გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-1769-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამუკა ნოზაძე
სხდომის მდივანი გვანცა ბერუაშვილი
მოსარჩელე- ს-------------------------–---------------------------
წარმომადგენელი- ა------------------ი
მოპასუხე -ი------- ო-------ი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ი------- ო-------ს ს-------------------------–----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 299.98 ლარის გადახდა.
1.2. ი------- ო-------ს ს-------------------------–----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი მომსახურების საფასურის - 21 ლარის და შპს „ავტოექსპერტიზა“-სთვის ზიანის შეფასებისთვის გადახდილი საფასურის 60 ლარის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:
ს------------------------–-------------------------- (შემდგომში „------- ) წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა სადაზღვევო საქმიანობას, მათ შორის ახორციელებს ავტო-სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევას.
2019 წლის 17 მაისს „----“-ის მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებით (სარეგისტრაციო(სახელმწიფო) ნომრით R------) მოძრაობისას, მოპასუხე ი------- ო-------მა ვერ უზრუნველყო რა მოძრაობის უსაფრთხოება, მოახდინა შეჯახება „--------ში დაზღვეულ გ---------------- კუთვნილ „-------------ს მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე (სარეგისტრაციო (სახელმწიფო) ნომრით D------).
“ი-----“-მ სრულად შეასრულა რა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება, აუნაზღაურა დამზღვევს 299.98 ლარის ოდენობით ზიანი, რის შემდეგ წარმოეშვა აღნიშნული თანხის მოთხოვნის უფლება ზიანზე პასუხისმგებელი პირისგან (ი------- ო-------ი). დამატებით „--------ს გადახდილი აქვს შპს „ავტოექსპერტიზა“-ისთვის 60 ლარი ზიანის შეფასების საფასური და სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი მომსახურების საფასური - 21 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ი------- ო-------ი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას, რომ მართალია მიატოვა შემთხვევის ადგილი, მაგრამ მისი ბრალეულობა არ იყო მომხდარი შეჯახებისას, ამასთან დაზიანება იყო უმნიშვნელო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 17 მაისს „----“-ის მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებით (სარეგისტრაციო (სახელმწიფო) N R------) მოძრაობისას, მოპასუხემ ი------- ო-------მა ვერ უზრუნველყო რა მოძრაობის უსაფრთხოება, მოახდინა შეჯახება „--------ში დაზღვეულ გ---------------- კუთვნილ „-------------ს მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე (სარეგისტრაციო (სახელმწიფო) N D------).
მტკიცებულება: ა. საქართველოს შსს ინტერნეტ გვერდიდან ამონარიდი და სამართალდარღვევის საქმის მასალები (დანართი N1); ბ. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა( დანართი N2).
3.1.2. გ---------------- კუთვნილი „-------------ს მარკის ავტო-სატრანსტორტო საშუალება დაზღვეული იყო „ი-----ში“.
მტკიცებულება: ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი (დანართი N3)
3.1.3. „--------ს დაკვეთით ჩატარებული საექსპერტო დასკვნით დადგინდა რომ ხსენებულ ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, შეადგინა 300 ლარი.
მტკიცებულება: ა. ზიანის შაფასების საექსპერტო დასკვნა (დანართი N4)
3.1.4. „--------მ სრულად შეასრულა რა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება აუნაზღაურა დამზღვევს 299.98 ლარის ოდენობით ზიანი. დამატებით „--------ს გადახდილი აქვს შპს „ავტოექსპერტიზა“-სთვის 60 ლარი ზიანის შეფასების საფასური.
მტკიცებულება: ა. სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი და საგადასახადო დავალიანება (დანართი N5; ბ. შპს „ ავტოექსპერტიზის“ ინვოისი, გაანგარიშება და საგადასახადო დავალება( დანართი N6).
3.1.5 სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში „ი-----ს“ გადახდილი აქვს 21 ლარის ოდენობით მომსახურების საფასური.
მტკიცებულება: ა. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა (დანართი N2); ბ. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალება (დანართი N7).
3.1.6. „ი-----ს წინასწარ გადახდილი აქვს 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი.
მტკიცებულება: სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალება (დანართი N8)
3.2. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მოპასუხე მხარის მიერ თითქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არის მიჩნეული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ი------- ო-------ს ს-------------------------–----------------------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 299.98 ლარის გადახდა. შესაბამისად წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი, 317-ე მუხლი, 361-ე მუხლი, 992-ე მუხლი, 832-ე, 799-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება დასტურდება საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი სამართალდარღვევის ოქმით.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ 2019 წლის 17 მაისს „----“-ის მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებით (სარეგისტრაციო (სახელმწიფო) N R------) მოძრაობისას, მოპასუხემ ი------- ო-------მა ვერ უზრუნველყო რა მოძრაობის უსაფრთხოება, მოახდინა შეჯახება „--------ში დაზღვეულ გ---------------- კუთვნილ „-------------ს მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე (სარეგისტრაციო (სახელმწიფო) N D------). საპატრულო პოლიციის 2019 წლის 18 მაისს გამოწერილი იქნა ელექტრონული საჯარარიმო ქვითარი ოქმით #-------- დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა ი------- ო-------ი. მოპასუხის მიერ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი აქტი გასაჩივრებული არ ყოფილა და სადავოდ არ გამხდარა, ჯარიმის თანხა გადახდილია დროულად. სასამართლო სხდომაზე მხარის მიერ მიცემული განმარტება ვერ ჩაითვლება კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებად. დადასტურებულია, რომ „-------------ს მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე (სარეგისტრაციო (სახელმწიფო) N D------) დაზღვეული იყო ს-------------------------–----------------------------ში. სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებულ იქნა მიყენებული ზიანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი------- ო-------ი წარმოადგენს ვალდებულ პირს მოსარჩელის წინაშე და მას უნდა დაეკისროს მისი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხაეჯები, ამავე მუხლის მეორე და მესამე მუხლების თანახმად სასამართლოს ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ვინაიდან მოცემულ საქმეში სარჩელის ფასი შეადგენს 299.98 ლარს, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული საქმე წარმოადგენს მაგისტრატი მოსამართლის განსაჯად საქმეს, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მაგისტრატი მოსამართლის განსაჯად საქმეზე სახლმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსატანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, 21 ლარი სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი მომსახურების საფასური და დამატებით შპს "ავტოექსპერტიზა"-თვის 60 ლარი ზიანის შეფასების საფასური, იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელე მხარემ არ ცნო სარჩელი, ხოლო სასამართლოს მიერ სრულად იქნა დაკმაყოფილებული ს-------------------------–---------------------------- სარჩელი აღნიშნული ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს ი------- ო-------ს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე , 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ს-------------------------–----------------- ი-----ს" სარჩელი მოპასუხე ი------- ო-------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. ი------- ო-------ს ს-------------------------–----------------- ი-----ს" სასარგებლოდ დაეკისროს 299.98 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე ი------- ო-------ს ს-------------------------–----------------- ი-----ს" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა, ასევე სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი მომსახურების საფასურის 21 ლარის და შპს „ავტოექსპერტიზა"-სთვის ზიანის შეფასებისათვის გადახდილი საფასურის 60 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მამუკა ნოზაძე