გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3180536-2/567-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
3 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ლ-------- ბანკი’’
წარმომადგენელი - ლ--–---------–---–ი
მოპასუხე - მ----------, გ--------------–-–---–ი, დ---------------–-–---–ი, ბ---------------–--ე;
წარმომადგენელი - ც---------------ე
დავის საგანი - მხარეებს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხე მხარისათვის თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს მ----------ს, გ--------------–-–---–ს, დ---------------–-–---–სა და ბ---------------–--ეს სს ,,ლ-------- ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის და ხელშეკრულების პირობების დარღვევიდან გამომდინარე ჯარიმის (,,დავალიანების შესახებ’’ ცნობის გაცემის თარიღისათვის, ანუ 2019 წლის 03 სექტემბრის მდგომარეობით) 14628.33 ლარი, (აქედან ძირითადი თანხაა - 10381.93 ლარი, პროცენტი - 3122.37 ლარი და ჯარიმა - 667,97 ლარი).
1.2. მოპასუხეებს მ----------ს, გ--------------–-–---–ს, დ---------------–-–---–სა და ბ---------------–--ეს სს ,,ლ-------- ბანკის’’ სასარგებლოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროთ ბანკის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული სასამართლო ხარჯის - 438.9 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ერთის მხრივ სს ,,ლ-------- ბანკსა’’ და მეორეს მხრივ მ----------ს (შემდგომში მსესხებელი) შორის 2----–-–---------–--ს გაფორმდა N1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 12000 ლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიურ 28%-ად, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 60 თვე. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი, რომელიც თავის მხრივ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად წარმოადგენს, ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. სს ,,ლ-------- ბანკის’’ მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად 15.11.2018-დან მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხის დაფარვა, შესაბამისად პირგასამტეხლო მოპასუხე მხარეს ერიცხება აღნიშნული რიცხვიდან. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 0.05%-ს. მოპასუხეთა დავალიანება (ძირითადი თანხა, პროცენტი და პირგასამტეხლო) სს ,,ლ-------- ბანკის’’ მიმართ დაანგარიშებულია ,,დავალიანების შესახებ’’ ცნობის გაცემის თარიღისათვის, ანუ 2019 წლის 03 სექტემბრის მდგომარეობით.
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, გ--------------–-–---–მა, დ---------------–-–---–მა და ბ---------------–--ემ იკისრეს სოლიდარული თვადებობა მ----------სთან ერთად, ხელშეკრულებით თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვრა ცალ-ცალკე 12360 ლარით.
მოპასუხეთა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან N1------- გამომდინარე დავალიანება, ,,დავალიანების შესახებ’’ ცნობის გაცემის თარიღისათვის შეადგენს 14628.33 (აქედან: ძირითადი თანხა - 10381.93 ლარი; პროცენტი - 3122.37 ლარი და ჯარიმა - 1124.03) ლარს. ბანკმა 2019 წლის წერილებით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებ პირებს და განუმარტა, რომ 5 დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უზრუნველყოფით ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილს არც მსესხებლის და არც თავდების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
მოპასუხე მხარის მიერ არ სრულდება ხელშეკრულების პირობები, კერძოდ არ ხდება საკრედიტო თანხის დაბრუნება.
ამასთან პირგასამტეხლო დაანგარიშებულია ანიუტეტური წესით, რაც თავის მხრივ გულისხმობს კომპიუტერული პროგრამით დაანგარიშებას. შესაბამისად, მარტივი არითმეტიკული დაანგარიშების გზით ვერ მოხდება ამ ციფრის მიღება, რაც სარჩელშია მითითებული.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ ადასტურებენ და სადოდ არ ხდის მხარეთა შორის სასესხო ვალდებულებებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ დავალიანება გამოწვეულია ფორსმაჟორული სიტუაციით და ვადაგადაცილება უნდა ჩაითვალოს საპატიოდ, თუნდაც დავალიანების მოსარჩელეს მხრიდან განზრახ გადაუხდელობის შემთხვევაშიც პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05 % შეუსაბამოდ დიდია და იგი უნდა განისაზღვროს 0.001%-ით.
ნაწილობრივ ეთანხმებიან და სადაოდ არ ხდიან თავდებობის ხელშეკრულებას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თავდებ პირთა ვალდებულების ოდენობა ზუსტად არ არის განსაზღვრული არ უნდა დადგეს მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი მოვალეს მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. გარდა ამისა თავდებ პირებს არ უკისრიათ სოლიდარული პასუხისმგებლობა შესაბამისად თანხების ამოღება უნდა მოხდეს ჯერ მოვალისაგან და შეუძლებლობის შემთხვევაში შეუძლია კრედიტორს მოთხოვოს მათ მოვალის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების შესრულება.
ნაწილობრივ ასევე ეთანხმებიან და სადაოდ არ ხდიან ძირი თახისა და სარგებლის ოდენობას, რაც შეეხება პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ დიდა და უნდა შემცირდეს 300 ლარამდე.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით მ---------ის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იქნა იმ გარემოებით, რომ მან დაკარგა სამუშაო ადგილი, ყავს სამი შვილი და გახდა სოციალურად დაუცველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ერთის მხრივ სს ,,ლ-------- ბანკსა’’ და მეორეს მხრივ მ----------ს (შემდგომში მსესხებელი) შორის 2----–-–---------–--ს გაფორმდა N1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 12000 ლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიურ 28%-ად, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 60 თვე. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი, რომელიც თავის მხრივ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად წარმოადგენს, ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. სს ,,ლ-------- ბანკის’’ მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად 15.11.2018-დან მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხის დაფარვა, შესაბამისად პირგასამტეხლო მოპასუხე მხარეს ერიცხება აღნიშნული რიცხვიდან.
3.1.2. დადგენილია, რომ ბანკმა 2019 წლის წერილებით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებ პირებს და განუმარტა, რომ 5 დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უზრუნველყოფით ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილს არც მსესხებლის და არც თავდების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ სრულდება ხელშეკრულების პირობები, კერძოდ არ ხდება საკრედიტო თანხის დაბრუნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.07.2017წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- სს ,,ლ-------- ბანკის’’ მიერ გაცემული საბანკო ამონაწერი;
- 12.07.2017წ. თავდებობის ხელშეკრულება;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილების წერილები;
- ამონაწერი მოპასუხის სასესხო ანგარიშიდან;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულება, თავდებმა პირმა - გ--------------–-–---–მა, დ---------------–-–---–მა და ბ---------------–--ემ იკისრეს სოლიდარული თავდებობა მ----------სთან ერთად, ხელშეკრულებით თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განსაზღვრულ იქნა ცალ-ცალკე 12360 ლარით.
3.2.2. მოპასუხეთა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან N1------- გამომდინარე დავალიანება, ,,დავალიანების შესახებ’’ ცნობის გაცემის თარიღისათვის შეადგენს 14628.33 აქედან: ძირითადი თანხა - 10381.93 ლარი; პროცენტი - 3122.37 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :
- 12.07.2017წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- სს ,,ლ-------- ბანკის’’ მიერ გაცემული საბანკო ამონაწერი;
- 12.07.2017წ. თავდებობის ხელშეკრულება;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილების წერილები;
- ამონაწერი მოპასუხის სასესხო ანგარიშიდან;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებლებზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლებს - მ---------ის, გ--------------–-–---–ის, დ---------------–-–---–ისა და ბ---------------–--ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ლ-------- ბანკსა’’ და მ----------ს, გ--------------–-–---–ს, დ---------------–-–---–სა და ბ---------------–--ეს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა მოპასუხეების მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მათ ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელეს გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას 12.07.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 10381.93 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებს). მოპასუხემ ცნო სარჩელი მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 12.07.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3122.37 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, სს ''ლ-------- ბანკსა'' და გ--------------–-–---–ს, დ---------------–-–---–სა და ბ---------------–--ეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ლ-------- ბანკსა'' და მეორეს მხრივ გ--------------–-–---–ს, დ---------------–-–---–სა და ბ---------------–--ეს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხეებმა გ--------------–-–---–მა, დ---------------–-–---–მა და ბ---------------–--ემ - იკისრეს ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის, ძირითადი თანხის, პროცენტის გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა სკ-ის 891-ე მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა - 12360 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2----–-–---------–--ის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების გადახდის ვადლებულება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო გადახდა მოსარცელის სასარგებლოდ. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სარცელის აღძვრის მომენტისათვის სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს ნაწილში წარმოადგენდა 1124,03 ლარის გადახდის დაკისრება მოპასუხეთათვის. საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა ამ ნაწილში და მიუთითა, რომ მოპასუხის ანგარიშიდან დაიფარა ჯარიმის ვალდებულების ნაწილი 456,06 ლარი და ამჟამად ითხოვს მხოლოდ 667,97 ლარის დაკისრებას სოლიდარულად მოპასუხეთათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა პიორგასამტეხლოს ნაწილში დაუსაბუთებელია, არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და უნდა შემცირდეს. ამასთან, მოსარჩელის მითითებით მოპასუხე მხარის მიერ პირგასამტეხლოს ნაწილში უკვე გადახდილი თანხა 456,06 ლარის ოდენობით ჩაითვალოს ვალდებულების შესრულებად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას სს ,,ლ-------- ბანკის" მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 438,9 ლარი.
მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და შესაბამისად პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 438,9 ლარიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 13,8 ლარი.
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 13504,3 ლარის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან მხარეები გათავისუფლდებიან და გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 425,1 ლარიდან თანხის ნაწილი 311,45 ლარი დაუბრუნდება მოსარჩელე მხარეს, ხოლო 113,65 ლარი დაეკისრებათ სოლიდარულად მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ლ-------- ბანკის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე მ----------ს, გ--------------–-–---–ს, დ---------------–-–---–სა და ბ---------------–--ეს მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების გადახდა 13504,3 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 10381.93 ლარი, პროცენტი - 3122.37 ლარი.
3. მოპასუხე მ----------ს, გ--------------–-–---–ს, დ---------------–-–---–სა და ბ---------------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,ლ-------- ბანკის’’ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 113,65
4. სს ,,ლ-------- ბანკს’’ დაუბრუნდეს 09.09.2019წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 438.90 ლარიდან 325,25 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი