გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210117002234943
საქმე #2/2057-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2019 წ. ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - ლ-–------–---–-
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
მოპასუხეები - რ-------------–-----–-–---–ი
ვ-–----–-----ე (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - ზ---------------ე, ეკატერინე მელქონაშვილი
მესამე პირი - ნ----------–----------ე
დავის საგანი: ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობა, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო (დაზუსტებული) მოთხოვნა
1.1. ლ-–------–---–- ცნობილი იქნას ა/ მანქანის VOLKSWAGEN JETTA TDI, სანომრე ნიშანი S--------, ფერი რუხი 7/8 გამოშვების წელი 2010, საიდენთიფიკაციო ნომერი - 3VWLI.7AJ3BM032846 მესაკუთრედ.
1.2. მოპასუხეებს: რ-------------–-----–-–---–ს და ვ-–----–-----ეს მოსარჩელე ლ-–------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროთ 10660 ლარი გადახდა ავტომანქანის გაყიდვით მიყენებული ზიანის სანაცვლოდ.
მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელის განმარტებით, ავტო მანქანა VOLKSWAGEN JETTA TDI სახელმწიფო ნომრით S--------, რომელიც რეგისტრირებული იყო ნ----------–----------ის სახელზე წარმოადგენდა ლ-–------–---–-ს საკუთრებას. აღნიშნული მანქანა სესხის უზრუნველსაყოფად გადაფორმდა რ-------------–-----–-–---–ის (გამსესხებელი) სახელზე ვ-–----–-----ის სესხის გამო. სესხის ძირი თანხა იყო 2000 აშშ დოლარი და მსესხებლებს აღნიშნული თანხა უნდა დაებრუნებინა 6 თვის ვადაში 500 აშშ დოლარის სარგებლის დარიცხვით. ვინაიდან ვ-–----–-----ემ არ გადიხადა სესხის თანხა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მანქანა იყო ლ-–------–---–-ს, მან რ-------------–-----–-–---–ის მეუღლეს 2017 წლის სექტემბერში ს----------------–-–---–ისა და ვ-----------–---–ის თანდასწრებით გადაუხადა 500 აშშ დოლარი, თუმცა 2017 წლის დეკემბრის თვეში რ-------------–-----–-–---–მა და მისმა მეუღლემ ჩამოართვეს ავტომანქანა და მას შემდეგ არ დაკონტაქტებიან. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოციქულაშვილმა ა/მანქანა გაყიდა, რითაც მას მიადგა ზიანი, ვინაიდან ავტომანქანა რეალურად უფრო მეტი ღირდა, ვიდრე რ-------------–-----–-–---–ის მიმართ ვ-–----–-----ის სასესხო ვალდებულება იყო.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე რ-------------–-----–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მ-–-----ეებს უნდა დაებრუნებინათ 2850 აშშ დოლარი და არა 2500 აშშ დოლარი. გარდა ამისა მოსარჩელეს მანქანის გადაფორმების დროს არ განუცხადებია, რომ ავტომანქანა მისი საკუთრება იყო. უფრო მეტიც მოსარჩელემ პოლიციის თანამშრომელთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მანქანა იყო ვ-–----–-----ის საკუთრება. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ მის მეუღლეს 400 აშშ დოლარი გადასცა ს----------------–-–---–მა და არა ლ-–------–---–მა. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ თითქოს ლ-–------–---–ს მან და მისმა მეუღლემ ავტომანქანა წაართვეს, არასწორია, ვინაიდან მოსარჩელემ თავისი ნებით გადასცა მანქანის გასაღებიც, ტექნიკური პასპორტიც და აღნიშნა, რომ მანქანა იყო ვ-–----–-----ის საკუთრება. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ მასსა და ვ-–----–-----ეს შორის გაფორმდა სესხის და გირავნობის ხელშეკრულება, მსესხებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გამსესხებელს უფლება ჰქონდა თავისი მოთხოვნა დეკმაყოფილებინა გირავნობის საგნის რეალიზაციით. აქედან გამომდინარე ლ-–------–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რ-------------–-----–-–---–სა და ვ-–----–-----ეს შორის 2017 წლის 22 მაისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, სესხის ვადა განისაზღვრა 6 თვით, სესხის თანხა -2000 აშშ დოლარი, სარგებელი თვეში 7%.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა - განმარტება
3.1.2. ავტომანქანის VOLKSWAGEN JETTA TDI, სანომრე ნიშანი S--------, ფერი რუხი 7/8 გამოშვების წელი 2010, საიდენთიფიკაციო ნომერი - 3VWLI.7AJ3BM032846, რომელიც რეგისტრირებული იყო ნ----------–----------ის სახელზე, ლ-–------–---–მა მინდობილობით გადაუფორმა რ-------------–-----–-–---–ს, მასა და ვ-–----–-----ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა მომსახურების სააგენტოდან;
- ერთობლივი განცხადება;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
3.1.3. ვ-–----–-----ემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და რ-------------–-----–-–---–მა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ავტომობილი გაასხვისა ნ-------------ეზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ავტომანქანა VOLKSWAGEN JETTA TDI, სანომრე ნიშანი S--------, ფერი რუხი 7/8 გამოშვების წელი 2010, საიდენთიფიკაციო ნომერი - 3VWLI.7AJ3BM032846, რ-------------–-----–-–---–სა და ვ-–----–-----ეს შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმების პროცესში, ასევე რ-------------–-----–-–---–ისათვის საკუთრების გადაცემისას ლ-–------–---–-ს მფლობელობაში იყო.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ნ----------–----------ის მიერ ლ-–------–---–-ს სახელზე გაცემული მინდობილობა;
- ნ----------–----------ის ხელწერილი;
- შსს გორის რაიონული სამმართველოდან წარმოდგენილი მასალები
რ-------------–-----–-–---–ის განმარტებით დგინდება, რომ მას ვ-–----–-----ემ მას მართალია უთხრა, რომ ავტომანქანა, რომელსაც მის სახელზე არეგისტრირებდა, მის საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა მანვე მიუთითა, რომ შსს მომსახურების სააგენტოში ვ-–----–-----ემ კი არა ლ-–------–---–მა მოაწერა ხელი განცხადებას. მან თავის ახსნა-განმარტებაში ასევე მიუთითა, რომ ავტომანქანა არა ვ-–----–-----ისაგან, არამედ ლ-–------–---–-საგან წამოიყვანა. (იხ. სარჩელი და სსასამართლო სხდომის ოქმები).
ნ----------–----------ის ხელწერილით დგინდება, რომ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა სახ. ნომრით S-------- ლ-–------–---–ს ეკუთვნის.
შსს გორის რაიონული სამმართველოდან წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ რ-------------–-----–-–---–ის განცხადების საფუძველზე გორის რაიონულ სამმართველოში დაბარებული და გამოკითხული იქნენ მოცემულ საქმეში მხარეებად ჩართული პირები და ამ გასაუბრების ოქმების შინაარსი თანხვედრაში არ მოდის ერთმანეთთან, რის გამოც ისინი უტყუარ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, თუმცა ამ მასალებში წარმოდგენლია ლ-–------–---–-ს ხელწერილი და ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვითაც ავტომანქანის დათვალიერებაზე თანხმობა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მიიღო ლ-–------–---–-საგან, რაც რეგისტრირებული მესაკუთრის, ნ----------–----------ის ხელწერისი შინაარსთან ერთობლიობაში გასაუბრების ოქმებთან ერთიან ჯაჭვს ქმნის და საკმარისია სადავო მანქანის ლ-–------–---–-სათვის კუთვნილების ფაქტის დასადასტურებლად.
რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ს----------------–-–---–ს, რ----------–---–-----ის და ვ-----------–---–ის ჩვენებებს, მათ სასამართლოსათვის საქმისათვის არსებითი ჩვენებებ არ მიუციათ, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს არ შეაფასებს.
არსე
3.2.2. ავტომანქანის - VOLKSWAGEN JETTA TDI, სანომრე ნიშანი S--------, ფერი რუხი 7/8 გამოშვების წელი 2010, საიდენთიფიკაციო ნომერი - 3VWLI.7AJ3BM032846 რ-------------–-----–-–---–ის მხრიდან ფაქტობრივად დაუფლებისა და რეალიზაციის შედეგად ლ-–------–---–ს მიადგა ზიანი 10660 ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა - განმარტება
- ექსპერტიზის დასკვნა
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავალა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, მოწმეთა ჩვენებები, ერთობლიობაში შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 158-ე, 170-ე, 186-ე, 317-ე, 361-ე, 327-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე, 986-ე მუხლები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები;
,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-91 მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში. ამასთან, უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მის მოძრავ ქონებაზე არაკანონიერად დაკარგა საკუთრების უფლება, რითაც დაირღვა მისი, როგორც მესაკუთრის კონსტიტუციური უფლება, ხოლო მოპასუხე რ-------------–-----–-–---–ი ამტკიცებს, რომ მას კანონიერი უფლება ჰქონდა თავისი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა იმ მოძრავი ნივთით, რომელზეც მოსარჩელე დავობს, მითუმეტეს, რომ მისთვის უცნობი იყო რომ აღნიშნული მოძრავი ნივთის მოსარჩელისათვის კუთვნილების შესახებ და ამასთანავე მიუთითა, რომ მოსარჩელემ თავისი ნებით გადასცა ავტომანქანა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს და დაიცვან საკუთარი უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან, ხოლო ხელყოფილია თუა არა მხარის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ; საქმეში წარმოდგენილია მოპასუხეებს (რ-------------–-----–-–---–სა და ვ-–----–-----ეს) შორის დადებული სესხის ხელშეკრულება, მოსარჩელესა და რ-------------–-----–-–---–ს შორის დადებული ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება (ერთობლივი განცხადება), რომლის მიხედვითაც, რ-------------–-----–-–---–მა ნ----------–----------ისგან (წარმომადგენელი ლ-–------–---–-), შეიძინა სადავო ავტომანქანა; 2017 წლის 22 მაისს რ-------------–-----–-–---–სა და ვ-–----–-----ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხი უზრუნველყოფილია ასევე სადავო მანქანით, რომლის რეგისტრირებული მესაკუთრეც, სესხის ხელშკერულების გაფორმების დროს, უკვე რ-------------–-----–-–---–ია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების კანონიერება მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა, სადავოა სადავო მანქანის ლ-–------–---–-სატვის კუთვნილების ფაქტი, რ-------------–-----–-–---–ის მხრიდან ავტომანქანის ფაქტობრივად დაუფლების და შემდეგში მისი რეალიზაციის კანონიერების ფაქტი, რ-------------–-----–-–---–ისა და ვ-–----–-----ის მიერ განხორციელებული ქმედების მიზეზობრივი კავშირი ლ-–------–---–-ს ზიანთან.
6.2. სადავო ავტომანქანის ლ-–------–---–-სათვის კუთვნილებასთან დაკავშირებით ფაქტს, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ამ ნივთის მესაკუთრე.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
6.5. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ავტომანქანის, როგორც მოძრავი ნივთის, შეძენისას საკუთრების უფლების წარმოშობისა და უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით (საქმეNoას-658-625-2014).
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით რეგულირებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია შემდეგი: შემძენისათვის ნივთის პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება. ამასთანავე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა, მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას. რაც შეეხება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონს, პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული კანონით იმპერატიულად დადგენილია სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება. (იხ. სუსგ ას-914-954-2011, 5 დეკემბერი, 2014 წ.).
განსახილველ შემთხვევაში, როგორც მხარეთა ახსნა - განმარტებით და შსს გორის რაიონულ სამმართველოში მხარეებთან გასაუბრების ოქმებით ირკვევა, რომ ლ-–------–---–- ფაქტობრივად ფლობდა და სარგებლობდა სადავო მოძრავი ნივთით იმ პერიოდშიც, როდესაც იგი ფორმალურად იმყოფებოდა ნ----------–----------ის სახელზე, აგრეთვე იმის შემდეგაც, როდესაც მანქანა რ-------------–-----–-–---–ზე დარეგისტრირდა. თავად მოპასუხე რ-------------–-----–-–---–ი აღნიშნავს, რომ ავტომანქანა ლ-–------–---–ს გამოართვა. მან ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელემ გადაუფორმა მანქანა, როდესაც მოპასუხე ვ-–----–-----ემ აიღო სესხი რ-------------–-----–-–---–ისგან. აქედან გამომდინარე სასამართლო მოცემული სამართლებრივი ნორმების და დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ლ-–------–---–-ს, როგორც სადავო მოძრავი ნივთის მესაკუთრეს უფლება აქვს იდავოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და ის ფორმალური ფაქტი რომ მანქანა შსს მომსახურების სააგენტოში რეგისტრიტრებული არ იყო მის სახელზე არ წარმოადგენს მოთხოვნის დაყენების დამაბრკოლებელ გარემოებას.
6.6. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას, რომ ავტომანქანა მისი მფლობელობიდან მოპასუხე რ-------------–-----–-–---–ისა და მისი მეუღლის მხრიდან განხორციელებული იძულების შედეგად გამოვიდა, პირველ რიგში სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოთ დასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხე რ-------------–-----–-–---–მა და მისმა მეუღლემ იგი ჩამოაგდეს ავტომანქანიდან და იძულებით წაიყვანეს მანქანა.
6.7. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელიც გადაწყვეტილებას ედება საფუძვლად. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება მის მიმართ განხორციელებული რაიმე სახის იძულების ფაქტის დადასტურების ტვირთი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მის მიმართ განხორცელებულ იძულებას ადასტურებს მხოლოდ ახსნა-განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ შსს გორის რაიონულ სამმართველოში ჩატარდა მასთან გასაუბრება და მას მის მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქედებაზე არ მიუთითებია, შესაბამისად, სასამართლო მის ახსნა-განმარტებას ვერ მიიჩნევს იძულების ფაქტის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად.
6.8. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეების მხრიდან მისთვის ავტომანქანის გაყიდვის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან.
6.9. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ხოლო, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
6.10. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა, არც ნასყიდობის (ერთობლივი განცხადების) და არც სესხის ხელშეკრულება, ასევე სადავო არ გამხდარა, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება (ვალდებული პირი ვ-–----–-----ე), რომლის სანაცვლოდაც ლ-–------–---–მა რ-------------–-----–-–---–ს გადასცა საკუთრების უფლება ავტომანქანაზე, არ შესრულდა და დარღვეულია. შესაბამისად, განსახილველი სამოქალაქო საქმის ფარგლებში არ იკვეთება რ-------------–-----–-–---–ის მხრიდან კანონმდებლობით დადგენილი რომელიმე წესის დარღვევა მისი მხრიდან მის მიმართ არსებული ვადამოსული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად განხორციელებული მოქმედებებისას.
გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ რ-------------–-----–-–---–ი და ვ-–----–-----ე, აღნიშნულ ურთიერთობაში ლ-–------–---–- ირიბად მონაწილეობდა თავისი მოძრავი ქონებით, რომელიც ნამდვილი ნების საფუძველზე გადაუფორმა რ-------------–-----–-–---–ს და ამ დროს სრულად აცნობიერებდა, რომ ვ-–----–-----ის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში რ-------------–-----–-–---–ს სრული კანონიერი უფლება ჰქონდა მოეხდინა ავტომანქანის რეალიზაცია. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლ-–------–---–- რ-------------–-----–-–---–თან არ იმყოფებოდა არც სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ვერც ის გარემოება დადასტურდა, რომ რ-------------–-----–-–---–ი ავტომანქანის დაუფლებისას მოქმედებდა კანონის დარღვევით, რაც დელიქტურ ვალდებულებების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, ასევე ვერ დადგინდა, რომ რ-------------–-----–-–---–მა გაცილებით მეტი მატერალური სარგებელი მიიღო, ვიდრე მის მიმართ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა, მოპასუხე მოციქულაშვილის მიმართ მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძველს მოკლებულია.
6.12. რაც შეეხება მოპასუხე ვ-–----–-----ის ვალდებულებას აუნაზღაუროს მოსარჩელეს ზიანი, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.
6.13. ვ-–----–-----ის მიმართ მოთხოვნის ფარგლებში, სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვ-–----–-----ეს ლ-–------–---–-ს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა მას შესაგებელი არ წარმოაუდგენია, შესაბამისად, სარჩელში მის მიმართ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, კერძოდ; დადგენილია, რომ ვ-–----–-----ეს სესხის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული რ-------------–-----–-–---–თან 2000 აშშ დოლარზე; ვ-–----–-----ემ დაარღვია იმ სესხის პირობები, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ლ-–------–---–-ს კუთვნილი მოძრავი ქონებით, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით შეფასებულია 16 000 ლარად, უფრო მეტად, ვიდრე უზრუნველყოფილი თანხა); მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კრედიტორმა გამოიყენა კანონიერი უფლება და გაყიდა უზრუნველყოფის საგანი - ლ-–------–---–-ს კუთვნილი ავტომანქანა. ე.ი. ლ-–------–---–ს ვ-–----–-----ის ვალდებულების გასტუმრებით მიადგა ზიანი, კერძოდ ვერ მიიღო ის შემოსავალი, რასაც ავტომანქანის გაყიდვისას მიიღებდა.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის რეალიზაცია სწორედ ვ-–----–-----ის უმოქმედობის, ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგია, რითაც ლ-–------–---–ს მიადგა ზიანი. ამდენად, ვ-–----–-----ის უმოქმედება პირდაპირ კავშირშია დამდგარ მატერიალურ ზიანთან, შესაბამისად, მისი მოთხოვნა ვ-–----–-----ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია.
რაც შეეხება ზიანის ოდენობას, ზიანის კალკულაციასთან დაკავშირებით სასამართლო ეყრდნობა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის“ ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნას, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებაც მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 325 ლარი. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე ვ-–----–-----ის მიმართ, მოსარჩელისათვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურებაც უნდა დაეკისროს ვ-–----–-----ეს.
8.უზრუნველყოფის ღონისძიება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 1991 თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი რ-------------–-----–-–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ნოემბრის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე ლ-–------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ვ-–----–-----ეს მოსარჩელე ლ-–------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 10660 ლარის გადახდა.
3. ლ-–------–---–-ს სარჩელი მოპასუხე რ-------------–-----–-–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე ვ-–----–-----ეს მოსარჩელე ლ-–------–---–-ს სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 325 ლარის გადახდა.
5. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რ-------------–-----–-–---–ისათვის (პ/ნ 5----------) ქ. თ---–--–--------–---–------------- მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდით: 0--1--0--0---00--0--5--, ქ. თ---–--–-------------------------- მდებარე უძრავი ქონების, საკადასატრო კოდით: 0--1--0--0---0---0--0--0--, ქ. თ---–--–-------------------------- მდებარე უძრავი ქონების საკადასატრო კოდით: 0--1--0--0---0---0--0--0-- გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ.
6. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რ-------------–-----–-–---–ისათვის მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული სატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია: ავტომანქანის სანომრე ნიშანი - S------, მარკა, მოდელი - VOLKSWAGEN JETTA TDI, ფერი - რუხი 7/8, გამოშვების წელი - 2010, საიდენტიფიკაციო ნომერი - 3VWLL7AJ3BM032846, სარეგისტრაციო მოწმობა - O-------- გაცემული 22/05/2017წ. გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის შსახებ.
7. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.
8. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი