განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 020-00-19003242529(1/624-19)
განაჩენი
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 20-9 წელი ქ.ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი- ლე----------ას
დაცვის მხარე: ადვოკატი- რო---------------ას
თარჯიმან - ელ------------–--ას
ბრალდებულ- იჰ--------–-----ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: იჰ--------–-----ის მიმართ
მამის სახელი: დე----ი
დაბადებული: 2-.0-.1--8 წელს
პასპორტის ნომერი: FF-----5
უკ------ს მოქალაქე
ტექნიკური განათლების მქონე
დაოჯახებული
უმუშევარი
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. კი--------------------------------------------------------2
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. კი--------------------------------------------------------2
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
იჰ--------–-----მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
იჰ--------–-----მა უკ------ს რესპუბლიკაში უკანონოდ შეიძინა 7,6822 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მე--------ი“ (ფუძე), რასაც ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბეში ინახავდა უკანონოდ, რაც 20-9 წლის 24 სექტემბერს 0---- საათზე პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
მანვე ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქარ- თველოში უკანონოდ შემოტანა.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
იჰ--------–-----მა უკ------ს რესპუბლიკაში უკანონოდ შეიძინა 7,6822 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მე--------ი“ (ფუძე) და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 20-9 წლის 24 სექტემბერს 0---- საათზე უკანონოდ შემოიტანა საქართველოში, რაც იმავე დღეს პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
იჰ--------–-----ის მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე გამოკვლეული ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულებებით.
მოწმე ვა---------ია განმარტავს, რომ 20-9 წლის 24 სექტემბერს იყო მორიგე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, დაახლოებით 07:30 საათზე პირადი კონტაქტის გზით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ტა-----–-----------–ია და უკ------ს მოქალაქე იჰ--------–-----ი თბილისის აეროპორტის გავლით ერთად აპირებდნენ საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემოტანას და მიმართა პატაკით ხელმძღვანელობას, დაიწყო გამოძიება და მოწმის სახით გამოკითხა გამომძიებელმა ვა---–--------ამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელ ვა---–--------ას განმარტებით დადასტურებულია, რომ 20-9 წლის 24 სექტემბერს მის მიერ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ტა-----–-----------–იას და იჰ--------–-----ის მიმართ შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რის მიხედვით ქ. ზუგდიდში მცხოვრებ ტა-----–-----------–იას და უკ------ს მოქალაქე იჰ--------–-----ს უკ------დან სამეგრელოს რეგიონში უნდა ჩამოეტანათ ნარკოტიკული საშუალება, გამოკითხა ინფორმაციის ავტორი ვა---------ია და რო-–---------ია, რომელმაც ასევე იცოდა აღნიშნული ინფორმაციის შესახებ.
მოწმე ალ----------–---–იას განმარტებით დადასტურებულია, რომ 20-9 წლის 14 სექტემბერს თანამშრომლებთან ერთად მივლინებით იმყოფებოდა ქ. თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დაუ- კავშირდა ტელეფონზე ტა-----–-----------–იას და იჰ--------–-----ის მიმართ გამოძიების დაწყების და საქართველოში, თბილისის აეროპორტის გავლით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანის შესახებ. დილის საათებში გამოცხადნენ აეროპორტში, რადგან არ იცნობდნენ იჰ--------–-----ს და არც მისი ფოტოსურათი ჰქონდათ, დახმარებისთვის მიმართეს საპატრულო პოლიციის ცვლის უფროსს. საზღვარი პირველად გადმოკვეთა ტა-----–-----------–იამ, რომელსაც ალ-------------ამ ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იდგა კონტროლიორთან, სადაც ხდება რეგისტრაცია, კონტროლიორიც იყო გაფრთხილებული, როგორც კი გაიარა რეგისტრაცია იჰ--------–-----მა, პატრულმა გახედა პასპორტს და ანიშნა მათ, თვითონაც იქვე იდგნენ 2-3 მეტრში და აკვირდებოდნენ მის შემოსვლას, თარჯიმნის მეშვეობით განუმარტეს უფლებები, მან განმარტა, რომ ლურჯი ფერის შარვლის ჯიბეში ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს წებოვან ლენტში გახვეული მასა, რომელზეც განაცხადა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება, შემოიტანა უკ------დან და ჭირდებოდა პირადი მოხმარებისათვის. რის შემდეგ დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებათა ოქმებს მოაწერა ხელი, გადაიყვანეს ისან-სამგორის რაიონის მე-6 განყოფილებაში, შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაკავების შესახებ აცნობა მის მეუღლეს და უკ------ს საკონსულოს. გამოკითხა იჰ--------–-----ი ბრალდებულის სახით, დანიშნა ქიმიური ექსპერტიზა, გამოკითხა მოწმეები და ადასტურებს მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების ავთენტიკურობას.
ანალოგიური ჩვენება მისაცა სასამართლოს მოწმე თე-----------------ამ და აღნიშნა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა მივლინებით ქ. თბილისში. დაურეკეს გამომძიებელ ალ----------–---–იას, რომ თბილისის აეროპორტში უკ------დან ჩამოდიოდნენ ტა-----–-----------–ია და იჰ--------–-----ი, რომელთაც ჩამოჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, მაშინათვე გაემგზავრნენ აეროპორტში, ისინი არ იცნობდნენ იჰ--------–-----ს და მესაზღვრე პატრულს თხოვეს დახმარება, როგორც კი რეგისტრაცია გაიარა და საზღვარზე გადმოვიდა იჰ--------–-----ი, ორ მეტრში შეაჩერეს, თარჯიმნის მეშვეობით განუმარტეს უფლებები, თვითონ მიუთითა, რომ ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა ჯინსის შარვლის ჯიბეში და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოუღეს, ადგილზე დალუქეს და დააკავეს. პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმს ბრალდებულმა მოაწერა ხელი.
მოწმე ამ-------–--------ას განმარტებით დადასტურებულია, რომ 20-9 წლის 24 სექტემბერს თანამშრომლებთან ერთად მივლინებით იმყოფებოდა ქ. თბილისში. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტიდან გამომძიებელს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოძიება იყო დაწყებული ტა-----–-----------–იას და იჰ--------–-----ის მიმართ. დახმარების მიზნით მიმართეს საპატრულო სამსახურის ცვლის უფროსს, თავდაპირველად შემოვიდა ტა-----–-----------–ია, რამდენიმე წუთში იჰ--------–-----ი, რომელსაც მისი თანხმობით იქვე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს ნარკოტიკული საშუალება, რაზედაც მან განმარტა, რომ ჩამოიტანა უკ------დან და უნდოდა პირადი მოხმარებისათვის. ამოღებული ნივთიერება დაილუქა ადგილზე, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით მას პრეტენზია არ გამოუთქვამს.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ თე----------იას განმარტებით დადასტუ-რებულია, რომ 20-9 წლის 25 სექტემბერს იჰ--------–-----ის ბრალდების საქმეზე ჩაატარა ქიმიური ექსპერტიზა, წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულების ქრომატომასპექტრის საშუალებით და ინსტრუმენტული ანალიზით გამოკვლევის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იჰ--------–-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული, 60 შეკვრად დაფასოებული ნივთიერება ფხვნილებისა და გრანულების სახით წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება მე--------ს, რომლის წონა შეადგენს 7,6822 გრამს.
მოწმის სახით დაკითხული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საზღვრის მართვის და კოორდინირების სამმართველოს სასაზღვრო- გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი პა---------------ძე განმარტავს, რომ 20-9 წლის 24 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახორციელებდა სამსახურებრივ მოვალეობას, დაახლოებით 10:00 საათზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ტა-----–-----------–იას და იჰ--------–-----ის მიმართ და დახმარებოდა ჩამოფრენის დროს მათ იდენტიფიცირებაში, საბაჟო კონტროლის გავლისას მიუთითა იჰ--------–-----ზე და ვინაიდან სასაზღვრო ზონა არის სტერილური და აკრძალულია უცხო პირთა, მათ შორის პოლიციის თანამშრომელთა შესვლა, აღნიშნული ზონის გავლის შემდეგ იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
ბრალდებული იჰ--------–-----ი მის მიმართ შერაცხულ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ და განმარტავს, რომ 20-9 წლის 24 სექტემბერს ჩამოვიდა საქართველოში, აეროპორტში გაიარა რეგისტრაცია, დაახლოებით 10 წუთში საპირფარეშოდან გამოსვლისას დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა და უთხრეს, რომ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, მათ წარუდგინა ჩანთა და ჯიბიდან ამოალაგა რაც გააჩნდა, მათ შორის წებოვანი ლენტით შეფუთული ნივთიერება, რომელიც მან არ იცოდა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება მე--------ი. პირად ჩხრეკას ესწრებოდა თარჯიმანი მამაკაცი, რომელმაც რუსული არ იცოდა კარგად. საქართველოში ჩამოვიდა პირველად, ბათუმში აპირებდა უძრავი ნივთის შეძენის მიზნით დათვალიერებას. მას ნარკოტიკული საშუალება უკ------დან არ ჩამოუტანია, ხოლო ნაპოვნი ნივთიერება ფულის შეკვრა ეგონა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს იჰ--------–-----ის განმარტებას, რომ მას ნარკოტიკული საშუალება „მე--------ი“ (ფუძე) უკანონოდ არ შემოუტანია უკ------დან და აეროპორტის საპირფარეშოში იპოვა, რომელიც ეგონა ფულის შეკვრა და ჩაიდო ჯიბეში, რის შემდგომ დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და არ არის სარწმუნო, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ამავე დროს გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალის აღიარება ბრალდებულის უფლებაა და არა მოვალეობა, მისი ჩვენება ნაკარნახევია მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების გრძნობით, ამიტომ ბრალდებულის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, რადგან ის არაობიექტური და ტენდენციურია და პასუხს არ აგებს ცრუ ჩვენების ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ იჰ--------–-----მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 20-9 წლის 24 სექტემბერს 0---- საათზე, მისი პირადი ჩხრეკა დაიწყო იმავე დღეს 0---- საათზე ანუ 3 წუთში, რა დროსაც ის საბაჟო კონტროლის და სასაზღვრო ზონის გავლის შემდეგ საპირფარეშოში შესვლას ვერ მოასწრებდა, მით უფრო, როგორც მოწმეები ადასტურებენ, საზღვარზე შემოსვლის მომენტიდან იჰ--------–-----ი იმყოფებოდა პოლიციის თანამშრომელთა ყურადღების ცენტრში.
იჰ--------–-----ის ბრალეულობა ასევე დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით:
20-9 წლის 24 სექტემბრის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იჰ--------–-----ის მიმართ პირადი ჩხრეკის ოქმით დადასტურებულია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში იჰ--------–-----ისგან ამოღებულია ერთი ცალი თეთრი ფერის დიდი ზომის შეკვრა, დამცავ რეზინაში მოთავსებული გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში და თეთრი ფერის წებოვან ლენტში შეხვეული 60 ცალი ე.წ ბაშად დაფასოებული თეთრი ფერის კრისტალიზებული მასა. (ს.ფ. 14-17)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 24 სექტემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იჰ--------–-----ის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკა ცნობილია კანონიერად. (ს.ფ. 89-91)
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის უფროსის 20-9 წლის 25 სექტემბრის წერილით დადასტურებულია, რომ უკ------ს მოქალაქე იჰ--------–-----მა (დაბადებული 2-.0-.1--8 წ. პასპორტის ნომერი NFF-----5) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 20-9 წლის 24 სექტემბერს ს.ს.კ.გ. „თბილისის აეროპორტი“-ს გავლით. (ს.ფ 92, 94)
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის 20-9 წლის 25 სექტემბრის №5--/სქ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ 20-9 წლის 24 სექტემბერს იჰ--------–-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული პოლიეთილენის პარკის ნაჭრებში 60 შეკვრად დაფასოებული ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით - 16,6658 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნივთიერებას, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება მე--------ს (ფუძეს), რომლის წონა შეადგენს - 7,6822 გრამს. (ს.ფ. 97-102)
იჰ--------–-----ის ბრალეულობა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მოწმეთა ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ თე----------იას ჩვენებით და საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, შესაბამისად სასამართლო ვერ გაითვალისწინებს იჰ--------–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოსაზრებას საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხულ ბრალდებაში მისი უდანაშაულოდ ცნობისა და ამ ნაწილში გამართლების შესახებ.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი.
ნარკოტიკული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას და შენახვას.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა ნიშნავს კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე მის მოპოვებას ყიდვით, ჩუქებით, გაცვლით, ნაპოვნი ნივთიერების მითვისებით და ა.შ.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ11 ნაწილის შესაბამისად შენახვა არის ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შესაბამისი ლიცენზიის და უფლებამოსილების გარეშე შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა წარმოადგენს განზრახ ქმედებას, რომელიც გამოიხატება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შენახვაში შესაბამისი ლიცენზიის და უფლებამოსილების გარეშე, რა დროსაც ხდება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების განთავსება ბინაში, ავტომანქანაში, საცავში, ჯიბეში და სხვა ადგილას.
სუბიექტური მხრივ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არის პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ქმედება, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ბრალდებულს იჰ--------–-----ს შეგნებული ჰქონდა მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა და სურდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა.
ნარკოტიკული საშუალება ”მე--------ი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების №IV სიაში, რეგისტრაციით №94, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ნივთიერებები ექვემდებარება სპეციალურ კონტროლს.
,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ 20-2 წლის 22 მაისის საქართველოს კანონში ჩამოთვლილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შორის ნარკოტიკულ საშუალებად მითითებულია ”მე--------ის“ (ფუძე), უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ერთი გრამიდან ნარკოტიკული საშუალება ”მე--------ის“ (ფუძე) წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას და მისი შეძენა და შენახვა იწვევს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას. შესაბამისად იჰ--------–-----ისგან ამოღებული 7,6822 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მე--------ის“ (ფუძე) ოდენობა მიიჩნევა სისხლის სამართლის წესით დასჯადად და წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს.
საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, სახელმწიფოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის უგულებელყოფით საბაჟო კონტროლისაგან მალულად ნარკოტიკული საშუალების შემოტანაში.
აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალებასთან ერთად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან.
სუბიექტური მხრივ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა ისევე, როგორც ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა, განზრახი დანაშაულია და დანაშაულის ჩამდენს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და შედეგი.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუ- ციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულ იჰ--------–-----ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით, სამართლებრივი და შინაგანი რწმენის საფუძველზე შეფასებით სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად ჩაითვალოს, რომ იჰ--------–-----მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა.
მანვე ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა.
ამდენად, ბრალდებულ იჰ-------–-----ის ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
იჰ--------–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 2-9-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდე- ბულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიაჩნია, რომ იჰ--------–-----ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლოს მიაჩნია, რომ იჰ--------–-----ს სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, აღნიშნული სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 1981 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც მსჯელობს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს ნადგურდება.
ნივთიერი მტკიცებულება, იჰ--------–-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 7,6822 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მე--------ი’’ (ფუძე), რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს და განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილ იქნას დამნაშავედ იჰ--------–-----ი (პასპორტის პომერი FF-----5) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
2.საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
3.საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
4.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ იჰ--------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
5.იჰ--------–-----ის მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან, 20-9 წლის 24 სექტემბრის 0---- საათიდან.
6.იჰ--------–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
7.ნივთიერი მტკიცებულება, იჰ--------–-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 7,6822 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მე--------ი’’ (ფუძე), რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს და განადგურდეს.
8.,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად იჰ--------–-----ს (პასპორტის პომერი FF-----5) 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას:
ბ)საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას:
ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
9.ზემოთაღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდისთანავე.
10.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე ნატრული აკობია