გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 240310018002284151 (3/5-2018)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19.12. 2019 წელი, ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი -თეონა ჭ---------ა
მოსარჩელე - სსიპ სა---–-–----- ქ------ს ე---------–ი ს-------ო
წარმომადგენელი - ლ--–- ჭ---------ა
მოპასუხე - ი/მ ე---------- ც------–---–ი
დავის საგანი - სა---–-–----- საკუთრებაში არსებული ქ------ს არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე ი/მ ე---------- ც------–---–ისათვის, მოსარჩელე- სსიპ სა---–-–----- ქ------ს ე---------–ი ს-------ოს სასარგებლოდ სა---–-–----- საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2014 წლის 30 სექტემბრიდან 2015 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდისათვის 1691.70 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. სენაკში, ჭავჭავაძის ქ N105-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 44.01.31.3--.01539, წარმოადგენს სა---–-–----- საკუთრებას, რომლის ნაწილი, არასაცხოვრებელი ფართი (სართული 1,N1) არამართლზომიერად დაკავებული აქვს და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს მოპასუხე ი/მ ე---------- ც------–---–ი, რაც დასტურდება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ე---------–ი ბიუროს’’2015 წლის 7 ივლისის N0-------- დასკვნით.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს გაეგზავნა სსიპ სა---–-–----- ქ------ს ე---------–ი ს-------ოს 2016 წლის 17 მარტის N12/12412, წერილი, რომელითაც ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის სა---–-–----- საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისთვის სა---–-–----- ბიუჯეტში უნდა გადაეხადა სარგებლობის საფასური 2014 წლის 30 სექტემბრიდან 2015 წლის 18 სექტემბრამდე, დღეში- 4.80 ლარი, თუმცა უშედეგოდ, თანხის გადახდის ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ი/მ ე---------- ც------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ მას სადავო ფართი სამეწარმეო საქმიანობისთვის არამართლზომიერად არ გამოუყენებია, ვინაიდან ამ ფართით სარგებლობის საფასურს, ყოველთვიურად 300 ლარს იგი უხდიდა კერძო პირს, რომელიც მისი აზრით, ფართის მესაკუთრე იყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ინდმეწარმე „ე---------- ც------–---–ი“ მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2011 წლის 22 ივნისიდან, საიდენტიფიკაციო კოდი-3----------; იურიდიული მისამართი-სენაკის რაიონი სოფელი ახალსოფელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.1.2.საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დასტურდება, რომ ქ. სენაკში, ჭავჭავაძის ქN105-ში მდებარე უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 761.00 კვ/მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა N1 (საერთო ფართი-2646.43 კვ/მ), საკადასტრო კოდით 44.01.31.3--. 01/539 საკუთრების უფლებით ირიცხება სა---–-–-----ს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: ბრძანება N1/4--225, დამოწმების თარიღი-17.09.2014 წელი, სსიპ სა---–-–----- ქ------ს ე---------–ი ს-------ო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი- 18.09.2015 წელი; უფლების რეგისტრაციის თარიღი-30. 09.2014 წელი;
3.1.3. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ე---------–ი ბიუროს“ 2015 წლის 7 ივლისის N0-------- დასკვნის თანახმად, ქ.სენაკში, ჭავჭავაძის ქN105-ში მდებარე სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე არსებული N1 არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ 44.01.31.3--. 01/539)წლიური საიჯარო ქირის ღირებულება, საორიენტაციოდ შეადგენ 1750 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ე---------–ი ბიუროს“ N0-------- ექსპერტიზის დასკვნა (07.07.2105 წ);
3.1.4.მხარეები არ დავობენ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ი/მ ე---------- ც-----–---–ი 2014 წლის 30 სექტემბრიდან 2015 წლის 18 სექტემბრამდე, სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა ქ.სენაკში, ჭავჭავაძის ქN105-ში მდებარე სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე არსებულ N1 არასაცხოვრებელ ფართს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები;
3.1. 5. სა---–-–----- ქ------ს ე---------–ი ს-------ოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2016 წლის 17 მარტის N12/12412, და 2016 წლის 16 მაისის N12/23884 წერილებით ი/მ ე---------- ც------–---–ს ეცნობა, რომ სა---–-–----- საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის
სამეწარმეო საქმიანობის მიზნით)უნდა გადაეხადა საფასური, თუმცა მის მიერ თანხა გადახდილი არ ყოფილა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სა---–-–----- ქ------ს ე---------–ი ს-------ოს N12/12412 (17.03.2016წ) და N12/23884 (16.04.2016წ) წერილები;
-მხარეთა განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.მოცემულ საქმეზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სა---–-–----- ქ------ს ე---------–ი ს-------ოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ი/მ ე---------- ც-----–---–ს მოსარჩელე- სსიპ სა---–-–----- ქ------ს ე---------–ი ს-------ოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სა---–-–----- საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2014 წლის 30 სექტემბრიდან 2015 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდისათვის 1691.70 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სა---–-–----- ქ------ს შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოში სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მესამე ნაწილით კი ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეების იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ სა---–-–----- ქ------ს ე---------–ი ს-------ო წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხეს - ე---------- ც-----–---–ს მოსარჩელე- სსიპ სა---–-–----- ქ------ს ე---------–ი ს-------ოს სასარგებლოდ დაეკისროს სა---–-–----- საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის -2014 წლის 30 სექტემბრიდან 2015 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდისათვის 1691.70 ლარის გადახდა.
მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს ,,სა---–-–----- ქ------ს შესახებ’’ საქართველოს კანონზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სა---–-–----- ქ------ს შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სა---–-–----- ქ------ს მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სა---–-–----- ქ------ს მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სა---–-–----- ქ------ს ე---------–ი ს-------ო(შემდგომ − ქ------ს ს-------ო).
,,სა---–-–----- ქ------ს შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სა---–-–----- ქ------ს სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სა---–-–----- ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქ------ს მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სა---–-–----- ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სა---–-–----- ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქ------ს მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სა---–-–----- ქ------ს სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქ------თ სარგებლობის განმავლობაში ქ------ს სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სა---–-–----- ქ------ს სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქ------ს მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი, სა---–-–----- ქ------თ მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქ------თ მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქ------ს მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სა---–-–----- ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სა---–-–-----ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ინდმეწარმე ე---------- ც------–---–ი მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია რეგისტრირებულია 2011 წლის 22 ივნისიდან, საიდენტიფიკაციო კოდი-3----------;
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დასტურდება, რომ ქ. სენაკში, ჭავჭავაძის ქN105-ში მდებარე უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 761.00 კვ/მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა N1 (საერთო ფართი-2646.43 კვ/მ), საკადასტრო კოდით 44.01.31.3--. 01/539 საკუთრების უფლებით ირიცხება სა---–-–-----ს სახელზე.
მხარეებს არ უდავიათ იმ გარემოებაზე, რომ ი/მ ე---------- ც-----–---–ი 2014 წლის 30 სექტემბრიდან 2015 წლის 18 სექტემბრამდე, სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა ქ.სენაკში, ჭავჭავაძის ქN105-ში მდებარე სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე არსებულ N1 არასაცხოვრებელ ფართს.
აღნიშნული ფართით სარგებლობისათვის წლიური საიჯარო ქირის ღირებულება, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ე---------–ი ბიუროს“ N0-------- დასკვნის მიხედვით, საორიენტაციოდ 1750 ლარია. შესაბამისად, სსიპ სა---–-–----- ქ------ს ე---------–ი ს-------ოს მოთხოვნა სა---–-–----- საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად 2014 წლის 30 სექტემბრიდან 2015 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში (არასრული წელი) სარგებლობისათვის -1691.70 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქ------სადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო დამატებით მიუთითებს ,,სა---–-–----- ქ------ს შესახებ“ საქართველოს კანონის 492-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) სა---–-–----- ქ------თ არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სა---–-–----- ქ------ს სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. თუ საჯარო რეესტრში სა---–-–-----ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2012 წლის 17 სექტემბრის შემდეგ განხორციელდა, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) სა---–-–----- ქ------თ არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან საჯარო რეესტრში სა---–-–-----ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტამდე არსებული პერიოდისათვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ სა---–-–----- ქ------ს ე---------–ი ს-------ო მოპასუხეზე სა---–-–-----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქ------ს არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრებას ითხოვს 2014 წლის 30 სექტემბრიდან.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა განმარტებით დასტურდება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც მოპასუხე- ი/მ ე---------- ც------–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სა---–-–----- ქ------ს ე---------–ი ს-------ოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს- ი/მ ე---------- ც------–---–ს მოსარჩელე- სსიპ სა---–-–----- ქ------ს ე---------–ი ს-------ოს სასარგებლოდ სა---–-–----- საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2014 წლის 30 სექტემბრიდან 2015 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდისათვის უნდა დაეკისროს 1691.70 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სა---–-–----- ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სა---–-–----- ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სა---–-–-----.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე- სსიპ სა---–-–----- ქ------ს ე---------–ი ს-------ო, ,,სა---–-–----- ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სა---–-–----- ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სა---–-–----- ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის თანახმად, სარჩელზე სა---–-–----- ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო იგივე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე ამ თანხის ნახევარს. მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის 1691.70 ლარის გადახდის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სა---–-–----- ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. მითითებული ნორმების შესაბამისად, მოპასუხეს- ინდმეწარმე ე---------- ც------–---–ს სა---–-–----- ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სა---–-–----- ბაჟის 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სა---–-–----- ქ------ს ე---------–ი ს-------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. დაეკისროს მოპასუხეს - ინდმეწარმე ე---------- ც------–---–ს (ს/კ 3----------) მოსარჩელე- სსიპ სა---–-–----- ქ------ს ე---------–ი ს-------ოს სასარგებლოდ სა---–-–----- საკუთრებაში არსებული ფართით, 2014 წლის 30 სექტემბრიდან 2015 წლის 18 სექტემბრამდე არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის- 1691.70 ლარის გადახდა.
2.მოპასუხეს- ინდმეწარმე ე---------- ც------–---–ს (ს/კ 3----------) სა---–-–----- ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სა---–-–----- ბაჟის -50 ლარის გადახდა.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი-ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქN32) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი-ქ. სენაკი, რუსთაველის ქN247)
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია