველად დადებული, ფორმადაუცველი გარიგებით, კ--------------------ისგან შეიძინა 1996 წელს. კ--------------------ი გარდაიცვალა 1998 წელს. თ---------------–-–---–ი გარდაიცვალა 2000 წელს. მისი პირველი რიგის მემკვიდრეა მ--------------–-–---–ი. ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრის ცნობის თანახმად, 1998 წლის 20 აგვისტოს გარდაცვლილი კ--------------------ის სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში ჩანაწერი არ არის რეგისტრირებული. ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტის ინფორმაციით, 1998 წლის 20 აგვისტოს გარდაცვლილი კ--------------------ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე ელექტრონულ რეესტრში ჩანაწერი არ ფიქსირდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ცნობების თანახმად, თ---------------–-–---–ი მისამართზე: ქ. თბილისი, მ---–-------ს ქ--------- რეგისტრირებულია 1996 წლიდან, ხოლო მ--------------–-–---–ი - 1998 წლიდან. ამასთან, თ---------------–-–---–ი 1982 წლიდან ჩაწერილია საცხოვრებელი სადგომის, მდებარე: ქ. თბილისი, მ---–-------ს ქ--------- საბინაო წიგნში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ მ--------------–-–---–ი დედასთან ზ--------------–-–---–თან ერთად ცხოვრობს ბინაში და იხდის კომუნალურ გადასახადებს.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ---–-------ს ქ---------, (ლიტ ,,ა“ საცხოვრებელი ფართი - 29.5 კვ.მ., ლიტ ,,ბ“ საცხოვრებელი ფართი - 27.36 კვ.მ., დამხმარე ნაგებობები: ლიტერები: ვ-გ-დ-ე-ფ-ვც-ვც ფართი - 27.36 კვ.მ) აღრიცხული კ--------------------ის სახელზე ცნობილ უნდა იქნეს უმკვიდროდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, კ--------------------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ---–-------ს ქ---------, (ლიტ ,,ა“ საცხოვრებელი ფართი - 29.5 კვ.მ., ლიტ ,,ბ“ საცხოვრებელი ფართი - 27.36 კვ.მ., დამხმარე ნაგებობები: ლიტერები: ვ-გ-დ-ე-ფ-ვც-ვც ფართი - 27.36 კვ.მ), და აღნიშნული უმკვიდრო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელეს - მ--------------–-–---–ს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე,2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1.1. მ--------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, კ--------------------ის სახელზე რიცხული წილი საცხოვრებელი სადგომი, მდებარე: ქ. თბილისი, მ---–-------ს ქ---------, (ლიტ ,,ა“ საცხოვრებელი ფართი - 29.5 კვ.მ., ლიტ ,,ბ“ საცხოვრებელი ფართი - 27.36 კვ.მ., დამხმარე ნაგებობები: ლიტერები: ვ-გ-დ-ე-ფ-ვც-ვც ფართი - 27.36 კვ.მ) ცნობილი იქნას უმკვიდროდ;

 

1.3. მოსარჩელე მ--------------–-–---–ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, კ--------------------ის სახელზე რიცხული წილი საცხოვრებელი სადგომი, მდებარე: ქ. თბილისი, მ---–-------ს ქ---------, (ლიტ ,,ა“ საცხოვრებელი ფართი - 29.5 კვ.მ., ლიტ ,,ბ“ საცხოვრებელი ფართი - 27.36 კვ.მ., დამხმარე ნაგებობები: ლიტერები: ვ-გ-დ-ე-ფ-ვც-ვც ფართი - 27.36 კვ.მ).

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე