გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.10.2019
საქმის ნომერი
010210018002524220
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002524220

2-2754/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22/10/2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - თ------ დ------ე და მ-----–- ფ----------ე

წარმომადგენელი - ბ------ გ-------–--ე

მოპასუხე - მ----- ტ-------ე, ჯ-------- ტ-------ე, გ------–- ც-–-----ე

წარმომადგენელი - შ-----------–--ე

დავის საგანი: ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა.

აღწერილობითი ნაწილი:

1.1. სასარჩელო მოთხოვნა

თ------ დ------ე და მ-----–- ფ----------ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვენ მიეცეთ შვილიშვილებთან - მ------- დ------ესთან და მ---- დ------ესთან შეუზღუდავი ურთიერთობის უფლება, მათ შორის: - ბავშვების წაყვანის უფლება შემდეგ დღეებში:

ყოველ პარასკევს 15:00 საათიდან 16:00 საათამდე;

- ყოველ შაბათ დღეს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე;

- ყოველ კვირა დღეს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე.

 

ასევე მოითხოვენ მოპასუხეები დავალდებულდნენ მოსარჩელეებს ხელი არ შეუშალონ შვილიშვილებთან ურთიერთობაში.

 

მოსარჩელის წარმომადგენლები სარჩელს ასაბუთებენ შემდეგი არგუმენტებით:

თ------ დ------ეს და მ-----–- ფ----------ეს ჰყავთ შვილი დ----- დ------ე, რომელმაც 2014 წლის აპრილის თვეში ცოლად შეირთო მ----- ტ-------ე. დ----- დ------ეს და მ----- ტ-------ეს ჰყავთ ორი შვილი: - 2014 წლის 1 აგვისტოს დაბადებული მ------- დ------ე და 2015 წლის 26 აგვისტოს დაბადებული მ---- დ------ე. დ----- დ------ესა და მ----- ტ-------ეს, ურთიერთობა დაეძაბათ, რაც საბოლოო ჯამში გადაიზარდა ოჯახურ კონფლიქტში. კონფლიქტური სიტუაციების გამო დ----- დ------ე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული. მას სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. კონფლიქტური სიტუაციების შემდეგ მ----- ტ-------ე წავიდა ოჯახიდან და თან წაიყვანა შვილები. მ----- ტ-------ემ, ასევე მისმა მშობლებმა ჯ------- ტ-------ემ და გ------–- ც-–-----ემ მოსარჩელეებს აუკრძალეს შვილიშვილების ნახვა. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ უფლება აქვთ შვილიშვილებთან ჰქონდეთ ურთიერთობა. მოპასუხეების მიერ განხორციელებული ხელშეშლა მართლსაწინააღმდეგოა და აზიანებს არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს. მოითხოვენ სასამართლომ დაადგინოს შვილიშვილებთან ურთიერთობის დღეები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ. მათი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მ----- ტ-------ე მეუღლის ოჯახიდან წამოვიდა კონფლიქტის საფუძველზე. აღნიშნულის გამო მას მოსარჩელეებთან არ აქვს კარგი ურთიერთობა. გარდა ამისა, მ-----–- ფ----------ე პასუხისგებაშია მიცემული ოჯახური ძალადობისათვის, რაც აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას შვილიშვილებთან ურთიერთობის საკითხის მოწესრიგებისას. მიაჩნიათ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ბებიისა და ბაბუისათვის შვილიშვილებთან ურთიერთობის განსაზღვრის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. თ------ დ------ე და მ-----–- ფ----------ე არიან ცოლ-ქმარი. ცხოვრობენ ხ--–----------------–----–----------------–--------–ში. ჰყავთ შვილი დ----- დ------ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

- ქორწინების მოწმობა.ს.ფ. 23.

- დაბადების მოწმობა. ს.ფ. 20.

3.1.2. ჯ------- ტ-------ე და გ------–- ც-–-----ე არიან ცოლ-ქმარი. ცხოვრობენ ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა №63ა-ში. მ----- ტ-------ე მათი შვილია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

3.1.3. დ----- დ------ემ და მ----- ტ-------ემ იქორწინეს 2014 წლის აპრილის თვეში. მათი ქორწინება რეგისტრირებული იქნა 2014 წლის 4 ივლისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 17).

3.1.4. დ----- დ------ეს და მ----- ტ-------ეს ჰყავთ ორი შვილი. 2014 წლის 1 აგვისტოს დაბადებული მ------- დ------ე და 2015 წლის 26 აგვისტოს დაბადებული მ---- დ------ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 15-16)

3.1.5. მოსარჩელეები არიან მ------- დ------ის და მ---- დ------ის ბებია და ბაბუა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

დაბადების მოწმობები.ს.ფ. 15-16; 20,3.1.6. დ----- დ------ე და მ-----–- ფ----------ე, მ----- ტ-------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო გასამართლებულნი იქნენ 2018 წლის 31 იანვარს. დ----- დ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. ის სასჯელს იხდის 2017 წლის 30 ივნისიდან. მ-----–- ფ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „დ“პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ცადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 600 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

განაჩენი (ს.ფ. 25-35)

 

3.1.7. საქმის განხილვის მომენტისათვის დ----- დ------ე და მ----- ტ-------ე განქორწინებულნი არიან. ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედის მისამართის მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეები დაობენ მასზედ, თუ რამდენად შესაძლებელია ბებიასა და ბაბუას განესაზღვროს შვილიშვილების ნახვის დრო. სხვა საკითხებზე მხარეები არ დაობენ. აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. ბებიამ და ბაბუამ რა პერიოდულობით უნდა ინახულონ თავიანთი შვილიშვილები, ამ საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია უდაო ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული ფაქტების სამართლებრივ ანალიზზე და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბებიასა და ბაუას უნდა მიეცეს შვილიშვილებთან ურთიერთობისა და მათი ნახვის საშუალება.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

 

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ბავშვის უფლებათა კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

6.2. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:

,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.

 

სახელმწიფოს მიერ ბავშვთა უფლებების დაცვა, კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

 

6.3. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შინაარსი. კერძოდ:

,,1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

2. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.

4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას.

5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

 

დასახელებული ნორმის პრინციპიდან გამომდინარე, მშობლებს შვილების მიმართ ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხიმგებლობა. ისინი ვალდებულნი არიან სათანადოდ არჩინონ და აღზარდონ შვილები. აღნიშნული ვადებულება გამომდინარეობს არამარტო კანონიდან, არამედ ის მორალისა და ზნეობრივი პრინციპებითაცაა განმტკიცებული. მშობლებს შეუძლიათ განსაზღვრონ მათ შვილებს ვისთან ჰქონდეთ ურთიერთობა, მაგრამ მათი მოვალეობაა ამ ურთიერთობაში სწორად განსაზღვრონ ის პირები, ვისთან ურთიერთობაც აუცილებელია შვილების სათანადო აღზრდისა და განვითარებისათვის. მშობლის პირადი მოვალეობაა უზრუნველყოს შვილის უფლებების დაცვა, ასევე იზრუნოს შვილების ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის. იმავდროულად სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით დადგენილია მშობლის მოვალეობა, კერძოდ მშობლებმა მინიჭებული უფლება არ უნდა განახორციელონ ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ მოპასუხეები წინააღმდეგი არიან შვილიშვილები მოინახულონ ბებიამ და ბაბუამ. დავის გადასაწყვეტად აუცილებელია დადგენილი იქნას ის მატერიალური საფუძველი, რაც ბებიასა და ბაბუას უფლებას ანიჭებს მოინახულოს შვილიშვილები. ასევე შეფასებული იქნას ის მიზეზები, რის გამოც მოპასუხეებს არ სურთ ბებიამ და ბაბუამ ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან.

 

6.4. მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლი. დასახელებული ნორმით პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.

 

სასამართლო დასახელებულ ნორმაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ბებიასა და ბაბუას უფლება აქვთ ურთიერთობა ჰქონდეთ თავიანთ შვილიშვილთან და მონაწილეობას ღებულობდენ მათ აღზრდასა და განვითარებაში. დედას ან მამას არ აქვს უფლება შვილიშვილებთან ურთიერთობა აუკრძალოს ბებიასა და ბაბუას. ასეთი აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ შვილიშვილებთან ბებიისა და ბაბუის ურთიერთობა ხელს შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას მოახდენს მათზე.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ წინამდებარე დავაში მხარეები სუბიექტურები არიან. მ----- ტ-------ე ოაჯხური ძალადობის მსხვერპლია, თავის მხრივ მ-----–- ფ----------ე გასამართლებულია მ----- ტ-------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო. აღნიშნულის გამო მ----- ტ-------ე გაბრაზებულია მოსარჩელეებზე და არ სურს, რომ მის შვილებს ბებიასა და ბაბუასთან ჰქოდეთ ურთიერთობა. ასეთივე მდგომარეობაა ჯ------- ტ-------ისა და გ------–- ც-–-----ის ნაწილშიც. ისინი მ----- ტ-------ის მშობლები არიან და მათაც არ სურთ, რომ შვილიშვილებს ურთიერთობა ჰქონდეთ მამის მხრიდან ბებიასა და ბაბუასთან. ასეთ სუბიექტურ დამოკიდებულებას ბუნებრივია აქვს თავისი ახსნა, მაგრამ ის გადაჭარბებულია. მათ შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციაში არასრულწლოვანთა ჩართვა, გაუმართლებელია. უფრო ლოგიკური და გამართლებრულია სიტუაციის ნორმალიზებისაკენ სწრაფვა. ის, რომ მხარეებს დაძაბული ურთიერთობა აქვთ, ეს დაძაბულობა არ უნდა გავრცელდეს ბებია/ბაბუისა და შვილიშვილების ურთიერთობაზე. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო გადის დაპირისპირებული პირების ინტერესის სფეროდან და გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მხოლოდ ბავშვის ობიექტურ, უპირატეს ინტრესებს. შვილიშვილებთან ურთიერთობის განსაზღვრა დედამთლი/მამამთილისა და რძლის დაძაბული ურთიერთობის ფაქტორის გავლენით, შეცდომაა. ბებიასა და ბაბუას შვილიშვილებთან ურთიერთობა შესაძლებელია შეეზღუდოთ მხოლოდ მაშინ, როცა ბებიასა და ბაბუასთან ურთიერთობა ხელს შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას მოახდენს მათზე. წინამდებარე შემთხვევაში გარკვეულ ხელშემშლელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მ-----–- ფ----------ე ნასამართლევია ოჯახური ძალადობის ფაქტზე. სწორედ ეს გარემოება წარმოადგენს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. თუმცა აღნიშნული ფაქტი არ იძლევა შვილიშვილებთან ურთიერთობაზე სრულად უარის თქმის საფუძველს. სასამართლო ლოგიკურად მიიჩნევს ბებიასა და ბაბუას შვილიშვილის ნახვისათვის განესაზღვროს კვირაში ორი დღე, კერძოდ ყოველ პარასკევს ბაგა-ბაღის დაწესებულებაში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე და ყოველ კვირას 13:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში. ამ ფორმატით შვილიშვილების მონახულება სასარგებლო იქნება როგორც ბებიისა და ბაბუისათვის, ასევე შვილიშვილების აღზრდისა და განვითარებისათვის.

 

7. საპროცესო ხარჯები

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

დასახელებული ნორმების გათვალისწინებით საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟი შეადგენს 100 ლარს. იგი მოსარჩელეებს წინასწარ აქვთ გადახდილი. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო სახ. ბაჟი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს თანაბრად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8-ე, 53-ე, 243-244-ე; 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ------ დ------ისა და მ-----–- ფ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. თ------ დ------ეს და მ-----–- ფ----------ეს, არასრულწლოვანი შვილიშვილების: - მ------- დ------ის და მ---- დ------ის ნახვისათვის დაუდგინდეთ შემდეგი დღეები:

- ყოველი კვირის პარასკევ დღეს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე, ბაგა-ბაღის დაწესებულებაში.

- ყოველ კვირა დღეს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე.

3. მოპასუხეები დავალდებულდნენ მოსარჩელეებს ხელი არ შეუშალონ შვილიშვილებთან ურთიერთობაში.

4. სხვა დღეებში ბავშვის ნახვის განსაზღვრაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

5. მოსარჩელეს სახ. ბაჟი გადახდილი აქვს.

6. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩეელბს აუნაზღაურონ წინასწარ სახ. ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი 50 ლარის ოდენობით.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.N30) მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე