განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119003233310
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/324-19 29 ნოემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031041218006)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: ვერიკო ნინიაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ომარ მურადასილოვი
ბრალდებული: ფ----- ნ-----ი
მამის სახელი: ზაქირ
პირადი ნომერი: 2----------
დაბადებული: 1-----–-–-------------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–ი, სოფელი ს----------ი მე-2 ჩიხი N3
თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 04 დეკემბერს დაახლოებით 16:00 საათზე მ--------–ის რაიონის სოფელ ს----------ში მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ფ----- ნ-----ი შევიდა თავისი დეიდაშვილის ტ----------------ის საცხოვრებელ სახლში სადაც იმყოფებოდა ტ----------------ის მეუღლე ა----- ჯ-------ა. ფ----- ნ-----მა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ა----- ჯ-------ას, ხოლო შემდეგ სცემა იგი, კერძოდ მუშტები დაარტყა თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ა----- ჯ-------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2018 წლის 04 დეკემბერს დაახლოებით 16:00 საათზე მ--------–ის რაიონის სოფელ ს----------ში ფ----- ნ-----მა სცემა ა----- ჯ-------ა. ცემის შემდეგ, ა----- გაექცა ფ----- ნ-----ს მეზობლის სახლში, ხოლო ა----- ჯ-------ას შვილმა აისელ გასანოვამ მომხდარის შესახებ შეატყობინა მამას ტ----------------ს. აღნიშნული ზარის შემდეგ ტ----------------ი და ა----- ჯ-------ას ძმა ე-–---- ჯ-------ი მივიდნენ ტ----------------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ ფ----- ნ-----ი. როდესაც შეეკითხნენ მას თუ რატომ სცემა ა----- ჯ-------ა, ფ----- ნ-----მა ფეხი დაარტყა მაჯაში ე-–---- ჯ-------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.2. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
ფ----- ნ-----ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
სამედიცინო ექსპერტიზის N000403419 დასკვნის თანახმად: წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით ა----- ჯ-------ა 04.12.2018 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულად მკურნალობდა 04.12.2018 წლიდან 07.12.2018 წლამდე და დაუდგინდა: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, შუბლის და მარჯვენა თვალის მიდამოს სისხლჩაქცევა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის N000403519 დასკვნის თანახმად: წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით ე-–---- ჯ-------ს 04.12.2018 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 04.12.2018 წელს დაუდგინდა: მარჯვენა მტევნის მე-5 ნების ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულების ე-–---- ჯ-------ისა და ა----- ჯ-------ას გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ტ----------------ის, აისელ გასანოვას, საბუხი ჩირაგოვის, ზეინაბ მამედოვას გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ფაიტ ნ-----მა ა----- ჯ-------ას მიმართ განახორციელა ცემა, ხოლო ე-–---- ჯ-------ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ფ----- ნ-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ფ----- ნ-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ფ----- ნ-----ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულების ე-–---- ჯ-------ისა და ა----- ჯ-------ას გამოკითხვის ოქმები, მოწმეების ტ----------------ის, აისელ გასანოვას, საბუხი ჩირაგოვის და ზეინაბ მამედოვას გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის N000403419 და N000403519 დასკვნები.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ფ----- ნ-----ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ფ----- ნ-----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ფ----- ნ-----მა ა----- ჯ-------ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ე-–---- ჯ-------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს რომ ფ----- ნ-----ი შერიგებულია დაზარალებულებთან და მათ პრეტენზია ბრალდებულის მიმართ არ გააჩნიათ. იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ფ----- ნ-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა გაესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით საბოლოოდ ფ----- ნ-----ს განესაზღრება თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ფ----- ნ-----ს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქარველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 2(ორი) წელი (დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით).
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფ----- ნ-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
ფ----- ნ-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქვას ნაკლებად მკაცრ სასჯელს და საბოლოოდ ფ----- ნ-----ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ფ----- ნ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე