გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.11.2019
საქმის ნომერი
150310019003153938
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის არარად აღიარების თაობაზე
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 150-1001900-153938

№ 3/32-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მალხაზ ენუქიძე

სხდომის მდივანი დავით მელიქიძე

მოსარჩელე: ვლ------რ ბდ-----ი

წარმომადგენლები: ნო-----ი გვ-------ე, სმ--ტ ხო-------ი

მოპასუხე: ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი: ან-------კ ქს------ი

მესამე პირი: გრ------ი ღა----–---ი

წარმომადგენლები: ლე--–ი ეპ-------ი, ვა--ლ ბა-–----ე

თარჯიმანი: გალაქტიონ გავრელიშვილი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომაზე

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. არარა აქტად იქნას აღიარებული ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, 20-- წლის 0- მაისის #1-- ცნობა, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი, ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, 20-- წლის 2- ოქ--------ის #2------ წერილი გრ------ი ღა----–---ის მიერ წარდგენილ უფლებადამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოქცეული მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ;

 

მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნებს აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელე ვლ------რ ბდ-----ს ქ.ნ----–-----აში, ერ---ის ქ. #1--ში საკუთრებაში გააჩნია 567 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობით. აღნიშნული უძრავი ნივთები საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ვლ------რ ბდ-----ის სახელზე ნ----–-----ის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. 2019 წლის 18 ივლისს ვლ------რ ბდ-----ის მეუღლემ ცი--–ა ბდ-----მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც წარადგინა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და უძრავ ნივთებზე მოითხოვა უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 ივლისის #0195798820195--------------–-------–----------–--------–---–-----------–-----------------882634 სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ და რეგისტრირებულ: # 65.12.31.0-- უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ვლ------რ ბდ-----ისათვის ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ მისი მიწის ნაკვეთი ზედდების ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 20-- წლის 1- მაისს საკუთრების უფლებით აღირიცხა მისი მეზობლის გრ------ი ღა----–---ის საკუთრებად, რასაც საფუძვლად დაედო ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - რწმუნებულის ქ.ნ----–-----აში, გ.ბდ-----ის 20-- წლის 0- მაისის #1-- ცნობა. აღნიშნულ ცნობაში რწმუნებული მიუთითებს იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი #0-- სარეგისტრაციო ნომერი 1-------- უნდა დარეგისტრირდეს არა ხო---- ღა----–---ის, არამედ გრ------ი ღა----–---ის სახელზე. გრ------ი ღა----–---მა აღნიშნული ცნობა და მისი დაკვეთით შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც ასევე მოაქცია ვლ------რ ბდ-----ის მიწის ნაკვეთის ნაწილი, წარადგინა საჯარო რეესტრში და ამ უკანასკნელის მიერ, მანამდე ხო---- ღა----–---ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა გრ------ი ღა----–---ის სახელზე. მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი კოდი: 65.12.31.0--, ამავდროულად აქვე მიეთითა მიწის ნაკვეთის მანამდე არსებული, ანუ წინა ნომერი - 65.1-.10.---. 20-- წლის 22 აგვისტოს გრ------ი ღა----–---მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც წარადგინა ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და რეგისტრირებულ უფლებაში მოითხოვა ცვლილების განხორციელება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოითხოვა ინფორმაცია მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოქცეული მიწის ნაკვეთის და უფლებადამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ისე, რომ არ გასულა ადგილზე, არ შეუსწავლია მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ზუსტი ადგილმდებარეობა, თავისი 20-- წლის 2- ოქ--------ის #2------ წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუდასტურა მიწის ნაკვეთების იდენტურობა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უფლების რეგისტრაციაში განახორციელა ცვლილება რა დროსაც ვლ------რ ბდ-----ის მიწის ნაკვეთის ნაწილი კვლავ აღმოჩნდა გრ------ი ღა----–---ის საკუთრებაში.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 08 ოქ--------ის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირად ჩაბმული იქნა გრ------ი ღა----–---ი.

2. მოპასუხე ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია:

2.1. მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელს ცნობს და განმარტავს, რომ ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - რწმუნებულის მიერ გაცემული 20-- წლის 0- მაისის #1-- ცნობა და ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20-- წლის 2- ოქ--------ის #2------ წერილი მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ, გაცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

 

3. მესამე პირის გრ------ი ღა----–---ის წარმომადგენლის პოზიცია:

3.1. მესამე პირის წარმომადგენელი ვა--ლ ბა-–----ე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგანაც ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - რწმუნებულის მიერ გაცემული 20-- წლის 0- მაისის #1-- ცნობა და ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20-- წლის 2- ოქ--------ის #2------ წერილი მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ, გაცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, გრ------ი ღა----–---ის მიწის ნაკვეთზე რეგისტრაცია განხორციელდა კანონის სრული დაცვით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოსარჩელე ვლ------რ ბდ-----ს ქ.ნ----–-----აში, ერ---ის ქ. #1--ში საკუთრებაში გააჩნია 567 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობით. აღნიშნული უძრავი ნივთები საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ვლ------რ ბდ-----ის სახელზე ნ----–-----ის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-14, სხდომის ოქმი ს.ფ. 68-70, 87-97;102-1-2);

- ცნობა დახა--ათება (ს.ფ. 16);

- საინვენტარიზაციო გეგმა (ს.ფ. 17).

3.1.2. 2019 წლის 18 ივლისს ვლ------რ ბდ-----ის მეუღლემ ცი--–ა ბდ-----მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც წარადგინა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და უძრავ ნივთებზე მოითხოვა უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 ივლისის #8820195--------------–-------–----------–--------–---–-----------–-----------------882019579634 სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ და რეგისტრირებულ: # 65.12.31.0-- უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-14, სხდომის ოქმი 68-70, 87-97;102-1-2);

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 18);

- საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 19-20);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2019 წლის 30 ივლისის #8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 2--22);

- ზედდების შესახებ საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 23).

3.1.3. ვლ------რ ბდ-----ისათვის ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ მისი მიწის ნაკვეთი ზედდების ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 20-- წლის 1- მაისს საკუთრების უფლებით აღირიცხა მისი მეზობლის გრ------ი ღა----–---ის საკუთრებად, რასაც საფუძვლად დაედო ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - რწმუნებულის ქ.ნ----–-----აში, გ.ბდ-----ის 20-- წლის 0- მაისის #1-- ცნობა. აღნიშნულ ცნობაში რწმუნებული მიუთითებს იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი #0-- სარეგისტრაციო ნომერი 1-------- უნდა დარეგისტრირდეს არა ხო---- ღა----–---ის, არამედ გრ------ი ღა----–---ის სახელზე. გრ------ი ღა----–---მა აღნიშნული ცნობა და მისი დაკვეთით შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც ასევე მოაქცია ვლ------რ ბდ-----ის მიწის ნაკვეთის ნაწილი, წარადგინა საჯარო რეესტრში და ამ უკანასკნელის მიერ, მანამდე ხო---- ღა----–---ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა გრ------ი ღა----–---ის სახელზე. მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი კოდი: 65.12.31.0--, ამავდროულად აქვე მიეთითა მიწის ნაკვეთის მანამდე არსებული, ანუ წინა ნომერი - 65.1-.10.---

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-14, სხდომის ოქმი ს.ფ. 68-70, 87-97;102-1-2);

- ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - რწმუნებულის ქ. ნ----–-----აში, გ.ბდ-----ის 20-- წლის 0- მაისის #1-- ცნობა (ს.ფ. 24);

- საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 25-26);

- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (ს.ფ. 27-28);

- საკადასტრო რუკა (ს.ფ. 29);

- მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა (ს.ფ. 30-31);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 32-33).

3.1.4. 20-- წლის 22 აგვისტოს გრ------ი ღა----–---მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც წარადგინა ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და რეგისტრირებულ უფლებაში მოითხოვა ცვლილების განხორციელება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოითხოვა ინფორმაცია მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოქცეული მიწის ნაკვეთის და უფლებადამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ისე, რომ არ გასულა ადგილზე, არ შეუსწავლია მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ზუსტი ადგილმდებარეობა, თავისი 20-- წლის 2- ოქ--------ის #2------ წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუდასტურა მიწის ნაკვეთების იდენტურობა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უფლების რეგისტრაციაში განახორციელა ცვლილება რა დროსაც ვლ------რ ბდ-----ის მიწის ნაკვეთის ნაწილი კვლავ აღმოჩნდა გრ------ი ღა----–---ის საკუთრებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-14, სხდომის ოქმი ს.ფ. 68-70, 87-97;102-1-2);

- საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 34-35);

- ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, 20-- წლის 2- ოქ--------ის #2------ წერილი (ს.ფ. 36);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 37-38).

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

4.1.1. მოსარჩელის განმარტებით რადგანაც ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, 20-- წლის 0- მაისის #1-- ცნობა, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული აქტი იგი არარა აქტად უნდა იქნას აღიარებული. ასევე ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, 20-- წლის 2- დეკემბრის #2------ წერილი გრ------ი ღა----–---ის მიერ წარდგენილ უფლებადამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოქცეული მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ რადგანაც სათანადოდ არ მომხდარა საკითხის სრულყოფილად შესწავლა და გამოკვლევა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-14, სხდომის ოქმი ს.ფ. 68-70, 87-97;102-1-2);

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი, მე-2, 32-ე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 96-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლები,7. სამართლებრივი შეფასება

7.1. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს:

 

7.1.1. არარა აქტად იქნას აღიარებული ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, 20-- წლის 0- მაისის #1-- ცნობა, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

7.1.2. ბათილად იქნას ცნობილი, ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, 20-- წლის 2- ოქ--------ის #2------ წერილი გრ------ი ღა----–---ის მიერ წარდგენილ უფლებადამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოქცეული მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ;

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფებებსა და მოველეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტები - ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, 20-- წლის 0- მაისის #1-- ცნობა და ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, 20-- წლის 2- ოქ--------ის #2------ წერილი წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის ადგენს თუ როდის შეიძლება აღიძრას სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რომლის თანახმადაც სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელე მხარის - ვლ------რ ბდ-----ის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არაა რომ მოსარჩელე ვლ------რ ბდ-----ს ქ.ნ----–-----აში, ერ---ის ქ. #1--ში საკუთრებაში გააჩნია 567 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობით. აღნიშნული უძრავი ნივთები საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ვლ------რ ბდ-----ის სახელზე ნ----–-----ის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. 2019 წლის 18 ივლისს ვლ------რ ბდ-----ის მეუღლემ ცი--–ა ბდ-----მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც წარადგინა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და უძრავ ნივთებზე მოითხოვა უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 ივლისის #8820195--------------–-------–----------–--------–---–-----------–-----------------882019579634 სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ და რეგისტრირებულ: # 65.12.31.0-- უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ვლ------რ ბდ-----ისათვის ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ მისი მიწის ნაკვეთი ზედდების ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 20-- წლის 1- მაისს საკუთრების უფლებით აღირიცხა მისი მეზობლის გრ------ი ღა----–---ის საკუთრებად, რასაც საფუძვლად დაედო ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - რწმუნებულის ქ.ნ----–-----აში, გ.ბდ-----ის 20-- წლის 0- მაისის #1-- ცნობა. აღნიშნულ ცნობაში რწმუნებული მიუთითებს იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი #0-- სარეგისტრაციო ნომერი 1-------- უნდა დარეგისტრირდეს არა ხო---- ღა----–---ის, არამედ გრ------ი ღა----–---ის სახელზე. გრ------ი ღა----–---მა აღნიშნული ცნობა და მისი დაკვეთით შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც ასევე მოაქცია ვლ------რ ბდ-----ის მიწის ნაკვეთის ნაწილი, წარადგინა საჯარო რეესტრში და ამ უკანასკნელის მიერ, მანამდე ხო---- ღა----–---ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა გრ------ი ღა----–---ის სახელზე. მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი კოდი: 65.12.31.0--, ამავდროულად აქვე მიეთითა მიწის ნაკვეთის მანამდე არსებული, ანუ წინა ნომერი - 65.1-.10.---. 20-- წლის 22 აგვისტოს გრ------ი ღა----–---მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც წარადგინა ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და რეგისტრირებულ უფლებაში მოითხოვა ცვლილების განხორციელება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოითხოვა ინფორმაცია მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოქცეული მიწის ნაკვეთის და უფლებადამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ისე, რომ არ გასულა ადგილზე, არ შეუსწავლია მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ზუსტი ადგილმდებარეობა, თავისი 20-- წლის 2- ოქ--------ის #2------ წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუდასტურა მიწის ნაკვეთების იდენტურობა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უფლების რეგისტრაციაში განახორციელა ცვლილება რა დროსაც ვლ------რ ბდ-----ის მიწის ნაკვეთის ნაწილი კვლავ აღმოჩნდა გრ------ი ღა----–---ის საკუთრებაში.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებენ მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, ვინაიდან აღნიშნული აქტების საფუძველზე მოხდა მესამე პირის - გრ------ი ღა----–---ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, შემდეგ კი რეგისტრირებულ უფლებაში შესაბამისი ცვლილების განხორციელება, ვლ------რ ბდ-----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ხარჯზე, რის გამოც მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ნაწილი უკანონოდ აღირიცხა გრ------ი ღა----–---ის სახელზე. საკუთრების უფლებით და აქედან გამომდინარე ვლ------რ ბდ-----ს შეეზრუდა უფლება მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის 567 კვ.მ სრულად აღერიცხა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით.

დადგენილია და თავად მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - რწმუნებულის ქ.ნ----–-----აში, 20-- წლის 0- მაისს გაცემული ცნობა წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან აღნიშნული წერილს (აქტს) მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი, ანუ გადაწყვეტილების მიღებით უძრავი ნივთის ს/კ 65.1-.10.--- უფლების რეგისტრაციის საფუძველზე ხო---- ღა----–---ის ნაცვლად აღირიცხა გრ------ი ღა----–---ი და მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: 65.12.31.0--. ნ----–-----ის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - რწმუნებული ქ.ნ----–-----აში არ იყო უფლებამოსილი გამოეცა მესამე პირის გრ.ღა----–---ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები, მათ შორის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზისათვის დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს. ამავე ინსტრუქციის 30-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს.

რაც შეეხება ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, 20-- წლის 2- ოქ--------ის #2------ აქტს მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების შესახებ, აღნიშნული აქტი, როგორც წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან ადმინისტრაციული აქტი, რომელსაც საფუძვლად მოჰყვა სამართლებრივი შედეგი, ისე იქნა მიღებული რომ არ იქნა გამოკვლეული ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მესამე პირის პოზიციას იმის თაობაზე, რომ თითქოსდა მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნა არასწორად აქვს სასამართლოში წარმოდგენილი, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები ზედდების ნაწილში უნდა გაესაჩივრებინა და ვინაიდან არ გაუსაჩივრებია, ამიტომ მოსარჩელეს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი და ამის გამო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. აღნიშნული მოსაზრება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგანაც გრ------ ღა----–---ის უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - რწმუნებულის ქ. ნ----–-----აში, 20-- წლის 0- მაისის #1-- ცნობა და ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, 20-- წლის 2- ოქ--------ის #2------ წერილი (ადმინისტრაციული აქტი) მიწის ნაკვეთების იდენტობის დადასტურების შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამავე კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

საქართველოს ადმინისტრაციული ზოგადი კოდექსის 601-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის უფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას თავისი არსით სუბორდინაციული ხა--ათი გააჩნია. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომის და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებ- ლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში.

 

განსახილველ საქმესთან მიმართებაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურისა და მოთხოვნების დარღვევით, ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ არის გამოცემული ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შეფასების შედეგად. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა დაინტერესებული მხარის - ვლ------რ ბდ-----ის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს განმარტავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელე მხარის - ვლ------რ ბდ-----ის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია განიხილოს განცხადება, საკითხის ხელახლა განხილვისას გამოიკვლიოს და იმსჯელოს საქმის განხილვით დადგენილი რიგი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე გრ------ი ღა----–---ის მიერ წარდგენილ უფლებადამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოქცეული მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ და ხომ არ არსებობს სხვა პირის, ან სხვა პირების მიერ (მათ შორის ვლ------რ ბდ-----ის) აღნიშნულ უძრავ ქონებაზე რაიმე სახის პრეტენზია და ა. შ. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო, დასაბუთებული და კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ვლ------რ ბდ-----ის სარჩელი საფუძვლიანია, გასაჩივრებული სადავო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ რიგი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას. შესაბამისად არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ვლ------რ ბდ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; არარა აქტად უნდა იქნას აღიარებული ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, 20-- წლის 0- მაისის #1-- ცნობა, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, 20-- წლის 2- ოქ--------ის #2------ წერილი გრ------ი ღა----–---ის მიერ წარდგენილ უფლებადამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოქცეული მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვლ------რ ბდ-----ის (პ/ნ 3----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. არარა აქტად იქნას აღიარებული ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, 20-- წლის 0- მაისის #1-- ცნობა, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნას ცნობილი, ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, 20-- წლის 2- ოქ--------ის #2------ წერილი გრ------ი ღა----–---ის მიერ წარდგენილ უფლებადამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოქცეული მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

4. ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. № 1-0).

 

მოსამართლე: მალხაზ ენუქიძე