განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2019
საქმის ნომერი
330100119003276179
თარიღი
13.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1/5336-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: ლ---- გ-------–--ე

ადვოკატი: ზ------ ბ--–----ე

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ო----- ფ-----ე

მამის სახელი: ი-----–-

დაბადებული: 0---------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:------–-----------------------,---------

პასუხისგებაში მიცემის დრო:-----------–.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი

აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ო----- ფ-----ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: ო----- ფ-----ე ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე, ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე, ჩაიდინა ადევნება, პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს. მანვე, ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის დეკემბერში, ზუსტი თარიღი უცნობია, თ---–--–-------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო----- ფ-----ემ, შელაპარაკებისას, ნ---- ბ---–---–ს ხელი რამდენჯერმე გაარტყა სახეში, რითაც ნ---- ბ---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 03 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ---–--–------------–---–-----–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ო----- ფ-----ემ, შელაპარაკებისას, ნ---- ბ---–---–ს ხელი რამდენჯერმე გაარტყა სახეში, რითაც ნ---- ბ---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

დაახლოებით 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ო----- ფ-----ე მის მეგობარ გოგონასთან - თ---–--–------------–---–-----–---------ში მცხოვრებ ნ---- ბ---–---–თან, სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე, რაც გამოიხატებოდა მასში, რომ ო----- ფ-----ე სისტემატიურად ეჭვიანობდა ნ---- ბ---–---–ის მიმართ, აყენებდა მას მუდმივად სიტყვიერ შეურაცხყოფას, უშლიდა მეგობრებთან ურთიერთობას, უკრძალავდა გარკვეულ ადგილებზე წასვლას, რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. 2019 წლის 02 ივნისს მიუვარდა რესტორანში მეგობრის დაბადების დღეზე, ასევე, დახვდა სახლთან და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ო----- ფ-----ე ნ---- ბ---–---–ს ემუქრებოდა სამსახურში მივარდნით და სხვადასხვა უკანონო ქმედებებით. ო----- ფ-----ის ქმედებებით ნ---- ბ---–---–ი იძულებული გახდა დროებით შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი და გადასულიყო რაიონში საცხოვრებლად. ო----- ფ-----ე სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ნ---- ბ---–---–თან ამ უკანასკნელის რაიონში ყოფნის დროს, ხოლო ნ---- ბ---–---–ის თბილისში დაბრუნების შემდეგ, ო----- ფ-----ემ განაგრძო მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რის გამოც ნ---- ბ---–---–მა შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით მიმართა პოლიციას. ო----- ფ-----ემ დაარღვია შემაკავებელი ორდერი და ნ---- ბ---–---–თან 2019 წლის 11 ოქტომბერს კვლავ დაამყარა არასასურველი კომუნიკაცია ტელეფონის საშუალებით. ო----- ფ-----ის ქმედებებით ნ---- ბ---–---–ი განიცდიდა ტანჯვას და ექმნებოდა ძალადობის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 02 ოქტომბერს შსს ქ-------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–------------------–---- თანამშრომლის მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N------, რომლის მიხედვით, ო----- ფ-----ეს აეკრძალა ნ---- ბ---–---–თან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ნ---- ბ---–---–ი შეიძლება იმყოფებოდეს, ასევე აეკრძალა ნ---- ბ---–---–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ო----- ფ-----ემ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, კერძოდ, 2019 წლის 11 ოქტომბერს ო----- ფ-----ემ მისი ტელეფონის ნომრიდან------------- რამდენჯერმე დაურეკა და მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა თ---–--–--------–---------------–- მყოფ ნ---- ბ---–---–ს მის ტელეფონის ნომერზე-------------.

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ნ---- ბ---–---–ის ტელეფონის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის მასალებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ო----- ფ-----ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, ან უამისოდ (ორი ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა ადევნება, ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, ან უამისოდ. მანვე, ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 180-დან 200 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, ან უამისოდ, ანუ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დაზარალებულს ბრალდებულთან პრეტენზიები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის ასაკის, პიროვნების, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ო----- ფ-----ეს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშეც და ამდენად, მის მიმართ დადგენილი უნდა იქნას პირობითი მსჯავრი. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო----- ფ-----ე (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნას გამოყენებული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 03 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნას გამოყენებული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნას გამოყენებული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნას გამოყენებული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ო----- ფ-----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად ო----- ფ-----ეს განესაზღვროს 02(ორი) წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ო----- ფ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო გაუქმდეს.

ო----- ფ-----ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

ო----- ფ-----ეს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2019 წლის 12 ოქტომბრიდან 2019 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, საფულე, მასში არსებული დოკუმენტაციით და ფულადი თანხით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე