გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210019002835765
საქმე №2/184-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.11.2019 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - ა---------ე;
წარმომადგენელი- ს------------------ე, მ-----------–---–ი;
მოპასუხე - ა-–-----------–----–---–---ი;
წარმომადგენელი- ი--------------------–--ე;
დავის საგანი - ნივთის გამოთხოვა, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ა-–-----------–----–---–---ს დაეკისროს მოსარჩელე ა---------ისთვის ოქროს ნივთების (ოქროს ჯაჭვი 29 გრამი, ოქროს სამაჯური 8 გრ, კულონი 2 გრ, ოქროს ბეჭედი ღვთისმშობლის გამოსახულებით 5 გრ. სულ 44 გრ. 585 პრობა და 7 გრ. ბაჯაღლოს რგოლის) დაბრუნება.
1.2. ა-–-----------–----–---–---ს ა---------ის სასარგებლოდ დაეკისროს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ავტომანქანების ღირებულების 17550 ლარის ნახევარის 8775 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ა---------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა-–-----------–----–---–---თან 2013 წლის 21 მარტიდან 2018 წლის 19 დეკემბრამდე. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი ლ----------–-----–----–---–---ები. თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს ორი ავტომანქანა TOYOTA PRIUS სახ. #J----- და OPEL CORSA 8 სახ. #R--------, აღნიშნული ავტომანქანები დღეის მდგომარეობით იმყოფება მოპასუხესთან. მოპასუხესთან ინახება ასევე პირადი ნაჩუქარი ოქრის ნივთები (ოქროს ჯაჭვი 29 გრამი, ოქროს სამაჯური 8 გრ, კულონი 2 გრ, ოქროს ბეჭედი ღვთისმშობლის გამოსახულებით 5 გრ. სულ 44 გრ. 585 პრობა და 7 გრ. ბაჯაღლოს რგოლის). მოპასუხის ოჯახი მასზე ახდენდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, სახლიდან წამოსვლისას რაიმე ნივთი არ წამოუღია. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ა-–-----------–----–---–---მა წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ ავტომანქანები შეძენილია მშობლების მიერ, მათ შეძენაში მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა. ოჯახს ჰქონდა ბანკის მიმართ დავალიანება, ასევე გააჩნდათ საგადასახადო დავალიანება, ამიტომ შეძენილი ავტომანქანის გადაფორმება მოხდა მოსარჩელე ა---------ეზე. ა/მანქანები მშობლებმა ბანკიდან აღებული სესხით შეიძინეს, ასევე მამამ გაყიდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ა---------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და ავტომანქანის მესაკუთრე, ვისგანაც იქნა შეძენილი. რაც შეეხება ოქროს ნივთებს, აღნიშნული ნივთები მოპასუხესთან არ ინახება (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ა---------ე 2013 წლის 21 მარტიდან 2018 წლის 19 დეკემბრამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა-–-----------–----–---–---თან, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-19.12.2018წ განჩინება.
3.1.2. ოქროს ნივთები (ოქროს ჯაჭვი 29 გრამი, ოქროს სამაჯური 8 გრ, კულონი 2 გრ, ოქროს ბეჭედი ღვთისმშობლის გამოსახულებით 5 გრ. სულ 44 გრ. 585 პრობა და 7 გრ. ბაჯაღლოს რგოლის) ა---------ემ მიიღო საჩუქრად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. მოსარჩელე ა---------ე 2017 წლის 15 მაისიდან 2018 წლის 13 სექტემბრამდე მუშაობდა სასტუმრო ბ--------------- ქუთაისის სამზარეულოს განყოფილებაში და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 350 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
-01.05.2019 წელი ბ--------------- ქუთაისის მიერ გაცემული ცნობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს გაცემული ცნობის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება, სახ #R------, მოდელი - OPEL CORSA B, რეგისტრირებულია მოსარჩელე ა---------ის სახელზე.
სატრანსპორტო საშუალება, სახ #J------, მოდელი - TOYOTA PRIUS, რეგისტრირებულია მოსარჩელე ა---------ის სახელზე.
შპს „ა----------------ი„-ს მიერ 2018 წელს გაცემული ავტომანქანების შეფასების აუდიტორული დასკვნის თანახმად, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება შეადგენს 17000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შსს-ს მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს გაცემული ცნობა;
-ავტომანქანების შეფასების აუდიტორული დასკვნა;
3.2.2. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს თანაცხოვრების პერიოდში, რასაც მოპასუხე მხარე არ ადასტურებს და განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალებები შეძენილია მშობლების მიერ და მათ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შეძენაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.3. გ-----------–-----ის ხელწერილში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 20 მაისს ა-------–----–---–---მა გადასცა ავტომანქანის ღირებულების ნაწილი 3000 აშშ დოლარი, აქვე აღნიშნულია, რომ 2018 წლის 20 ივნისს გადასცა 2000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ-----------–-----ის ხელწერილი;
3.2.4. სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს თანაცხოვრების პერიოდში, რაც დღეის მდგომარეობით იმყოფება მოპასუხესთან, ასევე მოპასუხის მფლობელობაშია პირადი, ნაჩუქარი ოქროს ნივთები.
ა---------ის სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს ოქროს ნივთების დაბრუნება და თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების ღირებულების ნახევარის 8775 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
სადავო ოქროს ნივთები, რომ იმყოფებოდა მოპასუხის უკანონო მფლობელობაში, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სატრანსპორტო საშუალებები შეძენილია ა---------ის და ა-–-----------–----–---–---ის ქორწინების პერიოდში 2018 წელს. აღნიშნული ავტომანქანები წარმოადგენდა მათ საერთო ქონებას.
მოპასუხე ა-–-----------–----–---–---ი არ ეთანხმება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას. მოპასუხის განმარტებით ოქროს სამკაულები მის მფლობელობაში არ იმყოფება, ოჯახიდან წასვლის შემდეგ ა---------ემ თან წაიღო. ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეძენილია მშობლების მიერ და მათ შეძენაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოპასუხე მიუთითებს ასევე ექსპერტიზის დასკვნაზე. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის აღნიშნულ მტკიცებას, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში ჩანაწერი, რომ ავტომანქანები მშობლებმა შეიძინეს არ არსებობს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტს, რომ ოქროს ნივთები არის მოპასუხის მფლობელობაში. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელე მხარემ სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულება ვერ წარმოუდგინა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---–-----------–---–მა და მ-----------ემ განმარტეს, რომ მუშაობდნენ ა---------ესთან ერთად, სამსახურში ოქროს ნივთების გაკეთება იყო აკრძალული, ა---------ე სამსახურში ოქროს სამკაულებს არ ატარებდა.
მოწმე ა-------–----–---–---ის (მოპასუხე ა-–-----------–----–---–---ის მამა) განმარტებით, ოქროს სამკაულები ვისთან არის, მისთვის არ არის ცნობილი. ა---------ის სახლიდან წასვლის შემდეგ სახლში იპოვეს ერთი ოქროს ბეჭედი, რაც დაუბრუნეს ანას. რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებებს, აღნიშნული ავტომანქანები შეძენილია მისი და მისი მეუღლის მიერ. თავად არ მუშაობს, ეწევა სოფლის მეურნეობას, მეუღლის შემოსავლით და მიწის ნაკვეთის რეალიზაციიდან მიღებული თანხით შეიძინეს ავტომანქანები. ავტომანქანის შეძენის დღეს არ გააჩნდა პირადობის მოწმობა, ასევე საშემოსავლო ვალდებულებების გამო ა---------ის სახელზე გააფორმეს ავტომანქანა. ავტოსატრანსპორტო საშუალებით იშვიათად სარგებლობდა შვილი ა-–-----------–----–---–---ი. ა-–-----------–----–---–---ს და ა---------ეს მათ შეძენაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
მოწმე გ-----------–-----ის განმატებით, ავტოსატრანსპორტო საშუალება TOYTA PRIUS მისგან შეიძინა ა-------–----–---–---მა, 2018 წელს, ამირანთან ერთად იმყოფებოდა შვილი ა-–-----------–----–---–---ი. 3000 აშშ დოლარი გადასცა ა-------–----–---–---მა, ხოლო ა/მანქანის ღირებულების ნაწილი მოგვიანებით უნდა გადაეცათ. ერთ თვეში გადაუხადა დარჩენილი თანხა. ა/მანქანა მომსახურების სააგენტოში ა---------ის სახელზე დარეგისტრიდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ც------------------–---–ის (ა-–-----------–----–---–---ის მამიდა), ზ-------------ის (ა-–-----------–----–---–---ის მეზობელი), ნ----–----–---–---ის (ა-–-----------–----–---–---ის დედა) და თ------------------იას (ა-–-----------–----–---–---ის მეზობელი) განმარტებით სადავო სატრანსპორტო საშუალები შეძენილია ა-–-----------–----–---–---ის მშობლების მიერ. აღნიშნული სატრანსპორტო საშულებებით ა---------–---------ე იშვიათად სარგებლობდნენ.
სასამართლო ვერ გაიზიარების მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ სატრანსპორტო საშუალება შეძენილია მშობლების მიერ და მათ თანასაკუთრებას არ წარმოადგენს. აღნიშნულ გარემოებას მოპასუხე მხარე ადასტურებს მოწმეთა ჩვენებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი გარემოების დასადასტურებლად მიჩნეული ვერ იქნება მოწმეთა ჩვენება, რადგან, მართალია, მოწმედ დაკითხული პირები უთითებენ, რომ ავტომანქანა შეძენილია მშობლების მიერ, თუმცა მოწმედ დაკითხულ პირთა ჩვენება, რომლებიც მოპასუხის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ, მიჩნეული ვერ იქნება სადავო სატრანსპორტო საშუალებებზე მხარეთა თანასაკუთრების რეჟიმის არარსებობის დადასტურებულად მიჩნევის საკმარის მტკიცებულებად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1. მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხდევით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნის გაკეთების უფლებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეს უნდა დაეკისროს 8775 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. ოქროს ნივთების დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 170-ე, 172-ე, 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1164-ე, 1161-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება ოქროს ნივთების დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში;
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სარჩელში აღწერილი ოქროს ნივთების მოპასუხის მფლობელობაში არსებობის ფაქტი.
მოსარჩელე ა---------ემ ვერ უზრუნველყო თავისი მტკიცების სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ოქროს ნივთები იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც სარწმუნოდ და დამაჯერებლად დაადასტურებდა სადავო ნივთების მოპასუხესთან არსებობის ფაქტს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, ფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
ამდენად, ამ კატეგორიის სარჩელის აღძვრისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ამ ნივთის მფლობელი და მას არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ოქროს ნივთები არის მოპასუხის მფლობელობაში ეკისრება მოსარჩელეს.
მოსარჩელემ ვერ შეძლო სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით დაედასტურებინა, რომ სადავო ნივთები იმყოფებოდა მოპასუხის უკანონო მფლობელობაში, რაც მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
6. სამართლებრივი შეფასება ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის მოთხოვნის ნაწილში;
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება;
სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
დადგენილია, რომ საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ა---------ის სახელზე 2018 წლის 06 ივნისიდან წლიდან რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, სახ #R------, მოდელი - OPEL CORSA B, ხოლო 2018 წლის 27 ივნისიდან ასევე მოსარჩელე ა---------ის სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, სახ #J------, მოდელი - TOYOTA PRIUS.
წარმოდგენილი მასალების მიხედვით, უდავოა, რომ მოსარჩელე ა---------ის სახელზე სადავო სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვა მოხდა მხარეთა, ა---------ის და ა-–-----------–----–---–---ის ქორწინების განმავლობაში, რაც საოჯახო-სამართლებრივი ნორმებით მიხედვით, მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.
სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.
სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის.
იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო მოძრავ ნივთზე მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება არ ვრცელდება, ეკისრება მოპასუხეს, რომელიც საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე მიუთითებს. იგი ვალდებულია სარწმუნოდ დაადასტუროს, რომ სადავო ქონებაზე (სატრანსპორტო საშუალება) არ წარმოშობილა მეუღლის თანასაკუთრების უფლება. კერძოდ, მან უნდა ამტკიცოს, რომ სადავო ქონება არ არის შეძენილი ქორწინების განმავლობაში, მეურნეობის ერთობლივი გაძღოლის შედეგად. სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს თითოეული მეუღლის საკუთრებას. (ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით).
მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეძენილია მშობლების მიერ და მათ საკუთრებას არ წარმოადგენს. მისი მტკიცებით, მხარეებს არ მიუღიათ მათ შეძენაში მონაწილეობა, თუმცა თავისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეთა ჩვენება, თუმცა მოწმედ დაკითხულ პირთა ჩვენება, რომლებიც მოპასუხის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ, მიჩნეული ვერ იქნება სადავო სატრანსპორტო საშუალებებზე მხარეთა თანასაკუთრების რეჟიმის არარსებობის დადასტურებულად მიჩნევის საკმარის მტკიცებულებად. ასევე მიუთითა ექსპერტიზის დასკვნაზე, რასაც სასამართლო არ იზიარებს. სხვა უტყუარი სათანადო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა შესაგებელში მითითებული გარემოებებს ვერ წარმოადგინა.
სასამართლო განმარტავს, რომ თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება, რომელიც შეძენილია (ან შემქნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახრსებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოკიდებელი შემოსავალი.
,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით, კერძოდ კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ა---------ის სახელზე 2018 წლის 06 ივნისიდან რეგისტრირებულია შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა რეკვიზიტებია: სახ #R------, მოდელი - OPEL CORSA B, ხოლო 2018 წლის 27 ივნისიდან ასევე მოსარჩელე ა---------ის სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, სახ #J------, მოდელი - TOYOTA PRIUS.
საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას. განსახილველი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ამდენად, სამართლებრივი ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი ინსტიტუტის შემოღებით ემსახურება სწორედ მეუღლეთა ურთიერთვალდებულებების სამართლიანი და ობიექტური ბალანსის უზრუნველყოფის მიზანს. ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა---------ე და ა-–-----------–----–---–---ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2013 წლის 21 მარტიდან 2018 წლის 19 დეკემბრამდე. ასევე დადგენილია, რომ ქორწინების პერიოდში საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ა---------ის სახელზე 2018 წლის 06 ივნისიდან რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, სახ #R------, მოდელი - OPEL CORSA B, ხოლო 2018 წლის 27 ივნისიდან ასევე მოსარჩელე ა---------ის სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, სახ #J------, მოდელი - TOYOTA PRIUS, რაც მხარეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს.
ამდენად, მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელე ა---------ის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლის მქონეა უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის რიგით მეორე სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 263,25 ლარის გადახდა. ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ა---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ა-–-----------–----–---–---ს - ა---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 8775 ლარის გადახდა.
3. ოქროს ნივთების დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. ა-–-----------–----–---–---ს - ა---------ის სასარგებლოდ სასარგებლოდ დაეკისროს 263,25 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახ.ბაჟი გადახდილია.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე დარინა აბულაძე