გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
150210019003181655
საქმე №2/214 -19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან
სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე
მოსარჩელე - შ-- ,,ს----------–-------–------–--”
წარმომადგენლები - ზ------------ი, ს-----------------–---–ი
მოპასუხე - ჰ---–-------------
წარმომადგენელი - ვასილ ბალახაძე
თარჯიმანი - სუსანნა მელიქიძე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოპასუხის- ჰ---–--------------- უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს შ-- „ს----------–-------–------–---“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება - თ-----–-–--–-------–-–---------------------------
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, შ-- „ს----------–-------–------–--“ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ახორციელებს, საირიგაციო და სადრენაჟე მომსახურებას. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 19 თებერვლის #1-1/304 ბრძანებით დაფუძნდა შ-- „მ-------- -მ“ რომლის საწესდებო კაპიტალის ფორმირებას საფუძვლად დაედო აუდიტორიული კომპანია შ-- „ა-------“ 2007 წლის 09 თებერვლის აუდიტორიული დასკვნა. 2012 წლის 16 მარტის საწარმოთა მართვის სააგენტოს ბრძანება #1-3/191-ის თანახმად, შ-- „ს----- მ“ გახდა შ-- „მ-------- მ“-ის , შ-- „კ---–----- - მ“-ის და შ-- „ა-–------ მ“-ის უფლებამონაცვლე. შ-- „ს----- მ“-ის კი შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შ-- „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“. აუდიტორიული კომპანიის შ-- „ა-------“ 2007 წლის 09 თებერვლის აუდიტორიული დასკვნის თანახმად, შ-- „მ---------მ“-ის საწესდებო კაპიტალში, სხვა ქონებასთან ერთად შეტანილი იქნა ჯავახეთის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს ბალანსზე რიცხული ქონება, მათ შორის თვითმცლელი M---------ხელწიფო ნომერი L--------- შ-- „ს----------–-------–------–--ს“, როგორც შ-- „მ-------- მ“-ის სამართალმემკვიდრეს, კომპანიის სახელწოდების შეცვლასთან ერთად ეტაპობრივად გადმოეცა უძრავი და მოძრავი ქონება. მათ შორის იყო თვითმცლელი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დარეგისტრირდა შ-- „ს----------–-------–------–---“ სახელზე და გაიცა შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობაც. ავტოსატრანსპორტო საშუალებას მიენიჭა სახელმწიფო ნომერი L--------- 2018 წლის 17 მაისს აუდიტორის მიერ მოხდა შ-- „ს----------–-------–------–---“ კუთვნილი მოძრავი ქონების შეფასება. მათ შორის იყო ავტომანქანა M------ თვითმცლელი. რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 3140 ლარით. კომპანიამ არაერთხელ მიმართა ჰ---–-------------ს თვითმცლელის უკან დაბრუნების მოთხოვნით, მაგრამ მისი მხრიდან ქონების უკან დაბრუნება არ მოხდა. კომპანია ვერ ახორციელებს მისი საკუთრების გამოყენებას და სარგებლობას. მოპასუხემ 2016 წელს მიმართა შ-- „ს----------–-------–------–--ს“ ავტომანქანის შესყიდვის მოთხოვნით და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნამდვილად მის ეზოში დგას ავტომანქანა. 2019 წლის 04 აპრილს შ-- „ს----------–-------–------–--მ“ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონულ სამმართველოს და ითხოვეს რეაგირება შ-- „ს----------–-------–------–---“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების კომპანიისთვის დაბრუნების თაობაზე. ახალქალაქის რაიონული სამმართველოდან კი მიიღეს პასუხი, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა მათ კომპეტენციაში არ შედის.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ჰ---–-------------მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ თუ რა ქონება იქნა შეტანილი დასკვნაში არ ჩანს, თუმცა ესეც რომ არ იყოს შეუძლებელია „მ-------- მარკის ავტომანქანის (თვითმცლელი, გამოშვების წელი 1-----------–--------------------- შეტანილი ყოფილიყო აღნიშნულ აქტში, რადგან ავტომობილს სახ. ნომერი - 7---------ა მოგვიანებით. ავტომობილი იყო თითქმის დაშლილ მდგომარეობაში და მისი შეკეთება მოხდა მისი ხარჯებით, ამიტომ მისი რეალური საბაზრო ღირებულება გაცილებით დაბალია. მოსარჩელეს არასდროს არ მიუმართავს მისთვის. ავტომობილთან დაკავშირებით ათეული წლები ავტომობილს უვლიდა იგი და დარაჯობდა თავად, მან მოახდინა მისი თითქმის თავიდან აღდგენა, ავტომობილთან დაკავშირებით მას მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ მოსარჩელის წარმომადგენლები და მოტყუებით გამოართვეს მას ავტომობილის საბუთები, რათა მომხდარიყო აღნიშნული ავტომობილის მის სახელზე რეგისტრაცია. რის გამოც მოითხოვა რომ უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ჰ---–--------------- საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება - თვითმცლელი სახელმწიფო ნომრით L-----------–------------- შ-- ,,ს----------–-------–------–---“ საკუთრებას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი;
3.1.2. სატრანსპორტო საშუალება - თვითმცლელი სახელმწიფო ნომრით L-----------რის მოპასუხე ჰ---–--------------- მფლობელობაში.
3.1.3 მოწმის ვ-–-------------–--ის ახსნა-განმარტებებით დადგინდა, რომ ყოფილმა სამმართველოს უფროსმა ხ---------------------მა 90-იან წლებში, რეორგანიზაციის შემდგეგ ავტოსატრანსპორტო საშვალებები რეგიონში ხელწერილებით გადასცა ყველა მძღოლს შესანახად, მათ შორის მოპასუხეს მამას გადასცეს თვითმცლელი.
ავტომობილის საბუთები, რომელიც ჰ---–--------------- მამა ინახავდა გადმოსცეს მელიორაციის სამსახურის თანამშრომლებს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
- მოწმე ვ-–-------------–--ის ახსნა-განმარტება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მის საკუთრებად რეგისტრირებული მოძრავი ქონება მოპასუხის მფლობელობაშია, დაადასტურა თავად მოპასუხე მხარემ.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი;
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4; 102-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას. ეს არის სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.
ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში, სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.
სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ სადავო მოძრავი ქონება არის მოპასუხე - ჰ---–--------------- მფლობელობაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მოძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეა ჰ---–-------------ი, რომელსაც არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოძრავ ქონებას ფლობს კანონიერად, მან ვერ დაადასტურა მისი მხრიდან ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი. ამასთან, მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
სასამართლო განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლოს აზრით, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება და ვერ დაადასტურა სადავო ნივთის მფლობელობის გამამართლებელ გარემოებათა არსებობა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სადავო ნივთს ფლობს კანონისმიერი და/ან სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მის ნივთზე მოპასუხის მფლობელობის განხორციელებისადმი თმენის ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს უფლება გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შ-- ,,ს----------–-------–------–---“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ჰ---–---------------აგან უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება - თ-----–-–--–-------–-–---------------------------
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სარჩელისათვის - 100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.შ-- „ს----------–-------–------–---“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2.მოპასუხის- ჰ---–--------------- უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს შ-- „ს----------–-------–------–---“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება - თ-----–-–--–-------–-–---------------------------
3.ჰ---–-------------ს შ-- ,,ს----------–-------–------–---“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 100 ლარის გადახდა;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალქალაქი, მ.მაშტოცის ქუჩა#110) მეშვეობით;
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანაიტ ოგანესიან