მუხლი 91. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1544 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(50)
საქმე №ბს-839(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2025
…სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, 2009 წლის 21 ივლისს შეიძინა საკუთრების უფლება სატრანსპორტო საშუალებაზე. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ…
საქმე №ბს-719(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2023
…სავალდებულო რეგისტრაციას. მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ავტომობილზე გ. დ-ის საკუთრების უფლება არ წარმოშობილა დაუსაბუთებელია და არ ემყარება საკანონმდებლო საფუძველს. მოპასუხეთა აღნიშნული არგუმენტი ემყარება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონის 91 მუხლის დებულებას, რომლის მიხედვით „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ…
საქმე №ას-1614-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2020
…ორივე წინაპირობა: პირველი მოპასუხისაგან ავტომანქანა შეიძინა მ.შ–ძემ, ხოლო მისგან მოსარჩელემ და სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური. სადავო ავტომანქანას მოსარჩელე ფაქტობრივად ფლობს 2006 წლიდან. 13. სააპელაციო პალატამ მოიხმო „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლი და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლი არ ცვლის და მით უფრო არ გამორიცხავს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის…
საქმე №ას-1887-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2019
…რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები. 10.3 კასატორი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–91 მუხლზე მითითებით,,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო…
საქმე №ას-899-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2018
…მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო ავტომანქანის მესაკუთრედ; მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება გათავისუფლდა საგადასახადო გირავნობისაგან. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები,…