განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2019
საქმის ნომერი
330100119002926056
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1392-19

(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,პროკურორ - ლ-–----------–-----

ბრალდებულ ----–----------–--------

ადვოკატ - ნ---------------–---–-- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–---------------–-------–----------------------------------------–-------–-–------------------------------–----------–----------------–------------------------–-----------–------ რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–---------------------------------------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 სისხლის სამართლის საქმეზე №------------ საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის-----------------------–--- თანამშრომლების მიერ 2015 წლის----------- პირადი ჩხრეკისას მ--------------–-------- ამოღებული იქნა ნ---–-----–------- კუთვნილი 3940ლარად ღირებულების ოქროს ყელსაბამი წონით 53.6563გ.; 3800 ლარის ღირებულების ოქროს ყელსაბამი წონით 47.4443გ.; 2200 ლარის ღირებულების ოქროს სამაჯური წონით 27.5026გ.; 1035 ლარის ღირებულების ოქროს მართკუთხა ფორმის ნაკეთობა თვლებით 14.5585გ.; 3960 ლარის ღირებულების ოქროს სამაჯური 50.3259გ.; 398 ლარის ღირებულების 1 წყვილი ოქროს საყურე წონით 2.6673-2.6560 გ.; 336 ლარის ღირებულების ოქროს მოგრძო ფორმის ნაკეთობა 4.5010გ და 218 ლარის ღირებულების ოქროს მოგრძო ფორმის ნაკეთობა 2.9171გ..

1.2 2015 წლის 3----------------------–-------- ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნ---–-----–------- კუთვნილი 420 ლარის ღირებულების ოქროს მოგრძო ფორმის ნაკეთობა 5.5433გ.; 50 ლარის ღირებულების ოქროს მოგრძო ფორმის ნაკეთობა 0.6263გ.; 48 ლარის ღირებულების ოქროს მოგრძო ფორმის ნაკეთობა 0.6802გ.; 33 ლარის ღირებულების ოქროს მოგრძო ფორმის ნაკეთობა 0.4311გ. და 25 ლარის ღირებულების ოქროს მოგრძო ფორმის ნაკეთობა 0.3350გ;

1.3 2015 წლის-----------, ა----------------- ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ხ----------------- კუთვნილი 400 ლარის ღირებულების ოქროს ბეჭედი ვარდისფერი თვლით, 1500 ლარის ღირებულების საქორწინო ოქროს ბეჭედი 14გ.; 500 ლარის ღირებულების ოქროს ბეჭედი თეთრი თვლით; 600 ლარის ღირებულების ოქროს ბეჭედი თეთრი წვრილი თვლებით; 800 ლარის ღირებულების ოქროს ბეჭედი ორნამენტებით; 300 ლარის ღირებულების წვრილი ოქროს ბეჭედი თეთრი თვლებით; 1000 ლარის ღირებულების ღარიანი ოქროს ბეჭედი; 1200 ლარის ღირებულების დაწნული ოქროს ძეწკვი 13გ.; 600 ლარის ღირებულების ოქროს ჯვარი წვრილი ძეწკვით; 50 ლარის ღირებულების ოქროსფერი ბავშვის გამოსახულებიანი ფიგურა და 1700 ლარის ღირებულების ბრტყელი ბეჭედი, რომლის ზედაპირზეც დამაგრებულია თეთრი თვლები.

1.4 2015 წლის-----------, ნ--------------- სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მ-----------–---–-- კუთვნილი 45 ლარის ღირებულების ოქროს რგოლი, საკიდით, რომელშიც ჩამაგრებულია ოქროს ჯვარი 1.24გ.; 22 ლარის ღირებულების ოქროს ჯვარი, საკიდით 0.43გ.; 85 ლარის ღირებულების ოქროს ჯვარი,საკიდით ქრისტეს გამოსახულებით 1.71გ.; 230 ლარის ღირებულების ოქროს ძეწკვი, B-ს ფორმის კულონით 4.55გ და 500 ლარის ღირებულების საქორწინო ოქროს ბეჭედი 5.5გ.

1.5 2015 წლის 0--------–-, ბ-----–---------- ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნ---–-----–------- კუთვნილი 308 ლარის ღირებულების ოქროს მართკუთხა ფორმის ნაკეთობა 4.0709გ.; 1310 ლარის ღირებულების ოქროს მოგრძო ფორმის ნაკეთობა 17.2241გ. და 677 ლარის ღირებულების 1 წყვილი ოქროს მოგრძო ფორმის ნაკეთობა 4.3603 და 4.4499გ. ასევე, მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილ იქნა ნ---–-----–------- კუთვნილი 1715 ლარის ღირებულების მართკუთხა ფორმის ოქროს ღერო 23.3403

1.6 2015 წლის 0--------–-, ხ------------- სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ხ------------- კუთვნილი 11 ლარის ღირებულების 9 ცალი პლასტმასის და 2 ცალი ლითონის ვაზნა.

1.7 2015 წლის-----------, ლ-------–-------- ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 6 ლარის ღირებულების ორი წყვილი ხელთათმანი, 5 ლარის ღირებულების ერთი ცალი ფანარი, 5 ლარის ღირებულების შალითაში მოთავსებული ბრტყელტუჩა, 6 ლარის ღირებულების შალითაში მოთავსებული დასაკეცი დანა.

1.8 2015 წლის 0--------–-, ამავე საქმეზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მ---------------------–--- თანამშრომლების მიერ გ-------–-----–----- სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ი------------- კუთვნილი 340 ლარის ღირებულების ოქროს საქორწინო რგოლი 4.11გ. და 65 ლარის ღირებულების ოქროს საყურე თვლებით 2.89გ.

1.9 ზემოაღნიშნული ნივთები იმავე დღეს გადაეცა მოცემული საქმის გამომძიებელს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის,------------------------- სამმართველოს--------–- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელს---–----------–-------. აღნიშნული ნივთები იმყოფებოდა ვ-–----------–------- მართლზომიერ მფლობელობაში, ამ უკანასკნელმა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2016 წლის 2-------------დან - 2017 წლის 2-------------ის ჩათვლით შ-------------------–----–--------------–---------–-----------–-–---–------–-------------------–-“ და შ-----–--–-–-- დაალომბარდა, ხოლო ნაწილი გაასხვისა, რითაც ნ---–-----–------ მიადგა 20 473 ლარის, ხ----------------- მიადგა 8 650 ლარის, მ-----------–---–- მიადგა 882 ლარის, ი------------- მიადგა 405 ლარის, ხ------------- მიადგა 11 ლარის ზიანი, ხოლო ლ-------–-------- მიადგა 22 ლარის ზიანი,რითაც ვ-–----------–------- მიითვისა 30 443 ლარის ღირებულების დიდი ოდენობით ნივთი.

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ვ-–----------–------- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ვ-–----------–------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

3.1. ვ-–----------–------- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: ნ---–-----–-----------–----------–----------–--–----------------------------–---------–--------------------–-----------–-–---–------------–------------------------------------------–-–------------------------------–-------------–---–-------------------–---–--------------------------------–---–----------------------------------------------------------------–-----------------------–---------–-------–-------- გამოკითხვის ოქმებს, ნივთმტკიცების ამოღების ოქმებს, დათვალიერების ოქმებს, ტრასოლოგიური-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, ბინის ჩხრეკის ოქმებს, ამოცნობის ოქმებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის--------–- ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ვ-–----------–------- სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

3.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის--------–- ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

3.5. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

3.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

3.7. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

 

4.3. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

4.4 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით კრიმინალიზებულია მითვისება და გაფლანგვა - სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფება. მითვისების და გაფლანგვის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მითვისებაში, სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს მითვისებას და გაფლანგვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. ვ-–----------–------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა დანაშაულებრივი ქმედება, არ არის წარსულში ნასამართლევი, ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1 რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

6.2 საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის--------–- ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის--------–- ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.3 სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

6.4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არის შეფასებადი, კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები).

6.5 სასამართლო ყურადრებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის №54აპ-16 განაჩენზეც, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „... საკასაციო პალატა ასევე იზიარებს--------–- ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.“

6.6 მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ გარემოებებს, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, ვითარებას, მსჯავრდებულის პიროვნებას და მიიჩნევს, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი ვ-–----------–------- მხრიდან, არ შეიძლება გახდეს მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი. ვ-–----------–------- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მის მიმართ არ გამოვლენილა რაიმე სახის დამამძიმებელი გარემოება, მიზნაშეწონილია მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით განსაზღვრული სასჯელის - თავისუფლების აღკეთის მინიმალური ზომა. სასამართლოს, შეფასებით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით იქნება სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ-–----------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. ვ-–----------–------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის-------------–------

3. მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.

4. ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ოქროს ყელსაბამი, 1 ცალი ოქროს ყელსაბამი, სამი ცალი ოქროს ჯვარი, ერთი ცალი ოქროს ძეწკვი და კულონი, ერთი ცალი საქორწილო რგოლი, ორი წყვილი ოქროს საყურე, ერთი ცალი ოქროს სამაჯური, ორი ცალი ოქროს ბეჭედი, ოქროს დეტალები (კომპლექტი), ვერცხილსფერი ბეჭედი წლის წვეთის მსგავსი ორნამენტებით, ოქროსფერი ბეჭედი შუა ნაწილში მთლიანად დაფარული ერთრიგად ჩამწკრივებული მოთეთრო თვლებით, მოვერცხლისფრო ბეჭედი რომბის მსგავსი ორმანეტებით, ოქროსფერი ბეჭედი ცხრა ცალი მოთეთრო თვალით, ოქროსფერი ბეჭედი ოთხი ერთმანეთის პარალელული ზოლით, ერთი წყვილი ოქროსფერი საყურე, მართკუთხედის ფორმის, რომელსაც დაიგონალურად გასდევს ერი ზოლი და მორთულია მცირე ზომის მოცისფრო და მოთეთრო თვლებით, ოქროსფერი ბეჭედი დიდი ზომის მოწითალო მართკუთხედის ფორმის თვალით, ოქროსფერი ბეჭედი მართკუთხედის ფორმის მოთეთრო თვლებისგან შემდგარი დიდი თვალით, ოქროსფერი ბეჭედი მოწითალო და მომწვანო თვლებით და ორი ყვავილის ორნამენტის მქონე თვალით, მცირე ზომის თოჯინა ოქროსფერ და ცისფერ ფერებში, მოვერცხლისფრო ბეჭედი, რომელსაც აქვს ორრიგად ჩასმული მოთეთრო ფერის თვლები, ოქრისფერი ბეჭედი ე.წ რგოლი, ერთი წყვილი ოქროსფერი საყურე სამკუთხედის ფორმის, მცირე ზომის მოთეთრო თვლებით გაწყობილი, მოვერცხლისფრო ძეწკვი, მასზე შებმული მოვერცხლისფრო ჯვარით, რომლის ერთ გვერდზე გამოსახულია მაცხოვარი, ხოლო მეორე გვერდზე ერთი წმინდანი, ოქროსფერი ძეწკვნი თავისივე კულონით, რომელზედაც გამოსახულია გოგონას სახე, ოქროსფერი ძეწკვნი ბრტყელი ჯაჭვისებული ნაქსოვი, ოქროსფერი სამაჯური ბრტყელი ქსოვის, ოქროსფერი სამაჯური, რომელიც გაწყობილია მოთეთრო თვლებით და შუა ნაწილში არის გადაბმული, სამაჯურის ბოლოები შეკრულია ოქროსფერი წვრილი ძეწკვნით, მოშავო - მოთეთრო ნაჭრის ყელსაბამი, რომელიც გაწყობილია მოთეთრო თვლებით, მოშავო ბურთულებით და ოქროსფერი ჯაჭვით, ყელსაბამის ბოლოები გადაბმულია ოქროსფერი ძეწკვით, ერთი ცალი ე.წ ,,ფაილი“, ერთი პსპ პოლიეთილენის პარკი, ძველი ლუქები, ,,vertice”-ს ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი, ტელეფონის პასპორტი, ,,Pride”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, ,,Prime”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, ღილაკზე გასახსნელი დანა, 07 (შვიდი) ცალი პლასტმასის ხამუთი, 04 (ოთხი) ცალი ,,Geocell”-ის სააბონენტო ხელშეკრულება, 01 (ერთი) ცალი ,,Geocell”-ის სააბონენტო ხელშეკრულება, 04 (ოთხი) ცალი ,,Geocell”-ის სიმბარათის სამაგრი ჩარჩო და ერთი ცალი მაგთიკომის სიმარათი, მოთავსებული პოლიეთილენის პაკეტში, ,,Opinel”-ის ფირმის გასაშლელი მოყავისფრო ხისტარიანი დანა და ძველი ლუქი, მოთავსებული პოლიეთილენის პაკეტში, ,,Samsung”-ის ფირმის მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული ,,ბილაიანი“-ს სიმბარათი და ძველი ლუქი, მოთავსებული პოლიეთილენის პაკეტში, ,,Nokia”-ს ფირმის მობილური ტელეფონი ,,მაგთიკომი“-ს და ,,ბილაიანი“-ს სიმბარათებით და ძველი ლუქი, მოთავსებული პოლიეთილენის პაკეტში, 01 (ერთი) ცალი 1 ლარიანი, 02 (ორი) ცალი 50 თეთრიანი, 01 (ერთი) ცალი 20 თეთრიანი და 01 (ერთი) ცალი 10 თეთრიანი მონეტები, ,,Nokia”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით, შავი ტყავის საფულე, ,,Geocell”-ის გაუხსნელი ნომრები, ბ----------–------ სახელზე გაცემული ,,ვითიბი“ ბანკის პლასტიკური ბარათი, მეტრომანი, ,,ავერსი“ს მტრედი ბარათი და მ--------------–------ სახელზე გაცემული ,,ირაო“-ს სადაზღვევო ბარათი, ძველი ლუქი, მოთავსებული პოლიეთილენის პაკეტში, მ--------------–------ სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მძღოლის მოწმობა, ერთი ცალი 10 (ათი) ლარიანი კუპიურა, ,,Nokia”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ,,Geocell”-ის სიმბარათით და ძველი ლუქი, მოთავსებული პოლიეთილენის პაკეტში, ,,Nokia”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ,,Geocell”-ის და ,,ბილაინი“-ს სიმბარათებით, ძველი ლუქი, მოთავსებული პოლიეთილენის პაკეტში, ,,Nokia”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული 02 (ორი) ცალი ,,ბილაინი“-ს სიმბართით, ძველი ლუქი, მოთავსებული პოლიეთილენის პაკეტში, ერთი ცალი შავი თასმა, ერთი ცალი ლურჯი თასმა, ერთი ცალი ,,Verbatim”-ის ფირმის DVD დისკი, ერთი ცალი ოქროსფერი ძეწკვი, ,,ორბიტ“-ის ფირმის გახსნილი საღეჭი რეზინის კოლოფი, ერთი ცალი მოვერცხლისფრო სამაჯური და ერთი ცალი ,,Tissot”-ის ფირმის მაჯის საათი, თავისივე სამაჯურით, მოთავსებული პოლიეთილენის პაკეტში, ხ------------- სახლიდან ამოღებული სანადირო თოფი, ძველი ლუქებით, მოთავსებული პოლიეთილენის პაკეტში - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე