გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/24356-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი - ხატია გაგელიძე
მოსარჩელე - მა---------------------ი
წარმომადგენელი - ვე---------------–ი
მოპასუხე - სსიპ სა------------------------------------------ო
წარმომადგენელი - მა-------------ე
დავის საგანი - მოძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მა---------------------ი (პ/ნ 0----------) აღიარებულ იქნას მოძრავი ნივთის, ავტომანქანა „მო----------“-ის (ძრავი N-------–------------------------- მესაკუთრედ. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მა---------------------ი არის ბ---------–--------–--ლის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე. ბ---------–--------–--ლს საკუთრებაში ჰქონდა ავტომანქანა „მ-------------“, რომელიც შეიძინა 19---–-–----------ს და რომელსაც ფლობდა წლების განმავლობაში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ, სსიპ სა------------------------------------------ომ, სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის საფუძველზე დგინდება, რომ ბ---------–--------–--ლი გარდაიცვალა 20---–-–-----------------ს. (ს.ფ. 15) ბ---------–--------–--ლის სამკვიდრო ქონებაზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა 2----–-–------------–ს (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N1--------), რომლის შესაბამისადაც, პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა, მა---------------------მა მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად. (ს.ფ. 16) 3.2.2 საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის საქართველოს სსრ მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს თბილისის მა------------–-------------ის „სა-------------------–--ს“ ცნობით, ამავე კომბინატის მსუბუქი ავტომანქანის განაწილების (19--წ.) დოკუმენტით და საქართველოს სსრ მომხმარებელთა საზოგადოების ცენტრალური კავშირი - ცეკავშირის 30.11.8- წერილით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბ---------–--------–--ლს, როგორც თბილისის მა------------–-------------ის „სა-------------------–--ს“ საგეგმო-საწარმოო განყოფილების უფროსს, გამოეყო მსუბუქი ავტომანქანა „მო-----------“. ამასთან, მცხეთის რაიკომკავშირის 31.05.1---წ. ცნობა-ანგარიშით (N6-----) დასტურდება, რომ ბ---------–--------–--ლმა 9 798 მანეთად იყიდა აღნიშნული ავტომობილი. (ს.ფ. 21-29) ავტომობილის ნასყიდობის საფასური სრულად არის გადახდილი მყიდველის მიერ. (ს.ფ. 30-31) 3.2.3 საქართველოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–----------ის წერილის შესაბამისად, ავტომანქანა „მ-------------“, რომელიც საკუთრებაში გადაეცა გარდაცვლილ ბ---------–--------–--ლს, არ არის აღრიცხული მცხეთის მუნიციპალიტეტის (ბალანსზე) საკუთრებად და შესაბამისად, მუნიციპალიტეტს აღნიშნულ მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით რაიმე სახის უფლება/ვალდებულება არ გააჩნია. (ს.ფ. 55) 3.2.4 სს „მ-----ის“ გენერალური დირექტორის თო----------------–---–ის მიერ 20---–-–---------სს გაცემული #2-------9 ინფორმაციით ასევე ირკვევა, რომ ავტომანქანა „მ-------------“, რომელიც საკუთრებაში გადაეცა გარდაცვლილ ბ---------–--------–--ლს, არ არის აღრიცხული სს „მ-----ის“ საკუთრებად (ბალანსზე) და შესაბამისად, სს „მ-----ს“ აღნიშნულ მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით რაიმე სახის უფლება/ვალდებულება არ გააჩნია. (ს.ფ. 58) 3.2.5 ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ---------–--------–--ლმა ნასყიდობის საფასურის გადახდის სანაცვლოდ შეიძინა სადავო ავტომანქანა „მ-------------“. ამასთან, ავტომობილის ფაქტობრივად ფლობას მისი მყიდველის მიერ ადასტურებენ ასევე საქმეში მოწმედ დაკითხული პირები - ხა---------------–---–ი და მა----------–-–---–ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე. 3.2.6 დასტურდება, რომ დღეის მდგომარეობით სადავო ავტომობილზე საკუთრების უფლება არც ერთი უფლებამოსილი პირის/ორგანოს სასარგებლოდ არ დგინდება, რაც სა------------------------------------------ოს სათანადო მოპასუხეობას ადასტურებს. 3.2.7 სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2---------–. გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით სასამართლო ადგენს, რომ სატრანსპორტო საშუალება „მ-------------“ რეგისტრირებული არ არის. (ს.ფ. 34-37)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე, 477-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 158-ე მუხლით, ვარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ---------–--------–--ლმა შეიძინა ავტომობილი 1--- წელს, შესაბამისი ნასყიდობის თანხის გადახდის სანაცვლოდ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ სადავო ავტომობილი არ არის არც რეგისტრირებული და ამავდროულად არც სხვა ორგანოს ბალანსზე ირიცხება. უდავოდ დასტურდება ასევე ბ---------–--------–--ლის მიერ სადავო ავტომობილის ფლობის ფაქტი და შემდგომში მისი მემკვიდრეობით გადაცემა მოსარჩელის სასარგებლოდ. ამდენად, ბ---------–--------–--ლის უფლებამონაცვლის მა---------------------ის მოთხოვნა ავტომობილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში, მა---------------------ს დაუბრუნდება მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მა---------------------ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მა---------------------ი (პ/ნ 0----------) აღიარებულ იქნას მოძრავი ნივთის, ავტომანქანა „მო----------“-ის (ძრავი N-------–------------------------- მესაკუთრედ.
3. მა---------------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ვე---------------–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, რომელიც გადახდილია 14/08/2018, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადახდო დავალება N0)
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე