გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.12.2019
საქმის ნომერი
330210017002037860
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/20713-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე

სხდომის მდივანი გიორგი ჭავჭავაძე

მოსარჩელე - შპს ,,მ-----------------------------–--------------------------ია“

წარმომადგენელი - ნ-----------–-–---–ი

მოპასუხე - ნ--–---------–---–ი

დავის საგანი - დავალიანების გადახდა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე ნ--–--------–---–ს მოსარჩელე შპს ,,მ-----------------------------–--------------------------იას“ სასარგებლოდ დაეკისროს 752.99 ლარის გადახდა, საიდანაც 500 ლარი არის დავალიანების ძირი თანხა, 102.99 ლარი -პროცენტი, 150 ლარი -პირგასამტეხლო.

 

2015 წლის 08 ივლისს ნ-----------–---–ის ელექტრონული განაცხადის საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს „ქ----------------------იას“ (ამჟამად შპს „მ-----------------------------–--------------------------ია“) მიერ დამტკიცდა და გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. ხელშეკრულების პირობები განთავსებულია შპს „ქ----------------------იას“ (ყოფილი შპს „კ-----------ი“) ვებ-გვერდზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სარგებელი შეადგენდა 102.99 ლარს. ხელშეკრულების 8.4 მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდება დაფარვის თარიღის შემდგომი დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმდინარე ძირისა და საკომისიოს 2% და ერთჯერადი ჯარიმა 232 ლარი, 30-ე ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების 4.7 მუხლის თანახმად, პირველ რიგში იფარება დარიცხული ჯარიმა, შემდეგ საკომისიო და ბოლოს ძირი თანხა. მოპასუხის მხრიდან არცერთი გადახდა არ ფიქსირდება. შესაბამისად მან არ შეასრულა აღებული სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და მისი დავალიანება 2017 წლის 04 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 6181.61 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 500 ლარი, პროცენტი -102.99 ლარი და პირგასამტეხლო 5578.99 ლარი,რასაც ამცირებს 1397.01 ლარამდე.

 

პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა სესხის სრული დაფარვის ვადის გასვლის შემდეგი დღიდან - 08/08/2015 წლიდან დავალიანების ცნობის გაცემის თარიღამდე - 19/06/2017 წლამდე.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ნ-----------–---–ს შპს „მ-----------------------------–--------------------------იას“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 2000 ლარის გადახდა. ასევე, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს შპს „ქ----------------------იას“ მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების საფასური 100 ლარის ოდენობით.

 

2019 წლის 06 დეკემბერს სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და მოითხოვა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 150 ლარის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ვინაიდან თვლის, რომ სარჩელი ხანდაზმულია (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „მ-----------------------------–--------------------------ია“ და ნ-----------–---–ს შორის 2015 წლის 08 ივლისს გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 500 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- გენერალური ხელშეკრულება. სესხის განსაკუთრებული პირობები (ს.ფ. 14-26,27);

- აპლიკაციის ფორმა (ს.ფ. 26)

 

3.1.2. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 500 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 102. 99 ლარი დაებრუნებინა 30 დღეში- 2015 წლის 07 აგვისტოს ჩათვლით, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 8.4 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო დაფარვის თარიღის შემდგომი დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმდინარე ძირისა და საკომისიოს 2% და ერთჯერადი ჯარიმა 232 ლარი, 30-ე ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები (ს.ფ.27);

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 31);

- საგადახდო ისტორია (ს.ფ. 29)

 

3.1.3. მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა-ახსნა განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანება არაა ხანდაზმული.

 

მითითებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად,თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებისა და საგადახდო ისტორიის მიხედვით მსესხებელს ნ--–--------–---–ს ჩაერიცხა თანხა 500 ლარი 08.07.2015 წელს. სესხი 500 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 102. 99 ლარი უნდა დაებრუნებინა 30 დღეში- 2015 წლის 07 აგვისტოს ჩათვლით, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა თანხის დაფარვა. სარჩელი სასამართლოში კი წარმოდგენილია 04.08.2017 წელს. ამასთან, მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის საწინააღმდეგო, გამაბათილებელი მტკიცებულება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით .

 

სასამართლო ეყდრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახნა-განმარტება;

- ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები (ს.ფ.27);

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 31);

- საგადახდო ისტორია (ს.ფ 29)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 416-417-ე, 420-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო, ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

კანონმდებელი ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტს უკავშირებს მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად ათვლისათვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის დადგენა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სესხის თანხა მიიღო 08.07.2015 წელს. 500 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 102. 99 ლარი უნდა დაებრუნებინა 30 დღეში- 2015 წლის 07 აგვისტოს ჩათვლით, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა თანხის დაფარვა. სარჩელი სასამართლოში კი წარმოდგენილია 04.08.2017 წელს.

 

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე არაა ხანდაზმული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წამოდგენილ შემთხვევაში შპს „მ-----------------------------–--------------------------ია“ და ნ-----------–---–ს შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამევ კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, ხელშეკრულების საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა შეთანხმება. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა თავისი სამართლებრივი ბუნებით ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელიც ათავისუფლებს მხარეებს სამომავლო ვალდებულებების შესრულებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად,2015 წლის 08 ივლისს ნ-----------–---–ის ელექტრონული განაცხადის საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს „ქ----------------------იას“ (ამჟამად შპს „მ-----------------------------–--------------------------ია“) მიერ დამტკიცდა და გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. ხელშეკრულების პირობები განთავსებულია შპს „ქ----------------------იას“ (ყოფილი შპს „კ-----------ი“) ვებ-გვერდზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სარგებელი შეადგენდა 102.99 ლარს. ხელშეკრულების 8.4 მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდება დაფარვის თარიღის შემდგომი დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმდინარე ძირისა და საკომისიოს 2% და ერთჯერადი ჯარიმა 232 ლარი, 30-ე ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოსარჩელე მხარის მიერ პირგასამტეხლოს ნაწილში ვალდებულების მოცულობის შემცირების საფუძველზე,ნ-----------–---–ის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება განისაზღვრა 752.99 ლარით , საიდანაც 500 ლარი არის დავალიანების ძირი თანხა, 102.99 ლარი -პროცენტი, 150 ლარი -პირგასამტეხლო.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მხარეთა შორის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს იგი როგორც პროცენტული მაჩვენებლით, ასევე პირდაპირ თანხობრივად. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მოთხოვნილი პირგასამტეხლო მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ. შესაბამისად, მოპასუხე ნ--–--------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხა 75 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოპასუხე ნ--–--------–---–მა სარჩელი არ ცნო. სარჩელი კი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - 677.99 ლარის ოდენობით. შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის პროპორციულად 45.01 ლარის ოდენობით, ხოლო 4.99 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს “მ-----------------------------–--------------------------იას” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნ--–--------–---–ს შპს “მ-----------------------------–--------------------------იას” სასარგებლოდ დაეკისროს 677.99 ლარის გადახდა, საიდანაც: სესხის ძირითადი თანხაა - 500.00 ლარი, საკომისიო - 102.99 ლარი, პირგასამტეხლო - 75.00 ლარი;

 

3. ნ--–--------–---–ს შპს “მ-----------------------------–--------------------------იას” სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის სახით 27.11 ლარის ანაზღაურება;

 

4. ნ--–--------–---–ს შპს “მ-----------------------------–--------------------------იას” სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 45.01 ლარის ოდენობით;

5. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ საჩივრდება.

 

მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე