გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.11.2019
საქმის ნომერი
330210018002363622
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/8047-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.11.2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - სსიპ საქართველოს მ----–----–----------------------------ი

წარმომადგენელი - მ------------------ე, ხ-------------------ე

მოპასუხე - შპს "დ--------------–---–--–------ი"

წარმომადგენელი - ი-------–---–---–ი

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - შპს "კორპორაცია ს------------ს ფილიალი საქართველოში"

წარმომადგენელი - ლაშა გორგილაძე

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 გაუქმდეს შპს "დ--------------–---–--–------ის" 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება პ---–----------ის დავების განმხილველი საბჭოს ერთპიროვნულ წევრად დანიშვნის თაობაზე.

 

სარჩელის თანახმად, 2017 წლის 5 მაისს საერთაშორისო კომპანია ს------------ს ფილიალმა საქართველოში (შემდგომში: კომპანია) სსიპ საქართველოს მ----–----–----------------------------სა (შემდგომში ფონდი) და კომპანიას შორის 2014 წლის 1 მარტს გაფორმებული თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაციის თაობაზე ხელშეკრულების კონკრეტული პირობების 20.3 პუნქტის შესაბამისად მიმართა შპს დ--------------–---–-–------ს (შემდგომში ცენტრი) - მოპასუხეს, რადგანაც მას მოსარჩელესა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად დაენიშნა დავების განმხილველი საბჭოს წევრი. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს საერთაშორისო კონსულტანტ-ინჟინერთა საერთაშორისო ფედერაციის (FIDIC) - გათვალისწინებული მშენებლობის ხელშეკრულების პირობები (ვარდისფერი წიგნი), რომლის 20.3 პუნქტის შესაბამისად, დავების განმხილველი საბჭოს წევრის დანიშვნაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში "ერთ-ერთი ან ორივე მხარის მოთხოვნით და ორივე მხარესთან სათანადო კონსულტაციების გავლის შემდგომ, საბჭოს ასეთი წევრი უნდა დაინიშნოს სატენდერო წინადადების დანართში მითითებულმა დამნიშნავმა ორგანომ ან პირმა". სწორედ აღნიშნულ პირად ფონდსა და კონტრაქტორის ხელშეკრულების პირობაში მითითე-ბული იყო შპს დ--------------–---–--–------ი. ცენტრს სწორედაც კომპანიის მიერ მიღებული დავალების შემდეგ, რასაც დაეთანხმა მოსარჩელეც, უნდა გაეწია მომსახურება მოსარჩელესა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალების და უფლებამოსილების ფარგლებში. FIDIC-ის ვარდისფერი წიგნის და ხელშეკრულების კონკრეტული პირობების 20.2 მუხლის ფარგლებში მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამი პოტენციური წევრიდან, დავების განმხილველი საბჭოს ერთპიროვნულ წევრად უნდა აერჩია ხელშეკრულებით განსაზღვრული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი, კერძოდ ეს უნდა ყოფილიყო ან პ---------–--, ან მ-------------–---–ი ან ბ----------–------. დავების საბჭოს 2017 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხემ შეასრულა თავისი ვალდებულება, რომლის შემდგომაც, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მოპასუხემ უხეშად დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული მისი ვალდებულებები, სრულიად გასცდა მის უფლებამოსილების ფარგლებს და თავისი 2017 წლის 17 აგვისტოს ეგრეთ წოდებული გადაწყვეტილებით დავების საბჭოს ერთპიროვნულ წევრად, მოსარჩელე მხარის კატეგორიული უარისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული დათქმის მიუხე-დავად, დანიშნა ვინმე ბატონი პ---–----------ი. აღნიშნული პირის დანიშვნა ხელშეკრულების პირობიდან გამომდინარე მას, არ შეეძლო, რადგან კონტრაქტით შემოფარგლული იყო ცენტრის უფლებამოსილება და ვალდებულება, კერძოდ მას უფლებამოსილება ჰქონდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული პირებიდან (პ---------–--, მ-------------–---–ი, ბ----------–------) ერთ-ერთის დანიშვნის და არა სხვა უცხო პირის დანიშვნის, რაც ცხადია მიუთითებს ხელშეკრულების უხეშ დარღვევაზე და არაჯეროვან შესრულებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

შპს ,,დ--------------–---–---–------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, შესაგებლის თანახმად, შპს კომპანია "ს------------------–--–-------------–--–ი“ და სსიპ საქართველოს მ----–----–----------------------------ს შორის გაფორმებული „თბილისი წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის 1 და მე-3 მონაკვეთები, თბილისი- რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის" 20.2 ქვეპუნქტის თანახმად, დავების საბჭოს წევრებად დასახელებული იყვნენ: პ---------–--, მ-------------–---–ი და ბ----------–------; შპს „კორპორაცია ს------------------–--–-------------–--–ი" წარმოდგენილ შუამდგომლობაში უთითებდა რომ კონტრაჰენტებს შორის შეთანხმება ვერ შედგა დავების საბჭოს წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით. მან შუამდგომლობაში ჩამოაყალიბა დავების საბჭოს წევრისათვის სასურველი მოთხოვნები. შპს „დ--------------–---–--–------ი"-მა დახურულ სხდომაზე განიხილა კონტრაქტით დასახელე-ბული დავების საბჭოს წევრების კანდიდატურები და მხარეებს შესთავაზა პ---------–-- და შესაბამისად მიაწოდა კანდიდატის რეზიუმე. შპს კომპანია ს------------ს ფილალმა საქართველოში წარმოადგინა თავისი პოზიცია შეთავაზებულ კანდიდატთან დაკავშირებით და აღნიშნა: კონტრაქტორს კონტრაქტის ხელმოწერის დროს და არც მას შემდეგ არ ჰქონდა ინფორმაცია ბატონი ს--–--ს ეროვნებისა და კვალიფიკაციის შესახებ. კანდიდატი ეროვნებით ქართველია, რაც ეწინააღმდეგებოდა მოთხოვნის მე-5 პარაგრაფს და 2005 წლის FIDIC-ის სახელმძღვანელო პრინციპების მე-2 მუხლს, რომ დავების საბჭოს წევრი არ უნდა ყოფილიყო არც დამკვეთის და არც კონტრაქტორის ქვეყნის მოქალაქე და ამასთან არ ჰქონდა სათანადო კვალიფიკაცია. შპს კომპანია ს------------ს ფილიალმა საქართველოში დაადასტურა შეთანხმებული სია, მაგრამ აღნიშნა რომ მიუხედავად მცდელობისა, არ ქონდა შესაძლებლობა მიეღო კანდი-დატების ბექგრაუნდის შესახებ ინფორმაცია, ეროვნება, კვალიფიკაცია და გამოცდი-ლება. შპს დ--------------–---–--–------მა კონტრაქტის 20.3 პუქტის თანახმად, მოიწვია სხდომაზე დამკვეთი და კონტრაქტორი დასაბუთებული პრეტენზიების და მტკიცებულებების განსახილველად. სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების (პრეტენ-ზიების) მოსმენის შედეგად შპს „დ--------------–---–--–------ი"-ს სასამართლო მივიდა დასკვნამდე რომ კონტრაქტორის პრეტენზიები კანდიდატების მიმართ საფუძვლიანი და დასაბუთებული იყო და დაიწყო საერთაშორისო კანდიდატების მოძიება, რომლებსაც ექნებოდათ სათანადო კვალიფიკაცია და საქართველოში მსგავს კონტრაქტებზე მუშაობის გამოცდილება და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

 

2.2 მესამე პირის პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით: შპს "კო--------–----------------------–---–-------------–--–ი" წარმოდგენილ სარჩელს არ დაეთანხმა, მესამე პირის განცხადებით, შპს ,,დ--------------–---–--–------ის“ გადაწყვეტილება არის მართებული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2014 წლის 1 მარტს, სსიპ საქართველოს მ----–----–----------------------------ს და შპს ,,კო--------–----------------------–---–-------------–--–ი“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება თბილისი-წითელი ხიდის გზის თბილისი-რუსთავი მონაკვეთის მოდერნიზაციაზე.

 

3.1.2 შპს ,,კო--------–----------------------–---–-------------–--–ი“ და სსიპ საქართველოს მ----–----–----------------------------ს შორის გაფორმებული ,,თბილისი წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის 1 და მე-3 მონაკვეთები, თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის“ 20.2 ქვეპუნქტის თანახმად, დავების საბჭოს წევრებად დასახელებული იყვნენ: პ---------–--, მ-------------–---–ი და ბ----------–------.

 

3.1.3 2017 წლის 5 მაისს კორპორაცია ს------------ს ფილიალმა საქართველოში, მოსარჩელესა და პორპორაციას შორის 2014 წლის 1 მარტს გაფორმებული თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაციის თაობაზე ხელშეკრულების კონკრეტული პირობების 20.3 პუნქტის შესაბამისად, მიმართა შპს დ--------------–---–-–------ს - მოპასუხეს, რადგანაც მას მოსარჩელესა და კორპორაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად დაენიშნა დავის განმხილველი საბჭოს წევრი.

 

3.1.4 თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაციის (1 და მე-3 ნაწილი) ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს კონსულტანტ-ინჟინერთა საერთაშორისო ფედერაციის (FIDIC) ის-ვარდისფერი წიგნით გათვალისწინებული მშენებლობის ხელშეკრულების პირობები, რომლის 20.3 პუნქტის შესაბამისად, დავების განმხილველი საბჭოს წევრის დანიშვნაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში "ერთ-ერთი ან ორივე მხარის მოთხოვნით და ორივე მხარესთან სათანადო კონსულტაციების გავლის შემდგომ, საბჭოს ასეთი წევრი უნდა დაინიშნოს სატენდერო წინადადების დანართში მითითებულმა დამნიშნავმა ორგანომ ან პირმა." სწორედ აღნიშნულ პირად ხელშეკრულებაში მითითებული იქნა შპს დ--------------–---–--–------ი.

 

3.1.5 2017 წლის 17 აგვისტოს შპს ,,დ--------------–---–--–------ის“ გადაწყვეტილებით დავების განმხილველი საბჭოს ერთპიროვნულ წევრად, დანიშნულ იქნა პ---–----------ი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.3 სასამართლო მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა ეხელმძღვანელა მოსარჩელესა და კორპორაციას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამო-სილების ფარგლებში და FIDIC - ის ვარდისფერი წიგნის და ხელშეკრულების კონკრეტული პირობების 20.2 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამი პოტენციური წევრიდან, დავების განმხილველი საბჭოს ერთპიროვნულ წევრად უნდა აერჩია ხელშეკრულებით განსაზღვრული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი, კერძოდ ეს უნდა ყოფილიყო ან პ---------–--, ან მ-------------–---–ი ან ბ----------–------.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-317-ე, 327-ე.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის ზოგად განმარტებას, კერძოდ, სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება (16-ე მუხლი) კერძო სამართალში ნების ავტონომიის აღიარებაში ვლინდება. მე-10 II მუხლით განმტკიცებული უფლება, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებმა განახორციელონ კანონით აუკრძალავი ნებისმიერი მოქმედება, მათ შორს დადონ ხელშეკრულებები, წარმოადგენს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის საფუძველს. მისი არსი იმაში გამოიხატება, რომ მხარეებმა საკუთარი ინტერესების ფორმირება თავისუფლად, თავიანთ ნებაზე დაფუძნებულ სახელშეკრულებო პირობებში გამოხატონ. ხელშეკრულების თავისუფლება უზრუნველყოფს მხარეთა ინდივიდუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და პირთა შესაძლებლობას, აირჩიონ ხელშეკრულების მხარე, ხელშეკრულების ყველაზე ხელსაყრელი სახე და ამგვარად გადაანაწილონ თავიანთი უფლება-მოვალეობანი.

 

ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება საბაზრო ეკონომიკის განვითარების პირობებში. სახელმწიფოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციის განვითარებას (30-ე მუხლი), წარმოუდგენელია მხარეთათვის თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფის გარეშე.

 

საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 1 მარტის, სსიპ საქართველოს მ----–----–----------------------------ს და შპს ,,კო--------–----------------------–---–-------------–--–ი“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება თბილისი-წითელი ხიდის გზის თბილისი-რუსთავი მონაკვეთის მოდერნიზაციაზე.

 

შპს ,,კო--------–----------------------–---–-------------–--–ი“ და სსიპ საქართველოს მ----–----–----------------------------ს შორის გაფორმებული ,,თბილისი წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის 1 და მე-3 მონაკვეთები, თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის“ 20.2 ქვეპუნქტის თანახმად, დავების საბჭოს წევრებად დასახელებული იყვნენ: პ---------–--, მ-------------–---–ი და ბ----------–------.

 

მოპასუხე გასცდა ხელშეკრულების პირობებს და დაარღვია, სახელშეკრულებო თანასწორობის პრინციპი, როდესაც მან დავების საბჭოს ერთპიროვნულ წევრად, დანიშნა პ---–----------ი. მოპასუხეს უნდა ეხელმძღვანელა მოსარჩელესა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და FIDIC - ის ვარდისფერი წიგნის და ხელშეკრულების კონკრეტული პირობების 20.2 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამი პოტენციური წევრიდან, დავების განმხილველი საბჭოს ერთპიროვნულ წევრად უნდა აერჩია ხელშეკრულებით განსაზღვრული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი, კერძოდ ეს უნდა ყოფილიყო ან პ---------–--, ან მ-------------–---–ი ან ბ----------–------.

 

კომპანიასა და ფონდს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში, ასევე გაწერილი იყო დ--------------–---–-–------ის უფლებამოსილების ფარგლები იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნებოდა ხელშეკრულების 20.3 პუნქტით გათვალისწი-ნებულ შემთხვევას, იგი ვალდებული იყო კომპანიისა და ფონდის შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეებისათვის გაეწია მომსახურება და ემოქმედა ხელშეკრულების ზოგადი პირობების (ვარდისფერი წიგნი) 20.2 პუნქტის თანახმად, კერძოდ "თუ ხელშეკრულებაში მოცემულია სავარაუდო წევრების სია, წევრები არჩეული უნდა იქნან პირთა ასეთი სიიდან." ხელშეკრულების კონკრეტული პირობების 20.2 მუხლით განსაზღვრულია სავარაუდო წევრთა სია, კერძოდ პ---------–--, მ-------------–---–ი, ბ----------–------. სწორედ აღნიშნულის პუნქტით გათვალისწინებული დათქმიდან გამომდინარე მიიღო დავების განმხილველმა საბჭომ პირველი ჯეროვანი გადაწყვეტილება "ხელშეკრულების, მოთხოვნის და დამკვეთისა და კონტრაქტორისგან მიღებული კომუნიკაციის დეტალური შესწავლის შემდეგ, დ--------------–---–--–------ის სასამართლო მოცემულ ეტაპზე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სიის რომელიმე კანდიდატის საწინააღმდეგოდ დასაბუთებული ან დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. აღნიშნული სიის შეთანხმება მოხდა მხარეებს შორის და მხარეების მიერ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარემ უნდა იმოქმედოს ხელშეკრულების შესაბამისად და დავების განმხილველი საბჭოს წევრად უნდა აარჩიოს მხარეთა შეთანხმებული წევრებიდან ერთ-ერთი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება, მის მიერ გადახდილი ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სსიპ საქართველოს მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

გაუქმდეს შპს "დ--------------–---–--–------ის" 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება პ---–----------ის დავების განხილველი საბჭოს ერთპიროვნულ წევრად დანიშვნის თაობაზე.

 

2. დაეკისროს შპს "დ--------------–---–--–------ს" მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე